მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 24580 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ ფენიჯანმრთელი, მოვლილი და ლამაზი თმები ქალის (და არა მარტო ქალის) გარეგნობის ერთ-ერთ მთავარ შტრიხს წარმოადგენს.

თმების მოვლა სხვა პროცედურებთან ერთად, ფენის სწორ მოხმარებასაც გულისხმობს, ამიტომ კომფორტული, თმებისთვის უვნებელი, თქვენთვის მოსახერხებელი და საჭირო ფუნქციებით აღჭურვილი ფენის შერჩევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

თანამედროვე  ფენების მოდელთა რიგი იმდენად ფართოა, რომ ფენის შერჩევა არცთუ ისე იოლ ამოცანას წარმოადგენს.

სანამ ფენების ასორტიმენტს გადახედავთ და მისი ფუნქციების შესწავლას დაიწყებთ, უნდა ჩამოყალიბდეთ რა ტიპის თმები გაქვთ და რა ამოცანები უნდა გადაგიწყვიტოთ ფენმა.

თუ ამ კითხვებზე პასუხი გაქვთ, ფენის შერჩევა უფრო გაგიადვილდებათ. ამის შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციოთ ფენის შემდეგ პარამეტრებს:

  • მასალა;
  • სიმძლავრე;
  • ტემპერატურა და სიჩქარე;
  • კომპაქტურობა და წონა;
  • დანიშნულების სპეციალიზაცია (ფენი თმის გასაშრობად, მოცულობის მისანიჭებლად, დავარცხნა-გასწორება, დახვევა);
  • საცმები;
  • იონიზაცია და სხვა დამატებითი ფუნქციები;

 

მასალა

 

ფენის მასალაკარგი ხარისხის საყოფაცხოვრებო ფენი დამზადებული უნდა იყოს თბოგამძლე და მყარი პლასტმასისაგან.

იგი არ ხურდება, არ დნება, არ ტყდება და არ იბზარება შემთხვევით იატაკზე დავარდნის შემთხვევაში.

ხარისხიანი ფენი უპრობლემოდ უნდა მუშაობდეს 30 წთ. ერთ ჯერზე.

სამწუხაროდ ვიზუალურად შეუძლებელია პლასტმასის ხარისხის დადგენა, თუმცა გარკვეული წარმოდგენის შექმნა პლასტმასის ხარისხზე, ფენის ხელში აღებითაც შეიძლება.

არჩევანის გაკეთების დროს კარგად დაათვალიერეთ ფენი ვიზუალურად, ნახეთ ხომ არ არის იგი დამზადებული უხეში, უხარისხო პლასტმასისგან. დეტალები უნდა იჯდეს ერთმანეთში მყარად, არ უნდა ჩანდეს ღრიჭოები და არ უნდა ჭრიჭინებდეს.

პლასტმასის მასალის შესახებ არც სერთიფიკატშია მითითებული არაფერი. ამიტომ აუცილებელია ფენი სპეციალიზირებულ ელექტროტექნიკის მაღაზიებში შეიძინოთ, სადაც ძირითადად ცნობილი ბრენდების ელექტროსაქონელია წარმოდგენილი.

 

სიმძლავრე

 

ფენის სიმძლავრეგავრცელებულია აზრი, რომ რაც უფრო მეტი სიმძლავრე აქვს ფენს, მით უფრო კარგია იგი, თუმცა ეს ასე არ არის.

მართალია პროფესიონალური ფენები, რომელთა სიმძლავრე 2100 ვატზე მეტია ნამდვილად გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მაგრამ ის კარგია, თუ თქვენ სახლის პირობებში მოასწრებთ ვარცხნილობის გაკეთებას თმების გაშრობამდე.

თუ თქვენ ასეთი ფენით ისარგებლებთ, ვარცხნილობის ფორმირება ძალიან სწრაფად, თმების ბოლომდე გაშრობამდე  უნდა მოასწროთ, რაც ძალიან საეჭვოა.

2100 ვატზე მეტი სიმძლავრის ფენით ძირითადად მხოლოდ პროფესიონალ სტილისტები სარგებლობენ. მათ შეუძლიათ თმების დავარცხნა და ვარცხნილობის დაყენება ძალიან სწრაფად მოახდინონ.

ამიტომ სახლის პირობებში კარგი ვარცხნილობის გასაკეთებლად ან თმების გასაშრობად სრულიად საკმარისია ფენი 1200-1600 ვატი სიმძლავრით.

თუ ძალიან გრძელი და სქელი თმები გაქვთ, სასურველია აირჩიოთ ფენი 1600-1800 ვატი სიმძლავრით.

ფენის სიმძლავრეგაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ფენი არ არის კარგი თხელი თმისთვის, თუმცა სუსტი ფენიც არაა რეკომენდირებული, რადგან  არა ინტენსიური, მაგრამ ხანგრძლივი ზემოქმედება აზიანებს თმებს.

არსებობს ფენები 1200 ვატზე ნაკლები სიმძლავრით. ასეთი ფენი არ არის ფართო მოხმარების, ძირითადად სამგზავროდ გამოიყენება, რადგან ზომით შესამჩნევად პატარა, კომპაქტური და გადასატანად მოსახერხებელია.

ასეთი ფენები ძირითადად მხოლოდ თმების გასაშრობად გამოიყენება.

 

ტემპერატურა და სიჩქარე

 

ფენის ტემპერატურა და სიჩქარეტემპერატურა და სიჩქარე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფენის არჩევის პროცესში. კარგ ფენს მინიმუმ ორი რეგულიატორი უნდა ქონდეს:

პირველი - ჰაერის ნაკადის რეგულირებისათვის;

მეორე - ტემპერატურის რეგულირებისათვის.

აქედან გამომდინარე თქვენ შეძლებთ არეგულიროთ ჰაერის ნაკადის სიჩქარე და შეცვალოთ ტემპერატურა თბილიდან ცხელ ჰაერამდე, რაც საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ გაშრობის ოპტიმალური რეჟიმი თავის თითოეული მონაკვეთისთვის.

რაც უფრო მეტი რეგულირების რეჟიმი აქვს ფენს, მით მეტია შემოქმედებითი დიაპაზონი. ზოგიერთი მწარმოებელი ამ ფუნქციას სპეციალურ, საფირმო სახელწოდებას არქმევს, მაგალითად:

სისტემა Thermo Optimum - რომელიც სხვადასხვა სტრუქტურისა და სიგრძის თმების ერთთდროულად გაშრობისა და დავარცხნის საშუალებას იძლევა ისე, რომ მავნე ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელ თმებზე.

სისტემა  Hair  Protect - რომელიც ასევე ისე ცვლის ტემპერატურასა და ჰაერის ნაკადს, რომ უნარჩუნებს თმებს ბზინვარებას და ჯანმრთელ იერს.

კარგია, თუ ფენს  გააჩნია ცივი ჰაერის რეჟიმი - Cool, რომელიც აუცილებელია დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვარცხნილობის დასრულების შემდეგ.

შედეგად თმას უნარჩუნდება ფორმა და ელასტიურობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

კომპაქტურობა და წონა

 

ფენის კომპაქტურობა და წონაფენის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ მის ფორმას, რადგან შემდგომში მისი კომფორტულად მოხმარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმის და წონის ფენზე გააკეთებთ არჩევანს. ზოგადად რაც უფრო მეტი სიმძლავრე აქვს ფენს, მით უფრო მეტია ის წონაში.

თუმცა შეიძლება ფენის წონა პლასტმასის ხარისხის გაუარესების ხარჯზე იყოს შემცირებული (თხელი, არამტკიცე პლასტმასისგან იყოს დამზადებული), ამიტომ ასეთ შემთხვევაში მეტი ყურადღება მის ხარისხს მიაქციეთ.

ფორმით ფენები ძირითადად ორი სახის გვხვდება ”ცილინდრული” და ”ფისტოლეტის” ტიპის.  ”ფენ-ფისტოლეტს” გააჩნია სახელური, რომელიც კუთხითაა დახრილი მის ძირითად ნაწილთან. პროფესიონალურ, საყოფაცხოვრებო და კომპაქტურ ფენთა უმრავლესობას ასეთი ფორმა გააჩნია.

თუმცა ის, რაც ღირსება და პრივილეგიაა პროფესიონალური ფენისთვის, შეიძლება უხერხულობას წარმოადგენდეს ყოველდღიური მოხმარებისთვის.

მეორე სახის ფენია  - ”ფენი-ცილინდრი”, რომელიც წონაში  შედარებით მსუბუქია, მისი მოხმარებისას მაჯა არ იძაბება და ხელი ნაკლებად იღლება, შესაბამისად ჰაერიც სხვადასხვა მიმართულებით ადვილად ნაწილდება.

არჩევანი თქვენზეა, აირჩიეთ იმ ფორმის ფენი, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულად გამოსაყენებელი იქნება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ ადრე ხმარობდით ”ფისტოლეტის” ტიპის ფენს, ”ცილინდრულ” ფენზე გადასვლა მოუხერხებელი მოგეჩვენებათ.

შედარებით დაბალსიმძლავრიანი, სამგზავრო ფენების ზოგიერთი მოდელები მეტი კომფორტულებისთვის იკეცება კიდეც, რაც უფრო მოსახერხებელს ხდის მის გადატანას.

ყურადღება მიაქციეთ ფილტრის არსებობას იმ ადგილზე, საიდანაც ფენი შეიწოვს ჰაერს. თუ ფენს ეს ფილტრი არა აქვს, მასში შეიძლება მოხვდეს მტვერი და ჭუჭყი, რამაც შეიძლება მისი ძრავის ან გამათბობელი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.

 

ფენის საცმები

 

ფენის საცმებითუ თქვენ ფენი არა მარტო თმის გასაშრობად, არამედ ვარცხნილობის გასაკეთებლად გჭირდებათ, საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო საცმების ნაკრები.

თითქმის ყველა  ფენს კომპლექტში მოყვება მინიმუმ ორი საცმი - კონცენტრატორი და დიფუზორი.

თუმცა თუ თმის მოვლას და სხვადასხვა ტიპის ვარცხნილობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ, მაშინ უნდა აირჩიოთ ფენი, რომლიც გარდა კონცენტრატორისა და დიფუზორისა, სხვა, სხვადასხვა ფუნქციებისა და დანიშნულების საცმებით არის წარმოდგენილი.

ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი საცმები, რომელიც მოჰყვება (ან არ მოჰყვება) ფენს და მოკლედ აღწერილია მათი დანიშნულება:

 

კონცენტრატორი

 

კონცენტრატორისაცმი კონცენტრატორი ყველაზე მთავარი საცმია ნებისმიერი ფენისთვის. იგი ქმნის ჰაერის მძლავრ ნაკადს, რომლის მართვა ადვილია. რაც უფრო ვიწროა მისი ბოლო, მით უფრო ძლიერია ნაკადი.

კონცენტრატორი სტილისტებისთვის ყველაზე პოპულარული საცმია, რომელიც შეუცვლელია თმების დავრცხნისა და მოდელირებისათვის.

იგი უნივერსალური საცმია, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც თმის გასაშრობად, ასევე სავარცხლით დავარცხნისას და ბიგუდებით დახვევის შემთხვევაშიც კი.

პროფესიონალური ფენების კონცენტრატორის სიგანე 6-9 მმ -ია, ხოლო სიგრძე 5-8 სმ. ხოლო თუ საცმი მოკლე და ფართოა ე.ი საქმე გავქვს კომპაქტურ, სამგზავრო ფენთან.

საცმის ფორმა მრგვალია, ბოლოში შევიწროვებული. საცმი-კონცენტრატორის შევიწროებული ბოლოს სიგანე (საიდანაც გამოდის ჰაერი), არ უნდა აღემატებოდეს 1სმ-ს, რადგან ფართო საცმით თქვენ ვერ მიაღწევთ თმების ფაქიზ დაწყობას. თუმცა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ფართოა საცმის ჰაერის გამოსასვლელი ბოლო, მით უფრო სწრაფად გაშრება თმები.

ზოგ მოდელს, საცმად მხოლოდ კონცენტრატორი მოყვება (ძირითადად სამგზავრო, გადასატან ფენებს).

 

დიფუზორი

 

ფენის დიფუზორიდიფუზორს ”თითებიანი” დისკის ფორმა აქვს. არსებობს დრეკადი, უხეში და ცვალებადი ზომის ”თითებიანი” დიფუზორი, რომელსაც უამრავი ნასვრეტი გააჩნია და რომლის საშუალებითაც წვრილ ჰაერის ნაკადს უშვებს.

მისი საშუალებით  შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამისად სუსტი ან ძლიერი ეფექტი თქვენთვის სასურველი თმის სტილის შესაბამისად.

საცმი-დიფუზორი, ძირითადად თმებისთვის მოცულობის მისანიჭებლად და კულულების ფორმირებისთვის გამოიყენება თუმცა დიდი მოცულობის გამო მას თმების დიდი ფართობის სწრაფად გასაშრობადაც იყენებენ დროის ეკონომიის მიზნით.

ნუ მიიდებთ დიფუზორს ძალიან ახლოს თმის კანთან ახლოს. საცმის გახურებულმა პატარა თითებმა შესაძლოა კანის დაწვა და დაზიანება გამოიწვიოს.

ერთი სიტყვით, საცმი-დიფუზორის გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როცა თმის დიდი ფართობის სწრაფი გაშრობაა საჭირო. გარდა ამისა, დიფუზორს, თმის ქიმიური დახვევის მოყვარულებიც ღირსეულად აფასებენ.

 

სხვა საცმები

 

ფენის სხვა საცმებიკონცეტრატორისა და დიფუზორის გარდა მწარმოებლები ამზადებენ მრავალფეროვან საცმებს.

ასეთი საცმებით დაკომპლექტებული ფენი არ გამოირჩევა დიდი სიმძლავრით და განკუთვნილია თმებზე სხვადასხვა სახის პროცედურების ჩასატარებლად.

საცმებით ფენის კომპლექტაცია დამოკიდებულია ფენის მწარომებელზე, ხარისხზე, ფასზე და ა.შ

ქვემოთ მოყვანილია იმ ძირითადი საცმების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა შედიოდეს თქვენს მიერ შერჩეული ფენის კომპლექტაციაში:

• ნახევრად მრგვალი ჯაგრისის ფორმით - გამოიყენება ”ქიმიისათვის”, იგი თმას ძირებიდანვე აყენებს ფეხზე და აუთოვებს.


• სტანდარტული მრგვალი ჯაგრისი პლასტმასის კბილებით
- გამოიყენება კულულების გასაკეთებლად.


• სავარცხელი
- გამოიყენება თმის მოსავლელად, გასაშრობად, მოცულობის მისანიჭებლად.


• ფართო სავარცხელი
- გამოიყენება თმის გასაშრობად და დასავარცხნად.


• სტანდარტული დამჭერები
- გამოიყენება კულულების დასახვევად.


• პატარა დიამეტრის დამჭერები
- გამოიყენება პატარა კულულების დასახვევად.


• მრგვალი ჯაგრისი ნატურალური ბეწვით
- გამოიყენება თმისთვის ბზინვარების მისანიჭებლად.


• ჯაგრისები მწყობრი კბილებით
- გამოიყენება კულულების გასაკეთებლად ისე,რომ იცავს თმას აბურდვისაგან.


• და სხვა
...

 

იონიზაცია და სხვა დამატებითი ფუნქციები

 

ფენის იონიზაცია და სხვა დამატებითი ფუნქციებიფენების ბევრი თანამედროვე მოდელს, იონიზაციის ფუნქცია გააჩნია. ეს ფუნქცია იცავს თმას დადებითი იონების ზემოქმედებისგან, რასაც ფენში ჩამონტაჟებული იონიზატორის საშუალებით ახერხებს.

იონიზატორი გამოყოფს უარყოფით იონებს და ანეიტრალებს დადებითი იონების მავნე მოქმედებას.

შედეგად, თმას უნარჩუნდება სინოტივე, იგი უფრო ბზინვარე და აბრეშუმივით რბილი ხდება.

ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ალერგიის საწინააღმდეგო ფილტრებით. ისინი ასუფთავებენ ფენში გამავალ ჰაერს მავნე მინარევებიდან, რაც თმაზე დადებით და გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ