მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 26095 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ ვენტილიატორიკონდიციონერის გამოგონებამდე სახლში კომფორტული კლიმატის შექმნის ერთადერთ საშუალებას ვენტილიატორი წარმოადგენდა.

თუმცა თანამედროვე ვენტილიატორები ძალიან გარდაიქმნა და ბევრ თვისებაში ტოლს არ უდებენ ძვირადღირებულ კონდიციონერებს.

გარდა ამისა ვენტილიატორის გამოყენება შეიძლება იქ, სადაც კონდიციონერის დამონტაჟება შეუძლებელია.

კარგი ვენტილიატორი ყველაზე მცირეფასიან კონდიციონერზე იაფია. გარდა ამისა კონდეციონერის დადგმას სჭირდება სპეციალისტი, ალბათ აუცილებელი კედლის გახვრეტა გახდება (თუ გამონგრევა არა).

შედარებაც არ შეიძლება, იმდენად დიდია სხვაობა, ამ ორ ხელსაწყოს შორის ელექტროენერგიის ეკონომიის მხრივ, რა თქმა უნდა ვენტილიატორის სასარგებლოდ.

ვენტილიატორის იატაკზე ან მაგიდაზე დადგმას კი ნებისმიერი შეძლებს, პატარა ბავშვიც კი.

გარდა ამისა ძალიან ცხელი დღეები წლის განმავლობაში არც თუ ისე ბევრია. ამიტომ, ამ მიზეზების გამო ბევრი სწორედ ვენტილიატორს ანიჭებს უპირატესობას.

ვენტილიატორი არ აციებს ჰაერს, მაგრამ ქმნის ჰაერის სასიამოვნო ნაკადს, რომელიც დაგეხმარებათ სიცხის უფრო კომფორტულად გადატანაში.

ვენტილიატორის შეძენა ღირს, თუ:

  • თუ თქვენთვის არ არის ხელმისაწვდომი კონდეციონერის ფასი;
  • სააბაზანოში ან ტუალეტში გროვდება არასასიამოვნო სუნი და ნოტიო ჰაერი;
  • ბინაში ან სახლში არასაკმარისი სუფთა ჰაერია;
  • გაზის გამწოვის სიმძლავრე საკმარისი არ არის სამზარეულოში კომფორტული პირობების შესაქმნელად;
  • თუ თქვენს ბინაში ან ოფისში ეწევიან;

არსებობს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ვენტილიატორები, რომლებიც უნდა შეიძინოთ იმის მიხედვით,თუ სად გსურთ მისი გამოყენება.

 

ვენტილიატორი ტუალეტისთვის

 

ვენტილიატორი ტუალეტისთვისთანამედროვე ტუალეტი წარმოუდგენელია ვენტილიატორის გარეშე. ის აუცილებელია სრული კომფორტისათვის.

ვენტილიატორი ყველაზე მოსახერხებელია ჩამონტაჟდეს სავენტილაციო ხვრელში. ტუალეტისთვის საკმარისია 25-30 მ/3/ს სიმძლავრე.

ზოგი ვენდილიატორი ზონრის საშუალებით ინთება. შეგიძლიათ მეტი კომფორტისათვის ვენტილიატორი შუქის ჩამრთველს შეუერთოთ. აანთებთ შუქს-ვენტილიატორი იმუშავებს.

ასევე არსებობს ტაიმერით აღჭურვილი ვენტილიატორი,ის დაიწყებს მუშაობას მას შემდეგ, როცა  თქვენ გახვალთ ტუალეტიდან. როგორც კი გავა თქვენს მიერ დაყენებული დრო(როგორც წესი 5-15 წუთი საკმარისია), ვენტილიატორი ავტომატურად გამოირთვება.

თუ საპირფარეშოს სხვა ოთახებთან აქვს საერთო საჰაერო, რეკომენდირებულია შეიძინოთ ვენტილიატორი უკუქცევითი სარქველით, რათა ჰაერმა ერთი ოთახიდან მეორეში არ ისეირნოს.

 

ვენტილიატორი აბაზანისათვის

 

ვენტილიატორი აბაზანისათვისის აუცილებელია, თუ აბაზანაში გროვდება კონდენსატი და ჰაერი ხდება ნოტიო. ვენტილიატორის დაყენების შემდეგ აბაზანაში სუნთქვა უფრო იოლია, მინები არ იორთქლება, ქრება ნადები და სარეცხიც  იოლად შრება.

რაც შეეხება თავად ვენტილიატორს, მთლიანობაში ის ისეთივე სიმძლავრის უნდა იყოს, როგორც  საპირფარეშოში.

აბაზანაში მაღალი ტენიანობის გამო რეკომენდირებულია შეიძინოთ ისეთი ვენტილიატორი, რომელსაც ტენიანობის კონტროლი  გააჩნია.

როგორც კი ტენიანობა მიაღწევს განსაზღვრულ დონეს, ვენტილიატორი გამოირთვება.

არსებობს ვენტილიატორი, რომელიც აღჭურვილია წყლის წვეთებისგან დამცავი საშუალებით, მაგალითად ვენტილიატორი, რომელიც აღჭურვილია ჟალუზებით.

შესაბამისად ჩართვა-გამორთვის დროს ჟალუზი ავტომატურად გაიღება და დაიკეტება. წყლის შხეფები ვეღარ შეაღწევს ვენტილიატორში, შედეგად თავიდან აიცილებთ  მოკლე ჩართვას.

 

ვენტილიატორი სამზარეულოსთვის

 

ვენტილიატორი სამზარეულოსთვისვენტილიატორი იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ სამზარეულოს გამწოვი ვერ ერევა სამზარეულოში დაგროვილ კვამლსა და სუნს.

სამზარეულოსთვის განკუთვნილ ვენტილიატორებს გაცილებით მეტი სიმძლავრე უნდა ქონდეს, 6 მ/2 სამზარეულოსთვის 120-180 მ/3/ს მწარმოებლობის ვენტილიატორია საჭირო, 10 მ/2 სამზარეულოსთვის 220-300 მ/3ს. შესაბამისად რაც დიდია სამზარეულოს მოცულობა, მით მეტი სიმძლავრის ვენტილიატორია საჭირო.

არსებობს მოდელები, რომელსაც დგამენ სავენტილაციიო ხვრელში, თუ ის უკვე დაკავებული არ არის გამწოვით.

გახსოვდეთ, რომ რეკომენდირებული არ არის არც გამწოვის და არც ვენტილიატორის სავენტილაციო ხვრელში დაყენება, ამით ირღვევა ბუნებრივი ვენტილაცია, ამის გარდა შეიძლება თქვენი სამზარეულოდან გაწოვილი ჰაერი  მეზობელთან, ან სხვა ოთახებში მოხვდეს.

ამიტომ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია თუ ვენტილიატორს ფანჯრის სარკმელში ჩადგამთ, ის იქ ადვილად მოთავსდება და არც სამზარეულოს ესთეტიკურ ხედს გააფუჭებს.

არსებობს ჰაერის შემწოვი და გამწოვი ვენტილიატორები. გამწოვ ვენტილიატორს ოთახიდან გააქვს ჰაერი, შემწოვს კი ქუჩიდან შემოაქვს. სამზარეულოსთვის რეკომენდირებულია  გამწოვი ვენტილიატორი.

ვენტილიატორს, რომელსაც შეიძენთ, რეკომენდირებულია აღჭურვილი იყოს კოღოსაწინააღმდეგო  ბადით.

 

ვენტილიატორი თანამედროვე  ბინაში

 

ვენტილიატორი თანამედროვე  ბინაშითანამედროვე  ბინებში, ძირითადად, მაგიდაზე  ან იატაკზე დასადგამი ვენტილიატორები გამოიყენება.

ჩვეულებრივ მაგიდის ვენტილიატორებს აქვს ნაკლები სიმძლავრე და განსაზღვრულია მცირე სივრცეზე კომფორტის შესაქმნელად.

იატაკის ვენტილიატორები კი საკმაოდ მძლავრია იმისათვის, რომ კომფორტი მთელს ოთახში შექმნას.

ძირითადი ფუნქცია, რასაც ასეთი ვენტილიატორი ასრულებს არის ის, რომ შექმნას ჰაერის ნაკადი შენობაში.

ვენტილიატორები აღჭურვილია მუშაობის სისწრაფის, ჰაერის ნაკადის და მიმართულების რეგულიატორებით, რომელიც მომხმარებლის სურვილით რეგულირდება.

იმისათვის, რომ ოთახში შენარჩუნებული იყოს საკმარისი რაოდენობის სუფთა ჰაერი, სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან შეიძინოთ უფრო მძლავრი ვენტილიატორი, რომელსაც ტენიანობის კონტროლის მაჩვენებელი გააჩნია.

ასეთი ვენტილიატორის უპირატესობა ისაა, რომ ის ხელს უწყობს შენობაში ოპტიმალური მიკროკლიმატის შენარჩუნებას, ამავდროულად კი არ მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს დიზაინსაც. თანამედროვე ვენტილიატორები მრავალფეროვანია როგოც ფუნქციური, ასევე დიზაინერულო თვალსაზრისით, ამიტომ ამ მხრივ არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ.

თანამედროვე, მრავალფეროვანი ფუნქციებით აღჭურვილ ვენტილიატორს კომპლექტში აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს მართვის პულტი, რომლის საშუალებითაც სიჩქარეების გადართვა, შუქის, სიმაღლის და სხვა ფუნქციების რეგულირება მოხდება მარტივად და კომფორტულად ფეხზე ადგომისა და ვენტილიატორთან მისვლის გარეშე.

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვენტილიატორის შეძენის დროს

 

  • ქვესადგამის (სამაგრის) საიმედოობა;
  • ხმაურის დონე -  თუ  აპირებთ ვენტილიატორი ღამე ამუშავოთ, ამ შემთხვევაში აუცილებელია ხმაურის დონე არ აღემატებოდეს 25-30 დეციბალს (მითითებული უნდა იყოს პასპორტის მონაცემებში);
  • მწარმოებლობა - ანუ რამდენ ბრუნს აკეთებს ვენტილიატორის ფრთა წუთში (იზომება მ/კუბი/(კუბომეტრი) საათში და მითითებული უნდა იყოს პასპორტის მონაცემებში);

მწარმოებლება გამოითვლება ასე - ნაგებობის სივრცე მრავლდება სამზე, ან იანგარიშება საშუალოდ 30-80მ/3/ს ერთ ადამიანზე.

ვენტილიატორის სიმძლავრე = ნაგებობის მოცულობა X ჰაერის მოცულობის ჯერადობა.

ჰაერის მოცულობის ჯერადობა კი სხვადასხვა ნაგებობისთვის სხვადასხვაა.

 

ნაგებობის ტიპი

ჯერადობა

საცხოვრებელი ბინა

2-6

სამზარეულო

10-15

ტუალეტი

6-12

აბაზანა

10-20

მოსაწევი ოთახი

10-15

 

ვენტილაციის კომპლექსური სისტემები სახლებისთვის და ქალაქგარეთ კოტეჯებისთვის

 

ვენტილაციის კომპლექსური სისტემები სახლებისთვის და ქალაქგარეთ კოტეჯებისთვისთუ შენობას გააჩნია ბუნებრივი ვენტილაციის სისტემა, რომელიც ძალიან ცუდად ან საერთოდ არ მუშაობს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ იფიქროთ ვენტილაციის ცენტრალიზებურ სისტემაზე.

ის ძალიან ეკონომიურია და ხშირ შემთხვევაში იაფიც.

ამგვარი სისტემა რამდენიმე ბლოკისგან შედგება: ვენტილიატორის, ავტომატიკის, შემოსასაზღვრი მოწყობილობისა და სავენტილაციო არხებისგან.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტომატიკის ბლოკი, მასზეა დამოკიდებული მთელი სისტემის ეკონომია.

თუ სისტემა ავტომატიკის გარეშე ჩაირთვება, ელექტროენერგიის დანახარჯი 60-80%-მდე გაიზრდება.

ასეთი სისტემის მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია - ვენტილიატორი, შემოსასაზღვრი მოწყობილებების საშუალებით შეიწოვს ჰაერს და ახდენს მის გადანაწილებას მთელს შენობაში სავენტილაციო არხების საშუალებით. ავტომატიკის ბლოკი კი არეგულირებს ჰაერის ნაკადს და ვენტილაციის ჩართვის პერიოდულობას.

არსებობს უფრო თანამედროვე და ძვირადღირებული სისტემებიც, მათ  ავტომატიკის ბლოკში მობილური ტელეფონით და WAP-ით მართვის სისტემაც აქვთ დამონტაჟებული. ხშირად ასეთი სისტემები შეწოვილი ჰაერის გათბობის ბლოკებით მარაგდება.

ვენტილიატორის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ  მწარმოებელს, შეამოწმეთ ხმაურისა და სიმძლავრის მონაცემები. დააკვირდით  მასალის ხარისხს, შესრულების ესთეტიკურ მხარეს (დეტალები მყარად უნდა იჯდეს ერთმანეთში), აუცილებლად მოითხოვეთ გარანტია!!!


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ