მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 38163 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ ყავის საფქვავიალბათ დაგებადებათ კითხვა რა საჭიროა სახლში ყავის საფქვავი, როცა ბევრი ადამიანი ხსნად ყავას მიირთმევს და შესაძლებელია ნებისმიერი მარკის, კარგად შეფუთული და საკმაოდ მაღალი ხარისხის დაფქვილი ყავის შეძენა.

ამას გარდა ისინი შეფუთულია ვაკუუმის პაკეტებში, რაც გამორიცხავს არომატის დაკარგვის შესაძლებლობას შენახვის მომენტში.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ არავინ იცის დაფქვიდან რამდენი ხნის განმავლობაში იქნა დაფასოებული ყავა და რამდენი ხანი გავიდა მისი დაფასოებიდან, რა პერიოდის განმავლობაში დევს იგი მაღაზიებისა თუ სუპერმარკეტების თაროებზე, რადგან მუხედავად ვაკუუმურ პაკეტებში დაფასოებისა,  დროთა განმავლობაში ყავა მაინც კარგავს თავის განუმეორებელ, პირველად არომატს.

ყავის მხოლოდ ჭეშმარიტმა შემფასებლები  მოიხმარენ ყავის მარცვლებს, რადგან იციან, რომ თუნდაც ვაკუუმის პაკეტში ინახებოდეს, პაკეტის გახსნის შემდეგ, ჰაერთან პირველივე კონტაქტისას იცვლება და ირღვევა ყავის არომატი და სუნი.

გარდა ამისა, სახლის პირობებში, რაც არ უნდა თავდახურულ ჭურჭელში შეინახოთ ყავა, მისი ჟანგბადთან კონტაქტი მაინც გარდაუვალია, და ყოველი თავის მოხსნის შემდეგ ყავის სუნი და არომატი სულ უფრო დაიკარგება.

ნამდვილი ყავა მხოლოდ უშუალოდ მოდუღების წინ უნდა დაიფქვას, რათა შენარჩუნებული იქნას მისი განუმეორებელი თვისებები. ამისთვის კი ხარისხიანი ყავის საფქვავია საჭირო.

ძირითადად განასხვავებენ ოთხი ტიპის ყავის საფქვავს:

როტაციული ყავის საფქვავი - დანისებრი ტიპის დამაქუცმაცებლებით;

დოლაბიანი  ყავის საფქვავი - დოლაბის ტიპის დამაქუცმაცებლებით;

პროფესიონალური ყავის საფქვავი - დოლაბის 2 ტიპის დამაქუცმაცებლით;

ხელის საფქვავი - დოლაბიანი დამაქუცმაცებლით;

 

როტაციული ყავის საფქვავები

 

როტაციული ყავის საფქვავიმისი კონსტრუქცია წარმოადგენს პლასტმასის ან მეტალის კორპუსს, რომელშიც იმალება  ძრავი. ზედა ნაწილში განთავსებულია ყავის მარცვლების ჩასაყრელი კონტეინერი, რომლის ფსკერზე ბრუნავს როტაციული დანა. კონტეინერი დახურულია (უმრავლეს შემთხვევაში გამჭვირვალე) ხუფით.

გააჩნია რა თქმა უნდა ჩასართავი ღილაკი, რომელიც ან ხუფშია ჩამონტაჟებული, ან მის გვერდითაა განთავსებული და ელექტრო ქსელში შესაერთებელი კაბელი.

ამ ტიპის საფქვავის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია, მჭრელი დანები მაღალი სიჩქარით ბრუნავენ წრეზე და აქუცმაცებენ ყავის მარცვლებს.

რა თქმა უნდა ყავის დამზადების პროცესში აუცილებელია დაფქვის ხარისხის რეგულირება იმის მიხედვით, თუ როგორი ყავის მომზადება გსურთ,რადგან თურქული ყავის (”ჯეზვეში”) მომზადებას სხვა ხარისხი სჭირდება”,ესპრესოს ”მომზადებას სხვა, ხოლო ”ფრენჩ-პრესში” მოსამზადებელ ყავას სხვა.

დაფქვის ხარისხი დამოკიდებულია ყავის საფქვავის სიმძლავრეზე და  რეგულირდება მხოლოდ პროცედურის ხანგრძლივობით, ანუ რაც უფრო დიდხანს იმუშავებს საფქვავი, მით უფრო წვრილად დაიფქვება ყავა.

როტაციული ყავის საფქვავის კონტეინერის მოცულობაკონტეინერის მოცულობა - კონტეინერის მოცულობა საყოფაცხოვრებო როტაციულ ყავის საფქვავებში  30-დან 120 გრამამდეა.

ერთი პორცია ყავის დასამზადებლად საჭიროა მხოლოდ 7-8 გრამი ფხვნილი, ანუ კონტეინერში შეიძლება დაიფქვას  6 დან 18 ფინჯანი ყავისთვის საჭირო მარცვალი.

ასეთ საფქვავებს არ გააჩნიათ დოზატორი და ის ვერ შეძლებს დაფქვისთვის საჭირო მარცვალის დოზირება მოახდინოს, რადგან მას მხოლოდ ერთი ჭურჭელი გააჩნია.

თუ დაფქვული ყავა საფქვავში  ნახევარ საათზე მეტი დარჩება, ეს იგივეა, რაც გეყიდათ უკვე დაფასოებული ყავა, ამიტომ აქედან გამომდინარე აირჩიეთ თქვენთვის ოპტიმალური და საჭირო კონტეინერის ზომა.

როტაციული ყავის საფქვავის სიმძლავრესიმძლავრე - ყავის საფქვავის სიმძლავრე მისი მუშაობის სიჩქარის პირდაპირპროპორციულია. რაც უფრო დიდია კონტეინერი, მით მეტი სიმძლავრეა საჭირო.

როტაციული ყავის საფქვავების სიმძლავრე მერყეობს 80-დან 270 ვატამდე.

უნდა ავღნიშნოთ, რომ არ არის აუცილებელი ყველაზე დიდი სიმძლავრის ყავის საფქვავის შეძენა, რადგან დიდი სიმძლავრის დროს დაფქვილი ყავა არა მარტო ცხელდება, არამედ შეიძლება დანახშირდეს კიდეც, რაც მას  მწარე გემოს მისცემს.

ამავე დროს არც ძალიან დაბალი სიმძლავრის საფქვავი არის რეკომენდირებული. სიმძლავრის ოპტიმალურ ვარიანტად ასეთ საფქვავებში 160-180 ვატი ითვლება.

როტაციული ყავის საფქვავის კორპუსი და დამაქუცმაცებელი დანაკორპუსი - არც თუ ისე უმნიშვნელო ფაქტორია, თუ რა მასალისგან არის დამზადებული ყავის საფქვავი, რადგან ეს პირდაპირაა დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად მტკიცეა საფქვავი და რამდენ ხანს გემსახურებათ იგი.

ბევრი მოდელი პლასტმასისგანაა დამადებული, თუმცა გაცილებით მტკიცეა  ალუმინისა და უჟანგავი ფოლადის მასალებისგან დამზადებული ყავის საფქვავები.

დამაქუცმაცებელი დანა - რაც შეეხება დანებს, ისინი ყველა უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული,თუმცა  სხვადასხვა მოდელებში შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან მწარმოებლები ცდილობენ შექმნან ისეთი დანები, რომლებიც გაზრდის დაფქვის სიჩქარეს, აქედან გამომდინარე არსებობს მოდელი, რომელსაც ორმაგი დანები გააჩნია.

ზოგმა მწარმოებელმა შექმნა  პულსირებული ბრუნვის ექსკლუზიური სისტემა უფრო ხარისხიანი დაფქვისათვის.

არსებობს მოდელები, რომელსაც დაფქვის ინტენსიურობის გაზრდის მიზნით დანებს სპეციალური დახრა გააჩნიათ ჭურჭლის ფსკერისკენ.

სხვებმა შექმნეს ყავის საფქვავი დაფქვის ხარისხის რეგულიატორით, რომელსაც სამი დონე გააჩნია მსხვილი, საშუალო და წვრილი და ა.შ.

როტაციული ყავის საფქვავის უსაფრთხოებაუსაფრთხოება - ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია გადახურებისგან დაცვის ფუნქციით, რომელიც ავტომატურად გამოირთვება მოტორის ზედმეტად გადახურების შემთხვევაში.

როტაციულ ყავის საფქვავებში დანა გარეთ რჩება, თუმცა თანამედროვე საფქვავებს გააჩნიათ ფუნქცია, რომელიც ბლოკავს მუშაობას ხუფის დახურვის გარეშე.

ანუ მოწყობილობა არ ჩაირთვება თუ ხუფი მჭიდროდ არ იქნა დახურული.

ყურადღება მიაქციეთ კაბელის სიგრძეს, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენს სამზარეულოში საფქვავის შტეფსელთან სიახლოვის თვალსაზრისით.

უმრავლეს შემთხვევაში კაბელი თვითონ საფქვავის კორპუსის სპეციალურ ცარიელ ღრუში იკეცება და  ინახება, რაც ძალიან კომპაქტურია.

ზოგიერთ შემთხვევაში კი იგი ავტომატურად შესრიალდება და გამოსრიალდება კორპუსის სპეციალურ ღრუში, ეს კიდევ უფრო კომფორტულია, თუმცა ყურადღება მიაქციეთ მის ხარისხს, შეიძლება კაბელი გაეჭედოს კიდეც.

გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ყავის საფქვავის გამოყენება სხვა პროდუქტების დასაფქვავად. კონტეინერი რთული გასარეცხია, ამიტომ ის აუცილებლად მიიღებს იმ პროდუქტის სუნს, რომელსაც გამოიყენებთ, ეს კი ყავის არომატზე იმოქმედებს.

თუ თქვენ გჭირდებათ შაქრის, თხილის, ნიგოზის და ა.შ. დაფქვა, ამისთვის გამოიყენეთ ბლენდერი (ლინკი)

როტაციული ყავის საფქვავი მანქანების მინუსები:

ადვილად შეიძლება გატყდეს გამჭვირვალე ხუფი და სხვა პლასტმასის ნაწილები;

არ გააჩნია დოზატორი;

უმრავლესობას მოდელებისა გააჩნია ერთი კონტეინერი,რომელიც გათვალისწინებულია როგორც ყავის მარცვლისთვის,ასევე უკვე დაფქვული ყავისთვის (ამ შემთხვევაში რთულია უკვე დაფქვილი ყავის ამოღება), ამიტომ თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია შეიძინეთ ყავის საფქვავი მოსახსნელი კონტეინერით;

აუცილებლად თქვენ თვითონ უნდა აკონტროლოთ დაქუცმაცების ხარისხი;

ყავის გურმანთა აზრით ყველაზე მთავარი მინუსი როტაციული ყავის საფქვავისა არის დაფქვილი ყავის ნაწილაკების სხვადასხვა ზომა, თუ ყავას შემდეგ ჯეზვეში ადუღებთ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ თუ მას ელექტრო ყავის მადუღარაში (ნებისმიერი ტიპის) ადუღებთ, უმჯობესია დაფქვული ყავის ნაწილაკები ერთი ზომის იყოს.  ამისთვის კი უმჯობესია შეიძინოთ ყავის საფქვავი დოლაბის ტიპის დამაქუცმაცებლებით.

 

დოლაბიანი ყავის საფქვავები

 

დოლაბიანი ყავის საფქვავიასეთი ტიპის საფქვავის კონსტრუქცია შედგება ორი ცილინდრული ან კონუსური მეტალის დისკისაგან, რომელიც უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული.

თავისი არსით ის ელექტრო წისქვილს წარმოადგენს, რადგან ყავა როგორც წისქვილში ისე იფქვება.

დოლაბიანი საფქვავები როტაციულისაგან განსხვავებით იდეალურად არეგულირებს დაფქვის ხარისხს და თანაბრად ფქვავს ყავის მარცვალს.

ეს აუცილებელია როცა თქვენ ”ესპრესოს”, ”კაპუჩინოს” ან  ”მოკოს”  მომზადება გსურთ.

დოლაბიანი ყავის საფქვავის დაფქვის რეჟიმებიდაფქვის რეჟიმები - დოლაბიანი საფქვავების გამოყენება  საშუალებას იძლევა მიიღოთ ყავის მარცვლის დაფქვისას ის ხარისხი, რომელიც თქვენთვის აუცილებელია. რეგულირება ხდება ავტომატიკის დახმარებით.

თანამედროვე დოლაბიან ყავის საფქვავებს გააჩნიათ დაფქვის 5-15 რეჟიმი. თითოეულ რეჟიმს შეუძლია მიიღოს განსაზღვრული ზომის ყავის ნაწილაკები, რამდენი ხანიც არ უნდა იმუშაოს საფქვავმა და რამდენიც არ უნდა იტრიალოს დოლაბებმა - ნაწილაკების ზომა არ შეიცვლება.

არსებობს ტაიმერით აღჭურვილი დოლაბიანი საფქვავები.მათი მეშვეობით შეიძლება ნაფქვავის ხარისხის და  დაფქვილი ყავის რაოდენობის რეგულირება.

გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს რაც უფრო მოხალულია მარცვლები, მით უფრო ნელა ხდება მისი დაფქვა.

პრაქტიკულად ყველა დოლაბიანი საფქვავს ჩამონტაჟებული აქვს დოზატორი, მისი საშუალებით შეგიძლიათ მიუთითოთ  სასურველი რაოდენობის ყავის მომზადება.

არსებობს მოდელები, რომელსაც ავტომატიკის საშუალებით შეგიძლიათ მიუთითოთ რამდენი ფინჯანი ყავის დაფქვა გსურთ.

დოლაბიანი ყავის საფქვავის სიმძლავრესიმძლავრე - ყავის დოლაბიანი საფქვავების სიმძლავრე უფრო მაღალია, ვიდრე მათ როტაციულ ანალოგების.

დოლაბიანი საფქვავების სიმძლავრე, საშუალოდ შეადგენს 250-300 ვატს.

დოლაბიანი საფქვავის ორი - კონუსური და ცილინდრული ტიპიდან, უფრო მეტი სიმძლავრე კონუსური ტიპის დოლაბიან საფქვავს გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ კონუსური ტიპის საფქვავი მეტი გამძლეობითაც გამოირჩევა.

ამავე დროს მას გააჩნიათ ბრუნვის უფრო დაბალი სიჩქარე, რის ხარჯზეც მარცვალი ზედმეტად არ იწვება და აპარატიც უფრო დიდხანს გემსახურებათ.

დოლაბიანი ყავის საფქვავის კორპუსიკორპუსი - აუცილებელია გაითვალისწინოთ და ყურადღება მიაქციოთ მასალას, რითაც დამზადებულია დოლაბიანი ყავის საფქვავი.

ხარისხიანი ყავის საფქვავები, როგორც წესი დამზადებულია სპეციალური ლითონის შენადნობისგან, რომელიც მეტი გამძლეობისთვის ტიტანის ფენითაა დაფარული, რისი საშუალებითაც იგი მაღალ ცვეთამედეგობას ინარჩუნებს.

უფრო დაბალი ხარისხის მოდელებში კი გამოიყენება მეტალი, რომელიც მალე იცვითება.

დოლაბიანი საფქვავის კიდევ ერთ თავისებურებას ორი განცალკევებული კონტეინერის არსებობა წარმოადგენს.

პირველში შეგიძლიათ ჩაყაროთ იმდენი ყავის მარცვალი, რამდენიც გსურთ. ამ კონტეინერში 200-300 გრამი ყავის მარცვალი თავსდება და რადგან აპარატს შეუძლია მიიღოს დაფქვილი ყავის ის რაოდენობა, რამდენიც გსურთ, შეგიძლიათ მასში ერთი პაკეტი ყავის მარცვალიც კი ჩაყაროთ.

მას თავი ჰერმეტულად ეხურება. აქედან გამომდინარე მასში მარცვლები დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ.

მეორე კონტეინერში  შეგიძლიათ მიიღოთ უკვე დაფქვილი ყავა. ეს კონტეინერი თითქმის ყველა მოდელს მოსახსნელი აქვს, რაც  საკმაოდ კომფორტულია.

დოლაბიანი ყავის საფქვავის უსაფრთხოებაუსაფრთხოება - ანალოგიურად როტაციულ საფქვავებისა, დოლაბიან საფქვავებსაც გააჩნიათ გადახურებისგან დაცვის ფუნქცია.

ეს ფუნქცია, გამორთავს ხელსაწყოს მოტორის ზედმეტად გადახურების შემთხვევაში.

ამასთან, ისინი გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე როტაციული საფქვავები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას დანები არ აქვს, ხოლო დოლაბები კორპუსის შიგნითაა ჩამონტაჟებული და გარედან საერთოდ არ ჩანს.

ანალოგიურია კაბელთან დაკავშირებით ის, რაც უკვე ავღნიშნეთ როტაციულ საფქვავთან დაკავშირებით.

ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ კაბელის სიგრძეს. აგრეთვე, როგორ იხვევა და სად თავსდება იგი.

 

პროფესიონალური ყავის საფქვავები

 

პროფესიონალური ყავის საფქვავიპროფესიონალური ყავის საფქვავები არ არის საყოფაცხოვრებო დანიშნულების, ისინი ძირითადად გამოიყენება ბარების, კაფეებისა და რესტორნებისათვის.

ასეთი საფქვავები არის ორი ტიპის:

»» ბრტყელი, პარალელური დოლაბებით;

»» კონუსური დოლაბებით;

საფქვავები ბრტყელი, პარალელური დოლაბებით, ხასიათდება ოპტიმალური მწარმოებლობით, რომელიც შეადგენს - 7,5 - 11კგ/სთ.

დოლაბების მუშაობის რესურსი კი 600-1000კგ-ია, ხოლო მოძრაობის სიჩქარე შეადგენს 1600 ბრ/წთ.

საფქვავები კონუსური დოლაბებით შედარებით დიდი მწარმოებლობით ხასიათდება - 12კგ/სთ.

მისი დოლაბების მუშაობის რესურსიც საგრძნობლად დიდია - 1500 კგ. ხოლო მოძრაობის სიჩქარე 450 ბრ/წთ -ში, რაც ხელს უშლის დოლაბების ზედმეტად გახურებას და შესაბამისად ძალიან დაბალია ყავის დაწვის შანსი.

 

ხელის ყავის საფქვავები

 

ყავის ხელის საფქვავებიყავის ხელის საფქვავი, ძველი, ტრადიციული მოწყობილებაა, იგი ხელის წისქვილს წარმოადგენს, მისი მოქმედების საფუძველი და მამოძრავებელი ძალა, დოლაბებია.

ასეთ საფქვავს დაფქვის ხარისხის რეგულიატორი და დაფქვილი ყავისთვის გამოსაღები უჯრა გააჩნია.

არსებობს ღია და დახურულკამერიანი ხელის საფქვავი.

ყავის დაფქვას ასეთი საფქვავით 15-20 წუთი სჭირდება, სამაგიეროდ მარცვლები ამ დროს არ იწვება და ყავა მაქსიმალურად ინარჩუნებს არომატს.

ხელის საფქვავებს ორიგინალური და სასიამოვნო დიზაინი გააჩნიათ.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ