მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 

 
  ნანახია 830 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბოლო დრომდე კრაფტ ლუდის შესახებ არც ისევ ბევრი რამ იყო ცნობილი, მაგრამ იგი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ლუდის მოყვარულთა შორის, შესაბამისად მეტი ინტერესი ჩნდება სიტყვა "კრაფტის" მნიშვნელობისა და სასმელის წარმოშობის შესახებ.

კრაფტ ლუდი შეიძლება ვთარგმნოთ როგორც "ხელნაკეთი ლუდი", თუმცა მასთან მიმართებაში გამოიყენება ალტერნატიული მნიშვნელობებიც - საავტორო, ექსკლუზიური, პროფესიონალური და სხვა. განმარტებებში ასეთი სხვაობის გამო ბევრს ბოლომდე არ ესმის რაში მდგომარეობს კრაფტ ლუდის იდეა.

კრაფტ ლუდის მაღალი ხარისხი, გემო, არომატი და სტრუქტურა დამოკიდებულია ლუდის ტექნოლოგის ფანტაზიაზე, იმპროვიზაციაზე და გამოცდილებაზე. ახალი, თამამი ექსპერიმენტებისთვის მნიშვნელოვანია გამბედაობაც. ამ თვალსაზრისით, ლუდის წარმოება თითქოსდა უბრუნდება თავის ისტორიულ საწყისებს.

კრაფტ ლუდის ისტორია დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სახლის პირობებში ლუდის წარმოების ლეგალიზაციის შემდეგ. ამ მომენტიდან მასიურად დაიწყო პატარა ლუდსახარშების გახსნა, რომლებიც ძველი რეცეპტების მიხედვით აწარმოებდნენ ელს და ლაგერს.

თავდაპირველად, ლუდსახარშები მკაცრად იცავდნენ კლასიკურ რეცეპტს, შემდეგ კი გადაწყვიტეს ექსპერიმენტებისთვის მიემართათ და დაიწყეს ახალი რეცეპტების და ხელნაკეთი ლუდის სახეობების შექმნა.

 

რა განსხვავებაა ჩვეულებრივ და კრაფტ ლუდს შორის?

 

1. ჩვეულებრივი ლუდი იხარშება დიდი პარტიებით და მწარმოებლების მთავარ მიზანს გაყიდვების გაზრდა წარმოადგენს; კრაფტ ლუდის წარმოება კი შეზღუდული რაოდენობით ხდება. მწარმოებლებს შეუძლიათ მოხარშონ უმაღლესი ხარისხის ლუდი სინთეზური კომპონენტების, მავნე დანამატების და პასტერიზაციის გარეშე, სწრაფად მოერგონ მომხმარებლის გემოვნებას და გაითვალისწინონ მისი მოთხოვნები.

ბევრი დამოუკიდებელი კრაფტ-ბარი იძენს მუდმივ მომხმარებელს, საკუთარი უნიკალური და გემრიელი ლუდის სახეობების შეთავაზებით. კრაფტ ლუდი შეიძლება იყოს სხვადასხვა გემოსი: ტკბილი, მწარე, მჟავე, თაფლის, ხილის, კენკრის, მოხალული, შოკოლოდის და სხვა გემოები...

2. ხელნაკეთი ლუდის მწარმოებლები მეტ ყურადღებას აქცევენ სასმელის ხარისხს, საგემოვნო თვისებებს და არომატს, რითაც ცდილობენ დაიმსახურონ მომხმარებლთა მაღალი შეფასება. ლუდის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების მთავარი მიზანი კი მოგებაა, ამიტომ ისინი იშვიათად ცვლიან ლუდის რეცეპტს და ცდილობენ ინგრედიენტებზე თანხების დაზოგვას.

დღეს ევროპაში კრაფტ ლუდი არის ნებისმიერი ლუდი, რომელიც მოხარშულია კერძო ლუდსახარშში ტრადიციული თუ არატრადიციული რეცეპტების მიხედვით.

ამერიკაში კრაფტ ლუდის წარმოებისთვის არსებობს მკაფიო მოთხოვნები:

პირველი - ლუდსახარში უნდა იყოს პატარა (წლიური მოცულობა არაუმეტეს 703,8 მილიონი ლიტრი ლუდი).

მეორე - ლუდსახარში უნდა იყოს დამოუკიდებელი(ეს გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს ლუდსახარშს; მას არ უნდა მოერგოს ინვესტორების მოსაზრებებსა და ხედვებს). და ბოლო, მესამე პუნქტი, ლუდსახარშმა უნდა დაიცვას ტრადიციები. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ლუდი მინიმუმ 50% ალაოს უნდა შეიცავდეს, სხვა დანამატები კი უჩვეულო და საინტერესო გემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხარჯების შემცირებას.

კრაფტ ლუდის ზოგიერთი ჭეშმარიტი გურმანი დაინტერესებულია კრაფტ ლუდის წარმოების ტექნოლოგიით და არც სახლში გემრიელი ხელნაკეთი ლუდის მომზადებაზე იტყვის უარს, რაც სხვათა შორის სრულებით შესაძლებელია; თუმცა ამისთვის საჭიროა სპეციალური აღჭურვილობა და რეცეპტის მკაცრი დაცვა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ