მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 27780 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყველაფერი ბენზინის შესახებბენზინი მსუბუქი ნახშირწყალბადების ნაზავია, რომლის დუღილის ტემპერატურა 30°C - დან 200°C - მდე მერყეობს.

ბენზინის სიმკვრივე მიახლოებით 0,7 გ/სმ³ - ია, ხოლო სითბური მოქმედების შესაძლებლობა შეადგენს დაახლოებით 10 500 კკალ/კგ-ს. 

ბენზინი  ყველაზე მსუბუქია ნავთობის თხევადი ფრაქციებიდან, ძირითადად ბენზინის მიღება ხდება შემდეგი მეთოდებით:

ნავთობის გამოხდის შედეგად

ჰიდროკრეკინგი

კატალიტური კრეკინგი

რიფორმინგი (შემდგომი არომატიზაციის აუცილებლობის შემთხვევაში)

თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც, მაგალითად როცა ბენზინის მისაღებად გამოიყენებენ სხვა ნახშირწყალბადოვან ნედლეულს, სინთეზურ გაზს (ნახშირის გაზიფიცირების პროდუქტი, მეთანის კონვერსია) და სხვა..

სპეციალური ბენზინისთვის დამახასიათებელია, დამატებითი გაწმენდა არასასურველი კომპონენტებისაგან და სასარგებლო დანამატების შერევა.

ავტომობილისთვის განკუთვნილი ბენზინის წარმოების კლასიკური ტექნოლოგია, რომელის დროსაც ხდება რამოდენიმე შემადგენლობის კომპაუნდირება (შერევა).

ძირითად შემადგენლობებად ითვლება:

სწორკუთხოვანი ბენზინი (მსუბუქი ნავთობი)

იზომერიზატი (იზომერიზაციის შედეგად მიღებული პროდუქტი)

რიფორმატი (მძიმე ნავთობის რიფორმინგის  პროდუქტი)

კატალიტური კრეკინგი (პირველადი გამოხდის შემდეგ ნავთობის მძიმე ფრაქციების დაშლის პროდუქტი)

ალკილატი  (ალკილირების შედეგად მიღებული პროდუქტი)

• ჰიდროკრეკინგი (ყველაზე მძიმე თხევადი ფრაქციების დაშლის პროდუქტი, რომელიც მიიღება ჯერ ატმოსფერული, ხოლო შემდეგ ვაკუუმური გამოხდის შედეგად)

ყველაფერი ბენზინის შესახებსაავტომობილო ბენზინის მიღება  მარტივი სქემით ხდება - ნავთობის უხეში გამოხდის დროს, მსუბუქი ფრაქციების გადარჩევა კუსტარული მეთოდით და შემდგომში მისი ოქტანური რიცხვის ამაღლება დიდი რაოდენობით პრისადკების შეყვანის გზით.

ბენზოლის ქიმიური ფორმულაა - C8H6

ბენზინის ქიმიური ფორმულაა - C8H17 

ბენზინის კრეკინგი - ნიშნავს ნავთობის დამატებით გადამუშავებას. ნავთობის ჩვეულებრივი გადამუშავების დროს მიიღება მხოლოდ 10-20% ბენზინი, ამიტომ ბენზინის რაოდენობის გასაზრდელად, ნავთობის უფრო მძიმე, ან მეტი დუღილის ტემპერატურის უნარის მქონე ფრაქციებს აცხელებენ მათში შემავალი მოლეკულების, ბენზინის შემადგენლობაში შემავალი მოლეკულების ზომამდე დაყვანის მიზნით. ამ პროცესს კრეკინგს უწოდებენ, მისი წყალობით ნავთობიდან  70% ბენზინის მიღება შეიძლება.

ბენზინის პიროლიზი - ეს არის კრეკინგი 700-800°С ტემპერატურაზე. კრეკინგი და პიროლიზი, საშუალებას იძლევა ნავთობიდან ბენზინის ჯამური რაოდენობა გაიზარდოს 85%-მდე.

ავტომობილის ძრავისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კლასიფიკაციისა და ოქტანური რიცხვის ბენზინის გარდა, არსებობს სხვა დანიშნულებისა და კლასიფიკაციის ბენზინიც, მაგალითად წარმოებისთვის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების და სხვა.

სხვადასხვა მარკის ბენზინის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იღებენ იმ კომპონენტების შერევის საშუალებით, რომელიც მიღებულია სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების შედეგად.

კომპაუნდირების პროცესი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული, ხოლო პროდუქტი შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტებს. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მიღებული იქნეს ბენზინი, რომელსაც გააჩნია სტაბილური და ზუსტი ოქტანური რიცხვი

ყველაფერი ბენზინის შესახებოქტანური რიცხვი ძრავის საწვავის დეტონაციური თვისებაა, ამ მხრივ ბენზინი უტოლდება იზოოქტანის (რომელიც პირობითად მიღებულია როგორც 100 ერთეული) და ნორმალური ჰეპტანის (მიღებულია როგორც 0) ნარევს.

თუ ბენზინის ოქტანობა 95-ია, ეს ნიშნავს, რომ ის დეტონირდება როგორც იზოოქტანის 95% და ჰეპტანის 5% -ის ნარევი.

ბენზინის ოქტანური რიცხვი, ნავთობის პირველადი გამოხდის შედეგად, როგორც წესი, არ აჭარბებს 70 -ს.

დაბალხარისხიანი ბენზინის მარკების ხარისხის ასამაღლებლად, კომპაუნდირების გარდა იყენებენ ანტიდეტონატორებს (0,3% -მდე).

სამწუხაროდ ჯერ კიდევ დღემდე შემორჩენილ და გავრცელებულ დანამატად ითვლება ტეტრაეთილტყვია Рb (C2 H5)4 ნარევში C2 H5 Вr. მაგრამ მათი წვის შედეგად წარმოიქმნება ტყვიის ბრომიდი, რომელიც გამოიყოფა წვის შედეგად და აბინძურებს ატმოსფეროს.

ტყვიის გამონაბოლქვის შესამცირებლად უკვე დიდი ხანია იყენებენ სხვა, გაცილებით უვნებელი ანტიდეტონატორებს, მათ შორის ყველაზე მეტად ცნობილია  MTBE (Methyl tert-butyl ether), რომელსაც გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები და არ აქვს მთავარი უარჯოფითი თვისება - უზარმაზარი ტოქსიკურობა, რომელიც დამახასიათებელი ტყვიისთვის.

 

ოქტანური რიცხვის განსაზღვრის მეთოდები

 

ოქტანური რიცხვის განსაზღვრაოქტანური რიცხვის განსაზღვრისათვის არსებობს შემდეგი მეთოდები:

მოტორული მეთოდი - მეთოდის არსია ერთდგუშიან ძრავზე დეტონაციის განსაზღვრა საკმაოდ დაძაბული მოძრაობის იმიტაციისას.

ამიტომ, ასეთი განსაზღვრის დროს, ოქტანური რიცხვი  მცირედით დაბალია.

კვლევითი მეთოდი - მეთოდის გამოყენება ხორციელდება აგრეთვე ერთგუშიან ძრავზე, მაგრამ დაძაბული მოძრაობის იმიტაციის გარეშე.

ამ დროს, ზოგჯერ ოქტანური რიცხვი მცირედით მაღალია.

ქრომატოგრაფიული მეთოდი - ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც სხვა მეთოდების დანამატი, რეგლამენტირებული მინარევების შემადგენლობის (მაგალითად ბენზოლი) გამოვლენის მიზნით.

პორტატული მოწყობილობები - ოქტანობის რიცხვის განსაზღვრისათვის, სულ უფრო ხშირად გამოიყენება წიგნის ზომის პორტატული მოწყობილობები, რათა პროდუქციის (ბენზინის) ხარისხის განსაზღვრა მოხდეს ლოკალურად, მათი გამოყენების ადგილებზე.

ბენზინი საკმაოდ ხშირად ხდება არასტაბილური, ანუ დროთა განმავლობაში იცვლის ოქტანურ რიცხვს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ავტომობილების მომხმარებლისთვის, რომლებიც გამოიყენებენ 95 ან 98 ოქტანობის ბენზინს, რადგან ოქტანური რიცხვის შემცირებამ 0,5 სიჩქარით, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტომობილს.

ამიტომ ბენზინის ჩასხმის დროს აირჩიეთ ისეთი მომწოდებელი, რომელთანაც კონტროლი და გარანტიის ხარისხი შესაბამის დონეზე დგას.

 

ბენზინის თვისებები

 

დეტონაცია

 

დეტონაციაბენზინის ძირითად საექსპლუატაციო თვისებად მიიჩნევა დეტონაციური მდგრადობა. დეტონაცია ეს არის მუშა ნაზავის სწრაფად წვის პროცესი, რომელიც წვის კამერაში წარმოქმნის დამრტყმელ ტალღებს. დეტონაცია ახდენს დგუშებისა და გამომსვლელი სარქველების წვას.

დეტონაციისთვის გარეგანი ნიშან-თვისებებია: - დამახასიათებელი ჟღერადი კაკუნი და ვიბრაცია, გამომუშავებული გაზის (ბოლი) შავი ფერი, ძრავის არათანაბარი მუშაობა.

დეტონაციის მთავარ ნიშნად ითვლება მკვეთრი, ჟღერადი კაკუნი ძრავში, რომელიც კარგად ისმის მძღოლის ადგილიდან.

ბევრი მძღოლი ვარაუდობს, რომ ეს ძრავის დგუშიდან გამომავალი ხმებია, თუმცა სინამდვილეში მისი მიზეზია ძრავის დეტალების ვიბრაცია, რომელიც გამოწვეულია დეტონაციური (დამრტყმელი) ტალღით.

 

დეტონაციის (ძიგძიგი) მიზეზები

 

დეტონაციის მიზეზები• დეტონაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს:

• ბენზინის ხარისხის შეუსაბამობა ძრავის შეკუმშვის დონესთან (ძალიან დაბალი ოქტანური რიცხვი);

• გვიანი გაშვება;

• წვის კამერაში დაგროვილი დიდი რაოდენობით ნამწვი;

• ძრავის მუშაობა ბოლომდე გახსნილი დროსელის საფარით და ვალის ბრუნვის დაბალი სიხშირით (მაგალითად, როცა ძრავს ძალა ადგება, თუ აღმართზე ასვლის დროს მძღოლი დროულად არ გადავიდა დაბალ სიჩქარეზე);

• და ა.შ;

ძრავის ხანგრძლივი მუშაობა ინტენსიური დეტონაციის შემთხვევაში დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება ცილინდრის ბლოკის შუასადების დაზიანება და დგუშებისა და სარქველების დაწვა გამოიწვიოს. 

თუმცა უმნიშვნელო დეტონაცია, რომელსაც თან ახლავს ხანმოკლე კაკუნი ავტომობილის დაძვრის პროცესში, რომელიც მალე ქრება, ძრავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

დეტონაციური თვისების შეფასება ხდება ოქტანური რიცხვით. რომელიც თავის მხრივ განსაზღვრება ორი მეთოდით: კვლევითი და ძრავის მეთოდებით. როგორც წესი, ბენზინის მარკაში ოქტანობის გარდა უთითებენ მეთოდს, რომლითაც ის არის განსაზღვრული. 

რაც უფრო მაღალია ბენზინის ოქტანობა, მით უფრო მეტია მდგრადობა დეტონაციის მიმართ და, შესაბამისად მაღალია ძრავის შეკუმშვის შესაძლო ხარისხი, რაც ხელს უწყობს მის სიმძლავრესა და ეკონომიურობას.

მაღალოქტანური ბენზინი მიიღება ორი მეთოდით: 

რთული ტექნოლოგიური მეთოდით - წარმოების პროცესში ამაღლებენ მაღალოქტანური კომპონენტების წილს (არაეთილირებული ბენზინი)

ბენზინში ტეტრაეთილტყვიას ჩამატების მეთოდი - ეს მარტივი და იაფი მეთოდია (ეთილირებული ბენზინი)

ყველაფერი ბენზინის შესახებბევრ ქვეყანაში ეთილირებული ბენზინის მოხმარება აკრძალულია. ეთილის ხსნარი - ეს არის ტყვიის ქიმიური კონცენტრანტი, რომელიც ძალიან მომწამვლელია, შესაბამისად მომწამვლელია ეთილირებული ბენზინიც, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გარდა იმისა, რომ აბინძურებს ატმოსფეროს, ეთილირებული ბენზინის მოხმარების დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ტეტრაეთილტყვია (არსებობს ტეტრამეთილტყვიაც) მნიშვნელოვნად ზრდის დეტონაციურ მდგრადობას (მას ხომ სწორედ ამისთვის უმატებენ ბენზინს), მაგრამ ავტომობილებზე, რომელიც აღჭურვილია ლიამბდაზონდით და გადამუშავებული გაზის (კატალიზატორი) კატალიტური ნეიტრალიზატორით, ტყვიას მალე გამოყავს ისინი მწყობრიდან.

 

მარკირება

 

ბენზინის მარკირებაძირითადად ხდება შემდეგი მარკის ბენზინის წარმოება: А-72, А-76, А-80, АI-91, АI-92, АI-93, АI-95 და АI-98.

მას აწარმოებენ ეთილირებული, დაბალეთილირებული, არაეთილირებული, ზამთრისა და ზაფხულის მარკების სახით.

ყველა ეთილირებულ ბენზინს უმატებენ სხვადასხვა ფერის საღებავის დანამატებს:

А-72 — ვარდისფერი;

А-76 — ყვითელი;

АI-93 — ნარინჯისფერ - წითელი;

АI-98 — ლურჯი;

ძირითადად გამოიყენება 4 მარკის ბენზინი:

 ნორმალი (რომლის ოქტანური რიცხვი შეადგენს 72-80  -ს)

რეგულარი (რომლის ოქტანური რიცხვი შეადგენს 90-94 - ს)

პრემიუმი (რომლის ოქტანური რიცხვი შეადგენს 97-98 -ს)

სუპერი (რომლის ოქტანური რიცხვი შეადგენს 99-102 -ს)

 

გამოყენება

 

ბენზინის გამოყენებაბენზინის ხარისხი (ოქტანური რიცხვის ფაქტიური მნიშვნელობის გარდა), განისაზღვრება:

• მექანიკური ნაზავის დაბინძურების ხარისხით;

• ტუტიანობით;

• მჟავას შემადგენლობით;

• ორგანული და გოგირდოვანი ნაერთებით;

თუ ბენზინი ცუდი ხარისხისაა, მისი წვის შემდეგ ადგილი აქვს დეტონაციურ პროცესებს. ამ დროს მაღლდება ძრავის ცვეთის ინტენსივობა, ხშირდება ფისისა და წვის პროდუქტების გამოყოფა, ადგილი აქვს კოროზიულ ზემოქმედებას ძრავის დეტალებზე. 

საწვავის (ბენზინის) მიწოდების სისტემა აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი გამწმენდი ფილტრით. საჭიროა ყურადღებით თვალის მიდევნება და ზედმეტი დაბინძურების შემთხვევაში მისი შეცვლა. სასურველია ფილტრი ყოველ 10 000-15 000 კილომეტრზე შეიცვალოს, ხოლო ბენზინის ავზი წელიწადში ერთხელ მაინც გაირეცხოს.

ისეთ ავტომობილში, რომლის ძრავი აღჭურვილია პრისკით და კატალიზატორით, სასურველია, თუ არ იქნება გამოყენებული AI-95 – ზე ნაკლები ოქტანობის ბენზინი (არაეთილირებული ან დაბალეთილირებული).

 

შენახვა

 

ბენზინის შენახვახანგრძლივი შენახვის შემთხვევაში, ბენზინის ხარისხი მცირდება. ამ დროს, ჩვეულებრივ, მისი ოქტანობის რიცხვი ერთი-ორი ერთეულით იკლებს და, იმატებს ფისის შემცველობა ნახშირწყალბადის დაჟანგვის ხარჯზე, რომელიც შედის ბენზინის შემადგენლობაში.

ფისი, რომელიც შედის ბენზინის შემადგენლობაში, ქმნის ბლანტ და წებოვან ყავისფერი შეფერილობის შენაერთს, რომელიც ილექება ყველა იმ დეტალზე, რომელსაც შეხება აქვს ბენზინთან და მის ორთქლთან (შემავალი სარქველების ღერძზე, საწვავის ავზის კედლებზე და ა.შ...), რაც უარყოფითად აისახება ძრავის მუშაობაზე.

ბენზინის დაჟანგვის პროცესზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები. სპილენძი და მისი შენადნობები ძლიერ აჩქარებს ამ პროცესს, ამიტომ თუ ბენზინის ავზი შეიცავს სპილენძის დეტალებს, ბენზინი იჟანგება გაცილებით მალე, ვიდრე მაგალითად რკინის ავზშიან ჭურჭელში მოთავსებული ბენზინი.

დაჟანგვის პროცესს ხელს უწყობს ასევე ჰაერის თავისუფალი მოხვედრა ბენზინის ჭურჭელში.

ბენზინის დაჟანგვაზე აქტიურად მოქმედებს სითბო., ამიტომ  ზაფხულში იგი უფრო ინტენსიურად ხდება, ვიდრე ზამთარში.

ეთილირებული ბენზინის კარგად თავდაუხურავ ჭურჭელში დიდი ხნის შენახვის შემთხვევაში, იკარგება ადვილად აორთქლებადი ბრომისებრი ეთილი, ნივთიერება, რომელიც შედის ეთილოვანი სითხის შემადგენლობაში და, გამოაქვს ტყვიის ოქსიდები წვის კამერიდან. ასეთი ბენზინის გამოყენების შემთხვევაში მკვეთრად იზრდება ძრავში ნამწვის გამოყოფა.

აქედან გამომდინარე უმჯობესია ბენზინის, მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში შენახვა გრილ ტემპერატურაზე.

საშუალო კლიმატურ ზონაში მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, ბენზინი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე საშუალოდ ინახება 12 თვე, ხოლო ავტომობილის ავზში 6 თვე.

ბენზინის ხარისხი, რომელიც შემცირებულია ხანგრძლივი შენახვის გამო, შეიძლება გაუმჯობესდეს ორმაგი, სამმაგი და შეიძლება უფრო მეტიც, იგივე მარკის ახალი ბენზინის შერევით. მიღებული ნაზავი ხარისხით ძალიან ახლოსაა ახალ ბენზინთან.

საწვავის ნახშირწყალბადების დაჟანგვის პროცესების დასამუხრუჭებლად გამოიყენება სპეციალური დანამატები - ანტიოქსიდანტები, ისინი საწვავში ემატება ძალზე მცირე რაოდენობით, პროცენტის მეათედამდე და უზრუნველყოფენ შენახვის დროს საწყისი თვისებების შენარჩუნებას.

 

 

სხვა მარკის ბენზინის გამოყენება

 

სხვა მარკის ბენზინის გამოყენებაავტომობილის მფლობელებმა უნდა იცოდნენ, რომ შედარებით მაღალი ოქტანობის ბენზინიდან (АI-92 ან АI-95) დაბალი ოქტანობის ბენზინზე (AI-76) გადასვლა იწვევს ძრავის სიმძლავრის შემცირებას, ხოლო საწვავის ხარჯი იმატებს 7-10% - ით, ანუ 0,6 - 1 ლიტრით 100 კმ - ზე.

დაუშვებელია ძრავის შეკუმშვის ხარისხის შემცირების მიზნით ნებისმიერი მექანიკური საშუალებების გამოყენება.

არასასურველია ბენზინის ოქტანობის ასამაღლებლათ ეთილის გამოყენება, უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევების გარდა, და ამ შემთხვევაშიც დოზირების დროს სიფრთხილეა საჭირო, რათა AI-76 -ის ოქტანურობა ამაღლებული იქნას АI-92 ან АI-95 -ის ოქტანურობამდე. 

გარდა იმისა, რომ ის მავნებელია ჯანმრთელობისთვის, თანამედროვე ავტომობილებში შეიძლება საწვავის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს, რის გამოც ძრავის ძვირადღირებული სერვისული მომსახურება გახდეს საჭირო.

თუ ავტომობილში ჩაასხეს შეუსაბამო ბენზინი, საჭიროა დაკვირვება, თუ როგორ მუშაობს ავტომობილის ძრავი, თუ მისი გაწევის ძალა შემცირდა, საგანგაშო არაფერია, მხოლოდ არ არის საჭირო "გაზის პედალზე" ბოლომდე ფეხის დაჭერა, რათა ზედმეტი დატვირთვით არ იქნეს პროვოცირებული დეტონაცია, მაგრამ თუ ძრავი მკვეთრად კარგავს სიმძლავრეს და სწრაფად ხურდება, ისმის განუწყვეტელი კაკუნი და ხმის ჩამხშობიდან გამოდის შავი ბოლი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადგილი აქვს დეტონაციას, რომლის შემთხვევაშიც ძრავის ექსპლუატაცია არ შეიძლება.

არსებობს ოქტანური რიცხვის ეგრეთ წოდებული სტაბილიზატორები, რომელიც გარკვეულწილად ამაღლებს ბენზინის დეტონაციურ მდგრადობას, ახდენს წვის პროცესის სტაბილიზაციას, წმენდს სისტემას. ერთი ასეთი პატარა ტუბი, ჩვეულებრივ განსაზღვრულია ერთი ავზი ბენზინისთვის და ხდება ხოლმე, რომ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია (გააჩნია ხარისხსს).

ბევრი თანამედროვე ავტომობილი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით, რომელიც დეტონაციის პირველივე ნიშნის შემთხვევაში გადაყავს ძრავი შედარებით ნორმალურ რეჟიმში.

ასეთ ავტომობილებს შედარებით უმტკივნეულოდ იტანენ უხარისხო ბენზინს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც ძრავის სიმძლავრე იკლებს, ხოლო ბენზინის ხარჯი იმატებს.

 

იხილეთ: ყველაფერი ბენზინის შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ