მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 94031 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ გათბობის სისტემის ქვაბიცენტრალური გათბობის სისტემები, სითბოსა და ცხელი წყლის ავტონომიური წყაროს ყველაზე თანამედროვე საშუალებაა.

ძირითადად არსებობს - ელექტრო, გაზის, თხევადი საწვავის (დიზელი, ბუნებრივი აირი) და მყარი საწვავის (ქვანახშირი, შეშა) გათბობის სისტემის ქვაბები, აგრეთვე სამრეწველო (ორთქლის ქვაბები).

მაგრამ მათ შორის, ყველაზე უფრო გავრცელებულია და საყოფაცხოვრებო მიზნით გამოიყენება - გაზის გათბობის სისტემის ქვაბი, რომლის კვების წყაროს გაზი წარმოადგენს.

ასეთი ქვაბი ყველაზე უფრო ეკონომიური და კომფორტული საშუალებაა.

იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ გათბობის სისტემის ქვაბი, საჭიროა, პირველ რიგში გაერკვეთ, რა ფუნქციების შესრულებაა მისი საშუალებით თქვენთვის საჭირო.

გაზის ქვაბები ერთმანეთისგან სხვადასხვა პარამეტრით განსხვავდება:

 

»» სიმძლავრით

»» კონტურების რაოდენობით (არსებობს ერთკონტურიანი და ორკონტურიანი ქვაბები);

»» წვის პროდუქტების გამოყოფის სახეებით (ღია და დახურული  წვის კამერით);

»» ბუნებრივი და იძულებითი ცირკულაციით;

»» ანთების ტიპით (პიეზოელემენტი და ელექტრო ანთება);

»» განთავსების ტიპით (კედლის და დასადგამი ქვაბი)

 

ერთკონტურიანი თუ ორკონტურიანი

 

ერთკონტურიანი თუ ორკონტურიანი გათბობის ქვაბი?ქვაბები, ისევე როგორც გათბობის სისტემები შეიძლება იყოს ორი სახის - ერთკონტურიანი და ორკონტურიანი

ერთკონტურიანი ქვაბი - შედარებით მარტივი და იაფი საშუალებაა, მას კორპუსში გააჩნია ერთი სპირალი და  მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ გათბობის მიზნით.

რაც შეეხება ცხელ წყალს, რომელიც გჭირდებათ საყოფაცხოვრებო მიზნით, ერთკონტურიანი ქვაბის საშუალებით, მას ვერ მიიღებთ.

თუ თქვენ უკვე გაქვთ წყლის ელექტრო გამათბობელი (ბოილერი), ასეთ შემთხვევაში არ გჭირდებათ ორკონტურიანი ქვაბი და უმჯობესია არჩევანი ერთკონტურიან ქვაბზე გააკეთოთ.

ორკონტურიანი ქვაბი -  გადაგიწყვეტთ ორივე ამოცანას, მას კორპუსში გააჩნია ორი სპირალი და გამოიყენება როგორც გათბობის მიზნით, ასევე წყლის გასაცხელებლად.

ერთკონტურიანი სისტემა - მუშაობს ერთკონტურიანი ქვაბის საშუალებით.

ქვაბში, ხდება თბოგამტარის გათბობა (წყლით ან სპეციალური ანტიფრიზით), რომელიც გაივლის მილებს, რადიატორებს და ბრუნდება უკან, ქვაბში.

სისტემა გამოიყენება მხოლოდ გათბობის მიზნით.

ორკონტურიანი სისტემა - მუშაობს როგორც ორკონტურიანი, ასევე ერთკონტურიანი ქვაბის საშუალებით (რომელზეც მიერთებულია წყლის ბოილერი და მასში სპირალის გათბობა ხდება ქვაბის საშუალებით).

სისტემა გამოიყენება როგორც შენობის გასათბობად, ასევე წყლის გასაცხელებლად.

ერთკონტურიანი ქვაბი ორკონტურიანთან შედარებით უფრო მარტივი და გამძლეა, გარდა ამისა, თუ მწყობრიდან გამოვიდა ორკონტურიანი ქვაბი, თქვენ დარჩებით როგორც გათბობის, ასევე ცხელი წყლის გარეშე.

ხოლო თუ გაგიფუჭდათ ერთკონტურიანი ქვაბი, თქვენ მაინც გექნებათ ცხელი წყლის მარაგი, რადგან, ერთკონტურიან ქვაბზე, როგორც წესი, მიერთებულია წყლის დამაგროვებელი (ბოილერი).

 

ბუნებრივი თუ იძულებითი ცირკულაცია

 

გათბობის ქვაბის ბუნებრივი თუ იძულებითი ცირკულაცია?გათბობის სისტემის ქვაბს, რომელიც მუშაობს იძულებით ცირკულაციის რეჟიმში, გააჩნია საცირკულაციო ტუმბო, რომლის საშუალებითაც ხდება სისტემაში თბომატარებლის (სისტემაში გამავალი წყლის) მოძრაობა.

ასეთი სისტემის უპირატესობაა:

»» კომფორტი (შესაძლებელია ცალკეულ ოთახებში სასურველი ტემპერატურის დაყენება),

»» სისტემისთვის საჭირო მილების მცირე დიამეტრი (რაც საშუალებას იძლევა მილები კედლებში, ან მოხვეწილი იატაკის ქვეშ დაიმალოს).

»» ქვაბში შემავალი და გამომავალი წყლის ტემპერატურებს შორის მცირე სხვაობა (რაც საგრძნობლად ზრდის ქვაბის ექსპლუატაციის ვადას.

ერთადერთი, რაც შეიძლება ასეთი სისტემის ნაკლად ჩაითვალოს, არის ის, რომ საცირკულაციო ტუმბოს მუშაობისთვის, მუდმივადაა საჭირო ელექტროენერგია.

რაც შეეხება სისტემას, რომელიც მუშაობს ბუნებრივი ცირკულაციის რეჟიმში (გრავიტაციული სისტემა), მას ცირკულაციური ტუმბო არ გააჩნია.

ტუმბოს როლს, სისტემაში ასრულებს გრავიტაციული ძალა, რომელიც წარმოიშვება შემავალ და გამომავალ მილებში მოძრავი თბომატარებლის (წყლის) სიმკვრივეთა სხვაობის (კუთრი წონა) ხარჯზე (ცხელი წყლის სიმკვრივე უფრო ნაკლებია, ვიდრე ცივი წყლისა, ანუ ცხელი წყალი უფრო მსუბუქია, ვიდრე ცივი წყალი).

ასეთი სისტემის უმჯობესია იმ შემთხვევაში, თუ:

»» შენობაში, რომლის გათბობაც ხდება, მუდმივადაა საჭირო სითბო;

»» თუ ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში ხდება ელექტროენერგიის გათიშვა;

რაც შეეხება ნაკლს,  უპირველესი ნაკლია ის, რომ იგი უფრო დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს.

აგრეთვე, ასეთი სისტემისთვის საჭიროა დიდი დიამეტრის მქონე მილები, რომელის რეგულირება რთული პროცესია, გარდა ამისა, დიდი ზომების გამო, მათი დამალვა რთულია და შესაბამისად შენობაშიც ულამაზოდაც გამოიყურება.

 

ღია, თუ დახურული წვის კამერა

 

გათბობის ქვაბის ღია, თუ დახურული წვის კამერა?გათბობის სისტემის გაზის ქვაბები შეიძლება იყოს ორი ტიპის -ღია და დახურული წვის კამერით.

გათბობის სისტემის ქვაბი ღია წვის კამერით - იყენებს იმ შენობაში არსებულ ჰაერის ნაკადებს, რომელშიც ის იმყოფება.

ამ დროს გაწოვის პროცესი დამოკიდებული არ არის ელექტროენერგიაზე. ასეთი ქვაბის შეძენის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს და უზრუნველყოფილი იქნეს იმ ოთახის ვენტილაცია, სადაც ქვაბი იქნება დამონტაჟებული.

აგრეთვე სახლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი კვამლსადენი, რომელიც უზრუნველყოფს წვის პროდუქტების გარეთ გადინებას.

გათბობის სისტემის ქვაბი დახურული წვის კამერით - მოწყობილია ისე, რომ წვისათვის საჭირო ჰაერის შედინება ქვაბში და წვის პროდუქტების უკან გადინება, ხდება იძულებით, სპეციალური ვენტილიატორის მეშვეობით და სპეციალური კოაქსილური კვამლსადენის საშუალებით (მილი მილში).

ასეთი მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ჰაერის მოწოდება მოხდეს როგორც შენობიდან, ასევე ქუჩიდან.

ამ დროს ერთი მილიდან ხდება ჰაერის მიწოდება, ხოლო მეორედან, წვის პროდუქტების გარეთ გატანა.

ეს საშუალებას იძლევა ქვაბის მონტაჟი უფრო კომპაქტურად განხორციელდეს. ამავდროულად, ასეთი ქვაბის მონტაჟი შესაძლებელია შენობებში, რომელიც არ არის აღჭურვილი სტაციონალური კვამლსადენით.

დახურული წვის კამერიანი ქვაბის ერთადერთ ნაკლს, მისი ენერგოდამოკიდებულება წარმოადგენს, ანუ მასში არსებული ვენტილიატორის მუშაობისთვის, აუცილებელია ელექტროენერგია.

 

კედლის თუ დასადგამი ქვაბი

 

კედლის თუ დასადგამი გათბობის ქვაბიკედლის და დასადგამ ქვაბებს შორის არჩევანის გაკეთებისას, ძირითადი ყურადღება ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა  კომპაქტურობა, სიმძლავრე, მასა, ეკონომიურობა, ფასი და ა.შ.

დასადგამი ქვაბის გამოყენება რეკომენდებულია დიდ საცხოვრებელ ფართში, დიდი ზომის კოტეჯებში, აგრეთვე დიდი ფართის საოფისე და სამრეწველო დანიშნულების შენობებში.

ასეთი ქვაბები გამოირჩევა სანდო ავტომატიკით, დიდი სიმძლავრით, ხმაურის დაბალი დონითა და უსაფრთხოებით.

მათთვის აუცილებელია წინსწარ იყოს დაპროექტებული საკვამური მილი.

კედლის ქვაბის გამოყენება რეკომენდებულია ქალაქური ტიპის, მცირე, საშუალო და დიდი საცხოვრებელი ფართების, ოფისების, სავაჭრო ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობებისათვის.

იგი გამოირჩევა კომპაქტურობითა და მცირე მასით.

 

ქვაბის სიმძლავრე

 

გათბობის ქვაბის სიმძლავრესასურველია, თუ ქვაბის სიმძლავრე გამოთვლილი იქნება მანამდე, სანამ მიმდინარეობს იმ საცხოვრებელი სახლის, თუ შენობა - ნაგებობის მშენებლობა და რემონტი, სადაც ის შემდგომში უნდა დამონტაჟდეს.

ამ შემთხვევაში, დამპროექტებლები, თავად გამოთვლიან ქვაბის საჭირო სიმძლავრეს კონკრეტული იმ შენობისთვის, სადაც გათბობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს.

მაგრამ თუ შენობა უკვე აშენებულია, ქვაბის სიმძლავრის გამოთვლა ხდება მიახლოებით ასე:

10 მ2 - ზე ანგარიშობენ 1კვტ სიმძლავრეს თუ ჭერის სიმაღლე 2,5 - 3 მეტრია.

ანუ, მაგალითად, თუ საცხოვრებელი სახლის ფართია 150 მ², გათბობის ქვაბის სიმძლავრე არ უნდა იყოს 15 კვტ - ზე ნაკლები.

ამ მონაცემებით არ გაგიჭირდებათ სასურველი სიმძლავრის ქვაბის შერჩევა. ქვაბის სიმძლავრე და სხვა აუცილებელი მონაცემები მითითებულია მოწყობილობის ინსტრუქციაშიც.

 

პრობლემა

 

გათბობის ქვაბის პრობლემებიყველა ტიპის ქვაბის ავტომატიკა მუშაობს ელექტროენერგიაზე (220 ვოლტი), ამიტომ, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ავტომატურად ხდება გათბობის სისტემის გათიშვა, რაც დიდ დისკომფორტს ქმნის, რადგან შესაძლოა ერთდროულად აღმოჩნდეთ გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე.

ასეთ შემთხვევაში არსებობს ორი გამოსავალი:

1. შესაძლებელია გათბობის სისტემის ქვაბს დაუყენდეს ცვალებადი დენის აკუმულატორი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში (ერთი საათიდან ერთ დღემდე) შეუძლია მისცეს ქვაბს საჭირო ელექტროენერგია.

2. შესაძლოა გათბობის სისტემის ქვაბს დაუყენდეს ავარიული გენერატორი, რომელიც ავტომატურად ჩაირთვება ელექტოენერგიის გათიშვის შემთხვევაში და უზრუნველყოფს ქვაბს საჭირო ელექტროენერგიით.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

გათბობის ქვაბები (ბოილერები) ინტერნეტ მაღაზია...

საშუალო სიმძლავრის
ბოილერები
მაღალი სიმძლავრის
ბოილერები

ორკონტურიანი
ბოილერები
ბოილერების
სრული კატალოგი
გათბობის ქვაბები (ბოილერები) ინტერნეტ მაღაზია...
ბოილერები
2 წლიანი გარანტიით
ბოილერების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ