მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 80714 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სამზარეულოს ატრიბუტებიდან მაცივარი ყველაზე მეტად გამორჩეული და ძვირადღირებული ელექტრონული ხელსაწყოა. ამიტომ, იმისათვის რომ სწორი და ღირებული არჩევანი გააკეთოთ, სასურველია სანამ მაცივრის შესაძენად წახვალთ, კარგად ჩამოყალიბდეთ როგორი მაცივარი გსურთ და წინასწარ მიიღოთ ამის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია.

ეს გაგარკვევთ მაცივრების თავისებურებებში, მათ ფუნქციებში, დადებით და უარყოფით თვისებებში და გაცილებით გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთებას.

 

— სარჩევი —

მაცივრის ზომები მოცულობა

პატარა მაცივრები
საშუალო ზომის მაცივრები
დიდგაბარიტიანი მაცივრები
მაცივრის მოცულობა
მაცივრის კამერების რაოდენობა და განლაგება
მაცივრის კამერა
მაცივრის საყინულე კამერა
მაცივრის კომპრესორი
გალღობის სიტემები - მექანიკური/ნახევრადავტომატური/ავტომატური/No Frost სისტემები
მაცივრის ხმაურის დონე
მაცივრის დამატებითი ფუნქციები
ზოგადი რჩევები
ჩასაშენებელი მაცივრები
ღვინის მაცივრები/ღვინის კარადა-მაცივრები
მაცივრების ფერი
მაცივრის ბრენდები/ექსპლუატაციის ვადა/გარანტია
როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ©

 

მაცივრის ზომები და მოცულობა


როგორ ავირჩიოთ მაცივარიუპირველეს ყოვლისა ზუსტად უნდა იცოდეთ სად გინდათ განათავსოთ მაცივარი, ამიტომ აუცილებელია წინასწარ შეარჩიოთ კუთხე, სადაც გსურთ მისი მოთავსება.

არ ენდოთ ზედაპირულად, თვალით განსაზღვრულ ზომას, ამან შეიძლება მოგატყუოთ, ამიტომ ზუსტად გაზომეთ იმ ადგილის სიმაღლე, სიგანე და სიღრმე, სადაც თქვენი მაცივარი უნდა დადგათ.

გარდა ამისა არ დაგავიწყდეთ გაზომოთ სახლში შესასვლელი კარები და შეადაროთ მისი ზომები მაცივრის ზომებს. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ პრობლემებს.

რაც შეეხება მაცივრის ზომებს - გაბარიტების მიხედვით მაცივრები შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ჯგუფად:

პატარა ზომის;

საშუალო ზომის;

დიდგაბარიტებიანი მაცივრები.

 

პატარა მაცივრები


საშუალო ზომის მაცივრებიპატარა მაცივრების ზომები მერყეობს- სიმაღლე 50-160 სმ-მდე, სიგანე 50-60 სმ-მდე, სიღრმე 60 სმ-მდე.

ასეთი მაცივრები ძირითადად ერთ კამერიანია, ზედა ნაწილში საყინულე განყოფილებით.

არსებობს მოდელები, რომელსაც შეიძლება საყინულე განყოფილება არ ქონდეს.

თუმცა, ძირითადად გავრცელებულია პატარა ზომის ორკამერიანი მაცივრები (მაცივრის კამერასა და საყინულე კამერას ცალ-ცალკე კარები გააჩნია).

პატარა მაცივრები ოპტიმალურია პატარა ბინისთვის, ოფისისთვის, აგარაკისთვის და სასტუმროსთვის. ასევე როცა ძორითად მაცივართან ერთად გსურთ დამატებით დაბალფასიანი მაცივრის შეძენა.

 

საშუალო ზომის მაცივრები


საშუალო ზომის მაცივრებიასეთი მაცივრები უფრო ხშირად ორკამერიანია. მათი ზომებია - სიმაღლე 160-210 სმ, სიგანე და სიღრმე სტანდარტული 60-60 სმ.

ასეთ მაცივრებს ”ევროპული” ტიპის მაცივრებს უწოდებენ.

საშუალო ზომის მაცივრები ითვლება ოჯახურ პირობებში სტანდარტულ, ყველაზე გავრცელებულ მოდელად და შესაბამისად მათი ასორტიმენტიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

თუმცა თუ ”ევროპული” ტიპის მაცივარი ძალიან მაღალია (210-250 სმ), მის ნაკლს შეიძლება წარმოადგენდეს ის, რომ დაბალი სიმაღლის ადამიანი შეიძლება ვერ მიწვდეს მაცივრის ზედა თაროებს.

ამიტომ, მაცივრის არჩევანის მომენტში, ყურადღება მიაქციეთ მის სიმაღლეს, რათა იგი ხელმისაწვდომი იყოს ოჯახის ყველა წევრისთვის.

 

დიდგაბარიტიანი მაცივრები


დიდგაბარიტიანი მაცივრებიასეთი მაცივრების სიმაღლე საშუალოდ 180-210 სმ-ია, სიგანე 60-100სმ, ხოლო სიღრმე 60-85 სმ.

დიდი ზომის მაცივრებს შორის გამოირჩევა ”Side-by-Side” მოდელის, ეგრეთ წოდებული კარადა-მაცივრები, რომელსაც გვერდი-გვერდ ორი კარები გააჩნია (მაცივრის და საყინულე კარადის).

არსებობს ასეთი მაცივრების მოდელები, რომელთაც ყინულის დამზადება, წყლის გაციება, გათბობა, გაფილტვრა და ჩამოსხმა შეუძლია.

ზოგიერთ მოდელს კარებში 15 დიუმიანი ფერადკრისტალური ტელევიზორიც აქვს ჩამონტაჟებული.

ასეთი მაცივრები იდეალურია დიდი სამზარეულო-ბარის და ქალაქგარეთ დიდი აგარაკის პირობებში.

 

მაცივრის მოცულობა


მაცივრის მოცულობა საშუალებას უნდა იძლეოდეს, არ განათავსოთ პროდუქტები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ. რადგან მათ შორის აუცილებელია თავისუფალი სივრცე ჰაერის ცირკულაციისთვის.

პატარა ზომის მაცივრების საერთო მოცულობა მერყეობს 200-300 ლიტრამდე. აქედან მაცივრის კამერაზე მოდის 150-250 ლიტრი, ხოლო საყინულე კამერაზე 40- 60 ლიტრი.

საშუალო ზომის ”ევროპული” მაცივრების საერთო მოცულობა დაახლოებით 300 დან 450 ლიტრამდეა. აქედან მაცივრის კამერაზე მოდის 250-350ლიტრი, ხოლო საყინულე კამერაზე 60-100ლიტრი.

დიდგაბარიტიანი მაცივრების საერთო მოცულობა მიახლოებით 400-700 ლიტრამდეა. აქედან მაცივრის კამერაზე მოდის 300-500, საყინულე კამერაზე 100-200 ლიტრი.

 

მაცივრის კამერების რაოდენობა და განლაგება

 

მაცივრის კამერების რაოდენობა და განლაგებაკამერების რაოდენობა და განლაგება, ერთ-ერთი მთავარი საკითხია მაცივრის შერჩევის დროს.

ძირითადად არსებობს ერთკამერიანი და ორკამერიანი მაცივრები. თუმცა გვხვდება სამკამერიანი მაცივარიც, რომელმაც ვერ მოიპოვა პოპულარობა და არ არის გავრცელებული იმის გამო, რომ კამერებს შორის ტიხრები საკმაოდ ამცირებს მაცივრის მუშა (სასარგებლო) მოცულობას.

ერთკამერიანი მაცივრები უკვე იშვიათად გვხვდება. საყინულე განყოფილება მასში ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან პატარაა და მოთავსებულია მაცივრის ზედა ნაწილში. ასეთ მაცივრებს ერთი საერთო კარი გააჩნია.

ორკამერიან მაცივარს ძირითადად ორი კარი აქვს, მაცივრის და საყინულე კამერებისთვის ცალ-ცალკე. ასეთი მაცივრები ორი ტიპისაა:

პირველი ტიპი - როცა მაცივრის კამერა განთავსებულია ქვემოთ, საყინულე კამერა კი ზემოთ.

მეორე ტიპი - მაცივრის კამერა განთავსებულია ზემოთ, საყინულე კამერა კი ქვემოთ.

მომხმარებელთა უმრავლესობა ძირითადად სწორედ ორკარარიან და ორკამერიან მაცივრებზე აკეთებს არჩევანს.

ერთ-ერთი აქტუალური კითხვა ორკამერიანი მაცივრის შერჩევისას არის ის, თუ სად უნდა ქონდეს მაცივარს საყინულე კამერა, ქვემოთ თუ ზემოთ.

თუ თქვენ უპირატესობას გაყინულ პროდუქტებს და ნახევარფაბრიკატებს ანიჭებთ, აირჩიეთ მაცივარი, რომელსაც საყინულე კამერა ზედა ნაწილში აქვს განთავსებული, რადგან ხშირად არ მოგიწიოთ ჩაცუცქვა და წელში მოხრა.

ასეთი მოდელები უფრო დიდი ტევადობით გამოირჩევა, თუმცა დიზაინის გამო ხანდახან რთულდება მაცივრის კამერის ქვედა თაროდან პროდუქტის გამოღება. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა გავიწყდებათ საყინულის სიღრმეში შენახული პროდუქტი.

მაცივარი ქვედა საყინულე კამერითხოლო თუ არა საყინულის, არამედ მაცივრის კამერისთვის განკუთვნილ პროდუქტები უფრო ხშირად გჭირდებათ და კარებს მთელი დღის განმავლობაში რეგულარულად აღებთ, სჯობს აირჩიოთ მაცივარი, რომელსაც საყინულე კამერა ქვედა ნაწილში გააჩნია.

ასეთი მოდელების ტევადობა შედარებით ნაკლებია, მაგრამ სამაგიეროდ მაცივრის კამერის ხშირად გამოსაყენებელი განყოფილებები თვალის სიმაღლეზეა განთავსებული და პროდუქტები ადვილად ხელმისაწვდომია.

ასეთი მოდელები შედარებით ნაკლებ ელექტროენერგიასაც მოიხმარს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ მაცივარი 2 და მეტი მეტრი სიმაღლისაა, უმჯობესია თუ მისი საყინულე კამერა ქვედა ნაწილში იქნება განთავსებული.

 

მაცივრის კამერები


მაცივრის კამერაროგორც წესი მაცივრის კამერას მაცივრის ძირითადი მოცულობა უკავია. მასში მოთავსებულია სხვადასხვა სახის თაროები და კონტეინერები ამა თუ იმ პროდუქტისათვის. თაროებად ძირითადად მინა ან ცხაურაა გამოყენებული.

მინის თაროების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მტკიცეა, ადვილად სუფთავდება, უფრო ესთეტიურად და ლამაზად გამოიყურება. ცხაურა ზედმიწევნით დასუფთავებას მოითხოვს, სამაგიეროდ ის ხელს უწყობს მაცივრის კამერაში ჰაერის ცირკულაციას.

საერთოდ კი იცოდეთ, რომ პლასტმასის გარდა ყველა თარო გამძლე და მოსახერხებელია. მთავარია კამერაში იყოს მრავალრიცხოვანი სამაგრი, რაც საშუალებას მოგცემთ ცვალოთ კომბინაციები სიმაღლის მიხედვით.

კამერის პირველ თაროზე ხშირად თავსდება მეტალის ბოთლების სადგარი, სადაც შეგიძლით ბოთლები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაალაგოთ. ქვედა ნაწილში კი განთავსებულია ხილის და ბოსტნეულის შესანახი კონტეინერები.

რაც უფრო ხარისხიანია მაცივარი, მით მეტი მოსახერხებელი თარო და სათავსო აქვს მას.

თითქმის ყველა მაცივარს კარების შიდა მხარეს განლაგებულია რამდენიმე თარო წვრილმანი პროდუქტებისთვის (მაგ პოლიეთილენის კოლოფში მოთავსებული რძე, ხაჭო, არაჟანი), სათავსოები გამჭვირვალე ხუფით, თაროებზე განლაგებულია კვერცხის ცხაურა და საკარაქე.

ქვედა თაროები ძირითადად ბოთლებისთვისაა გათვალისწინებული.

 

მაცივრის საყინულე კამერა


საყინულე კამერასაყინულე კამერის შიდა კონსტრუქცია მის გარე განლაგებაზეა დამოკიდებული. თუ საყინულე კამერა მაცივრის ქვედა ნაწილშია მოთავსებული მასში განლაგებულია სამი უჯრა რომლის გამოღებაც ადვილად ხერხდება. ხოლო თუ კამერა მაცივრის ზედა ნაწილშია, მაშინ ის ძირითადად თაროებითაა გატიხრული.

საყინულე კამერის ძირითადი კრიტერიუმი საჭირო მოცულობა და განსაზღვრული ტემპერატურის შენარჩუნების უნარია. სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში პროდუქტები დიდი ხნის განმავლობაში ინახება.

ერთი კვირის განმავლობაში პროდუქტის შესანახად - 6 გრადუსი ტემპერატურაა საჭირო (ასეთ მაცივარს ერთი ვარსკვლავი აქვს).

ერთი თვის განმავლობაში შესანახად - 12 გრადუსი (ასეთი მაცივარი ორ ვარსკვლავიანია).

სამი თვის განმავლობაში შესანახად - 18 გრადუსი (ასეთი მაცივარი სამ ვარსკვლავიანია).

თუ შესაძლებლობა გაქვთ ტემპერატურა - 18 გრადუსზე ქვემოთ დასწიოთ, შეგიძლიათ მინიმუმ ნახევარი წელი არ ინერვიულოთ თქვენს პროდუქტებზე (ასეთი მაცივარი ოთხ ვარსკვლავიანია).

 

მაცივრის კომპრესორი

 

მაცივრის კომპრესორიკომპრესორი მაცივრის გულია. არსებობს ერთ კომპრესორიანი და ორ კომპრესორიანი მაცივრები. ცხადია ნებისმიერ პატარა მაცივარში მხოლოდ ერთ კომპრესორია.
ერთ კომპრესორიან - საშუალო თუ დიდი მოცულობის მქონე მაცივარში ძრავი ერთდროულად მუშაობს საყინულე და მაცივრის კამერაზე. კომპრესორი ორივეს ერთდროულად აცივებს, თუმცა დამატებით ელექტროენერგიის ხარჯზე. ერთ ძრავიანი მაცივარს არ შუძლია სწრაფად გააცივოს პროდუქტების დიდი რაოდენობა.

თუ მაცივარი მოიცავს ორ განყოფილებას (საყინულეს და მაცივრის კამერას) და ეს კამერები საკმაოდ მოცულობითია, რა თქმა უნდა უმჯობესია ორი კომპრესორი.

ამ შემთხვევაში, თითოეული კომპრესორი მხოლოდ მისთვის მკაცრად განსაზღვრულ განყოფილებას გააციებს და თითოეული კამერისთვის ტემპერატურასაც ცალ-ცალკე დაარეგულირებს.

ბაზარზე არსებულ მოდელთაგან ძალზედ იშვიათად გვხვდება როცა ამ ფუნქციას ერთკომპრესორიანი მაცივარი უზრუნველყოფს.

გარდა ელექტროენერგიის ეკონომიისა, ორკომპრესორიანი მაცივრის დამატებითი ღირებულება იმაშიც მდგომარეობს, რომ ნებისმიერ დროს, საჭირო მიზეზის შემთხვევაში, შეგიძლიათ გათიშოთ ერთ-ერთი თქვენთვის სასურველი განყოფილება რამე მიზეზით, მაგალითად დაასუფთაოთ იგი ისე, რომ მეორე განყოფილებას ფუნქციონირებაში ხელი არ შეეშალოს.

ჩვენს ბაზარზე არსებული მაცივრები ძირითადად ერთკომპრესორიანია, ასეთ შემთხვევაში, თუ მაცივარი დიდგაბარიტიანია, კომპრესორი მძლავრი და ხარისხიანი უნდა იყოს, რათა მაცივრის გამართული მუშაობა უზრუნველყოს.


მაცივრის გალღობის სისტემები


არსებობს სამი ტიპის გალღობის სისტემა, მექანიკური (ხელის), ნახევრად ავტომატური და ავტომატური:


მექანიკური (ხელის) გალღობის სისტემა ნიშნავს, რომ მაცივარი წელწადში ერთხელ მაინც სრულიად გამორთოთ, გამოიღოთ საყინულე კამერაში მოთავსებული პროდუქტები და დაელოდოთ, სანამ წარმოქმნილი ყინული სრულიად არ გადნება. შედეგად წარმოქმნილი წყალი უნდა ამოტუმბოთ, კამერა კი გარეცხოთ და გაწმინდოთ.

ნახევრადავტომატური გალღობის სისტემა -  გულისხმობს გალღობის პროცესის რეგულარულად ჩატარებას (რეკომენდაციის შესაბამისად). თუმცა ამ შემთხვევაში პროცესი მარტივად ხდება, თქვენ მხოლოდ ხელს აჭერთ გალღობის ღილაკს, რის შედეგადაც ყველა პროცესი-ყინულის გალღობა, კომპრესორის მუშაობა, წყლის გადაღვრა და აორთქლება ხდება ავტომატურად, თვალისთვის შეუმჩნევლად.

ავტომატური გალღობის სისტემა - ნიშნავს იმას, რომ მაცივარი თავად ”განსაზღვრავს” როდის სჭირდება მას გალღობის რეჟიმში გადასვლა. ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს ან წვეთოვანი სისტემით, ე.წ. ”მტირალა” კედლის საშუალებით, ან  No Frost სისტემით.

წვეთოვანი (”მტირალა” კედელი) მუშაობის პრინციპი ასეთია - კომპრესორის მუშაობის პროცესში მაცივრის კამერის უკანა კედელზე წარმოიქმნება თხელი ყინულის თრთვილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპრესორი ჩერდება, თრთვილი, კედელში არსებული ამაორთქლებლის (გამათბობელი ელემენტის) საშუალებით იწყებს დნობას, იქცევა წყლად და ჩაედინება კომპრესორზე მოთავსებულ სპეციალურ ავზში. კომპესორის მუშაობის პროცესში ავზი თბება და წყალი ორთქლდება.

ეს პროცესი თქვენთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ეს სისტემა გამოიყენება ბევრ თანამედროვე მაცივარში. მისი საშუალებით მაცივარში ტენიანობა ნარჩუნდება.

 No FrostNo Frost სისტემის შემთხვევაში, სპეციალური ვენტილიატორის საშუალებით კამერის შიგნით ხდება ცივი ჰაერის ცირკულაცია.

ამ დროს, თრთვილი არა კამერის კედელზე, არამედ გამათბობელ ელემენტზე წარმოიქმნება, რომელიც მაცივრის კედელშია მოთავსებული და თვალით არ ჩანს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ თრთვილი არ არსებობს, სინამდვილეში რამოდენიმე საათის შემდეგ ვენტილიატორი ჩერდება და ხდება გამათბობელი ელემენტის ჩართვა, რომელიც ადნობს თრთვილს, წყალი ჩაედინება ავზში და ორთქლდება.

No Frost სისტემის მაცივრებმა ვერ შეძლეს ბაზრიდან ჩვეულებრივი მაცივრების განდევნა, რადგან ასეთ სისტემას გააჩნია თავისი მინუსები.

ის ხარჯავს უფრო მეტ ელექტროენერგიას, შთანთქავს ტენს, რის გამოც პროდუქტი შეიძლება ზედმეტად გამოშრეს (ამიტომ რეკომენდირებულია იგი შეფუთულ მდგომარეობაში შეინახოთ).

მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ხმაურის შედარებით მაღალი დონე კომპრესორისა და ვენტილიატორის ერთდროულად მუშაობის გამო.

რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ No Frost მაცივრები ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ეს არ შეეფერება სინამდვილეს. იგი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ჩვეულებრივი, წვეთოვანი ტიპის მაცივრები.

მიუხედავად ამისა, No Frost სისტემას, მაინც უდაოდ დიდი უპირატესობა აქვს მშრალად გაყინვის და კამერის შიგნით ტემპერატურის თანაბრად განაწილების თვალსაზრისით.

გაითვალისწინეთ, რომ მაცივრის და საყინულე კამერას შეიძლება გააჩნდეს სხვადასხვა გალღობის სისტემები.

0 გრადუსიანი ზონა - 0 გრადუსიანი ზონა წარმოადგენს კამერას ან სათავსოს, სადაც შენარჩუნებულია 0 გრადუსი ტემპერატურა ტენიანობის მაღალი პროცენტით.

ამ ზონაში პროდუქტები ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს ბუნებრივ თვისებებს. ეს ფუნქცია საუკეთესოა, როცა თქვენ არა მაშინვე, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ გსურთ პროდუქტის მომზადება და არ გსურთ პროდუქტი გაიყინოს.

 

მაცივრის ხმაურის დონე

 

მაცივრის ხმაურის დონემაცივრის ხმაურის დონე ეს არის ზრიალის (გუგუნის) ნორმატიული მაჩვენებელი, რომელსაც გამოსცემს მაცივარი მუშაობის დროს.

ეს მნიშვნელობა იზომება დეციბალებში და შესაბამისად, რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო წყნარად და უხმაუროდ მუშაობს მაცივარი.

რა წარმოქმნის მაცივრის ზრიალს (გუგუნს)?

მიზეზი შეიძლება იყოს რამოდენიმე:

მაცივრის კომპრესორის ხმა (თუ მაცივარს ორი კომპრესორი აქვს, ხმა იქნება უფრო მეტი). აგრეთვე ზრიალს იწვევს დეტალები, რომლებიც განიცდის ვიბრაციას და ეხება კომპრესორს.

შემდეგი მიზეზი შეიძლება იყოს მაცივრის გამაგრილებელი აგენტის (სპეციალური სითხის) მოძრაობა კონდენსატორში ან ამაორთქლებელში. ამ მიზეზით გამოწვეული ხმა წააგავს საკანალიზაციო მილებში წყლის მოძრაობის ხმას.

ხმაურის კიდევ ერთი მიზეზია რელეს ჩართვა-გამორთვის მომენტი. რელეს მუშაობა აუცილებელია მაცივრის კომპრესორის გასაშვებად. ამ დროს ისმის სპეციფიკური, ბიძგის მაგვარი ხმა.

ხმაურს და ზრიალს იწვევს გამაგრილებელი ვენტილაციის სიტემა (ძირითადად No Frost მოდელებში). რაც უფრო მეტი ვენტილიატორია სისტემაში, მით უფრო მეტი იქნება ხმაურის დონე.

ნორმა:

არსებობს სპეციალური შკალა, რომელც განსაზღვრავს მაცივრის ხმაურის დონეს. ეს ნორმა მერყეობს 25-დან 50 დეციბალამდე.

 დაბალი - 25-დან 34 დეციბალამდე;

საშუალო - 35-დან 44 დეციბალამდე;

მაღალი - 45 და მეტი დეციბალი;

ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ინსტრუქციაში, ან მაცივარზე მიკრულ სტიკერზე.


მაცივრის დამატებითი ფუნქციები

 

მაცივრის დამატებითი ფუნქციებიგარდა No Frost  სისტემისა, თანამედროვე მაცივრებს გააჩნიათ რიგი დამატებითი ფუნქციები:

 Air Shower - უზრუნველყოფს დაბალტემპერატურული რეჟიმისა და ჰაერის ცირკულაციის შექმნას. რისი საშუალებითაც ხდება მაცივრის კამერის თავისებური განიავება.

 Bio Fresh - იძლევა კამერაში ტემპერატურისა და სინოტივის დონის რეგულირების საშუალებას, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის პროდუქტისათვის აუცილებელ პირობებს. მომატებული ტენიანობა ხელს უწყობს დიდი ხნის განმავლობაში ქორფა მდგომარეობა შეუნარჩუნოს ბოსტნეულს, ხილსა და მწვანილს.

 Silver Clean - ანტიბაქტერიული დაცვა. მაცივრის კედლები და კარების შიდა ზედაპირი ვერცხლის იონებითაა დაფარული. ხელს უშლის ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერიების დაგროვებას.

 Magic Eye - მრავალფუნქციური დისპლეი მაცივრის კარებზე, ასახავს მაცივრის მუშაობას. მისი საშუალებით ხდება მაცივრის მართვაც, რაც შეიძლება განახორციელოთ ხელით, ან მართვის პულტის საშუალებით

 Coolmatic - უზრუნველყოფს სწრაფ, იძულებით გაცივებას ვენტილიატორით მიწოდებული ჰაერის ნაკადით. ამ ფუნქციის ჩართვიდან 6 საათის გასვლის შემდეგ აღდგება ჩვეული ტემპერატურული რეჟიმი.

 Crisp Fresh - ფილტრი, რომელიც დამონტაჟებულია ბოსტნეულის თაროზე და ხელს უწყობს მათ ქორფა მდგომარეობაში შენარჩუნებას.

 Glass Light - თაროებში ჩამონტაჟებული სინათლის დიოდური განათება. იგი იძლევა სწრაფი ორიენტაციის საშუალებას, რათა გაერკვეთ თაროების და პროდუქტების განლაგებაში.

 Cooler - მაცივრის კარებში ჩამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც შედგება წყლის ავზის და ერთი ან ორი ჩამოსასხმელი ონკანისაგან. ავზში წყალი მიღებული დავალების შესაბამისად თბება ან ცივდება და ამის შემდეგ ონკანის საშუალებით მიეწოდება.

Super Cool - უზრუნველყოფს ჰაერის სწრაფ და ხარისხიან გაცივებას სპეციალური ვენტილიატორის საშუალებით. სხვადასხვა მიმართულების ჰაერის ნაკადები აცივებს კამერის მთელს მოცულობას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაცივარში ახალი მოთავსებული პროდუქტის გასაცივებლად.

 Super Frost - ფუნქცია იძლევა დიდი რაოდენობის პროდუქტის სწრაფი გაყინვის საშუალებას -32 -38 გრადუს ტემპერატურაზე ისე, რომ გემოს შეუცვლელად და უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინახავს მას. ფუნქციის გათიშვა ხდება ავტომატურად მას შემდეგ, რაც საჭირო დონეზე გაყინავს პროდუქტის მთელს მოცულობას.

 Frost Control - აკონტროლებს ტემპერატურას საყინულე კამერაში და მისი მომატების შემთხვევაში ჩაირთება ხმოვანი და სინათლის სიგნალები. Frost Control -ის ინდიკატორი უზრუნველყოფს Super Frost რეჟიმის ჩართვას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.

 Alarm - იძლევა ხმოვან სიგნალს, თუ მაცივრის კარები ღია დაგრჩათ ან ადგილი აქვს მაცივარში ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას.

 მაცივრის კარების გადაკიდების შესაძლებლობა - ანუ ადგილის ეკონომიის მიზნით კარები იღება ორივე მხარეს.

 და სხვა...

 

ზოგადი რჩევები

პირველ რიგში განსაზღვრეთ მაცივრის ენერგომოხმარების კლასი. უმჯობესია A ან A+ კლასის, შემდეგ მოდის B და C კლასის მაცივრები, რომელიც ოდნავ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.მაცივრების არჩევა - ზოგადი რჩევები

კლასები ერთმანეთისგან არა მარტო ენერგიის მოხმარებით განსხვავდება, არამედ იმით, თუ რამდენი ხანი შეინარჩუნებს მაცივარი ტემპერატურას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.

მართალია არაეკონომიური D და G კლასის მაცივრები პრაქტიკულად აღარ გამოდის, მაგრამ მაინც ნუ შეიძენთ C-ზე ქვედა კლასის მაცივარს. კლასის განმსაზღვრელი სტიკერი, როგორც წესი მაცივრის კარებზეა მიკრული.

ენერგეტიკული თვალსაზრისით უფრო ეკონომიურია ორგანყოფილებიანი მაცივარი რომელსაც საყინულე ქვემოთ აქვს, რადგან კომპრესორი ყოველთვის მაცივრის ქვედა ნაწილშია მოთავსებული და მინუსოვანი ტემპერატურის მისაღწევად არაა აუცილებელი ფრეონის მაღლა ატყორცნა.

შესაბამისად, ქვედა საყინულე უფრო მალე იყინება და ელექტროენერგიაც შედარებით ნაკლები მოიხმარება.

შესაძლოა თქვენთვის თვალში საცემი გახდეს სტიკერი წარწერით Ag+, microbes stop, ან Silver clean. თუმცა ეს არ მიიჩნიოთ მაცივრის შესაძენად გადამწყვეტ არგუმენტად.

ანტიბაქტერიული დანამატები ერთი წლის განმავლობაში ძალას მაინც კარგავს, მისი ეფექტი კი უბრალო წყლის გავლებითაც შეგიძლიათ შექმნათ.

ხშირ შემთხვევაში, ამ დანამატებს მწარმოებლები სულაც არ უმატებენ მასალაში, სტიკერს კი ყოველი შემთხვევისთვის, ცნობისმოყვარე, ყურადღებიანი მომხმარებლისთვის მაინც აკრავენ.

ამ ნივთიერებების შემცველობის შემოწმება და მასალაში ვერცხლის იონების აღმოჩენა ფაქტიურად შუძლებელია რთული ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე.

მაცივრის უკანა ნაწილში მდებარეობს მილი, რომელშიც მოძრაობს ფრეონი (სპეციალური გაზი, რომლის საშუალებითაც ხდება გაცივება. მას ”მაცივარი აგენტსაც” უწოდებენ).

სასურველია ეს მილი სპილენძის იყოს. თუმცა, შეიძლება ალუმინის ან სხვა მასალისგანაც იყოს დამზადებული.

კარგად დააკვირდით და გამოიკითხეთ მისი ხარისხის შესახებ, რადგან იაფფასიანი, უხარისხო მეტალის მასალისგან დამზადებულმა მილმა შეიძლება მილის დაჟანგვა, გახვრეტა და ფრეონის გაპარება გამოიწვიოს, რაც პრობლემებს შექმნის.

მაცივრის არჩევისას დააკვირდით შეღებვის ხარისხს, განსაკუთრებით ზედა კიდეებზე. თუ რაიმე დამცავი (სკოტჩი) აქვს მიკრული ფრთხილად მოაცალეთ ვიწრო მონაკვეთზე და გულდასმით დაათვალიერეთ ხომ არ აძვრა საღებავი.

საერთოდ, მოერიდეთ ისეთი მაცივრის შეძენას, რომელსაც კარებზე უზარმაზარი თუნდაც ულამაზესი ეტიკეტები აქვს მიკრული. მისი მოცილებისას შეიძლება კარებს საღებავიც ააცალოთ.

თუ მაცივარს სახელურები გარედან აქვს მიმაგრებული, შეამოწმეთ ხომ არ ჭრიალებენ ისინი, კარგად დაააკვირდით დამაგრების ხარისხს.

დათვალიერებისას გამოაღეთ მაცივარი და კარი შიგნითა მხრიდან დაათვალიერეთ. პლასტიკზე ჩაღრმავებები და გარკვეული უსწორმასწორობები ტექნიკური პროცესების დარღვევაზე მიუთითებს.

მყარად უნდა იჯდეს კარების ირგვლივ არსებული რეზინები. იგი არ უნდა ეკიდოს და კუთხეებში არ უნდა ქონდეს ნაპრალები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიგლიჯება და მისი გამოცვლა მალე მოგიწევთ.

მაცივრის შიდა კარადის პლასტიკი უნდა იყოს სწორი ზედაპირით, არ უნდა იყოს გადაქლექილი, არ ჰქონდეს ბზარები, ხელით დაწოლისას მკვეთრად არ უნდა ჩაიზნიქოს.

მაცივრის თაროზე ან კვერცხის ცხაურაზე უნდა იპოვოთ მასალის აღმნიშვნელი წარწერები.თუ აღნიშნულია - PS, GPPS, ABS, PP  მაშინ ის საუკეთესო ხარისხისაა.

ასეთი მასალით დამზადებული თაროები ევროპული ბაზრებისთვისაა გათვლილი. სადაც ხარისხი მკაცრად კონტროლდება.

აუცილებლად მოიკითხეთ რომელ ქვეყანაშია დამზადებული კომპრესორი, ბრენდების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა გირჩევთ ერიდოთ ჩინური წარმოების კომპრესორებს.

მაცივრის უკანა მხარეს მდებარეობს კონდესატორი. კარგია თუ ის არ იქნება დამალული.

მისი შენიღბვა ისედაც არაფერში გჭირდებათ, ვინაიდან იგი ყოველთვის კედლის მხარეს ებჯინება (ეს იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ადვილი იყოს მისი გამოცვლა).

 

ჩასაშენებელი მაცივრები


ჩასაშენებელი მაცივრებიჩაშენებული მაცივრები იმითაა კარგი, რომ მთლიანად ერწყმის სამზარეულოს ინტერიერს.

შესაძლებელია მაცივრის გარე პანელი მთლიანად ჩანდეს, ზოგიერთი მაცივარი კი სპეციალური კარით იკეტება და თვალსაჩინოა მხოლოდ ტემპერატურული მონაცემები და სხვა ინდიკატორები. შესაძლებელია მაცივრის მუშაობის კარების გაუღებლად, გარედან მართვა.

ჩასაშენებელი მაცივრები, ისევე როგორც ჩვეულებრივი მაცივრები სხვადასხვა ზომის არსებობობს - დიდგაბარიტიანი, საშუალო და მცირე, გაააჩნია რა ზომის და როგორი დიზაინის ინტერიერია სამზარეულოში.

თუ მაცივარი მცირე ზომის უნდა იყოს, შეიძლება ის ჩაშენდეს სიმაღლეში, ხოლო მის ქვემოთ დარჩენილი სივრცე გამოყენებული იქნეს კარადის გასაკეთებლად ან ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის.

ამით შემოიფარგლება ასეთი მაცივრის ღირსებები. ჩასაშენებული მაცივარი თავისივე მოცულობის ანალოგებზე მეტად ძვირი ღირს. თანაც მისი სასარგებლო მოცულობა ორჯერ მცირეა, ვიდრე მის მიერ დაკავებული ადგილის მთლიანი მოცულობა.

რაც შეეხება ჩაშენების და ექსპლუატაციის წესებს, კარადაში უნდა გაკეთდეს ჭრილები რომ კომპრესორამდე ჰაერმა მიაღწიოს.

 

ღვინის მაცივრები/ღვინის კარადა-მაცივრები


ღვინის მაცივრები, ღვინის კარადა-მაცივრებიიმათთვის ვინც ღვინის ფასი იცის და მისი დიდი რაოდენობით შეძენის საშუალება გააჩნია, არსებობს სპეცაგრეგატებით აღჭურვილი მაცივრები ამ ძვირფასი სასმელის საიმედოდ შესანახად.

როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ ღვინომ შეინარჩუნოს უნიკალური თვისებები, საჭიროა არა მარტო ტემპერატურის, არამედ ტენიანობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საოჯახო ტექნიკის რიგ მწარმოებელთა მიერ სპეციალური ღვინის შემნახველი მაცივრებისა და კარადების შექმნა.

ისევე როგორც ჩვეულებრივი მაცივრები, ასევე ღვინის შემნახველი კარადები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზომებითა და შესაძლებლობებით. ამიტომ, ვისაც ერთი განსაზღვრული ჯიშის ღვინის სახეობა იზიდავს, სავსებით დააკმაყოფილებს ერთტემპერატურიანი მოდელები.

ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტის მოყვარულთ კი მულტიტემპერატურიანი მოდელები დასჭირდებათ. ასეთ კარადა-მაცივრებს მეტი შესაძლებლობა აქვს მრავალფეროვანი ღვინოების (თეთრი, შავი, ცქრიალა და შემაგრებული ღვინოები) სათანადოდ შენახვის თვალსაზრისით.

 

მაცივრის ფერი


ფერადი მაცივრებისასურველი მაცივრის არჩევისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია ესთეტიური მხარეც.

დღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია მაცივრის ფერების ფართო სპექტრი. ამიტომ, სასურველი ფერის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხია.

კვლავ პოპულარულია კლასიკური თეთრი ფერი, თუმცა არსებობს მაცივრები ყვითელი, ლურჯი, სპილოსძვლისფერი, ვერცხლისფერი, ხის იმიტაციით, უჟანგავი ლითონის და ა.შ.

სასურველია თუ მაცივრის ფერი ეხამება სამზარეულოს ფასადს და მის სხვა ატრიბუტებს, გაზქურას, გამწოვს, ჭურჭლის სარეცხ მანქანას და ა.შ. ეს აბსოლიტურად ინდივიდუალურად გადასაწყვეტია.

 

მაცივრის ბრენდები/ექსპლუატაციის ვადა/გარანტია

 

ბრენდები, ექსპლუატაციის ვადა, გარანტიამწარმოებლების საერთო მასიდან რთულია გამოიყოს ბრენდი, რომელსაც შეიძლება უწოდო ყველაზე კარგი, სანდო და პრესტიჟული. ეს არარეალურია.

თქვენი გემოვნება, საკითხის ცოდნა და ინტუიციაც კი, დაგეხმარებათ ერთნაირი ფუნქციების, მაგრამ სხვადასხვა მწარმოებელის მიერ დამზადებული ბრენდის არჩევაში.

რადგან, თითოეული ბრენდი სტანდარტული ფუნქციების გარდა გთავაზობთ საკუთარი ფუნქციების პაკეტს. ამ პაკეტში შესაძლოა შედიოდეს განსაკუთრებული, ექსკლუზიურ ფუნქციაც კი.

თანამედროვე მაცივრების ექსპლუატაციის ვადა 10-15 წელია. თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი უფრო სერიოზულ ვადებსაც ასახელებს.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს კარგი ხარისხის მაცივარი შეიძლება მოძველდეს მორალურად, რადგან ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ გამოვიდეს უფრო თანამედროვე, ახალი ფუნქციებით აღჭურვილი მაცივრები, თუმცა ეს ძველ მაცივარს არავითარ პრობლემას არ უქმნის მუშაობაში, იგი იმუშავებს და იმუშავებს მიუხედავად განსაზღვრული ექსპლუატაციის ვადისა.

მიუხედავად ექსპლუატაციის ვადის მაღალი მაჩვენებლისა, მწარმოებლები ძირითადად 1-დან 3 წლამდე გარანტიას იძლევიან.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

მაცივრები ინტერნეტ მაღაზია...

ერთკამერიანი და ორკამერიანი
მაცივრები
მაცივრები
ზედა და ქვედა საყინულით
No Frost და წვეთოვანი
მაცივრები

საშუალო და მსხვილგაბარიტიანი
მაცივრები
მაცივრები
ინვერტორული კომპრესორით
მაცივრების
სრული კატალოგი
მაცივრები ინტერნეტ მაღაზია...
პატარა ზომის
მაცივრები
მაცივრები
4 წლიანი გარანტიით
მაცივრების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ