მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 

 
  ნანახია 900 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ლუდის კოსმეტიკური თვისებების შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ მე-16 გერმანელებს სჯეროდათ, რომ ლუდი არა მხოლოდ ჯანმრთელობის არამედ სილამაზის გარანტი იყო. 

1541 წელს, იოჰან კაზიმირ ავგუსტ კრისტიან ზაუგფუსმა, რომელიც ჰერცოგ ვილჰელმ ბავარიელის სამეფო კარის აფთიაქარი იყო, დაწერა "ტრაქტატი ლუდის შესახებ", რომელშიც იგი ურჩევდა ქალებს ლუდის ქაფი სახეზე და მკერდზე შეეზილათ.

ზაუგფუსი დარწმუნებული იყო, რომ ლუდის დახმარებით სახის კანი ნაზი და სრიალა, ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი გახდებოდა, ხოლო მოშვებული მკერდს სიგლუვე და სიმკვრივე დაუბრუნდებოდა.

ცნობილია, რომ პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III (1797-1840) დაჟინებით აკვირდებოდა სამეფო კარის ქალბატონების სრულყოფილ ფიგურებს და უგულვებელყოფდა დედოფალ ლუიზას მთელი ევროპის მაშტაბით აღიარებულ სილამაზეს. საქმე იმაში იყო, რომ დედოფალს ბრტყელმკერდიანობა აწუხებდა.

ლუიზამ მედიკოსების რჩევით დაიწყო ჭამამდე და ჭამის შემდეგ ლუდის მიღება, შეწყვიტა ცხენოსნობა და დღეში სამჯერ გულდასმით იზელდა მკერდს ლუდით.

ჩვენმა წინაპრები ლუდის საფუარით წარმატებით მკურნალობდნენ გველის ნაკბენს და საყმაწვილე აკნეს.

ზოგჯერ ლუდს ანაბოში (საუნაში) ცხელ ქვებზე ასხამენ. ეს კეთდებოდა იმის გამო, რომ ლუდის ორთქლი ძალიან სასარგებლო ოყო როგორც კანისთვის (რომელიც მას აბრეშუმისებრს ხდიდა), ასევე მთელი სხეულისთვის.

ავსტრიაში ძალიან პოპულარულია ლუდსახარში Starkenberger, რომელსაც ლუდით მომსახურების სრული ასორტიმენტი გააჩნია (დაწყებული ლუდის ისტორიის გაცნობით და ლუდის დეგუსტაციით დამთავრებული) და ვიზიტორებს 298 დოლარად სთავაზობს უჩვეულო სერვისს. 300 ლიტრ ახალი ლუდს უმატებენ პატარა აუზში, რომელშიც კომპანიას შეუძლია მიიღოს აბაზანა და დრო სასიამოვნოდ გაატაროს. ეს არ კეთდება მხოლოდ გართობის მიზნით დ ეჭვს არ იწვევს უდავო სარგებელი, რომელსაც ლუდი მოაქვს კანის მდგომარეობაზე და ორგანიზმის გაჯანსაღებაზე.

იგივე მომსახურეობას სთავაზობენ ზოგიერთი SPA-სალონის მფლობელები. მაგალითად, ჩეხური პატარა ქალაქის Chodová Planá სასტუმროში Chodovar შეგიძლიათ მიიღოთ ლუდის სპეციალური კოსმეტიკური აბაზანა, რომლის შემადგენლობა საიდუმლოდ ინახება. მათ მომსახურეობაში ასევე შედის ლუდის მასაჟი და კოსმეტიკა. 

დღესდღეობით, ლუდი და ლუდის პროდუქტები (სვიის გირჩების ექსტრაქტები) წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და დერმატოლოგიურ პრაქტიკაში. ნატურალურ ლუდში შემავალი სვია, ალაო, ლუდის საფუარი, ცილები, B ვიტამინები, ამინომჟავები, რიბონუკლეინის მჟავა, ბუნებრივი ფერმენტები და მინერალები იძლევა დადებით ეფექტს, აფერხებს დაბერების პროცესს, ატენიანებს კანს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

ლუდის ნიღბები განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვის, ზრდის მის ელასტიურობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ცხიმის წარმოქმნას, ასუფთავებს და ავიწროებს ფორებს.

სვიაზე დაფუძნებული მრავალი კოსმეტიკური ხაზი აწარმოებს უამრავ პროდუქტს ქერტლის აღმოსაფხვრელად, თმის სიჯანსაღის გასაძლიერებლად და პრობლემური კანის სამკურნალოდ (დერმატიტი და აკნე).

ალბათ ყველას სმენია, რომ ლუდი თმის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი საუკეთესო კომპონენტია. ლუდის ნიღებს იყენებენ ვარცხნილობისთვის, თმის ზრდის სტიმულირებისთვის,  კონდიციონერების ჩანსანაცვლებლად, თმის ძირების გასამაგრებლად და ა.შ...

დღეს მრავლად შეხვდებით ლუდის საფუძველზე დამზადებულ შამპუნებს, რომელიც უბრუნებს თმას სიცოცხლისუნარიანობას, ბზინვარებას, ელასტიურობას, ებრძვის ქერტლს და თმის ცვენას.

რამოდენიმე რჩევა:

• მუქი და გაუფილტრავი ლუდი შეიცავს ყველაზე სასარგებლო თვისებებს (თუ კანის ან თმის ნიღბისთვის კონკრეტულად ღია ფერის ლუდი არ არის საჭირო);

• მუქ ლუდს შეუძლია თმას ოდნავი შეფერილობა მიანიჭოს, ამიტომ ქერა თმის მფლობელებმა მუქი ლუდი არ უნდა გამოიყენონ (უმჯობესია ღია ლუდი).

• ლუდს აქვს მდგრადი, სპეციფიკური სუნი, რომელიც ადვილად ქრება, თუ მას დაუმატებთ თქვენს საყვარელ ეთერზეთს, რომელსაც არა მხოლოდ სასიამოვნო არომატი აქვს, არამედ აქტიურ, სასარგებლო ინგრედიენტს წარმოადგენს.

• კანის და თმის ნიღბების შემადგენლობაში გამოყენებული ლუდი უნდა იყოს თბილი. გაცხელებული ლუდისგან კანი და თმა გაცილებით კარგად ითვისებს მკვებავ  ნივთიერებებს.

 

ლუდის საფუძველზე დამზადებულ ნიღბები და ლოსიონები

 

კოსმეტოლოგიაში ხშირად გამოიყენება ლუდის საფუძველზე დამზადებული სხვადასხვა სახის ნიღბები და კრემები, რომლებიც ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას. 

სახლის პირობეში მომზადებლი ნიღბებს შეუძლია გახადოს თქვენი კანი სუფთა, ახალგაზრდა და ჯანსაღი, ხოლო თმა ძლიერი და ლამაზი.

სახის კანის მოვლის ერთ-ერთი უძველესი რეცეპტი იყო: ახალი ლუდის ქაფს ისვამდნენ სახის კანზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანდნენ თბილი წყლით.

კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალება იყო  კვერცხის გული ნიღაბი: კვერცხის გულს თქვეფდნენ ლუდში და მიღებულ მასას ინაწილებდნენ სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანდნენ თბილი წყლით.

დღესდღეობით არსებობს კანის ათობით სახის ნატურალური ნიღაბი, რომელიც ლუდის საფუძველზეა დამზადებული. ქვემოთ მოცემულია ყველაზე ეფექტური ნიღბები, რომელთა დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი:

 

სახის კანის ნიღბები

 

მშრალი კანის ნიღაბი

• ერთმანეთში აურიეთ 2 სუფრის კოვზი ღია ფერის ლუდი, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და 2 ჩაის კოვზი თაფლი; ოდნავ შეათბეთ და მანამდე ურიეთ, სანამ თაფლი მთლიანად არ გაიხსნება.

შემდეგ გააცივეთ და მიღებული მასა წრიული მოძრაობებით წაისვით ხელით ან ბამბის ტამპონით დატენიანებულ და დაორთქლილ სახეზე. როდესაც ნიღაბი მთლიანად შეიწოვება, ჩამოიბანეთ გრილი ანადუღარი წყლით.

ნიღაბი შეიძლება გაიკეთოთ დილით ან საღამოს, მაგრამ მაკიაჟამდე არა უგვიანეს ერთი საათით ადრე.

 

ცხიმიანი კანის ნიღაბი

• ერთმანეთში აურიეთ ერთი ბლენდერში ათქვეფილი კვერცხის ცილა (მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი), გამოწურული ნახევარი ლიმონი და სამი სუფრის კოვზი ლუდი.

მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე კოსმეტიკური ხელსახოცით. მისი გაშრობის შემთხვევაში, შეგილიათ რამდენჯერმე დაასველოთ ხელსახოცი და ნიღაბი ისევ წაისვათ სახეზე ეფექტის გაძლიერებისთვის. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით.

 

• შეურიეთ 1/3 ჭიქა ლუდი (მუქი ან ღია), ერთი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.

როცა თაფლი ბოლომდე გაიხსნება, გადმოდგით ცეცხლიდან. 

როცა ნარევი გახდება სასიამოვნოდ თბილი, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

ასეთი ნიღებები აშორებს კანიდან შავ წერტილებს, ავიწროებს ფორებს, აფერხებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.

 

მათეთრებელი ნიღაბი

• 20-25 გრ ლუდის საფუარს, შეურიეთ 2% წყალბადის ზეჟანგი ხსნარი, კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით სახეზე.

10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით.

 

კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

• დიდი ზომის ახალი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ღია ფერის ლუდი და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა წაისვით გასუფთავებულ სახეზე და დაიფარეთ სახეზე სველი მარლის საფენი. 10-15 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი სველი ბამბის ტამპონით.

• სხვათა შორის, კანის ელასტიურობის გაზრდას და ნაოჭების მოცილებას, ზემოთ აღწერილი ნიღბის გარდა კარგად ეხმარება ახალი ლუდის ქაფი. იგი უბრალოდ უნდა წაისვათ სახის კანზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ თბილი წყლით.

 

ხელის კანის ნიღბები

 

დამარბილებელი და მკვებავი ნიღაბი

მოხარშეთ 150 გრამი კარტოფილი, გახეხეთ და შეურიეთ ნახევარი ჭიქაა ცხელი ლუდი. როცა მასა გაგრილდება, წაისვით ხელებზე სქელ ფენად, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი (შეგიძლიათ გაიკეთოთ პოლიეთილენის ხელთათმანები) და ზემოდან ხავერდოვანი პირსახოცი. 

გააჩერეთ ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

 

მშრალი კანის მატონიზირებელი ნიღაბი

ათქვიფეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი მუქი ლუდი. 

მიღებული მასა წაისვით ხელებზე და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ ხელები თბილი წყლით.

 

დამარბილებელი და გამწმენდი ნიღაბი

შეურიეთ ერთმანეთს 100 გრამი გამთბარი თაფლი, 2 სუფრის კოვზი სპირტი, 1 სუფრის კოვზი ღია ლუდი და ცოტა წყალი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღებული მასა წაისვით ხელებზე და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

კომბინირებული კანის ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი

შეურიეთ ერმანეთს ერთი ათქვეფილი კვერცხის ცილა, ერთი ჩაის კოვზი ფქვილი, ერთი სუფრის კოვზი გამთბარი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ღია ფერის ლუდი.

მიღებული მასა კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ წაისვით ნიღაბი ხელებზე და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში,  ჩამოიბანეთ ცივი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.

 

კანის მკვებავი და გამწმენდი ლოსიონები

 

გამწმენდი ლოსიონების დამზადება ნებისმიერი სახის ლუდისგან არის შესაძლებელი. მათი ხანგრძლივი ვადით შენახვა არ შეიძლება, ამიტომ ინგრედიენტები უნდა შეარჩიოთ იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება 2-3 გამოყენებისთვის. ლუდის ლოსიონი უნდა ინახებოდეს მაცივარში.

ლუდის ლოსიონები წმენდს, ამკვრივებს და კვებავს სახის კანს. რეკომენდებულია ნებისმიერი ტიის კანისთვის. განსაკუთრებულ ეფექტს იღებენ მუქი კანის მფლობელები.

ლოსიონების გამოყენება ხდება შემდეგნაირად: სახის კანი საფუძვლიანად და ნელა უნდა გაიწმინდოთ თქვენს მიერ მომზადებულ ლოსიონში დასველებული ტამპონით. გაშრობის შემდეგ კი (დაახლოეობით 15 წუთში) ჩამოიბანოთ გრილი წყლით.

 

კომბინირებული კანისთვის:

• ერთმანეთში აურიეთ 1 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა (დაფქვით ბლენდერში ისე, რომ გადაიქცეს ფქვილად), 1 კვერცხის გული, 2 წვეთი სალბის ზეთი და 2 სუფრის კოვზი ღია ფერის ლუდი.

მიღებული მასა წაისვით სახეზე ორ-სამ ფენად. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.

 

• ერთმანეთში აურიეთ წვრილად გახეხილი საშუალო ზომის კიტრი, კვერცხის ცილა და 3 სუფრის კოვზი ლუდი.

მიღებული მასით კარგად დაასველეთ მარლის ხელსახოცი და დაიტანეთ სახეზე (შეგიძლიათ ნიღაბი გაანაწილოთ ფუნჯის საშუალებით).

15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამობანეთ გრილი ანადუღარი წყლით.

 

• ერთმანეთში აურიეთ ერთი სუფრის კოვზი შვრიის ფაფა (დაფქვით ბლენდერში ისე, რომ გადაიქცეს ფქვილად), ერთი საშუალო ზომის წვრილად გახეხილი კიტრი, ერთი ამპულა ვიტამინი E და ორი სუფრის კოვზი ლუდი.

მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ასეთი ლოსიონები შესანიშნავია კომბინირებული კანისთვის. ისინი კარგად კვებავენ კანს და ღრმად ასუფთავებენ ფორებს. ნიღაბი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პრობლემური კანისთვის და აკნეს წინააღმდეგ.

 

• ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ პიტნას  დაუმატეთ 250 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გაფილტრეთ, გააგრილეთ და დაუმატეთ 150 მლ მსუბუქი ლუდი და 20 გრ სპირტი. გააჩერეთ კიდევ 10 წუთი.

მიღებული მასა კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და როცა გაშრება ( დაახლოებით 15 წუთის შემდეგ) ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

აქერცლილი და მშრალი კანისთვის:

• დაასხით 2 სუფრის კოვზ შვრიის ფაფას ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, სანამდე არ მიიღებს თეთრ ფერს. მიღებული მასა გაფილტრეთ და დაუმატეთ 150 მლ მუქი ფერის თბილი ლუდი და 30 გრ სპირტი. 

მიღებული მასა კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და როცა გაშრება ( დაახლოებით 15 წუთის შემდეგ) ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

ცხიმიანი კანისთვის:

• აურიეთ ერთმანეთს 50 გრ გვირილა, 10-10 გრ სალბისა და კალენდულას ფოთლები კარგად დანაყეთ და დაუმატეთ 1/4 ჭიქა ლუდი და 1 სუფრის კოვზი სპირტი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღებული მასა კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და როცა გაშრება ( დაახლოებით 15 წუთის შემდეგ) ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

კანის დაბერებისთვის:

• 40 გრამ ვარდის მშრალ ფურცლებს დაასხით 150 მლ ღია ფერის ლუდი, შედგით მაცივარში 7 დღის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და ლოსიონიც მზადაა.

ლოსიონი ბამბის ტამპონით წაისვით სახეზე და როცა გაშრება ( დაახლოებით 15 წუთის შემდეგ) ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

ლუდის აბაზანები

 

აბაზანა „ჰოლივუდის სტილში“:

აიღეთ 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი ლუდი, ნახევარი ჭიქა შამპუნი და ცოტა ვანილი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაამატეთ მომზადებულ აბაზანაში. პროცედურა სასიამოვნოა და დადებითად მოქმედებს კანის მდგომარობაზე.

 

ფეხის აბაზანები:

ფეხების დაღლილობას და შეშუპებას კარგად ხსნის აბაზანა მინერალური წყლით და ღია ფერის ლუდით. ამისათვის შეურიეთ ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები 2-დან 1-ის თანაფარდობით (ერთი ლიტრი მინერალური წყალი და ნახევარი ლიტრი ლუდი). ჩააწყვეთ ფეხები 15-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაივლეთ გრილი წყალი.

 

ხელის აბაზანები:

ლუდის დამატებით ასეთი აბაზანის გასაკეთებლად შეურიეთ თბილი წყალი და ლუდი თანაბარი პროპორციით, ჩააწყვეთ ხელები 15 წუთის განმავლობაში და შემადეგ გადაივლეთ გრილი წყალი.

ასეთი აბაზანა ხელს უწყობს ფრჩხილის ფირფიტებს გამაგრებას არბილებს კანს და ზოგადად, დადებითად მოქმედებს ხელების კანზე.

 

ორთქლის აბაზანები

ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ უძველესი დროიდან აბანოებში ლუდს ცხელ ქვებზე ასხამდნენ. საქმე იმაშია რომ ლუდის ორთქლი ძალიან სასარგებლოა, იგი კანს აბრეშუმისებრს ხდის და 

ვისაც საშუალება აქვს აბანოში (ან საუნაში) შეუძლია ქვებზე წყლის მაგივრად დაასხას ლუდი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ეფექტურ და ღრმა წმენდას. თუ ლუდის სუნი არ გეზიზღებათ, ის თქვენს კანს ახალგაზრდას და ჯანსაღს გახდის, ხოლო თმას შესძენს სიძლიერეს და ბზინვარებას.

 

თმის გამაჯანსაღებელი ლუდის ნიღბები

 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ლუდი აძლიერებს თმას და ასტიმულირებს მის ზრდას, აქრობს ქერტლს, აჩერებს თმის ცვენას და ზოგადად, აჯანსაღებს მის მდგომარეობას.

ლუდით თმის დაბანა ყველაზე ძველი და მარტივი ხალხური რეცეპტია: თმას იბანენ შამპუნით და დაბანის შემდეგ ისველებენ ნახევარი ლიტრი შემთბარი ნატურალური ლუდით და კარგად  იზელენ თმის ძირებში. 10-15 წუთის შემდეგ ჩამობანენ თბილი წყლით - შედეგად თმა ხდება უფრო ჯანსაღი და ფაფუკი.

დღესდღეობით არსებობს ათობით თმის ნატურალური ნიღაბი, რომელიც ლუდის საფუძველზეა დამზადებული.

ქვემოთ მოცემული ნიღბები ყველაზე ეფექტურად არის აღიარებული და მათი დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.

 

თმის ზრდის სტიმულირებისთვის:

ერთ ჭიქა ლუდს შეურიეთ შემდეგი სახის სანელებლები (თქვენი არჩევანი დამოკიდებულია გაქვთ თუ არა ალერგია რომელიმე სანელებელზე). 

ლუდი + დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი დარიჩინი  - ერთ ჭიქა ლუდზე;

ლუდი + წითელი წიწაკა - ერთი ჭიქა ლუდი - ერთ მწიკვ წიწაკაზე ან 1 სუფრის კოვზ წიწაკის ნაყენზე.

აჯანსაღებს თმის ძირებს. აძლიერებს თმის ზრდის სტიმულირებას.

ლუდი + კურკუმა - ერთი ჭიქა ლუდი ერთ მწიკვ კურკუმაზე.

აქვს ანთების საწინააღმდეგო, თმის ზრდის მასტიმულირებელი თვისებები, ტოვებს თმაზე ოქროსფერ ტონს.

ლუდი + ჯანჯაფილი (კოჭა) - ერთი ჭიქა ლუდი ერთ მწიკვ კურკუმას მშრალ ფხვნილზე.

კვებავს თმის ძირებს და ასტიმულირებს თმის ზრდას.

მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში 30 წუთის განმავლობაში. დაითბუნეთ ქუდით ან პოლიეთილენის პარკით. თუ გექნათ ძლიერი წვის შეგრძნება, ჩამოიბანეთ დროზე ადრე.

გაიმეორეთ პროცედურები კვირაში ერთხელ, ორი თვის განმავლობაში. სისხლის მიმოქცევა გაძლიერდება, თმის ზრდა დაჩქარდება, თმის ცვენა შეჩერდება..

 

• დააქუცმაცეთ 2 ნაძვის გირჩი (შეგიძლიათ შეიძინოთ მწვანე აფთიაქში) და 100 გრ არყის ხის ხმელი ფოთოლი, დაასხით თბილი ლუდი, გააჩერეთ დაახლოებით 2 საათი და გადაწურეთ.

მიღებული მასა თმის ძირებში შეიზილეთ დაბანამდე ნახევარი საათით ადრე.

 

• 0,5 ლიტრ ლუდს დაუმატეთ ერთი თავი ხახვის წვენი. კარგად აურიეთ და წაისვით სველ, დაბანილ თმაზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თქვენი თმის ტიპისთვის შესაფერისი მცენარეული ნაყენით (ღია თმისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილა, მუქი თმისთვის - სალბი).

ხახვისა დალუდის ნიღაბი შეიცავს ელემენტების მთელ საცავს, კარგად კვებავს თმას და აჩქარებს მის ზრდას.

 

თმის ძირების გასამაგრებლად:

• აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი კალენდულას ყვავილები, სვიის გირჩები და არყის ხის ფოთოლი (ან მუხის ქერქები), დაასხით ერთი ჭიქა ცხელი ღია ფერის ლუდი. მიღებული ნაყენი გააჩერეთ 2 საათი თბილ ადგილას, შემდეგ გაფილტრეთ და შეიზილეთ თმებში.

15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი  ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

• ნახევარ ლიტრ ცხელ ლუდში დაალბეთ 100 გრამი ჭვავის პურის ქერქი 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგ აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა და თანაბრად დაიფარეთ დაბანილი თმა. შემდეგ დააფარეთ შხაპის ქუდი ან პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ ხავერდოვანი პირსახოცი. 

გააჩერეთ ნიღაბი 45-50 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ბოლოს თმაზე გადაივლეთ  ჩამოიბანეთ თავი თბილი წყლით, რომელშიც დამატებულია ვაშლის ძმარი (1 ჩაის კოვზი 1 ლიტრ წყალზე). გაიმეორეთ ეს პროცედურა თვეში ერთხელ.

 

ცხიმიანი თმის ნიღაბი:

• შეურიეთ ერთმანეთს 100 მლ ლუდი, ერთი სუფრის კოვზი თიხა და ერთი ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი. მიღებული მასა წაისვით თმის ძირებზე 20 წუთის განმავლობაში. რეკომენდირებულია ჩამოიბანოთ ახლად დაყენებული გრილი მწვანე ჩაით.

ლუდის და თიხის კომბინაციას და თიხას აქვს შრობის ეფექტი ეფექტი, ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების გამომუშავებას, ასუფთავებს თავის კანს ჭუჭყისაგან და მატებს თმას მოცულობას. 

 

მოცულობის მისანიჭებელი ნიღაბი:

ათქვიფეთ ერთი კვერცხის გული, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. მიღებული მასა წაისვით თმის მთელ სიგრძეზე, გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ეფექტის გასაძლიერებლად თავზე დაიფარეთ შხაპის ქუდი ან პოლიეთილენის პარკი და ზემოდან შემოიხვიეთ ხავერდოვანი პირსახოცი. სითბო ხელს შეუწყობს მკვებავი ნივთიერებების ღრმად შეღწევას თმის სტრუქტურაში.

 

მტვრევადი და გაყოფილი თმის ნიღაბი:

შეურიეთ ერთმანეთს 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (სასურველია პირველადი დაწურვის) და 100 მლ ლუდი. მიღებული მასა წაისვით თმაზე და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

 

ქერტლის საწინააღმდეგო ნიღაბი

• ერთმანეთში აურიეთ ორ-ორი სუფრის კოვზი სალბის ფოთოლი და ჭინჭრის ფხვნილი, დაასხით ნახევარი ლიტრი ღია ფერის ცხელი ლუდი. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და შეიზილეთ თმებში ყოველდღიურად ძილის, წინ ერთი თვის განმავლობაში.

 

თმის გამაღიავებელი ნიღაბი:

ერთ ჭიქა ლუდს დაუმატეთ ერთი კოვზი ახალი ლიმონის წვენი. წაისვით მშრალ თმაზე და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მალე შეამჩნევთ, რომ თმის ფერი გახდება უფრო ღია, ხოლო თმის ხარისხი უკეთესი. ხელშესახები შედეგის მისაღწევად გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.

 

წამწამების ნიღაბი

• აიღეთ 1 ჩაის კოვზი ქაფურის ზეთი და ნახევარი ჩაის კოვზი ლუდი. შეურიეთ კომპონენტები ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

ამის შემდეგ წაისვით მიღებულ ნარევში დასველებული ბამბის ტამპონი წამწამების ძირში. წამწამები იძენს მკვეთრ ფერს და ხდება უფრო რბილი და ფაფუკი.

 

ლუდის საფუარი კოსმეტოლოგიაში

 

დღესდღეობით ლუდის საფუარი შედის უამრავი გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე ნიღბების, კომპრესების, აგრეთვე ფრჩხილების და თმის მოვლის საშუალებების შემადგელობაში.

ლუდის საფუარი კანის მკვებავი და დამატენიანებელი შეუდარებელი საშუალებაა. იგი ძალიან ეფექტურია ნაოჭების გასასწორებლად. დადასტურებულია, რომ ლუდის საფუარს აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, და აფერხებს დაბერების პროცესს მის შემადგენლობაში არსებულ რიბონუკლეინის მჟავის, ცილების და ვიტამინების წყალობით. 

ლუდის საფუარი დიდი ხანია გამოიყენება სახლის პირობებშიც სხვადასხვა სახის ნიღბებისა და კომპრესების დასამზადებლად.

 

ნიღაბი მშრალი კანისთვის:

• აიღეთ ერთი ჭიქა ჭვავის ფქვილი, დაუმატეთ 20 გრამი ლუდის საფუარი და დაასხით ერთი ჭიქა თბილი წყალი. მიღებული მასა გააჩერეთ თბილ ადგილზე 24 საათის განმავლობაში. 

მიღებული მასა წაისვით სახეზე 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი გამდინარე წყლით.

 

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის:

• ცხიმიანი კანისა და აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბში გამოიყენება მხოლოდ ლუდის საფუარი: 20-40 გრამ საფუარი გააზავეთ თბილი წყლით, სანამდე, სანამ არ მიიღებთ არ სქელ, არაჟნისმაგვარ კონსისტენციას.

მუღებული მასა სქელ ფენად საწისვით სახეზე და გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანდუღარი წყლით.

 

პს

გარდა ზმოთ ჩამოთვლილი რეცეპტებისა, არსებობს ლუდის საფუძველზე დამზადებული სხვა რეცეპტებიც. ჩვენ შევეცადეთ შეგვერჩია მათგან ყველაზე პოპულარული ნიღბები და ლოსიონები თმისთვის და კანისთვის.

ალბათ თითოეულ შეძლებს და იპოვის საკუთარი თავისთვის ყველაზე მისაღებ რეცეპტეს, ან შექმნის საკუთარ უნიკალურ რეცეპტს, რომელიც გახდება მისი სილამაზისა და მიმზიდველობის საიდუმლო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ