მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 37024 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 


 

დოლარის ბანკნოტები - 1 დოლარი დოლარის ბანკნოტები - 2 დოლარი
ერთი დოლარი (ჯორჯ ვაშინგტონი) ორი დოლარი (თომას ჯეფერსონი)
 დოლარის ბანკნოტები - 5 დოლარი  დოლარის ბანკნოტები - 10 დოლარი
ხუთი დოლარი (აბრაამ ლინკოლნი) ათი დოლარი (ალექსანდრე ჰამილტონი)
 დოლარის ბანკნოტები - 20 დოლარი  დოლარის ბანკნოტები - 50 დოლარი
ოცი დოლარი (ენდრიუ ჯექსონი) ორმოცდაათი დოლარი (ულის გრანტი)
 დოლარის ბანკნოტები - 100 დოლარი  დოლარის ბანკნოტები - 500 დოლარი
ასი დოლარი (ბენჯამინ ფრანკლინი) ხუთასი დოლარი (უილიამ მაკკინლი)
 დოლარის ბანკნოტები - 1000 დოლარი  დოლარის ბანკნოტები - 5000 დოლარი
ათასი დოლარი (გროვერ კლივლენდი)
ხუთი ათასი დოლარი (ჯეიმს მედისონი)
 დოლარის ბანკნოტები - 10.000 დოლარი  დოლარის ბანკნოტები - 100.000 დოლარი
ათი ათასი დოლარი (სალმონ ჩეიზი) ასი ათასი დოლარი (ვუდროუ ვილსონი)

 

დოლარის კუპიურიების წინა მხარე
 

ამერიკული დოლარის ისტორია თავის თავში ბევრ საიდუმლოს მოიცავს, კუპიურები თავის თავში მთელ რიგ ეზოთერიკულ სიმბოლოებს აერთიანებს. ბანკნოტების უმრავლესობის საბაზო დიზაინი შექმნილი იქნა 1928 წელს და მათზე გამოსახული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები:

»» ერთ დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი (George Washington)

»» ორ დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის მესამე პრეზიდენტი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი თომას ჯეფერსონი (Thomas Jefferson)

»» ხუთ დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის მეთექვსმეტე პრეზიდენტი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომში გამარჯვებული აბრაამ ლინკოლნი (Abraham Lincoln)

»» ათ დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ჰამილტონი (Alexander Hamilton)

»» ოც დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტი და თანამედროვე დოლარის ერთ-ერთი დამაარსებელი ენდრიუ ჯექსონი (Andrew Jackson)

»» ორმოცდაათ დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის მეთვრამეტე პრეზიდენტი და სამოქალაქო ომის გმირი ულის გრანტი (Ulysses Grant)

»» ას დოლარიან კუპიურაზე - ერის მამად წოდებული, ღვაწლმოსილი მეცნიერი, პუბლიცისტი, დიპლომატი ბენჯამენ ფრანკლინი (Benjamin Franklin)

»» ხუთას დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის ოცდამეხუთე პრეზიდენტი უილიამ მაკკინლი (William McKinley)

»» ათას დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის ოცდამეორე და ოცდამეოთხე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი (Grover Cleveland)

»» ხუთი ათას დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის მეოთხე პრეზიდენტი ჯეიმს მედისონი (James Madison)

»» ათი ათას დოლარიან კუპიურაზე - ფინანსთა მინისტრი და უმაღლესი სასამართლოს მეთაური ლინკოლნის პრეზიდენტობის დროს სალმონ ჩეიზი (Salmon Chase)

»» ასი ათას დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის ოცდამერვე პრეზიდენტი ვუდროუ ვილსონი (Woodrow Wilson)

 

დოლარის კუპიურების უკანა მხარე
 

»» 1 დოლარიან კუპიურაზე - ორი გამოსახულება - კუპიურის მარჯვენა მხარეს გამოსახულია თეთრთავიანი არწივი, რომელსაც აფარებული აქვს ამერიკის დროშის ზოლებითა და ვარსკვლავებით დაფარული ფარი, არწივს ერთ ხელში უჭირავს ზეთისხილის შტო (მშვიდობის სიმბოლო) 13 ნაყოფითა და 13 ფოთლით (ამერიკის 13 კოლონიის სიმბოლო), ხოლო მეორე ხელში 13 ისარი (ომის სიმბოლო). არწივის თავზე განთავსებულია 13 ვარსკვლავი (ასევე ამერიკის 13 კოლონიის სიმბოლო). არწივის თავი მიბრუნებულია ზეთისხილის ტოტისკენ, რაც ნიშნავს რომ ამერიკა მიისწრაფვის მშვიდობისკენ (1945 წლამდე არწივის თავი მიბრუნებული იყო მეორე მხარეს). ფარის ზედა მხარე ნიშნავს საკანონმდებლო ხელისუფლებას, არწივის თავი აღმასრულებელ ხელისუფლებას, კუდი კი სასამართლო ხელისუფლებას.

კუპიურის მარცხენა მხარეს კი განთავსებულია დაუმთავრებელი პირამიდა, რომლის კვარცხლბეკზე გამოსახულია რიცხვი 1776 (ამერიკის დაბადების წელი, რომელიც რომაული ციფრებითაა გამოსახული), ამ სიმბოლოს ოფიციალური ახსნა არ არსებობს, თუმცა ითვლება, რომ პირამიდა გამოხატავს ამერიკის მომავალ განვითარებას და სრულყოფისაკენ მისწრაფებას. გარდა ამისა, პირამიდას 13 საფეხური აქვს, რაც ნიშნავს 13 კოლონიისადმი და მასონური სიმბოლოსადმი გზავნილს. "ყოვლისმხედველი თვალი" სამკუთხედის ნიშანში და გაბრწყინებული მზის სხივებით, ღვთიური ძალის სიმბოლოა, რომელიც აკვირდება სამყაროს. პირამიდის ზემოთ 13 ასოსგან შემდგარი ლათინური წარწერაა -  "Annuit Coeptis", რომელიც ნიშნავს "ის ამართლებს ჩვენს ქმედებას", ანუ ნიშნავს სამყაროს მართვის პრივილეგიას. პირამიდის ქვემოთ კი კიდევ ერთი ლათინური წარწერაა - "Novus Ordo Seclorum", რაც ნიშნავს "ახალი თაობის წესრიგს", რაც სიმბოლოა იმისა, რომ დადგა "ამერიკული ერა"

»» 2 დოლარიან კუპიურაზე - დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა.

»» 5 დოლარიან კუპიურაზე - ვაშინგტონში განთავსებული ლინკოლნის მემორიალი.

»» 10 დოლარიან კუპიურაზე - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს შენობა.

»» 20 დოლარიან კუპიურაზე - თეთრი სახლი.

»» 50 დოლარიან კუპიურაზე - კაპიტოლიუმი.

»» 100 დოლარიან კუპიურაზე - შენობა Independence Hall, რომელიც მდებარეობს ფილადელფიაში და სადაც იქნა ხელმოწერილი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

 

იხილეთ: ყველაფერი დოლარის შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ