მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 5694 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მათთვის, ვინც აღმერთებს ყავას, მაგრამ არ შეუძლია თავს მისი დაგემოვნების უფლება მისცეს კოფეინის გამო, არსებობს ყავა კოფეინის გარეშე.

თუმცა ბევრმა არ იცის, თუ როგორ ათავისუფლებენ ყავის მარცვლებს კოფეინისგან და ნამდვილად უსაფრთხოა თუ არა ასეთი ყავა?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გავაკეთოთ მოკლე ექსკურსი ისტორიაში:

1819 წელს კოფეინი აღმოაჩინა გერმანული წარმოშობის ქიმიკოსმა და ფარმაცევტმა ფრიდლიბ ფერდინანდ რუნგემ.

მას პირველად ყურადღება მიაქცია მეცნიერებით დაინტერესებულმა გოეთემ, რომლის ყურადღება მიიპყრო რუნგეს ნოვატორულმა კვლევამ შხამიან მცენარე - ბელადონას (ძაღლყურძენა) შესახებ.

რუნგემ ბელადონასგან გამოყო შენაერთი ატროპინი (შხამიანი ნივთიერება, ალკალოიდი), რომელიც იწვევდა თვალის გუგების გაფართოებას.

გადმოცემის მიხდევით სწორედ გოეთემ შესთავაზა რუნგეს ასეთივე პროცედურა ჩაეტარებინა ყავის მარცვლების მიმართ.

ექსპერიმენტი შედგა და სწორედ მისი წყალობით გახდა ცნობილი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული „ნარკოტიკის“ - კოფეინის შესახებ.

კოფეინს შეიცავს არა მხოლოდ ყავა, არამედ სხვა სასმელები თუ პროდუქტები, მათგან ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია ჩაი და შოკოლადი.

კოფეინი თრგუნავს მადას და ახდენს ტვინის მუშაობის სტიმულირებას. კოფეინის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ღამის თევა, ღამის სმენაში მუშაობა, სტუდენტური სესიები თუ უბრალოდ დილით ადრე გაღვიძება.

თუმცა კოფეინს გააჩნია უარყოფითი თვისებებიც.

მას შეუძლია გამოიწვიოს მთელი რიგი უსიამოვნო სიმტომები: უძილობა, შფოთვა, დიარეა, ძლიერი ოფლდენა, გახშირებული გულისცემა, ხშირი შარდვა, ტრემორი და სხვა.

ამის გამო, ძალიან ბევრი ადამიანისთვის კოფეინის უარყოფითი ზემოქმედება ახდენს ყავით მიღებული სიამოვნების ნიველირებას.

 

უკოფეინო ყავის ისტორია

 

შესაძლებელია თუ არა ყავის დამზადება კოფეინის გარეშე? რა თქმა უნდა შესაძლებელია და უკოფეინო ყავა დიდი ხანია ამშვენებს ნებისმიერი სუპერმარკეტის თაროებს.

მაგრამ, როგორ აცლიან კოფეინს ყავის მარცვლებს? პასუხი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხვედრით ჩანს.

ყავის მარცვლებიდან კოფეინი პირველად გამოყო მეორე გერმანელმა - ლუდვიგ როზელიუსმა, რომელიც იყო ყავის კომპანია - Kaffee HAG-ის დამფუძნებელი.

თუმცა ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. 1903 წელს, ყავით დატვირთული ხომალდი ძლიერ შტორმში მოხვდა და ყავის მარცვლები ზღვის მარილიანი წყლით დაიტბორა. როზელიუსმა ტვირთი გადასაყრელად ვერ გაიმეტა, გააშრო და აღმოჩნდა, რომ წყალმა ყავიდან გამოდევნა კოფეინი, თუმცა მისი გემო და არომატი შენარჩუნდა.

როზელიუსმა გადაწყვიტა ეს ყველაფერი ქარხნის პირობებში განეხორციელებინა. თავდაპირველად იგი ყავის მარცვლებს სხვადასხვა სახის მჟავებით ამუშავებდა, შემდეგ კი მათგან კოფეინის გამოდევნა ბენზოლის ხსნარით დაიწყო.

ასე გაჩნდა ყავა კოფეინის გარეშე.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბენზოლს გააჩნია კანცეროგენული თვისებები და მეცნიერებმაც დაიწყეს სხვა, უსაფრთხო გზების ძიება ყავიდან კოფეინის გამოსადევნად.

 

უკოფეინო ყავის მიღების მეთოდები

 

დღესდღეობით, დეკოფეინიზაციის მეთოდები საკმაოდ მრავალფეროვანია. მათი გამოყენება ყავის მწვანე მარცვლების მოხალვამდე ხდება.

დეკოფეინიზაცია საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ყავის ქარხნები უკოფეინო ყავას ძირითადად არ აწარმოებენ და ამით სპეციალიზებული ფირმები არიან დაკავებული, რომელთა უმრავლესობა ევროპაში, კანადაში, აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში განთავსებული.

დეკოფეინიზაციის პროცესი სამ ეტაპად მიმდინარეობს.

პირველი ეტაპი: ყავის მწვანე მარცვლების წინასწარი დასველება/დატენიანება;

მეორე ეტაპი: ექსტრაქცია (კოფეინის გამოდევნა);

მესამე ეტაპი: გაშრობა;

არსებობს დეკოფეინიზაციის რამოდენიმე ხერხი, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ყავის მარცვლების დამუშავება გამხსნელებით, მაგალითად - მეთილენქლორიდით ან ეთილაცეტატით.

ყავის მარცვლების გამხსნელებით დამუშავება თითქოსდა არ მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროცედურად, თუმცა ორივე გამხსნელის წარმოებაში გამოყენება ნებადართულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

1985 წელს ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სააგენტომ (FDA) აღნიშნა, რომ მეთილენქლორიდით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების რისკი, იმდენად მცირეა, რომ იგი პრაქტიკულად არ არსებობს.

FDA-ს ნორმებით, ადამიანისთვის უსაფრთხო დიქლორმეთანის დოზა შეადგენს 0, 00001, თუმცა დეკოფეინიზაციის შემდეგ გამხსნელის რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლებია.

უკოფეინო ყავის მიღების ხერხები ბევრია, თუმცა ძირითადად გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

ევროპული (კლასიკური მეთოდი) - ყავის მწვანე მარცვლებს 30 წუთით აჩერებენ ცხელ წყალში. შემდეგ წყალს ღვრიან და მარცვლებს 10 საათით წყლით მსუბუქად გაზავებულ გამხსნელში (ეთილაცეტატში) ათავსებენ.

ეთილაცეტატი წარმოადგენს უფერო, ნატურალურ ხილის ეთერს, რომელსაც ძმარმჟავასაგან ამზადებენ. მას სასიამოვნო, მოტკბო ხილის სურნელი გააჩნია და როგორც დაბალი ღირებულების ნივთიერება ფართოდ გამოიყენება ექსტრაქციისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქიმიური მეთოდია, იგი არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, თუმცა საკმაოდ მოქმედებს ყავის გემოზე და სრულად არ გამოჰყავს კოფეინი ყავის მარცვლებიდან.

შვეიცარული (წყლის მეთოდი) - ეს ყავის მარცვლებიდან კოფეინის გამოყოფის მაქსიმალურად უსაფრთხო ექსტრაჰირების მეთოდია.

ცხელი წყლის ზემოქმედების შედეგად გამოყოფილ ექსტრაქტს ატარებენ აქტივირებულ ნახშირის ფილტრებში, რომელიც აკავებს კოფეინის 98%-ს, მაგრამ პრაქტიკულად უცვლელს ტოვებს ყავის არომატსა და გემოს.

მეთოდი უსაფრთხო და მაღალეფექტურია, თუმცა ძალიან ძვირადღირებული.

გერმანული (შეკუმშული გაზის) - პირველ რიგში ყავის მწვანე მარცვლებს აჩერებენ წყალში, რომელსაც შემდგომ ღვრიან. შემდეგ მარცვლებს ათავსებენ უჟანგავი ფოლადის ექტრაქტორში, მჭიდროდ ახურავენ თავს და წნევით უშვებენ შიგნით თხევად СО2-ს.

პროცესი გრძელდება 10 საათის განმავლობაში 70 გრადუს ტემერატურაზე. ასეთ პირობებში გაზი გარდაიქმნება თხევად გამხსნელად, რომელსაც გამოაქვს ყავის მარცვლებიდან კოფეინი, მაგრამ უტოვებს ყავას მის მთავარ თვისებებს - გემოს და არომატს.

მეთოდი უსაფრთხო და მაღალეფექტურია, თუმცა ტექნოლოგია ძალიან ძვირადღირებული.

ტრიგლიცერიდული - ეს არის ყავიდან კოფეინის გამოდევნის პირდაპირი კონტაქტური მეთოდი.

ყავის მარცვლებს ათავსებენ გამოყენებული ყავის ნალექიდან მიღებულ ზეთში და დააცდიან, რომ მარცვლებმა კარგად შეიწოვონ ზეთი. რამოდენიმე საათის განმავლობაში, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ზეთში არსებული ტრიგიცერიდები გამოდევნიან ყავიდან კოფეინს.

ბუნებრივი უკოფეინო ყავა - 1983 წელს აფრიკაში აღმოაჩინეს ყავის ჯიში, რომელიც ბუნებით არ შეიცავს ალკალოიდ კოფეინს. მას კამერუნული ყავას (Charrier coffee) უწოდებენ, ფრანგი მეცნიერისა და გენეტიკოსის ანდრე შარიეს პატივსაცემად.

ეს უნიკალური სახეობა სრულად იქნა აღწერილი მხოლოდ 2008 წელს.

დღეს ყველაზე პერსპექტიულ მიღწევებად ითვლება ბრაზილიელი მეცნიერების მიერ გამოყვანილი ბუნებრივად უკოფეინო ყავის ჯიშები სახელწოდებით - Decaffito.

 

უკოფეინო ყავის პლუსები

 

არ იწვევს მიჩვევას

 უკოფეინო ყავა პრაქტიკულად არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე. ამიტომ მისი მირთმევა თავისუფლად შეუძლიათ ჰიპერტონიითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულ ადამიანებს.

 იმის გამო, რომ ყავის მარცვლები შეიცავს 400-ზე მეტ ქიმიურ შენაერთს, უკოფეინო ყავა ხელს უწყობს სასიცოცხლო ტონუსისა და შრომისუნარიანობის ამაღლებას. ასეთი ყავა კოფენის გარეშეც კი ახდენს ტვინის მუშაობის სტიმულირებას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

 მეცნიერები სწავლობდნენ უკოფეინო ყავის ზეგავლენას სისხლში გლუკოზის დაშლის პროცესზე. მათ შენიშნეს, რომ ყავა აჩქარებს ამ პროცესს, რაც ამცირების შაქრიანი დიაბეტის წარმოქმნის რისკს.

 მედიკოსებმა აღნიშნავენ, რომ ნიკრისის ქარით (პოდაგრა) დაავადებული ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ყავას კოფეინის გარეშე, ნაკლებად დგანან დაავადების გართულების რისკის წინაშე.

 როგორც ცნობილია ყავის მოხმარება ხელს უშლის კოგნიტიური უნარების ასაკობრივ დაქვეითებას, რაც დამახასიატებელი ალცჰეიმერისა  და პარკინსონის დაავადებებისთვის.

აღმოჩნდა, რომ უკოფეინო ყავის მიღების დროს, ამ დაავადებების შემცირების რისკის ეფექტი მაინც შენარჩუნდა, რადგან ამაზე მოქმედებს არა კოფეინი, არამედ ყავაში შემავალი სხვა ანტიოქსიდანტები - ფენილინდანები.

სამწუხაროდ, ყველა ეს მტკიცებულებები ჯერჯერობით საკამათოა და ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამიტომ მედიკოსები დღემდე ვერ მივიდნენ ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე - სასარგებლოა თუ მავნებელი ყავა კოფეინის გარეშე.

უკოფეინო ყავის პროდუქტებზე არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებებიც:

 

უკოფეინო ყავის მინუსები

 

 კოფეინი არ არის ერთადერთი ინგრედიენტი, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმის მიერ რკინის და სხვა მინერალების ათვისებას.

ყავა (მათ შორის უკოფეინო) ასევე შეიცავს ქლოროგენულ მჟავას, რომელსაც მართალია აქვს დადებითი თვისებები, მაგრამ ამავდროულად ამცირებს ორგანზმის მიერ რკინის ათვისების უნარს.

ამიტომ, ისევე როგორც ჩვეულებრივი ყავა, უკოფეინო ყავაც "რეცხავს“ კალციუმს, თუთიას, მაგნიუმს და გამოყოფს სითხეს ადამიანის ორგანიზმიდან;

 უკოფეინო ყავის ხშირი მოხმარება იწვევს კუჭის მჟავიანობის მომატებას, რამაც შესაძლოა გასტრიტის და კუჭის წყლულის მიზეზიც კი გახდეს.

 ყავა შეიცავს ორი ტიპის ბუნებრივ ქიმიურ ნივთიერებას - კაჰვეოლი და კაფესტოლი. მედიკოსებმა მიიჩნევენ, რომ ორივე მათგანი მნიშვნელოვნად ზრდიდის ორგანიზმში LDL (ცუდი) ქოლესტერინის (თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების) დონეს, რომლებიც მონაწილეობენ სისხლძარღვებში ქოლესტერინის ბალთების (ფოლაქების) წარმოქმნაში.

თუმცა, მნიშვნელობა აქვს რომელი ყავის მარცვლებისგან არის დამზადებული ყავა. რობუსტაში კაჰვეოლის და კაფესტოლის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე არაბიკაში.

 კოფეინიც და უკოფეინო ყავაც ორივე იწვევს პლაზმაში ჰომოცისტეინის მომატებას, რაც ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს.

 კოფეინი ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებას, რამაც შესაძლოა კუჭის სპაზმები, დიარეა და მუცლის შებერილობა გამოიწვიოს. როდესაც ადამიანი სვამს ყავას, მისი ორგანიზმი გმოყოფს საკვების მომნელებელ ჰორმონს - ჰოლეცისტოკინინი, რომელიც შეიძლება გახდეს სპაზმების მიზეზი.

მართალია უკოფეინო ყავა 23%-ით ნაკლებად ახდენს მსხვილი ნაწლავის აქტიურობის სტიმულირებას, თუმცა შესაძლოა უკუჩვენება აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს საჭმლის მომნელებელ სისტამასთან დაკავშირებით.

უკოფეინო ყავა და ორსულობა - ცნობილია, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ორსულებში ყავის მოხმარება უკუნაჩვენებია დედისა და ნაყოფის ორგანიზმზე კოფეინის მავნე ზემოქმედების გამო.

დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ორსულებში უკოფეინო ყავის მოხმარება, რომელსაც კოფეინი გამოცლილი აქვს ქიმიური მეთოდით.

ხოლო უსაფრთხო (წყლისა და შეკუმშული გაზის) მეთოდებით მიღებული უკოფეინო ყავის შემთხვევაში, მასში მაინც რჩება უმნიშვნელო რაოდენობის კოფეინი, რომელიც შესაძლოა ასევე საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ნაყოფისა და მომავალი დედისათვის.

ამიტომ, იმისათვის, რომ ორსულისა და ნაყოფის ჯანმრთელობა არ აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ, რეკომენდებულია შეზღუდული იქნას უკოფეინო ყავის მოხმარებაც.

 

როგორ და რამდენი მოვიხმაროთ უკოფეინო ყავა

 

დეკოფეინიზაცია პოპულარული გახდა ხსნადი ყავის გავრცელების პარალელურად, თუმცა პირველი უკოფეინო ყავის ნიმუშებს გააჩნდა საშინელი ხარისხი და ერთადერთი, რასაც არ ჰგავდა მათი გემო, ეს იყო ნამდვილი ყავა.

თუმცა, დროთა განმავლობაში უკოფეინო ყავის ხარისხი უმჯობესდებოდა და დღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზერზე წარმოდგენილია სხვადასხვა ხარისხის უკოფეინო ყავის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება გემოთი, არომატით, დამზადების ტექნოლოგიით და რაღა თქმა უნდა ფასით. ან

და კიდევ ერთი - მართალია ყველა ზემოთ აღნიშნული მეთოდი გამოდევნის ყავის მარცვლებიდან კოფეინს, მაგრამ 100%-ით დეკოფეინიზირებული ყავა არ არსებობს.

საერთაშორისო სტანდარტებით, უკოფეინო ყავაში კოფეინის 97% უნდა იყოს გამოდევნილი, ევროპული სტანდარტებით კი 99%.

ამიტომ, მათ, ვისაც არ სურს მის ორგანიზმში მოხვდეს თუნდაც უნიშვნელო რაოდენობის კოფეინი, არჩევანი სხვა სასმელზე უნდა გაააკეთოს.

უკოფეინო ყავის მოხმარების დროს, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ისე, როგორც კლასიკური ყავის შემთხვევაში.

მისი მოდუღება შეიძლება ყავის მადუღარაში (ჯეზვე), შეიძლება დაუმატოთ შაქარი, რძე, სიროფი ან ნაღები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ზომიერება და დღეში 4 ფინჯანზე მეტის მიღება არ არის რეკომენდებული.

დადგენილია, რომ უკოფეინო ყავავ ისევე შეიძლება გამოიწვიოს უძილობისა და ორგანიზმის გაუწყლოვანების პროვოცირება, როგორც ტრადიციულმა ყავამ.

თუ კოფეინის მიმართ არსებობს უკუჩვენება (მაგალითად გულსისხლძარღვთა დაავადებები) მაგრამ ყავაზე უარის თქმას ვერ ახერხებთ, რეკომენდებულია შეარჩიოთ და შეიძინოთ უკოფეინო ყავის მხოლოდ ხარისხიანი ბრენდები და „რბილი ყავის“ მოხმარების რაოდენობა არეგულიროთ იმის მიხედვით, თუ როგორ გრძნობთ თავს მისი მოხმარების შემდეგ.

გაითვალისწინეთ, რომ უკოფეინო ყავას შეფუთვაზე უნდა ჰქონდეს წარწერა - Decaf ან Decafeine.

საერთო ჯამში, უკოფეინო ყავა შესაძლოა კარგი გამოსავალი იყოს მათთვის, ვინც უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას, ან ამა თუ იმ მიზეზით სურს შეზღუდოს კოფეინის მოხმარება.

უკოფეინო დაფქვული ყავის ხარისხიანი და ცნობილი ბრენდებია: Lucaffe, Lavazza Dec, Cafe Altura, ILLY, Dallmayr და სხვა...

უკოფეინო ხსნადი ყავის ხარისხიანი და ცნობილი ბრენდებია: Ambassador Platinum Decaf, CStarbucks Via Italian Roast, arte Noire Decafeine, Folger’s Classic Decaf, NesCafé Taster’s Choice Decaf, Café Altura Organic, JOE Coffee Nightcap House Decaf და სხვა...

იმისათვის, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ყავის ჩვეული გემო და არომატი, შეგიძლით დასაფქვავად გამზადებულ უკოფეინო ყავის მარცვლებს რამდენიმე კლასიკური ყავის მარცვალი დაუმატოთ.

ეს კოფეინის რაოდენობას დიდად ვერ გაზრდის, ყავას კი უფრო გემრიელსა და არომატულს გახდის, რაც დადებითად აისახება განწყობაზე, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიმხნევესა და აქტიური ცხოვრების წესზე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ