მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 45677 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანატექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჭურჭლის სარეცხი მანქანები სამზარეულოს მნიშვნელოვანი და აუცილებელი ატრიბუტი გახდა.

მას მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია, კერძოდ:

»» საშუალოდ 4 სულიანი ოჯახი წელიწადში ჭურჭლის რეცხვაზე 400 საათს ხარჯავს;

»» ჭურჭლის სარეცხი მანქანა წელიწადში დაახლოებით  8 000 ლიტრი წყლის ეკონომიის საშუალებას იძლევა;

»» მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დიასახლისების შრომას, გამორიცხავს ფრჩხილებისა და ხელის კანის დაზიანებას ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებებით;

»» მანქანა არა მხოლოდ  რეცხავს ჭურჭელს, არამედ მიკრობებისგანაც წმენდს მას;

»» მას შეუძლია გარეცხოს არა მხოლოდ ფაიფურის ჭურჭელი, არამედ ტაფები, ბროლისა და მინის ლარნაკები, ქურის,მაცივრისა და სამზარეულოს გამწოვის მოსახსნელი დეტალები;

»» მიუხედავად იმისა, რომ ხელით შეიძლება ჭურჭელი უფრო მალე გაირეცხოს და მანქანა რეცხვას გაცილებით დიდ დროს ანდომებს, ის მაინც დიასახლისების მაგივრად ასრულებს საკმაოდ შრომატევად სამუშაოს და საშუალებას აძლევს მათ გამოთავისუფლებული დრო უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოახმარონ;

»» მანქანას შეუძლია ჭურჭლის რეცხვა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და მთლიანად აცილებს სარეცხ საშუალებებს;

»» მანქანა  არა მარტო რეცხავს ჭურჭელს, არამედ აშრობს კიდეც მას;

»» და ა.შ...

ჭურჭლის სარეცხი მანქანების მოდელები განსხვავდება ერთმანეთისგან ზომებით, ფუნქციებით, მწარმოებლობით, ექსპლუატაციური მონაცემებით, ფასებით და ა.შ.

ამიტომ მისი შერჩევის დროს ყველა ეს პარამეტრი გასათვალისწინებელია.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანების გაბარიტები და მოცულობა

 

პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ სად აპირებთ მის დადგმას და დაახლოებით რა მოცულობის ჭურჭლის გასარეცხად გსურთ მისი გამოყენება.

დღესდღეობით მწარმოებლების მიერ გაბარიტების მიხედვით წარმოდგენილია სამი ტიპის ჭურჭლის სარეცხი მანქანა: სრულგაბარიტიანი, ვიწროგაბარიტიანი და კომპაქტური (მაგიდის) ჭურჭლის სარეცხი მანქანები. აგრეთვე ჩასაშენებელი სარეცხი მანქანები.

სრულგაბარიტიანი ჭურჭლის სარეცხი მანქანებისრულგაბარიტიანი მანქანებიასეთი მანქანების სიმაღლეა 85 სმ, სიგანე და სიღრმე კი 60 სმ, მასში 12-14 კომპლექტი ჭურჭლის გარეცხვაა შესაძლებელი.

სრულგაბარიტიან მანქანებს კარგი მწარმოებლობა და დამატებითი ფუნქციების ფართო არჩევანი გააჩნია.

ევროპული სტანდარტებით ერთი კომპლექტი ჭურჭელი მოიცავს 11 სხვადასხვა საგანს, მათ შორის 3 სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების თეფშს, ჭიქას, ფინჯანს თავის ლამბაქით, დანა-ჩანგალს.

სრულგაბარიტიანი მანქანები მომხმარებელთა შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს დიდი მწარმოებლობის გამო.

ვიწროგაბარიტიანი მანქანებივიწროგაბარიტიანი მანქანებიასეთი მანქანების სიმაღლე 85 სმ, სიგანე 45 სმ და სიღრმე 60 სმ-ია. ისინი სამზარეულოში საგრძნობლად ნაკლებ ადგილს იკავებენ.

ასეთ მანქანაში 8-9 კომპლექტი ჭურჭლის გარეცხვაა შესაძლებელი.

ვიწროგაბარიტიანი სარეცხი მანქანების მწარმოებლობა სრულიად საკმარისია 3-4 სულიანი ოჯახისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სრულგაბარიტიანი, ასევე ვიწროგაბარიტიანი მანქანებიც შესანიშნავად ერწყმის სამზარეულოს დიზაინსა და სხვა მოწყობილობებს.

 

კომპაქტური მანქანებიკომპაქტური მანქანებიამ მანქანებს შედარებით მოკრძალებული ზომები გააჩნია. მათი სიმაღლე 45-46 სმ-ია, სიღრმე 48-55 სმ, ხოლო სიგანე 45-46 სმ.

მათში 4-6 კომპლექტი ჭურჭლის გარეცხვაა შესაძლებელი.

კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანები გათვლილია და ძალიან მოსახერხებელია აგარაკებისთვის, ან ისეთი ბინებისთვის, სადაც ძალიან პატარა სამზარეულოებია.

ამიტომ მათი დადგმა მაგიდაზე, ან სამზარეულოს დაკიდებულ კარადაშიცაა შესაძლებელი.

ჩასაშენებელი მანქანებიჩასაშენებელი მანქანები - ჩასაშენებელი მანქანის პლუსი არის ის, რომ იგი არ არღვევს სამზარეულოს დიზაინს, ვიზუალურად ჩანს მხოლოდ მართვის პანელი, ან საერთოდ არ ჩანს და ორგანულად ერწყმის თქვენი სამზარეულოს ავეჯის ინტერიერს.

რეცხვის პროცესის დამთავრებას კი გაიგებთ სპეციალური ფუნქციით ”სხივი იატაკზე”, მისი საშუალებით  რეცხვის ციკლის დროს სინათლის სხივი პროეცირდება იატაკზე.

შესაძლებელია როგორც სრულგაბარიტიანი და ვიწროგაბარიტიანი, ასევე კომპაქტური მანქანის ჩაშენება (მაგალითად კარადაში).

 

სამუშაო კამერა და კამერის კონსტრუქცია

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის კალათების კონსტრუქციაჭურჭლის სარეცხი მანქანის მანქანის სამუშაო კამერა, ისევე როგორც ჭურჭლის კალათები, ხშირად უჟანგავი ფოლადისაგანაა დამზადებული. ეს იმიტომ, რომ რეცხვისას წყალი საკმაოდ მაღალ, 60-750 ტემპერატურამდე ცხელდება.

ამიტომ, გაითვალისწინეთ და ნუ გარეცხავთ მანქანაში ისეთ ჭურჭელს, რომელიც ვერ უძლებს როგორც მაღალ ტემპერატურას, ასევე ქიმიური სარეცხი საშუალებების ზემოქმედებას და შეიძლება დაზიანდეს.

ასეთი მასალებია, ხე, სპილენძი, თითბერი, კალა, ძვალი სხვა მასალები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ვერცხლის ჭურჭლის რეცხვისას.

სტანდარტულ მანქანებში ძირითადად განლაგებულია ჭურჭლის მოსათავსებელი 2-3 კალათი. ზედა კალათი განკუთვნილია ძირითადად მაგიდის ჭურჭლისთვის - თეფშები, ლამბაქები, ფინჯანები, ჭიქები და ა.შ.

ხოლო ქვედა კალათი მძიმე ჭურჭლისთვის: ქვაბები, ტაფები, ლანგრები, გაზქურის ცხაურა გისოსები, გამწოვის ფილტრები და ა.შ.

კოვზები და დანა-ჩანგალი იწყობა სპეციალურ ღარებში. ფინჯნები და ჭიქები მაგრდება სპეციალურ მოსახსნელ სამაგრებზე, რომელიც მათთვისაა გათვალისწინებული.

ამ სამაგრების გამოყენება ძალიან მოსახერხებელია და მინიმუმამდეა დაყვანილი ყველაზე ფაქიზი ბოკალების გატეხვის შანსიც კი.

ჭურჭლის მანქანის კონსტრუქციასპეციალური კალათები ასევე გათვლილია დანებისა და სხვა ბასრი ნივთების უსაფრთხოდ ჩასაწყობად და ამოსაღებად.

გაითვალისწინეთ, რომ კალათების რაოდენობას და მათ მოხერხებულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ სხვადასხვა გაბარიტების ჭურჭელი მოხერხებულად განთავსდეს კალათებში.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ რეგულირდება კალათების სიმაღლე.

ზოგიერთ მოდელებში მეტი კომფორტისთვის რეგულირდება  არა მარტო კალათების სიმაღლე, არამედ მათი დახრის კუთხეც.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობის პრინციპი

 

მუშაობის პრინციპიჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობის პრინციპი ასეთია: მანქანა თავიდან წყალგაყვანილობის საშუალებით იღებს საჭირო რაოდენობის თბილ ან ცხელ წყალს.

ამის შემდეგ იგი ამცირებს განსაზღვრულ დონემდე წყლის სიხისტეს, უმატებს სპეციალური კონტეინერიდან სარეცხ საშუალებას და მიღებულ ნაზავს აცხელებს საჭირო ტემპერატურამდე.

ეს ნაზავი სპეციალური საფრქვეველების საშუალებით ესხურება და ფარავს სამუშაო კამერაში მოთავსებულ ჭურჭელს.

ამის შემდეგ უკვე იწყება რეცხვის პროცესი. რეცხვის ხარისხი დამოკიდებულია სპეციალური საფრქვეველების ზომებსა და მათ რაოდენობაზე.

რაც უფრო მეტი ფრქვევანაა მანქანის შიგნით და რაც უფრო წვრილი ნასვრეტები აქვს მას, მით უფრო მაღალი იქნება ჭურჭლის რეცხვის ხარისხი.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობის დასაწყებად რამოდენიმე მარტივი ოპერაციის ჩატარებაა საჭირო:

 ჩატვირთეთ ჭურჭელი;

 ჩაყარეთ სპეციალურ სათავსოში მარილი;

 ჩაყარეთ და ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი და გასავლები საშუალებები  შესაბამის განყოფილებებში;

 აირჩიეთ სასურველი პროგრამა;

 მიეცით  ”სტარტი”;

რეცხვის ციკლი მერყეობს 25 წუთიდან 160 წუთამდე იმის მიხედვით, თუ რომელი რეჟიმში რეცხავს მანქანა ჭურჭელს.

ცივი თუ ცხელი წყალი?

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება ხდება როგორც ცხელ, ასევე ცივ წყალთან, თქვენი არჩევანის მიხედვით. თუმცა ჩვეულებრივ, ძირითადად მას ცივ წყლის მაგისტრალთან აერთებენ. ორივე შემთხვევას თავისი პლუსი და მინუსი გააჩნია.

ცივ წყალზე მუშაობის დროს მანქანა მოიხმარს მეტ ელექტროენერგიას, ამიტომ იგი ნაკლებად ეკონომიურია, ვიდრე ცხელ წყალთან შეერთებული მანქანა.

ცხელ წყალზე მუშაობის შემთხვევაში მართალია ელექტროენერგიის ხარჯი ნაკლებია, მაგრამ  თუ ცხელი წყლის გამოირთო, რეცხვა მოგიწევთ ხელით, თანაც ცივ წყალში.

იდეალური ვარიანტია სპეციალური წყლის შემრევი ონკანი (სმესიტელი), რომელიც საშუალებას იძლევა მანქანამ როგორც ცივ, ასევე ცხელი წყლის რეჟიმში იმუშაოს.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეკონომიურობა

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეკონომიურობაჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენის დროს ყურადღება გაამახვილეთ ეკონომიურ მოდელებზე. ეკონომიურობას განაპირობებს ორი ფაქტორი: წყლისა და ელექტროენერგიის დანახარჯი.

რაც უფრო ნაკლებ წყალს მოიხმარს მანქანა, მით უფრო ნაკლებ სარეცხი საშუალებასა და ელექტროენერგიას ხარჯავს იგი.

არსებობს მანქანები, რომელიც  მოიხმარს 14-დან 20 ლიტრამდე წყალს, რაც საშუალო მაჩვენებლად ითვლება.

იდეალური ვარიანტია მანქანები, რომლებიც მოიხმარს 10-12ლიტრამდე წყალს. არაეკონომიურად კი ითვლება მანქანები რომელთა წყლის მოხმარება 20-25 ლიტრ წყალს შეადგენს.

ყველა სარეცხ მანქანას თავისი ენერგომოხმარების კლასი გააჩნია, იგი აღინიშნება ლათინური ალფავიტის მიხედვით A-დან G-მდე. შესაბამისად რაც უფრო მაღალია კლასი, მით უფრო ნაკლებ ელექტროენეგიას მოიხმარს მანქანა.

კლასი A B და C მიანიშნებს მოდელის მაღალ ეკონომიურობას. D  და  E - საშუალო ეკონომიურობას, ხოლო F და G - არაეკონომიური მოდელებია.

A და B კლასის მანქანები თითო კომპლექტ ჭურჭელზე შესამჩნევად ნაკლებ წყალსა და ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე F და G კლასის მანქანები.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობის რეჟიმები

 

ეკონომიური რეცხვის რეჟიმი - რეცხავს საშუალო დაბინძურების დონის ჭურჭელს 50-550ტემპერატურაზე;

სწრაფი რეცხვის რეჟიმი - რეცხავს მცირედ დაბინძურებულ ჭურჭელს და ზოგავს ელექტროენერგიისა და წყლის 20%-ს;

ინტენსიური რეცხვის რეჟიმი - რეცხავს ძლიერ დაბინძურებულ ჭურჭელს 60-750 ტემპერატურაზე;

წინასწარი გავლების რეჟიმი - გასარეცხად ამზადებს ჭურჭელს, რომელსაც მიმხმარი აქვს საჭმლის ნარჩენები;

დელიკატური რეცხვის რეჟიმი - რეცხავს დელიკატურ, ნაზ მინისა და ბროლის ჭურჭელს 300 ტემპერატურაზე;

ნახევარი მოცულობის რეცხვის რეჟიმი - მცირე რაოდენობის ჭურჭლის გასარეცხად (შეგიძლიათ არ გაავსოთ მანქანა ბოლომდე) და ამავდროულად იძლევა წყლის, სარეცხი საშუალებებისა და ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას.

ცვალებადი რეცხვის რეჟიმი - ამცირებს წყლის ხარჯვას 25%-ით. პრინციპი ასეთია-ერთ კალათში მიმდინარეობს ინტენსიური რეცხვა, ამავდროულად კი მეორეში ხდება ჭურჭლის ჩალბობა გასავლებ სითხეში;

ჭურჭლის გათბობის რეჟიმი - რეცხვის ყველა ძირითადი პროგრამის დამთავრების შემდეგ ათბობს ჭურჭელს, რათა მისი ტემპერატურა სასიამოვნო იყოს ხელისთვის.

 

ჭურჭლის სარეცხი პროგრამები და ფუნქციები

 

სამზარეულოში ჭურჭელი საკმაოდ მრავალფეროვანია, სხვადასხვაა მისი გაჭუჭყიანების ხარისხიც, ამიტომ რეცხვის დროს ძალიან კომფორტულია იმ პროგრამის გამოყენება, რომელიც კონკრეტული ჭურჭლის მდგომარეობას შეესაბამება.

მაღალი კლასის ჭურჭლის სარეცხი მანქანები აღჭურვილია ფუნქციებით, რომელიც საშუალებას იძლევა კონკრეტულ შემთხვევაში შესაფერის პროგრამულ რეჟიმში გარეცხოთ ესა თუ ის ჭურჭელი.

რაც უფრო მაღალი კლასისაა მანქანა, მით მეტი პროგრამა და ფუნქცია გააჩნია მას.

პროგრამები საკმაოდ მრავალფეროვანია. ”ყოველდღიური რეცხვა”, ”ჩალბობა”, ”სწრაფი რეცხვა”, ”ძლიერი დაბინძურება”, ”ეკონომიური რეჟიმი” და სხვა. ეს რეჟიმები ერთმანეთისგან განსხვავდება რეცხვის ხანგრძლივობით, წყლისა და სარეცხი საშუალებების ხარჯვის რაოდენობით და ა.შ.

”ჭკვიანი” ჭურჭლის სარეცხი მანქანა ცალკეული შემთხვევისათვის თვითონ ირჩევს სარეცხი საშუალების და წყლის ტემპერატურას, რეცხვის ხანგრძლივობას, გავლებას და ა.შ.

მაგალითად ფუნქცია ”ძლიერი დაბინძურება” წყალს 600 ტემპერატურამდე აცხელებს და სარეცხი საშუალებების მეტ რაოდენობას მოიხმარს, ხოლო ფუნქცია ”სწრაფი რეცხვა” კი ჭურჭელს ნაკლებ ტემპერატურაზე რეცხავს და ნაკლებ სარეცხი საშუალებას მოიხმარს.

ამას გარდა თანამედროვე ჭურჭლის სარეცხ მანქანებს აქვს უამრავი დამატებითი ფუნქცია, მაგალითად:

Duo Wash”- ფუნქცია საშუალებას იძლევა ერთდროულად გაირეცხოს როგორც ძლიერ დაბინძურებული ჭურჭელი, ასევე ჭურჭელი, რომელიც მოითხოვს დელიკატურ რეცხვას.

"Оpto Sensor- ირჩევს წყლის იმ  სიხისტეს, რომელიც ოპტიმალურია რეცხვის საჭირო ტიპისთვის.

VarioSpeed- რეცხვის ხანგრძლივობის შემცირება.

Aqua Stopან Aqua-Control” იცავს გაჟონვისაგან იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა კამერის ჰერმეტულობა. გაჟონვის ან კამერის გავსების შემთხვევაში ავტომატურად წყდება წყლის მიწოდება. გარდა ამისა, კამერაში დამონტაჟებულია გარდამქმნელი, რომელიც აკონტროლებს წყლისა და საქაჩის დონეს, ტუმბავს წყალს, თუ მან კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

"Easy-lock" ან ”ServoSchloss” -  ასრულებს საკეტის ფუნქციას თუ თქვენ შემთხვევით კარები დაგრჩათ ღია. აგრეთვე ბლოკავს კარების გაღების შესაძლებლობას მაშინ, როცა მიმდინარეობს რეცხვის რეჟიმი (საჭირო ფუნქციაა თუ სახლში ბავშვები გყავთ).

"Aqua Sensor” - აჩვენებს წყლის დაბინძურების დონეს გავლების პროცესის დასრულებისას. თუ წყალი ოდნავ არის დაბინძურებული, ხდება იგივე წყლის გამოყენება, ხოლო თუ ძლიერ, ჭურჭელი ახალ წყალში გაირეცხება.

ამას გარდა, ფუნქცია სპეციალური სენსორების საშუალებით შესაძლებელს ხდის ცხიმისა და სარეცხი საშუალების მიკრო ნაწილაკების აღმოჩენას, თუ იგი შემთხვევით დარჩა ჭურჭელზე.

Turbo Dry” - ხელს უშლის ჭურჭელზე სარეცხი საშუალებების მოქმედების შედეგად ლაქების წარმოქმნას.

VarioFlex” - მოძრავი ასაკეცი კალათების საშუალებით შესაძლებელია მანქანაში უფრო მეტი ჭურჭლის მოთავსება.

Wash and Super Dry” - ვენტილიატორის საშუალებით ხდება ჭურჭლის შრობა.

Fuzzy Logic ” - მანქანა თავად აფასებს ჭურჭლის მოცულობას,  დაბინძურების დონეს და ირჩევს  წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯვის ოპტიმალურ რეჟიმს.

AquaVario” - არეგულირებს წყლის მოწოდების წნევას იმის მიხედვით, თუ რომელ პროგრამას იყენებთ აღნიშნულ მომენტში და როგორი დაბინძურების დონე აქვს თქვენს ჭურჭელს.

Rack Matic” - საშუალებას იძლევა ზედა კალათის ნებისმიერი კუთხე იყოს ადვილად მისადგომი, გარდა ამისა მისი სიმაღლე რეგულირდება.

და სხვა...

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანების სხვა ფუნქციები

 

თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები აღჭურვილია ამ,  და კიდევ  სხვა უამრავი საჭირო ფუნქციით, რომელიც ჭურჭლის რეცხვისთვის კომფორტულ პირობებს ქმნის.   მაგალითად :

”სტარტის გადადება” - (მისი მიხედვით ჭურჭლის ჩატვირთვის შემდეგ შეიძლება მისცეთ დრო, როცა მანქანა ავტომატურად დაიწყებს მუშაობას”);

"კამერის განათება”;

”ხმოვანი სიგნალიზაცია”;

”თერმოგამცვლელი ბლოკი” - (ახდენს წინა ციკლის დროს გამოყოფილი სითბოს შენარჩუნებას და მის გამოყენებას რეცხვის მომდევნო ციკლში);

”კარების ფიქსაცია” - (სხვადასხვა დონეზე საშუალებას იძლევა აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი მდგომარეობა);

"ჭურჭლის დამატების შესაძლებლობა" - ზოგიერთი მანქანა საშუალებას იძლევა ჩაიტვირთოს მასში ჭურჭელი მას შემდეგ, რაც მანქანას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.  მაგრამ იმისათვის, რომ უკვე დაგვიანებული არ იყოს ამის გაკეთება და შემდეგ დამატებული ჭურჭელი არ დარჩეს გაურეცხავი, ზოგიერთ მოდელს მონიტორზე აწერია ”შეიძლება ჭურჭლის დამატება” მანამდე, სანამდე ეს შესაძლებელია, თუ წარწერა ჩაქრა, ესე იგი ჭურჭლის დამატება უკვე დაგვიანებულია.

"ავტომატური თვითწმენდის რეჟიმი" - ელიტური კლასის ჭურჭლის სარეცხი მანქანები აღჭურვილია კამერისა და ფილტრების ავტომატური თვითწმენდის რეჟიმით, რომელიც ხდება მაღალ ტემპერატურაზე.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მართვა

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მართვამართვის ტიპის  მიხედვით თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები იყოფა ორ კატეგორიად: ელექტრომექანიკური და ავტომატური.

მუშაობის რეჟიმების ელექტრომექანიკური მართვა ხდება იმ ღილაკებისა და კლავიშების ჩართვა-გამორთვით, რომელიც განთავსებულია მანქანის წინა პანელზე.

გარდა ამისა მართვა შესაძლებელია რეცხვისა და სხვა პროგრამების რეგულიატორებით.

იმ მანქანებში კი, რომელსაც მართვის ავტომატური რეჟიმი გააჩნია, საკმარისია აირჩიოთ რეცხვის, გავლებისა და შრობის საჭირო რეჟიმი, დააყენოთ რეცხვის დაწყების სასურველი დრო და დააჭიროთ ჩართვის ღილაკს, დანარჩენს მანქანა თავად გააკეთებს.

ჭურჭლის ტიპისა და დაბინძურების ხარისხის მიხედვით იგი თავად განსაზღვრავს საჭირო წყლისა და სარეცხი საშუალების რაოდენობას, გაცხელების ტემპერატურას, რეცხვისა და გავლების ხანგრძლივობას.

მაღალი კლასის მანქანებს გააჩნია დისპლეი და სინათლის ინდიკატორები, რომელიც უჩვენებს რეცხვის ტემპერატურას, წყლის სიხისტის გრადუსს, წყლის და გასავლები საშუალების ნაკლებობას, აგრეთვე დროს, რომელიც დარჩა რეცხვის დამთავრებამდე.

დისპლეი არა მარტო  ამცნობს მფლობელს რომელი ფუნქციაა პროგრამულად ჩართული და შესრულებული, არამედ მიუთითებს მანქანის მუშაობის ხარვეზზე ან დაზიანებაზე. ასევე იგი უჩვენებს თუ მარილის ან სარეცხი საშუალების რაოდენობა არ არის საკმარისი და საჭიროა მისი დამატება.

 

ხმაურის დონე და შრობის რეჟიმი

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხმაურის დონე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მითუმეტეს თუ სამზარეულოს იყენებთ, როგორც სასადილო ოთახს.

თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები ხმაურის დაბალი დონით გამოირჩევა. არის მაღალი კლასის მანქანები, რომელთა ხმაურის დონე 40 დეციბალი და ნაკლებია, თუმცა ნორმალური და სასურველი, თუ მანქანის ხმაურის დონე არ აღემატება 50 დეციბალს.

უფრო ნაკლები ხმაურის დონე აქვს ჩასაშენებელ ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, რადგან ის დაფარულია სამზარეულოს ავეჯით  და შესაბამისად მისი ხმაც უფრო დახშულია. ამიტომ  გაამახვილეთ ყურადღება,  ხმაურის დონის რა მაჩვენებელი აქვს თქვენს მანქანას. იგი მითითებულია ინსტრუქციაში.

შრობის რეჟიმიძირითადად, თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანებში გამოიყენება შრობის სამი რეჟიმი. სამივე რეჟიმს თავისი პლუსები და მინუსები გააჩნია,ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია რომელ რეჟიმს მიანიჭებთ უპირატესობას. ეს რეჟიმებია:

კონდენსაციის მეთოდი - შრობა ხდება გარედან ჰაერის მიწოდების გარეშე. ტენი კონდენსირდება ცივ კედლებზე. ამ მეთოდის პლუსია ელექტროენერგიის ეკონომია, რადგან შრობა მანქანის შიგნით თავისთავად წარმოქმნილი სითბოს საშუალებით ხდება. მინუსია ის, რომ ჭურჭელზე რჩება ლაქები.

სითბოს აკუმულაციის მეთოდი - ამ მეთოდით ორთქლი სწრაფად მიეწოდება სარეცხი კამერის ზედა ნაწილს, შემდეგ კი ქრება. პლუსია ის, რომ ლაქები ჭურჭელზე არ რჩება. მინუსი კი ელექტროენერგიის მეტი დანახარჯი.

იძულებითი გაშრობის მეთოდი - აქ გაშრობა ხდება ცხელი ჰაერით, რომელიც წარმოიქმნება ვენტილიატორის საშუალებით. პლუსია შრობის ყველაზე მაღალი კლასი და საუკეთესო შედეგი. მინუსი კი წინა მეთოდებთან შედარებით ყველაზე, გაცილებით  მეტი ელექტროენერგიის მოხმარება.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარეცხი საშუალებები

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბებითანამედროვე სარეცხი საშუალებები მრავალფეროვანია, არსებობს ფხვნილები, გელი, სითხე, სპეციალური აბები (ტაბლეტები).

აბები ძალიან მოსახერხებელია, ფხვნილი ეკონომიური, ხოლო სითხე შესანიშნავია დელიკატური, ნაზი ჭურჭლის გასარეცხად.

კარების შიგა მხარეს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს ორი ნაკვეთური (სპეციალური ჭურჭელი):

1 ნაკვეთურის დანიშნულებაა ის, რომ მასში ყრიან  ჭურჭლის სარეცხი საშუალებას (ფხვნილს) ან დებენ სპეციალურ აბს (რომელიც ასევე სარეცხ საშუალებას წარმოადგენს.)

2 ნაკვეთურის დანიშნულებაა ის, რომ მასში ასხამენ ჭურჭლის გასავლებად საჭირო სითხეს საჭირო დონემდე. ამ დონეს აჩვენებს სპეციალური ინდიკატორი. მას მანქანა იყენებს ცხელი წყლის გავლებისას ბოლო მომენტში, შედეგად ჭურჭელზე არ რჩება წყლის წვეთები, და იგი არ იორთქლება.

წყლის სიხისტე

ჭურჭლის სარეცხი მანქანის სპეციალური მარილიძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის სიხისტეს, რომელსაც ებრძვიან მანქანაში სპეციალურად ჩამონტაჟებული იონების გამცვლელით, რომელიც ატარებს წყალს მასში მოთავსებულ ფისის საშუალებით.

შედეგად  წყალი რბილდება და რეცხვის პროცესი უფრო ადვილი ხდება. ფისის თვისებები დროთა განმავლობაში სუსტდება და მისი აღდგენა ხდება სპეციალური მარილის საშუალებით, რომელიც იყრება მანქანაში, მისთვის განკუთვნილ განყოფილებაში.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მთელი რიგი თანამედროვე მოდელები აღჭურვილია მანქანაში მარილის დონის კონტროლის მექანიზმით.

თუ მანქანას ეს მექანიზმი არ გააჩნია, ბოლომდე გაავსეთ ხოლმე სათავსო მარილით საშუალოდ თვეში ერთხელ.

წყლის სირბილე ზეგავლენას ახდენს აგრეთვე იმაზე, რომ მინის ჭურჭელი უფრო ბზინვარე გახდეს  გარეცხვის შემდეგ.

თუ წყალი ხისტი არ არის, მარილიც საკმარისია, მაგრამ ჭურჭელი მაინც არ ბზინავს, გარეცხეთ ჭურჭელი წინასწარი რეჟიმის გარეშე და გამოიყენეთ ნაკლები სარეცხი საშუალება.

შურჭლის სარეცხი მანქანის აბი (ტაბლეტი), მარილი და ხსნარი ერთადბზინვარებას  მატებს სპეციალური ნივთიერებაც, რომელსაც შეიცავს თხევადი გასავლები საშუალება. ხოლო თუ რეცხავთ ალუმინის ჭურჭელს, იმისათვის რომ მან ფერი არ დაკარგოს, გავლების დაწყებამდე ამოიღეთ იგი მანქანიდან.

უკვე არსებობს  სპეციალური აბები, რომელიც სარეცხი საშუალების გარდა შეიცავს ჭურჭლის გასავლებად საჭირო ნივთიერებას და სპეციალურ მარილს ერთდროულად.

ამ აბებს სამმაგი მოქმედების საშუალებას ეძახიან 3-1-ში. იგი ძალიან ეფექტური და პრაქტიკულია, მაგრამ თუ მისი გამოყენებით სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, ე.ი ტაბლეტები უხარისხოა და ყველა საშუალება ჩვეულებრივ, ცალ-ცალკე გამოიყენეთ.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟი

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟიგაითვალისწინეთ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა საკმაოდ მძლავრი ელექტრონული ხელსაწყოა და მისი ქსელში ჩართვისას აუცილებელია ზუსტად იცოდეთ (განსაკუთრებით თუ ძველ სახლში ცხოვრობთ) გათვლილია თუ არა კაბელი, რომელიც კედელშია მოთავსებული და შტეფსელამდე მიდის, მაღალ დატვირთვაზე მუშაობისთვის.

ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ კაბელს ქონდეს დამიწება. ე.წ 0.

მანქანა სპეციალური მილების საშუალებით უერთდება წყლის გაყვანილობას, რათა მანქანაში შევიდეს წყალი, ხოლო მეორე მილის საშუალებით ხდება ჭუჭყიანი წყლის ჩადინება კანალიზაციაში.

მანქანასა და კანალიზაციის მილს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მეტრს (ზოგიერთ მოდელს 3 მეტრი სიგრძის კაბელი გააჩნია).

საერთოდ. უმჯობესია მისი დამონტაჟება სერვის-ცენტრს ან სპეციალისტს მიანდოთ, რომელიც პასუხისმგებელი გაგიხდებათ მანქანის გამართულ მუშაობაზე.

 

მნიშვნელოვანი რჩევები

სარეცხ მანქანაში გამოყენებული ინგრედიენტებიდან (ფხვნილის ტიპის სარეცხი საშუალება, თხევადი გასავლები საშუალება და სპეციალური მარილი წყლის დასარბილებლად) ყველაზე მეტად მარილი იხარჯება. სპეციალური მარილი მაღაზიებში საკმაოდ ძვირი ღირს.

ზოგიერთი მოდელის ინსტრუქციებში და ასევე ზოგიერთი ფირმის სერვის ცენტრის რეკომენდაციით, სპეციალური მარილის ნაცვლად შესაძლებელია ჩვეულებრივი სუფრის მარილის გამოყენება, მხოლოდ იმ პირობით და იმ შემთხვევაში, თუ იგი იქნება მსხვილი, გრანულების სახით(წვრილი მარილი სწრაფად ირეცხება) და სუფთა, მინარევების გარეშე.

ამის შესამოწმებლად. ნახევარი კოვზი ასეთი მარილი გახსენით ერთ ჭიქა სუფთა წყალში. თუ წყალი გამჭვირვალე დარჩება, ესე იგი მისი გამოყენება მანქანაში შესაძლებელია.

 ვერცხლის მაგიდის მოწყობილობები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩააწყვეთ ისე, რომ ისინი არ შეეხოს სხვა მეტალის ნივთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცხზე მუქი ფერის ლაქები გაჩნდება.

ამას გარდა ყოველთვის გაავლეთ წყალში ვერცხლის დანა ან ჩანგალი გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით კვერცხთან და მაიონეზთან კონტაქტისას.

 ნუ გარეცხავთ მანქანაში ხის ნივთებს, ან ხისტარიან ხელსაწყოებს, ისინი დაკარგავს პირვანდელ იერსახეს და ხორკლიანი გახდება. ასევე მოარიდეთ სუსტი პლასტმასისგან დამზადებული ნაკეთობების გარეცხვას, რადგან მანქანაში წარმოქმნილმა მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს.

და თუ მაინც გარეცხავთ, დააწყვეთ ზედა თაროზე, ტემპერატურა იქ უფრო ნაკლებია, ვიდრე ქვედაზე და პლასტმასის ჭურჭელი ნაკლებად დაზიანდება.

 მსუბუქად გაჭუჭყიანებული ჭურჭლის გარეცხვის დროს ნუ გაუკეთებთ იგნორირებას პროგრამას ”ეკონომიური რეცხვა” იგი მიახლოებით 20% რესურსების ეკონომიის საშუალებას იძლევა სხვა, ჩვეულებრივ პროგრამებთან შედარებით.

 მაგიდის ხელსაწყოების (დანა-ჩანგალი) უკეთესად გასარეცხად ჩააწყვეთ ისინი სპეციალურ პლასტმასის გისოსის კონტეინერში პირებით ქვემოთ ისე, რომ ერთმანეთში იყოს არეული, რათა ერთნაირი ხელსაწყოები ერთმანეთს არ მიეწებოს.

ნუ ჩადებთ კონტეინერში დანებს მჭრელი პირებით ზემოთ.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანები ინტერნეტ მაღაზია...

სრულგაბარიტიანი
ჭურჭლის სარეცხი
მანქანები
ვიწროგაბარიტიანი
ჭურჭლის სარეცხი
მანქანები
ჩასაშენებელი
ჭურჭლის სარეცხი
მანქანები

საშუალო და მაღალი სიმძლავრის
ჭურჭლის სარეცხი
მანქანები
ენერგოეფექტური
ჭურჭლის სარეცხი
მანქანები
ჭურჭლის სარეცხი
მანქანების
სრული კატალოგი
ჭურჭლის სარეცხი მანქანები ინტერნეტ მაღაზია...
BEKO-ს
ჭურჭლის სარეცხი
მანქანები
ჭურჭლის სარეცხი მანქანები
12 და მეტ პერსონაზე
ჭურჭლის სარეცხი მანქანების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ