მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 29433 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ თმის უთოსწორი თმები ყოველთვის აქტუალურია და არასდროს გადადის მოდიდან.

ზოგიერთ მანდილოსანს ბუნებამ ნატურალური სწორი თმები დაანათლა, მაგრამ მათ, ვისაც ასეთი თმები არა აქვს და სილამაზის სალონში სიარულიც მისთვის ამა თუ იმ მიზეზის გამო მოუხერხებელია, არსებობს თმის გასასწორებელი მაშები, ეგრეთ წოდებული თმის უთოები, სტეილერები.

ასეთი უთოების არჩევანი ძალიან დიდია და თქვენთვის საჭირო ხელსაწყოს შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან უხარისხო თმის უთოს შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს თმებს.

არსებობს ორი სახის თმის უთო: პროფესიონალური, რომელსაც გამოიყენებენ სილამაზის სალონებში და არაპროფესიონალური, რომლის გამოყენებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი. ეს უთოები შემდეგ ტიპებად იყოფა:

თმის გასასწორებელი მაშები - ხუჭუჭა თმების გასასწორებლად;

მაშები გოფრე - სწორ თმაზე ტალღების შესაქმნელად;

მაშები ტექსტურაიზერი - თმებზე სპეციალური ფიგურული ეფექტების შესაქმნელად;

არსებობს მოდელები, რომელიც თმის უთოს ყველა ამ თვისებას აერთიანებს.

მას კომპლექტში მოყვება სპეციალური საცმები, რომელიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში გამოიცვალოს და შეცვალოს მაშის დანიშნულება.

 

მაშების (გამაცხელებელი ფირფიტების) ზომა

 

მაშების (გამაცხელებელი ფირფიტების) ზომამაშების ზომა და მუშა ზედაპირის ფართობი სხვადასხვა მოდელს განსხვავებული ზომის აქვს, იგი მერყეობს 20-50 მმ - მდე.

ამიტომ თქვენ უნდა შეარჩიოთ ისეთი, რომელიც თქვენთვის ოპტიმალური და მოსახერხებელია.

მაგალითად თუ თქვენ სქელი და გრძელი თმა გაქვთ, უმჯობესია შეიძინოთ ისეთი თმის უთო, რომელსაც  არა ვიწრო, არამედ ფართო გამაცხელებელი ფირფიტები აქვს.

 

სიმძლავრე და ტემპერატურული რეჟიმი

 

სიმძლავრე და ტემპერატურული რეჟიმიძირითადი განსხვავება პროფესიონალურ და არაპროფესიონალურ თმის უთოს შორის განსხვავებული სიმძლავრე, ანუ ტემპერატურული რეჟიმია.

იმისათვის რომ მაშებმა მიაღწიოს სამუშაო ტემპერატურას (30 წამი - 1 წუთი), თმის უთოს ოპტიმალური სიმძლავრე 30-50 ვატი უნდა იყოს.

რაც შეეხება ტემპერატურას,  თმის უთოში იგი შეიძლება მერყეობდეს 100-2300-მდე. პროფესიონალურ თმის უთოებს ტემპერატურის რეგულირების რამდენიმე დონიანი მექანიზმი გააჩნია.

სასურველი და აუცილებელიც კია, თუ თმის უთოს ექნება ტემპერატურის რეგულიატორი, რომლის საშუალებითაც, თმის ტიპის მიხედვით შეგეძლებათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ტემპერატურის რეჟიმი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თმები, ისევე როგორც ადამიანები განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველა ტიპის თმას სჭირდება ინდივიდუუალური ტემპერატურული რეჟიმი, რათა არ მოხდეს თმების გამოშრობა და დაზიანება.

 

პროფესიონალური თმის უთო

 

პროფესიონალური თმის უთოპროფესიონალური თმის უთოს ღირსებას მისი მაღალი სიმძლავრე, სანდოობა და გამძლეობა (ექსპლუატაციის დიდი ვადა) წარმოადგენს.

რაც უფრო დიდი სიმძლავრე აქვს უთოს, მით უფრო ნაკლები დრო სჭირდება მაშებს მიაღწიოს საჭირო ტემპერატურას. ამიტომ ასეთი უთოები ჩართვის შემდეგ რამოდენიმე წამში უკვე მზადაა გამოყენებისათვის.

თითქმის ყველა პროფესიონალ თმის უთოს თერმორეგულიატორი გააჩნია. ეს ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა, რადგან პროფესიონალ თმის უთოებში ტემპერატურა 2300-მდე აღწევს და  თმის სტრუქტურის შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შერჩევა, ინდივიდუალურადაა შესაძლებელი.

პროფესიონალურ თმის უთოს ნაკლად შეიძლება მისი დიდი წონა და  კონსტრუქცია ჩაითვალოს. ასეთ მაშებს ფართო მუშა ზედაპირი აქვს, ამიტომ სახლის პირობებში მისი დამოუკიდებლად გამოყენება თქვენთვის შეიძლება მოუხერხებელი აღმოჩნდეს.

პროფესიონალი თმის უთოებით ძირითადად სარგებლობენ სტილისტები/პარიკმახერები. ნებისმიერი ნორმალური სტილისტი იდეალურად გაასწორებს თმას პროფესიონალური თმის უთოს საშუალებით.

 

არაპროფესიონალური თმის უთო

 

არაპროფესიონალური თმის უთოარაპროფესიონალურ თმის უთოებს პროფესიონალურთან შედარებით ნაკლები სიმძლავრე გააჩნია, შესაბამისად ის უფრო დიდ დროს ანდომებს გახურებას.

სამაგიეროდ ზომების და კომპაქტურობის გამო მათი გამოყენება სახლის პირობებში უფრო მოსახერხებელია. მათ შორის არის ისეთი მოდელები, რომელიც გამოყოფს  ორთქლს.

ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან მაშები ძალიან არ აცხელებს თმას და აყენებს მას ნაკლებ ზიანს იმის გამო, რომ თმა ტენიანდება და არ ხდება მისი ზედმეტად გამოშრობა.

 

მასალა

 

თმის უთოს მასალასასურველია თუ თმის უთოს კორპუსი თერმოგამძლე მასალისგან იქნება დამზადებული, რათა მან გაუძლოს მაღალ ტემპერატურას და რაც შეიძლება დიდხანს გემსახუროთ.

ამიტომ შეძენისას კარგად დააკვირდით და წაიკითხეთ ინსტრუქციაში არის თუ არა მასალა თერმოგამძლე.

სასურველია თუ თმის უთოს  შესანახი ბუდეც თერმოგამძლე იქნება, ეს საშუალებას მოგცემთ გამოყენებისთანავე შეინახოთ უთო. იგი განსაკუთრებით მოსახერხებელია როცა მგზავრობთ ან მივლინებაში იმყოფებით, რადგან არ მოგიწევთ დიდი ხნის ლოდინი, რათა ის გაცივდეს და შემდეგ შეინახოთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს მასალას, რისგანაცაა დამზადებული თმის გასასწორებელი მაშები, ძირითადად გვხვდება უჟანგავი მეტალისგან დამზადებული, კერამიკის და ტიტანის საფარიანი მაშები.

 

თმის უთო უჟანგავი ფოლადის მაშებით

 

თმის უთო უჟანგავი ფოლადის მაშებითუჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მაშების გაცხელებას დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად თმის გასასწორებლადაც მეტი დროა საჭირო.

თმის უთო, რომელსაც უჟანგავი ფოლადის მაშები გააჩნია, არა აქვს თერმორეგულიატორი და  არ გამოყოფს ორთქლს, აზიანებს და აშრობს  თმას.

ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ თმები  სწორი და გლუვი გახდეს. ამავე დროს უჟანგავი ფოლადის მაშები არ სრიალებს თმებზე და შეიძლება გარდიგარდმო ზოლებიც კი დატოვოს უკვე გასწორებული თმის არეში.

 

თმის უთო კერამიკის მაშებით

 

თმის უთო კერამიკის მაშებითკერამიკის მაშები გაცილებით მალე ცხელდება ვიდრე უჟანგავი ფოლადის მაშები, შესაბამისად თმის გასწორებასაც ნაკლები დრო სჭირდება.

ასეთი მაშები კარგად სრიალებს თმებზე, არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას და თმებს ბზინვარებასაც კი ანიჭებს.

ასეთი თმის უთოთი შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი ვარცხნილობის დაყენება ისე, რომ თმები მინიმალურად დაზიანდეს, მითუმეტეს, რომ ძირითადად ასეთ თმის უთოებში შესაძლებელია მაშის ზედაპირის ტემპერატურის კონტროლი და ცვლა.

ძალიან პრაქტიკულია თუ უთოს აქვს ფუნქცია ”ტენიანი/მშრალი თმები”. ასეთი უთოების გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილე, რადგან მაშები ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ხურდება და მან შეიძლება თმების დაწვა და დაზიანება გამოიწვიოს.

 

მაშების ზედაპირი

 

სხვადასხვა მწარმოებელი მაშების დასაფარად იყენებს სხვადასხვა ზედაპირს: იონურ-კერამიკული, ტურმალინის, ტეფლონის, ტიტანის და ალმასის საფარით დაფარული.

იონურ-კერამიკული მაშები - შეიცავს დამუხტულ ნაწილაკებს, რომელიც დადებითად მოქმედებს თმაზე, ანოტივებს, მატებს მოქნილობას და ანიჭებს მას ბზინვარებას.

ტურმალინი - კრისტალების ნარევია, რომლის გაცხელებისას გამომუშავდება უარყოფითი იონები, რომლებიც ასევე დადებითად მოქმედებს თმაზე, გამორიცხავს მის აბურდვასა და აწეწვას გამოყენების პროცესში, ანიჭებს თმას  სიჯანსაღეს.

ტეფლონის და ტიტანის საფარით დაფარული მაშები -  ასევე აჯანსაღებს თმას, არ წვავს და ხდის მას სრიალასა და აბრეშუმისებრს, არ იწებებს თმაზე დასხმულ სხვადასხვა გელებსა და მუსებს, იდეალურია ნებისმიერი სიგრძის თმისათვის, გასწორების შემდეგ თმა არის იდეალურ მდგომარეობაში და შედარებით დიდხანს ინარჩუნებს ასეთ სახეს.

ალმასის საფარით დაფარული გამაცხელებელი ფირფიტები ზემოთ აღნიშნულ ყველა დადებით თვისებასთან ერთად გამოირჩევა იმით, რომ ის არის ზეგამძლე მასალა და მასზე მუდმივ გარანტიას იძლევიან.

თმის მაშების ზედაპირიმიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური თმის უთო შეიძლება მოუხერხებელი იყოს ინდივიდუალური, სახლის პირობებში გამოყენებისათვის, მაინც ჯობს საკუთარი თმების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის ასეთი უთო გამოიყენოთ.

ან გამოიყენეთ უთო, რომელიც არ არის პროფესიონალური, მაგრამ გააჩნია მისი თითქმის ყველა საუკეთესო თვისება.

მწარმოებლები ზრუნავენ, რომ თანამედროვე პროფესიონალური თმის გასასწორებელი (თმის უთო) კომპაქტური და ამავდროულად ყველა საჭირო ფუნქციით აღჭურვილი იყოს.

 

დამატებითი ფუნქციები

 

თმის უთოს დამატებითი ფუნქციები»» ავტომატური გამორთვის რეჟიმი (თუ გამორთვა დაგავიწყდათ, თმის უთო ავტომატურად გამოირთვება ერთ საათში);

»» ხმოვანი სიგნალი, საჭირო ტემპერატურამდე გაცხელების დროს;

»» დიოდური ეკრანი;

»» ტემპერატურული რეჟიმის ციფრული რეგულირება;

»» თმის უთოს კაბელის ბურთულოვანი მოძრაობის რეჟიმი;

»» იონიზაციის მაჩვენებელი;

»» ტურბო რეჟიმი;

»» და სხვა...

 

გახსოვდეთ:

 

რჩევები თმის უთოზეუთო თმაზე ძალიან სწრაფად უნდა გადაატაროთ და არ შეაჩეროთ იგი მის ცალკეულ მონაკვეთზე, რადგან თმა შეიძლება დადნეს.

უთოს გამოყენებამდე  აუცილებლად ისარგებლეთ და თმაზე წაისვით ან დაისხით სპეციალური თერმოდამცავი საშუალებები, როგორიცაა  სპრეი, მუსი, ბალზამი და ა.შ. მათი აქტიური ფორმულა მოქმედებას იწყებს გაცხელების შემდეგ და  ანეიტრალებს უთოს მავნე ზემოქმედებას. ჩვეულებრივ ამ საშუალებების ფორმულაში შედის ვიტამინები, მცენარეული ექსტრაქტები, პროტეინი, რომლებიც ანოტივებს თმას და არ აძლევს მას გამოშრობის საშუალებას.

რაც არ უნდა ხარისხიანი თმის უთო გქონდეთ, ნუ გამოიყენებთ მას ყოველდღიურად, გაისწორეთ თმები მაშინ, როცა ეს თქვენთვის აუცილებელია.

წინასწარ განსაზღვრეთ რა ვადით გსურთ თმის გასწორება, თუ მცირე ვადით, შეგიძლიათ სახლის პირობებში ჩაიტაროთ პროცედურა, მაგრამ თუ უფრო დიდი ხნით გსურთ, ეს მხოლოდ ქიმიური გასწორების გზითაა შესაძლებელი და ჯობია ამისთვის სილამაზის სალონს მიაკითხოთ.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ