სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ყავის მსოფლიო ბაზრის 50%-ს აკმაყოფილებენ, ხოლო 150 წელზე მეტია, რაც ბრაზილიის წილი ყავის მსოფლიო ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 35%-ს (ნატურალურ და ფულად გამოხატულებაში).
ყავა ბრაზილიაში მე-XVIII საუკუნის ოციან წლებში შეიტანეს, როცა ლეგენდის თანახმად, შეყვარებულმა ოფიცერმა საკუთარ სატრფოს ყავის უცხო ქვეყნიდან შემოტანილი რამდენიმე აყვავებული ყავის ბუჩქი აჩუქა.
ოფიციალური დოკუმენტებით კი ბრაზილიაში ყავის პრველი ნერგები პოლკოვნიკმა ფრანსისკო დე მელო პალჰეტამ შეიტანა 1727 წელს და დარგო ბრაზილიის შტატის - პალას ტერიტორიაზე.
ბრაზილიას ყავის მეორე სამშობლოს უწოდებენ. ბრაზილია წელიწადში 4 მილიონამდე ტონა ყავის მოსავლით რჩება ლიდერად და ყავის ნომერ პირველ მწარმოებლად.
ასეთი წარმატების მიზეზია ქვეყნის ტერიტორიის მომგებიანი მდებარეობა. თითქმის მთელი ბრაზილიის ტერიტორიაზე კლიმატი არის რბილი, თბილი და ამავდროულად ნოტიო, რაც იდელურ პირობებს ქმნის ყავის გაშენებისთვის.
ბრაზილიაში, ყავის პლანტაციები კონცენტრირებულია ძირითადად ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში. მოყვანილი ყავის მარცვლების 80% არის ჩვეულებრივი, მშრალი მეთოდით დამუშავებული, რიგიანი ხარისხისა და მისაღები ფასის არაბიკა. 20% კი რობუსტა.
ბრაზილიური ყავას აქვს ხელმისწვდომი ფასი და ძალიან პოპულარულია. „ბრაზილია სანტოსი“ (Coffee Brazil Santos ან Brazil Cerrado Santos) მსოფლიოში ცნობილი ბრენდია. მას ამზადებენ სან-პაულუს მიდამოებში - მინას-ჟერაისა და პარანას სამხრეთ რეგიონებში.
სანტოსის ჯიშის ყავა ერთგვარი ეტალონი სხვა მწარმოებლებისთვის. როგორც ვიცით, ყავის ხარისხის პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხს მისი მარცვლის ზომა წარმოადგენს. სანტოსი კი იდეალურად აკმაყოფილებს ამ პირობებს.
სახელი სანტოსი ყავამ მიიღო საპორტო ქალაქ სანტოსის სახელწოდებიდან, საიდანაც უძველესი დროიდან ხდება ყავის მარცვლების ძირითადი ნაწილის ტრანსპორტირება სხვა ქვეყნებში.
პორტი სანტოსი მდებარობს დაახლოებით 80 კმ-ის დაშორებით სან-პაულოს მუნიციპალიტეტიდან, რომელიც ყავის მუზეუმის სამშობლოს წარმოადგენს.
ყველაზე პოპულარულ ბრაზილიურ ყავის ჯიშებად მიიჩნევა: „სანტოსი“, „ყვითელი ბურბონი“, „მინასი“ და „რიო“.
„ბრაზილია სანტოსის“ გემო ზომიერად მჟავეა, მდიდარი, ბალანსირებული, სანელებელებისა და მოტკბო ნოტებით.
„ყვითელი ბურბონი“, რონელიც მოჰყავთ რეგიონში- სულ-დე-მინასი, გამოირჩევა ტყის კაკლის არომატით, შოკოლადისა და ქეშიუს ნოტებით.
„მინასი“ და „რიო“ კი ხასითდებიან იოდის გემოთი ნიადაგის თავისებურების გამო, სადაც მათი ხეებია გაშენებული. ევროპაში ამ ჯიშებს კუპაჟისთვის იყენებენ, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი სუფთა სახით მიირთმევენ.
ზოგადად, ბრაზილიური ყავის თითეულ ჯიშს გააჩნია თავისი გრადაცია, რომელიც მის ხარისხს განსაზღვრავს: Strictly soft bean მიიჩნევა ყველაზე მაღალხარისხიანად, Softish bean - საშუალო ხარისხის მაჩვენებელია, ხოლო Rio Zona - ყველაზე დაბალი ხარისხის ყავას წარმოადგენს.
ყველაზე ეგზოტიკურ ყავად ბრაზილიაში „Jacu Bird“ მიიჩნევა. ეს არის ფერმენტირებული ყავა, რონელმაც სახელწოდება მიიღო ფრინველ ჟაკუს გამო, რომელიც ყავის პანტაციებში ბინადრობს და იკვებება ყავის ყველაზე მწიფე და ხარისხიანი მარცვლებით, ხოლო ყავის მიღება ხდება ფრინველის კუჭის გავლის შემდეგ, მისი ექსკრემენტებისგან (ინდონეზიური - კოფი-ლუვაკისა და ტაილანდური Black Ivory-ის მსგავსად).
უშუალოდ ბრაზილიური კომპანიების როლი მსოფლიო ბაზარზე არ არის არსებითი, რადგან პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზაცია ამერიკული კომპანიების მიერ ხდება.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური ყავის მარცვლები საერთოდ არ წარმოადგენს ეტალონს ყავის გურმანებისთვის და ამ სფეროს პროფესიონალებისთვის. მაშ რატომ არის ბრაზილიური ყავა ყველაზე პოპულარული მსოფლიოში?
საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა ჯიშის ბრაზილიური ყავა არის რბილი, მდგრადი გემოთი, კაკლისა და შოკოლადის ნოტებით და რაც მთავარია, ფაქტიურად არაბიკისთვის დამახასიათებელი მჟავიანობის გარეშე (რა ქმა უნდა ბრაზილიაში არის მაღალმთიან რეგიონებში მოყვანილი განსაკუთრებული მჟავიანობისა დ სიმაგრის ყავაც).
სხვათა შორის ყინვები ყავის მოსავალზე გავლენას ახდენს მხოლოდ ბრაზილიაში, ყველა დანარჩენი ყავის მწარმოებელ ქვეყანა გამოირჩევა ზომიერი კლიმატით.
მოხალვამდე ყავიც მარცვლები ყოველთვის მწვანე ფერისაა. რაც უფრო ღია ფერისაა მოხალული ყავა, მით უფრო ღრმა და არომატული ყავის გემო, ზედმეტად მოხალული ყავის გემო კი გაცილებით უხეშია.
ექსპერტებს შორის მიღებულია მოსაზრება, რომ რაც უფრო არომატული და მომჟავოა ყავა, მით უფრო უკეთესი და ძვირადღირებულია იგი, თუმცა ბევრი მომხმარებელი ამას არ ეთანხმება და უპირატესობას ანიჭებს ყავას მჟავიანობის გარეშე. ამ მოსაზრებას ნამდვილად ამყარებს ბრაზილიური ყავის პოპულარობა.
ბრაზილიური ხარისხიანი ყავის მთელი მარაგები ფაქტიურად გადის ექსპორტზე, თავად ბრაზილიაში კი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოიხმარს შედარებით დაბალი ხარისხის დაბალ ფასიან პროდუქტს.
ბრაზილიიდან ექსპორტზე ძირითადად გადის ყავის მარცვლები და დაფქვილი ყავა, ხოლო ექსპორტირებული ხსნადი ყავის წილი შეადგენს დაახლეობით 10%-ს.
მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი როლისა, ბრაზილია სპეციალიზირდება მოსახლეობის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ყავის წარმოებაზე - ყავის ძვირფასი და ელიტური ჯიშები ქვეყანაში პრაქტიკულად არ იწარმოება.
ყავის პლანტაციებში მუშები არანორმირებული გრაფიკით მუშაობენ. ბევრი მათგანი უსახლკაროა და ხელფასსაც კი არ იღებს წარმოებაში ცხოვრების სანაცვლოდ.
კერძო პლანტაციებში ყავის მარცვლების მოპოვება, გასუფთავება და გაშრობა ხელით ხდება. ამგვარი გზით მიღებული პროდუქტი გაცილებით მეტად ფასობს. მსოფლიოში ცნობილი კომპანიები Illy, Danesi, Jardin, Cafes la Brasilena, Minges და სხვა თანამშრომლობენ ბრაზილიელ ყავის მომწოდებლებთან.
ბრაზილია მსოფლიოში ყავის არა მხოლოდ ყველაზე მსხვილი ექსორტიორია, არამედ მისი ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელიც (წელიწადში დაახლოებით 6 კგ. - ერთ სულ მოსახლეზე).
ბრაზილიური ყავის ცნობილი ბრენდებია: Coffee Santos, Cerrado, Bahia, Bourbon Santos, Flat Beat, Conilon და სხვა...
















