მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 15764 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

პოდმორი და მისი სამკურნალო თვისებები

 

მკვდარი ფუტკრები - პოდმორიპოდმორის დამზადება ხდება ზამთარგამოვლილი მკვდარი ფუტკრებისგან.

პირველ რიგში, სასურველია შეირჩეს გასუფთავებული, ვიზუალურად ჯანმრთელი ფუტკრები. მნიშვნელოვანია, რომ ფუტკრები იყოს ბუნებრივად დაღუპული და არა რაიმე ქიმიკატით მოწამლული.

პოდმორისგან დამზადებული პრეპარატები აღადგენს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, იმუნიტეტს, ახდენს იმუნური რეაქციების ნორმალიზებას, წმენდს ორგანიზმს, აქრობს ანთებით პროცესებს, ხელს უწყობს სისხლის წნევის დასტაბილურებას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.

ამავე პრეპარატების დახმარებით შესაძლებელია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა; ჭრილობების, წყლულოვანი ან დამწვრობის დროს დაზიანებული ზედაპირის მკურნალობის დაჩქარება.

პადმორს იყენებენ სექსუალური დარღვევების სამკურნალოდ. ასევე სიმსუქნის დასამარცხებლად. კარგია ახლომხედველობისას; წარმატებით ებრძვის მასტიტს, პროსტატის ადენომას, სახსრების ტკივილს.

პოდმორს ალბობენ, ხარშავენ, ან იყენებენ ლიმინენტისა და სპირტიანი ნაყენის სახით.

დალბობის დროს, მკვდარ ფუტკრებს ახვევენ მარლაში, ალბობენ ცხელ წყალში და იდებენ მტკივნეულ ადგილებზე, იქ, სადაც ანთებითი კერებია.

ნახარშის დამზადების დროს ერთ სუფრის კოვზ პოდმორს (დაუფქველს) ასხამენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და ხარშავენ ნელ ცეცხლზე 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურავენ და იღებენ 1 სუფრის კოვზს ორჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

ლინიმენტის დასამზადებლად პოდმორს ფქვავენ და ურევენ ზეითუნის ზეთს. მიღებულ მასას შეიზელენ კუნთის ან სახსრის ტკივილის დროს მტკივნეულ ადგილებში.

მკვდარი ფუტკრების (პოდმორის) ნაყენისპირტიანი ნაყენის მზადდება შემდეგნაირად: მკვდარ ფუტკრებს ფქვავენ, ერთ სუფრის კოვზს დაფქვულ მასას ურევენ 100 გრამ არაყში და აჩერებენ 2-3 კვირის განმავლობაში (რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო კარგია).

ამ ვადის გასვლის შემდეგ ხსნარს ფილტრავენ ორმაგი მარლით და ნაყენიც მზადაა.

ნაყენის ფერი შეიძლება იყოს სხვადასხვა, იმის მიხედვით, თუ დროის რა პერიოდშია ფუტკრები შეგროვებული.

შესაძლოა ნაყენს მაინც ჰქონდეს მცირედი ლექი, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

ნაყენის 20 წვეთი ერევა ნახევარ ჭიქ წყალში და იღებენ დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.

მკურნალობის კურსი სასურველია წელიწადში ერთხელ, მინიმუმ 2 თვის განმავლობაში.

 

ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ