მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 21916 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბენზინის, თუ დიზელის ძრავი? - ასეთი შეკითხვა ხშირად უჩნდება ავტომობილის შეძენის მსურველთა უმრავლესობას.

კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია.

საჭიროა თავიდანვე  გათვალისწინებული იქნას ორივე ტიპის ძრავის განსაკუთრებული ფაქტორები და არჩევანი გაკეთდეს მათი გათვალისწინებით.

 

დიზელი

 

დადებითი თვისებები

დიზელი თუ ბენზინი?დიზელის ძრავის უდავო პლიუსად საწვავის მოხმარების ეკონომიურობა მიიჩნევა.

დიზელის ძრავის თვისება საწვავის შემცირებული რაოდენობით მოხმარებაა. პირველ რიგში ამის მიზეზია მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, რომელიც მიიღწევა კუმშვის ხარისხის გაზრდით - 20-22 ერთეულამდე, ბენზინის ძრავის 9-10 ერთეულთან შედარებით.

მეორეს მხრივ, საწვავის დანახარჯის მნიშვნელოვან შემცირებას განაპირობებს მუშა ნაზავის ხარისხიანი რეგულირება; რაც ნიშნავს, რომ ცილინდრებში მიწოდებული ჰაერის რაოდენობა, არ არის დამოკიდებული არც მუხლა ლილვის ("კალენვალის") ბრუნვის სიხშირეზე და არც დატვირთვაზე. მისი რაოდენობა ყოველთვის მუდმივია და არ იცვლება. თუმცა მიწოდებული საწვავის რაოდენობა პირდაპირდამოკიდებულია დატვირთვაზე. ამიტომ, დატვირთვის ზრდასთან ერთად იზრდება საწვავის ხარჯიც.

თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმალური დატვირთვის დროსაც კი, მიწოდებული საწვავის რაოდენობა 1,5-1,7 - ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ანალოგიური ბოცულობის ბენზინის ძრავის.

ანუ დიზელის  საწვავის მცირე რაოდენობით მოხმარება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე:

პირველი ფაქტორი - კუმშვის მუდმივი ხარისხი და ის ფაქტი, რომ შეკუმშვის ტაქტის ბოლოს, ტემპერატურა და წნევა არ არის დამოკიდებული დატვირთვის დონეზე.

მეორე ფაქტორი - საწვავის უფრო მცირე მუშა ნაზავი, ბენზინის ძრავებთან შედარებით.

ორივე  ეს ფაქტორი უზრუნველყოფს საწვავის ეფექტურ და ეკონომიურ წვას დიზელის ძრავებში.

ცნობილია, რომ სიმძლავრე და საწვავის ხარჯი ძირითადად დამოკიდებულია ჰაერმწმენდის წინააღმდეგობაზე, რომელიც მოქმედებს ცილინდრებში  ჰაერის რაოდენობაზე, საწვავის ხარისხიან ამოფრქვევაზე მფრქვევანების საშუალებით, ტუმბოთი მისი მიწოდების თვისებაზე და ა.შ.

დიზელის ძრავის კიდევ ერთი  შესანიშნავი თვისებაა ის, რომ საწვავის მიწოდების სისტემა უფრო მდგრადია რეგულირების მიმართ, ვიდრე ბენზინის ძრავისა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, საჭიროა ჰაერისა და საწვავის გაწმენდის ხარისხზე ყურის დევნება, რათა არ მოხდეს ძრავის გადახურება, რაც უარყოფითად აისახება მფრქვევანების და დგუშების სისტემის მუშაობაზე.

დიზელის ძრავების უპირატესობად ენზინის ძრავებთან შედარებით მიიჩნევა:

• საწვავის ეკონომიურობა;

• ეფექტური მუშაობის უნარი (დიზელის საწვავი გარკვეული თვალსაზრისით საპოხ მასალას წარმოადგენს);

• დგუშების ჯგუფით და ცილინდრების ბლოკი;

 

უარყოფითი თვისებები

 

ბენზინი თუ დიზელი?დიზელის ძრავის ძირითადი უარყოფითი თვისებებია:

• სოლიდური მასა,

• სიმძლავრის შემცირებული ლიტრაჟობა;

• მაღალი ხმაურის დონე (გამოწვეულია მაღალი წნევის ქვეშ მიმდინარე პროცესით მაღალი წნევით);

• ძრავის გაშვების სირთულე ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს (ძრავის გაშვება  რთულდება 100 000 კმ - ის გავლის შემდეგაც);

ძრავის ცილინდრებისა და დგუშების ცვეთისა და მცირე ბრუნვათა რიცხვის დროს ადგილი აქვს  შეკუმშული ჰაერის შეჭრას კარტერში, რის გამოც არ ხდება საწვავის ნაზავის წვისთვის აუცილებელი  ტემპერატურისა და წნევის უზრუნველყოფა.

გამოცდილება აჩვენებს, რომ ცვლილებები ძრავის ცილინდრების-დგუშების ჯგუფში და საწვავის აპარატურაში, პრაქტიკულად არ ზრდის დიზელის საწვავის ხარჯს და არ ამცირებს ძრავის სიმძლავრეს.

ძრავის სერვისის მიზეზი ძირითადად ხდება ზეთის საკმაოდ დიდი ხარჯი. ზედმეტი ზეთის წვა შესამჩნევია ცისფერი ბოლით, და ამ დროს აუცილებელია მისი მარაგი აუცილებლად შეივსოს ხოლმე.

არსებობს ელემენტალური მოწყობილობები, რომელიც ძრავის სწრაფი გაშვების საშუალებას იძლევა ძალიან დაბალ, მინუსოვან ტემპერატურაზეც კი, მას აყენებენ გამშვებ კოლექტორზე.

ხოლო თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ისეთი მოწყობილობებით, რომელშიც დიზელის ძრავის ყველა უარყოფითი თვისება მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

ბენზინი

 

ბენზინიბენზინის ძრავს, რომელიც ძირითადად მსუბუქ ავტომობილებში გამოიყენება, მუხლა ლილვის ("კალენვალის") ბრუნვის მაღალი სიხშირე და დიდი მუშა მოცულობა გააჩნია.

ამის გამო  ვიბრაცია და ხმაურის დონე  ბენზინის ძრავებში უფრო დაბალია.

ბენზინის ძრავში მუშა ნაზავი რეგულირდება რაოდენობრივად, რაც ზომიერ სიმძლავრეზე იძლევა კუმშვის დაბალ ხარისხს, ეს კი წვის დაბალ ეფექტურობას - შესაბამისად კი არაეფექტურ გაფართოებას იწვევს, შედეგად, ჯამში, საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება. 

 

დიზელისა და ბენზინის ძრავების შედარება

 

დიზელისა და ბენზინის ძრავების შედარებაერთი და იმავე სიმძლავრის დიზელისა და ბენზინის ძრავიან ავტომობილებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა შემდეგი შედეგები:

თუ ნომინალურ სიმძლავრეზე ბენზინის ძრავიანი ავტომობილის სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი 20% - ით დაბალია დიზელის ძრავიანი ავტომობილის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ცალკეულ რეჟიმებზე ეს მაჩვენებელი აღწევს 40% -ზე მეტს.

დიზელის ძრავიან ავტომობილში, საწვავის ხარჯი 100 კმ - ზე იკლებს 25%-ით ქალაქის პირობებში, ხოლო 50% -ით ავტომაგისტრალებზე.

დღესდღეობით, ბენზინის ძრავიან ავტომობილებში, ტოქსიკურობის შესამცირებლად, ტარდება სხვადასხვა  ექსპერიმენტები და სხვადასხვა მეთოდებით აღწევენ კიდეც ამას.

მიუხედავად ამისა, ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები თვლიან, რომ საწვავის მოხმარების სიმცირისა და გარემოს დაცვის მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით, დიზელის ძრავიანი ავტომობილების პერსპექტივა იყო და რჩება გაცილებით მაღალი.

 

იხილეთ: ყველაფერი ბენზინის შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ