ზვიგენი 25.03 - 08.04
ზვიგენის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან, ისინი ვერ იტანენ უმოქმედობას და ყოველთვის ცდილობენ მიაღწიონ დასახულ მიზნებს, ამისთვის კი უკან არაფრის წინაშე არ იხევენ.
მიზნის მისაღწევად მათ ხელს გარეგნული ხიბლიც უწყობს, რომელიც ჭარბად გააჩნიათ. კეთილგანწყობილ გარემოში ზვიგენები მშვიდები და უემოციონი არიან, თუმცა გარეგნული სიმშვიდის მიღმა ხშირად იმალება ენერგიულობა და დიდი ემოცია.
ზვიგენების ჭარბი ენერგია განაპირობებს მათ წარმატებებს მოღვაწეობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა პედაგოგიკა, პოლიტიკა, მათ კარგად ძალუძთ თავის წარმოჩენა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.