მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3212 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ესპრესო - ერთ-ერთი ძირითადი ყავის სასმელი, რომლის საფუძველზე შექმნილია ათობით დამოუკიდებელი რეცეპტი.

ესპრესო წარმოადგენს მაგარ, შავ ყავას ოქროსფერი ქაფით, რომელიც ყავის სპეციალური აპარატით არის მომზადებული. ერთი პორცია ესპრესო შეადგენს დაახლოებით - 30-35 მილილიტრს.

ერთი პორცია ესპრესოს ენერგეტიკული ღირებულებაა - 1 კკალ.

ამერიკანო - ესპრესო, რომელიც გაზავებულია ადუღებული წყლით - 1:2 ან 1:3 პროპორციით. ცხელი წყალი ისხმება უკვე გაზავებულ ესპრესოში, რაც არბილებს ესპრესოსთვის დამახასიათებლ სიმწარეს. ტრადიციულად, 30 მლ. ესპრესოზე მოდის 120 მლ. წყალი. ზოგჯერ წყალი ცალკე მოაქვთ ყავასთან ერთად. არსებობს ამერიკანოს სხვადასხვა ვარიაცია.

ერთი პორცია ამერიკანოს ენერგეტიკული ღირებულებაა - 2 კკალ.

ლატე -  რძით გაზავებული ესპრესო (რძეს ასხამენ ყავაში) თავზე ქაფით და სურვილის მიხედვით ხილის სიროფით.

არსებობს ლატეს სხვადასხვა ვარიაცია პროპორციით 1:1, 3:1, ასევე უმატებენ სხვადასხვა ინგედიენტებს (მაგალითად დარიჩინს), პირიქით რძეში ასხამენ ყავას და ა.შ

ერთი პორცია ლატეს ენერგეტიკული ღირებულებაა - 105-130 კკალ.

Egg Nog ლატე - ½ ესპრესო, 1/3 ქაფიანი რძე, 1/3 ათქვეფილი უმი კვერცხი + დაფქული მუსკატის კაკალი

ტრადიციულად ზამთარში მიირთმევენ. ეს არომატული სასმელი გამოირჩევა პიკანტური გემოთი, შემადგენლობის წყალობით - მდიდარი ესპრესო, ქაფიანი რძე, ათქვეფილი უმი კვერცხი და მუსკატის კაკლის ფხვნილი.

კაპუჩინო - ესპრესო ათქვეფილი რძით (ცხიმიანი) და სურვილის შემთხვევაში კარამელის სიროფით. არსებობს კაპუჩინოს სხვადასხვა ვარიაცია -  ნაყინით, ათქვეფილი კვერცხის ცილით, კარაქით, გახეხილი შოკოლადით და ა.შ...

ერთი პორცია კაპუჩინოს ენერგეტიკული ღირებულებაა - 60-75 კკალ.

თურქული ყავა - სპილენძის ან კერამიკულ ჯეზვეში მოხარშული მაგარი ყავა.

ლუნგო (ლონგ ბლექი) - ორმაგი ესპრესო  ცხელი წყლის დიდი რაოდენობით. ამერიკანოსგან განსხვავებით ყავას ასხამენ ცხელ წყალში. ამ დროს ყავის ქაფი რჩება მკვრივი და თანაბარი.

გლიასე - ცივი ყავა ნაყინის ბურთულით. მიართმევენ სპეციალური აირიშ (Irish) ყავის ბოკალით და საწრუპავით.

მაკიატო - ლატესგან განსხვავებით რძეში ესპრესოს ასხამენ იმგვარად, რომ ყავა არ შეერიოს რძეს და წარმოიქმნას ყავის ფენა. შემდეგ ზემოდან ადებენ რძის ქაფს (30 მლ ესპრესოზე 30 მლ. რძე).

ერთი პორცია მაკიატოს ენერგეტიკული ღირებულებაა - 105-130 კკალ.

ლატე მაკიატო - მაკიატო, რომელშიც რძე 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ესპრესო.

რისტრეტო - ესპრესო ორჯერ შემცირებული წყლის დოზით (დაფქვილი ყავის რაოდენობა არ იცვლება). მოდუღების დრო 2-ჯერ ნაკლებია ვიდრე კლასიკური ესპრესოსი.

ფრაპე - შავი ქაფიანი ყავა, რომელიც ათქვეფილია ყინულთან ერთად. არსებობს სახვადასხვა ვარიაცია, მაგალითად რძით და ა.შ, თუმცა ნებისმიერი მეთპდით მომზადებული ფრაპე შეიცავს ყინულს.

ერთი პორცია ფრაპეს ენერგეტიკული ღირებულებაა - 80-100 კკალ.

დოპიო - ესპრესოს ორმაგი პორცია (მათთვის, ვისაც არ ყოფნის და ერთი ყლუპით სვამს ფინჯან ესპრესოს. 

ტრიპლო - ესპრესოს სამმაგი პორცია.

ფლეტ-უაიტი (Flat White) - ორმაგი პორცია ესპრესო, რომელშიც დამატებულია ცოტოდენ ცხელი აქაფებული რძე (ხშირად აფორმებენ ნახატით).

ერთი პორცია ფლეტ უაიტის ენერგეტიკული ღირებულებაა - 80-100 კკალ.

კრემა (Caffe Сrema) - მზადდება როგორც ესპრესო, მხოლოდ მნიშვნელოვნად მეტი მოცულობით დაახლოებით 180 მლ. (წყლის დამატების გარეშე).

ტორე (ტორო) - ესპრესოს ორმაგი ან სამმაგი პორცია, რომელიც მორთულია ძალიან მაღალი რძის ქაფით.

გიბრალტარი - რძისა და ყავის კოქტეილი, რომელიც ძალიან წააგაავს ფლეტ უაიტს, მაგრამ შეიცავს კიდევ ნაკლები რაოდენობის და ნაკლებად აქაფებულ რძეს.

ბრევე - ლატეს ამერიკული ვარიაცია - საშუალო სიმაგრის ესპრესო რძითა და ნაღებით.

ფრედო - ესპრესო - რძით, კარამელით და ყინულით. ეს ყველაფერი ერევა ერთმანეთში და შემდეგ ითქვიფება.

ბომბონი - შავი ყავა შესქელებული (მოხარშული) რძით.

ბიჩერინი - თურქულად მოხარშული ყავა, რომელიც შედგება სამი ფენისგან: ცხელი რძიანი შოკოლადი, ესპრესო და ათქვეფილი ნაღები. ზემოდან ყავას აფორმებენ გახეხილი მწარე შოკოლადით და პიტნით.

მოკა (მოკო) - ესპრესო რძით ან ათქვეფილი ნაღებით, კარამელის ან ნატურალური შიკოლადის სიროფით და გახეხილი რძიანი შოკოლადით.

რაფ-ყავა - ესპრესოს კოქტეილი (ჰაეროვანი ქაფი) - ვანილითა და ნაღებით, რომელიც კაპუჩინატორით არის ათქვეფილი.

თაფლის რაფ-ყავა - იგივე ესპრესოს კოქტეილი, რომელშიც ვანილის შაქარი შეცვლილია თაფლით.

კორეტო -  ესპრესო მცირეოდენი გრაპით (გრაპა - იტალიური წარმოშობის ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი). ზოგჯერ გრაპას ვისკით ანაცვლებენ.

კოლდ ბრიუ - ცივად მოხარშული ყავა (ყავას ადუღებენ და შემდეგ სწრაფად აცივებენ).

აის-ყავა - ცივი ესპრესო ყინულით და ნაღებით. სურვილის მიხედვით უმატებენ შაქარს და დარიჩინის ჯოხს. (ვენურ აის-ყავას ვაფლს, არაჟანს, შოკოლადს ამ მურაბის უმატებენ).

კონ-პანა - კლასიკური ესპრესო, რომელიც მორთულია სქელი, კარგად ათქვეფილი ნაღებით და გახეხილი მუსკატის კაკალით, დაფქვილი დარიჩინით და/ან შოკოლადის ნატეხებით.

კონ იელო - ესპრესო, რომელთან ერთადაც მოართმევენ ყინული კუბებით სავსე ჭიქას.

აირიშ ყავა (ყავა ირლანდიურად) - ცხელი ყავა ირლანდიური ვისკით, შაქრითა და ათქვეფილი ნაღების ქაფით. მიართმევენ აირიშ ბოკლითა და საწრუპავით.

მაროკინო (მაროჩინო) - ესპრესო, რომელშიც შერეულია კაკაოს ფხვნილი, ხოლო ზემოდან მორთულია აქაფებული რძითა და შოკოლადის სიროფით.

აფოგატო - ვანილის ნაყინზე დასხმული ცხელი ესპრესო. სურვილის მიხედვით შეიძლება ლიქიორის დამატება.

მოკაჩინო - ესპრესო გამდნარი შოკოლადით ან შოკოლადის სიროფით და ცხელი რძით, რომელიც ზემოდან მორთულია ნაღებით ან გახეხილის შოკოლადით.

ბეიბიჩინო - ძალიან გემრიელი კოქტეილი მოზარდებისთვის, რომელსაც ამზადებენ ახალი ნატურალური ცხელი რძით და კარამელის სიროფით. ზემოდან მორთულია იდეალურად ათქვეფილი რძის ქაფით და შოკოლადის ფხვნილით (ზოგჯერ ძალიან მცირე რაოდენობის ყავით).

ბრიულო - ყავა, რომელშიც ამატებენ ლიმონისა და ფორთოხლის დაბრაწული ცედრის, დაფქვილი დარიჩინის, მიხაკის, შაქრისა და კონიაკის ნაზავს. შემდეგ გადაწურავენ და ისე მიართმევენ.

რომანო - ყავა რომაულად: ესპრესო ლიმონის წვენით, რომელსაც თავზე მოყრილი აქვს ცედრა (ციტრუსების კანი).

გილერმო - რომანოს ესპანური ვარიანტი, რომელშიც ლიმონის ნაცვლად გამოყენებულია ლაიმა.

ყავა-ო-ლე - რძიანი ყავა ფრანგულად. ყავის საფუძველი შეიძლება იყოს ჯეზვეში (თურქულად) მომზადებული ესპრესო, ამერიკანო ან შავი ყავა.

შეიკერატო - ყინულთან და ლიქიორთან (მაგ: მარტინი) ერთად ათქვეფილი ესპრესო. მიართმევენ ბოკლებში საწრუპავით.

მელანჟი - რძიანი ყავა ავსტრიულად, პრაქტიკულად ყავა-ო-ლეს ანალოგი, თანაბარი პროპორციის რძითა და საშუალოდ მოხალული ყავით.

"ტყვიაგაუმტარი" ყავა (Bulletproof Coffee) - ყავის, კარაქისა და ქოქოსის (MCT) ზეთის ნაზავი. 

ვენური ყავა - ყავა ორი პორცია ათქვეფილი ნაღებით.

კორტადო (Cortado) -  ამოყვანილი რძით მომზადებული ესპრესო (ზოგიერთ ქვეყანაში პიკოლო). ძირითადად გავრცელებულია ესპანეთში, პორტუგალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

რედ აი (წითელი თვალი) - ფილტრიან ყავის მადუღარაში მომზადებული ყავისა და ესპრესოს ნაზავი.

მიელი (Café miel) - ½ ესპრესო, ½ ქაფიანი რძე + თაფლი + დარიჩინი.

მიელი ალბათ ყველაზე არომატული ყავის სასმელია. იგი მზადდება სტანდარტული ესპრესოსგან ქაფიანი რძით. სასმელის გემო გამდიდრებულია თაფლისა და დარიჩინის ნოტებით.

ბომბონი (Café bombón) - ½ ესპრესო, ½ შესქელებული რძე + რძის ქაფის თხელი ფენა

ბომბონი ესპრესოს საინტერესო კომბინაციაა, რომელიც მზადდება შესქელებულ რძესთან 1: 1 თანაფარდობით. 

ეს კომბინაცია სასმელს ანიჭებს უნიკალურ ტკბილ გემოს, რომლის მიღწევაც სხვა გზით შეუძლებელია. ბომბონის ყავის ნაწილი, რომელიც დაფარულია რძის ქაფით, ჩვეულებრივ მიირთმევენ გამჭვირვალე ლამბაქებით, ჭიქებით, ბოკლებით - რათა ხაზი გაუსვან ინგრედიენტების ფერთა კონტრასტს.

მასალა - რძისა და ნაღების საფუძველზე მომზადებული და სანელებლებით გაზავებული ინდური ყავა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ