მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2822 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

უცნაურია, რომ ბევრმა ადამიანმა დღემდე არ იცის, ან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს  ყავის კაფსულების შესახებ.

მართალია ყავის კაფსულები დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ როგორც ყველა ინოვაციას, მასაც ჰყავს კონსერვატული შეხედულების ურწმუნო სკეპტიკოსები.

ყავის კაფსულების ტექნოლოგია ძალიან სწრაფად გავრცელდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა ყავახანების, კაფეების, და რესტორნების მფლობელებს შორის.

გარდა ამისა, კაფსულები საკმაოდ მოთხოვნადი გახდა კოფემანებში, ყავის ექსპერტებში და უბრალო მომხმარებლებში, რომელთაც სწრაფად სურდათ დაეგემოვნებინათ არომატული და გამამხნევებელი სასმელი სახლის პირობებში - მინიმალური ძალისხმევის გამოყენებით.

ყავა კაფსულებში გაცილებით  ხელმისაწვდომია ვიდრე კაფეში სტუმრობა, ან ყავახანაში მაღალხარისხიანი ყავის შეძენა.

კაფსულებში დაფასოებული ყავა ჰიგიენურია, დიდხანს ინარჩუნებს დადებით თვისებებს და იძლევა განუმეორებელი ელიტარული სასმელის სწრაფად მომზადების გარანტიას.

 

მოკლე ისტორია

 

ყავის კაფსულა გამოიგონა Nestle-ს თანამშრომელმა ერიკ ფავრმა. ფირმის ხელმძღვანელობას იმდენად მოეწონათ ეს აღმოჩენა, რომ 1986 წელს Nestle Group-მა დაარეგისტრირა ახალი კომპანია Nespresso, რომელმაც იმავე წელს წარადგინა სამომხმარებლო ბაზარზე პირველი კაფსულიანი ყავის აპარატი.

მოგვიანებით, კომპანიამ დაარეგისტრირა კიდევ ერთი ბრენდი - Nescafe Dolce Gusto. ყველა ეს გამოგონება დაცული იყო შესაბამისი პატენტით, თუმცა ძალიან მალე Nestle-ს გამოუჩნდა მიმდევრები: - იტალიური კომპანია Lavazza და ამერიკული კომპანია Mondelez-ის სახით, რომლებიც აწარმოებდნენ და ყიდდნენ მოდიფიცირებულ ყავის კაფსულებს და ყავის აპარატებს.

დროთა განმავლობაში, ყველა დახურული სტანდარტი ხდება ღია, და 2012 წელს Nespresso-ს პატენტების დიდ ნაწილის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამა თუ იმ სტანდარტების კაფსულების წარმოება დაიწყეს გარეშე მწარმოებელებმაც.

ისინი ხშირად მომხმარებელს სთავაზობენ საკუთარი პროდუქციის ხაზს მოხალვისა და დაფქვის ინდივიდუალური რეცეპტებით, მრავალფეროვანი ასორტიმენტით და უფრო მიმზიდველი ფასით.

რაც შეეხება კაფსულიან ყავის აპარატებს, პირველი Nespresso-ს სისტემის კაფსულიანი ყავის აპარატი წარმოებაში ჩაეშვა 1986 წელს და პოზიციონირებდა როგორც თანამედროვე გადაწყვეტილება მსხვილი კომპანიების ოფისებში.

თუმცა კაფსულიანი ყავის აპარატების ნამდვილი პოპულარობა დაიწყო რამდენიმე წლის შემდეგ, როცა კომპანიამ შეცვალა მარკეტინგული სტრატეგია და უკვე 80-იანი წლების ბოლოს Nespresso-ს ჰქონდა საკუთარი კაფსულების ხაზი - განსაკუთრებული ხარისხის ყავის მოსამზადებლად შეძლებული ადამიანებისთვის.

1989 წელს საკუთარი კაფსულების ხაზი შეიმუშავა იტალიურმა კომპანიამ Lavazza - სისტემით - Espresso point, რომელიც თავდაპირველად პოზიციონირებდა როგორც მცირე ვენდინგური გადაწყვეტილება ოფისებისთვის.

2000-იანი წლებში, როდესაც ბაზარზე გამოჩნდა ყავის კაფსულების სხვა სისტემები, სეციალისტებს შორის დამკვიდრდა ტერმინი „კაფსულის სტანდარტი“ - რაც ნიშნავდა ყავის აპარატით და მასთან შესაბამისობაში მყოფი ყავის კაფსულებით ყავის მომზადების ტექნოლოგიას.

 

რა არის ყავის კაფსულა?

 

ყავის კაფსულა არის პატარა, ცილინდრის ფორმის - ალუმინისგან, პოლირმერული პლასტმასისგან ან ორივე მასალისგან დამზადებული ჰერმეტული კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია - ზუსტად დოზირებული (დაახლოებით 4-დან 10 გრამამდე), წინასწარ მოხალული, წვრილად დაფქვილი და დაპრესილი ყავა რომელიც გათვლილია სრულყოფილი ყავის სასმელის მოსამზადებლად.

ასეთ კაფსულაში მოთავსებული ყავა პროფესიონალურად არის მომზადებული, შესამაბისად - არომატს და საუკეთესო თვისებებს რამოდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს.

თითოეულ ყავის აპარატს აქვს საკუთარი კაფსულების ექსკლუზიური ხაზი, ხოლო კონკრეტული ბრენდის კაფსულების გამოსაყენებლად საჭიროა იგივე ბრენდის ტექნიკა.

 თუმცა, დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა ბრენდის, მაგრამ ერთნაირი სტანდარტის ყავის კაფსულები, რომელიც თავსებადია თითქმის ნებისმიერი მწარმოებლის კაფსულიან ყავის აპარატთან.

ასე რომ, თქვენ შეგიძლიათა დააგემოვნოთ განსხვავებული გემოსი, მოხალვის, დაფქვის, სიძლიერის, არომატის საშუალო და პრემიუმ სეგმენტის ყავა.

სამომხმარებლო ბაზარზე არსებობს ანალოგიური კაფსულების რამდენიმე ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რომელიც არ არის ფალსიფიცირებული, ოდნავ იაფია და იმეორებს ორიგინალი კაფსულების მახასიათებლებს. რასაც ღია სტანდარტს უწოდებენ.

 

ყავის კაფსულებისა და კაფსულიანი ყავის აპარატების უპირატესობებია:

 

ყავის მომზადების სისწრაფე და სიმარტივე;

ყავის აპარატის კომპაქტურობა;

ყავის თითოეული კაფსულა წარმოადგენს ნატურალური დაფქვილი ყავის ჰიგიენურ, ინდივიდუალურ შეფუთვას, რომელიც განკუთვნილია ერთი პორცია ყავის სასმელის მოსამზადებლად;

ყავა ინარჩუნებს ორგანოლეპტიკას (ჰერმეტულობის დამსახურებით, კაფსულისგან მომზადებულ ყავას აქვს განუმეორებელი, ნათლად გამოხატული არომატი და ინტენსიურობა);

კაფსულიანი ყავის აპარატი ნაკლებად ხმაურიანი და მეტად ხელმისაწვდომი ღირებულებისაა ყავის სხვა სახის აპარატებთან შედარებით.

მოხმარების შემდეგ, ყავის აპარატი მარტივად უკუაგდებს ცარიელ კაფსულას, რასაც თითქმის ნულამდე დაჰყავს მოვლა-მომსახურებისთვის გაწეული ძალისხმევა და პრაქტიკულად გამორიცხავს მისი მწყობრიდან გამოსვლის რისკს აპარატის მარტივი კოსტრუქციის გამო;

მარტივად არის შესაძლებელი ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ფინჯანი სხვადასხვა ტიპის ყავის მომზადება (მოსახერხებელია იმ შემთხვევაშიც, როცა ოჯახის სხვადასხვა წევრები უპირატესობას სხვადასხვა გემოს ყავას ანიჭებენ).

კაფსულის ინდივიდუალური შეფუთვას გააჩნია ხანგრძლივი შენახვის ვადა ჰერმეტულობის დაურღვევლობის შემთხვევაში.

ყავის კაფსულების მსოფლიო ბაზრის წამყვანი ლიდერები არიან: Nespresso (შვეიცარია), Lavazza (Lavazza Blue, Lavazza a modo mio...) (იტალია), Bialetti(იტალია), Cremesso (შვეიცარია), Tassimo (საფრანგეთი), Keurig, Gloria jean’s Coffees, Lui L’espresso (იტალია), Dolce Gusto (Carraro, Mocha...) (შვეიცარია), IperEspresso (იტალია), Starbucks, Bestpresso, Di Maestri (იტალია), Kissmeorganics, Zepresso (იტალია), Gourmesso, Squesito (იტალია) და სხვა ბრენდები.

ბრენდების უმეტესობას აქვს კაფსულების არჩევანის საკმაოდ ფართო სპექტრი. მაგალითად, Nespresso-ს ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს 22 და მეტ სხვადასხვა კაფსულას, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ყავის ბლენდებით, მოხალვის მეთოდით, ინტენსივობით, სიმაგრით, საგემოვნო თვისებებით. რა თქმა უნდა ასორტიმენტში შედის არომატიზირებული ვარიანტებიც.

გაითვალისწინეთ, რომ კაფსულების რეალიზაცია ძირითადად ხდება არა ცალობით, არამედ პაკეტებით. პაკეტებში კაფსულების რაოდენობა განსხვავებულია - 8, 10, 12, 16 და ა.შ. როგორც წესი კაპუჩინოს ან ლატეს პაკეტებში მოთავსებულია 8-დან 20-მდე ყავის და 8-დან 20-მდე მშრალი რძის კაფსულა. 

ესპრესოს შემთხვევაში კი პაკეტში კაფსულების რაოდენობა შეიძლება იყოს 10-იც და 100-იც. პაკეტში კაფსულების რაოდენობა ფასზე განსაკუთრებით დიდ გავლენას არ ახდენს, რადგან ფასის დაანგარიშება ხდება პორციების მიხედვით.

 

კაფსულიანი ყავის აპარატების მუშაობის პრინციპი

 

კაფსულიანი ყავის მადუღარა (აპარატი) მუშაობს იგივე პრინციპით, როგორც "Pump-Espresso", მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფხვნილის სახით გამოიყენება არა დაფქვილი ყავა, არამედ ყავა სპეციალურ კაფსულებში.

თავდაპირველად ყავის კაფსულა თავსდება ყავის აპარატის სპეციალურ განყოფილებაში. ჩართვის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ აპარატის ჭკვიანი მექანიზმი კაფსულას უკეთებს სამ ნასვრეტს, რის შედეგადაც ჰაერის მძლავრი ნაკადით ხდება კაფსულაში მოთავსებული ყავის არევა.

წყალი ყავის ნაკვეთურში (საწვეთურში) შედის მაღალი წნევით, ხოლო ცარიელი კაფსულა ავტომატურად ამოვარდება მადუღარადან.

სურნელოვანი ყავა ჩამოისხმება ფინჯანში, ხოლო დამუშავებული, ნარჩენი ყავის ნალექი ხვდება სპეციალურ ჭურჭელში. რაც უფრო დიდია ეს ჭურჭელი, მით უფრო იშვიათადა არის საჭირო მისი დაცლა და გასუფთავება.

რამდენადაც ნებისმიერი „კაფსულის სტანდატი“  ნიშნავს - ყავის აპარატს + ყავის კაფსულა, ყოველი ახალი მწარმოებელი მომხმარებელს სთავაზობს საკუთარ ხედვას, საკუთარ გადაწყვეტილებას, ყავის აპარატისა და კაფსულების თავისებურებებს.

ნებისმიერ კაფსულის სტანდარტის ყავის აპარატს აქვს საკუთარი ტექნიკური მახასიათებლები: გამათბობელი ელემენტი, ტუმბოს წნევა, მოხმარებული სიმძლავრე, წინასწარი ინფუზიის (წინასწარი მოხარშვის) შესაძლებლობა, გადაპროგრამების ფუნქცია და ა.შ.

კიდევ უფრო მეტი სხვაობაა კაფსულების სტრუქტურაში: სხვადახვა სტანდარტებს - მაგალითად ევროპული სტანდარტის და ამერიკული სტანდარტის კაფსულებს გააჩნია საკუთარი ზომები და დიზაინი. აგრეთვე შიდა სტრუქტურის (მემბრანა, სარქველები) - არსებობა ან არ არსებობა.

თავად კაფსულები - მწარმოებლიდან - მწარმოებლამდე განსხვავდება: დაფქვის, მოხალვის და ტემპერირების (დატკეპნის) მახასიათებლებით, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებულია კომპანიის წარმოების შესაძლებლობებზე, პროდუქტის პოზიციონირებაზე და იშვიათად ყავის მომზადების ტრადიცებზე.

კაფსულიანი ყავის მომზადების სტანდარტები ძირითადად მუშაობს ერთი პრინციპით, თუმცა ტექნოლოგიები იხვეწება და ვითარდება. მაგალითად, 2019 წელს  კომპანიამ - Nespresso, დანერგა ყავის კაფსულის ახალი სტანდარტი Nespresso Vertuo, რომელიც იყენებს ტექნოლოგიას - Centrifusion. 

ახალი ტექნოლოგია ემყარება ცენტრიდანული ძალის გამოყენებას, რომელიც წარმოიქნება ყავის აპარატში მოთავსებულ კაფსულაში წყლის მიწოდების მომენტში მისი 7000 ბრუნვა/წუთში სიჩქარით ბრუნვის შედეგად.

თითოეული ბლენდისთვის გამოიყენება სასმელის მომზადების ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც მითითებულია შტრიხკოდში (მსგავსი სისტემა აქვს Tassimo სტანდარტს). 

კაფსულის ტიპები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმის და დაპროგრამებული სასმელის მოცულობის მიხედვით, 40-დან 414 მილილიტრამდე.

კაფსულის ახალი სტანდარტი, ერთი შეხედვით თითქოსდა ეწინააღმდეგება ესპრესოს იდეას (ყავის მცირე რაოდენობა, რომელიც მომზადებულია დიდი წნევით მიწოდებული ცხელი წყლით), მაგრამ მეორეს მხრივ მეთოდი არ წარმოადგენს გაფილტრული ყავის მომზადების ახალ ვარიანტს.

Nespresso Vertuo - შეიძლება დავახასიათოთ, როგორც შავი ყავის მომზადების ჰიბრიდული მეთოდი.

 

კაფსულების მასალა

 

თანამედროვე მასალები, რომლისგანაც მზადდება ყავის კაფსულები, ინერტულია, აბსოლიტურად უსაფრთხო და არ შედიან რეაქციაში პროდუქტთან.

ყავის კაფსულის მასალები ადვილად ექვემდებარება გადამუშავებას და არავითარ ზიანს არ აყენებს გარემოს.

სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ყავის კაფსულები:

ალუმინის ფოლგა - ძირითადი მასალა, რომელსაც იყენებენ ყავის კაფსულების მწარმოებლების უმეტესობა.

პლასტმასი/პოლიმერი - ეს არის კვებითი დანიშნულების პროდუქტებისთვის განკუთვნილი მასალა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, არ გააჩნია უსაიმოვნო სუნი და არ შედის რეაქციაში ყავასთან.

კომბინირებული - კაფსულის საფუძველი დამზადებულია პოლიმერული მასალებისგან, ალუმინის ფოლგისგან და დამატებული აქვს მცირეოდენი ცელულოზა.

ბიოდეგრადირებული - სპეციალური მასალა, რომელიც გარემოში მოხვედრის შემთხვევაში, მცირე დროის შემდეგ იწყებს დაშლას და ნადგურდება.

 

ერთჯერადი და მრავალჯერადი კაფსულები

 

როცა საუბარია ყავის კაფსულაზე, მომხმარებლებში იგი ასოცირდება ერთჯერად საშუალებასთან, რომელიც გათვლილია ერთ პორცია ყავაზე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შევეცდებით ერთი კაფსულიდან მივიღოთ ერთ ფინჯანზე მეტი ყავა? - მიღებული სასმელი მხოლოდ გარეგნულად დაემსგავსება ყავას, მაგრამ სინამდვილეში იქნება შეფერილი წყალი გემოსა და სუნის გარეშე, თუმცა კოფეინის მეტი დოზით, რაც არა მხოლოდ უგემურია, არამედ სახიფათოც  შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის.

თუმცა, როცა ცნობილია  - "მოთხოვნა ბადებს მიწოდებას", ამიტომ სამომხმარებლო ბაზარზე არსებობს მრავალჯერადი გამოყენების ყავის კაფსულებიც: 

მრავალჯერადი გამოყენების ყავის კაფსულები - როგორც წესი ეს არის ცარიელი კაფსულები, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი (ხსნადიც კი) ყავის მოთავსება. მთავარია ყავა იყოს წვრილად დაფქვილი.

ასეთი ნაწარმი არ არის დაკავშირებული კაფსულის ყავის აპარატების ბრენდებთან და იგი იწარმოება სხვა მწარმოებლების მიერ. თუმცა, ბოლო დროს ბევრი ცნობილი ბრენდი არის დაინტერესებული მაღალხარისხიანი მრავალჯერადი ყავის კაფსულების დამზადებით.

მრავალჯერადი კაფსულას აქვს თითქმის ანალოგიური ფორმა, როგორიც ერთჯერადი კაფსულის ბრენდების უმეტესობას და მისი გამოყენება დაახლოებით 10-30-ჯერ არის შესაძლებელი.

მეორადი დანიშნულების ყავის კაფსულები -  შეიძლება ორიგინალი ყავის კაფსულის განმეორებით გამოყენება. ამისთვის საჭიროა მისი გარეცხვა, გაშრობა და ფორმის მომზადება, რომელშიც მოთავსდება წვრილად დაფქვილი ყავა, რომელიც ბოლოს აუცილებლად უნდა ჩაიტკეპნოს ტემპერის (ბარის აქსესუარი) საშუალებით. 

ეს არ არის რთული პროცესი, მხოლოდ მცირეოდენი პრაქტიკააა საჭირო.

მრავალჯერად ყავის კაფსულებს - ეს არის ცარიელი მეტალის კაფსულა რომელსაც ფსკერზე აქვს ბადე, რომელიც მოგვაგონებს ცხაურას 

ასევე კაფსულის თავსახურებს ფოლგისგან (ყავის კაფსულისთვის) და ქაღალდისგან (ჩაის კაფსულისთვის).

ამ მეთოდების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ყავის კაფსულების ძირითადი უპირატესობა - ჰერმეტულობა, - იკარგება. ვერავითარი მრავალჯერადი ყავის კაფსულა გემოთი ახლოსაც ვერ მივა ორიგინალს

აღარაფერს ვამბობთ ფაქტზე, რომ ყავის კაფსულების აპარატები თავიდანვე გათვლილია ერთჯერად კაფსულებზე.

გახსოვდეთ, რომ მართალია მრავალჯერადი კაფსულების ხარისხი დაიხვეწა და კიდევ უფრო იხვეწება, მაგრამ ვერც ერთი მაღალხარისხიანი ყავის კაფსულა გემოთი და არომატით ვერ მიუახლოვდება ორიგინალ პროდქუტს.

თუმცა, თუ ამის საჭიროება მაინც დადგა, ან უბრალოდ ექსპერიმენტები გიყვართ და თავად გსურთ სხვადასხვა განსხვავებული კუპაჟების დამზადება,  კომპანიები Sealpod, CM lid – Coffeduck, Capsulin, My Cap, Emohome, Xawax და სხვა... წარმოგვიდგენენ სხვადასხვა ტიპის მრავალჯერად კაფსულებს, რომელიც ერთმანეთისგან ასევე განსხვავდება ხარისხით და ყავის მომზადების მხრივ კომფორტითა და სიმარტივით.

მაღალი ხარისხის კაფსულებს მოყვება დოზატორი, ფუნჯი და მათი ბორტი უფრო მოსახერხებელია კაფსულაში ყავის ჩასატვირთად, ხოლო კაფსულის მასალა უფრო მკვრივია, ამასთან ეკოლოგიურად სუფთა და უძლებს მეტ ატმოსფერო წნევას.

შესაბამისად, დაბალი კლასის ყავის კაფსულაში ყავის ჩატვირთვა უფრო რთული და მოუხერხებელია. კაფსულის მასალაც ნაკლებად უძლებს ფიზიკურ ზემოქმედებას და მალე დეფორმირდება.

შესაბამისად განსხვავდება მაღალი და დაბალი ხარისხის მრავალჯერადი კაფსულით მიღებული ყავის ხარისხიც.

 

არსებობს თუ არა ძვირაღირებული ყავის კაფსულების ალტერნატივა

 

ყავის კაფსულების ძირითადი ნაკლი მისი მაღალი ღირებულებაა, თუმცა შესაძლებელია ძვირადღირებული კაფსულის შეცვლა უფრო დაბალი ღირებულების ალტერნატივით. მაგალითად  მაგალითად, ბრენდს - Nespresso - აქვს  Di Maestri-ის ანალოგიური კაფსულები, რომელიც ფორმით ძალიან წააგავს ორიგინალებს, ამიტომ მათი გამოყენება ყავის აპარატში შესაძლებელია.

ბრენდს აქვს ევროპული სახელწოდება და აწარმებს კარგი ხარისხის კაფსულებს, რომელთა ღირებულება მნიშვნელივნად ნაკლებია ორიგინალი ყავის კაფსულების ფასზე. 

საერთო ჯამში არ შეიძლება ითქვას, რომ Nespresso - ძვირადღირებული კაფსულებია, იგი უფრო მიეკუთვნება ფასების საშუალო სეგმენტის კატეგორიას.

 

შესაძლებელია თუ არა, ყავის კაფსულები იყოს ფალსიფიცირებული

 

არსებობს გავრცელებული მითები იმის შესახებ, რომ ყავის მწარმოებლები კაფსულებში იყენებენ  უხარისხო, ფალსიფიცირებულ ან სხვადასხვა ქიმიური არომატიზატორებით გაჯერებულ ყავას.

ამ მითებს არავითარი საფუძველი არ გააჩნია, თუმცა უარყოფითად მოქმედებს ისედაც კონსერვატულად განწყობილი ყავის მომხმარებლების ცნობიერებაზე.

აი, მიზეზები, თუ რატომ არის გამორიცხული ყავის კაფსულების შიგთავსი არ იყოს ნატურალიური მაღალხარისხიანი ყავა:

ნებისმიერი საკვები პროდუქტი, რომელიც იწარმოება ოფიციალურად, ექვემდებარება მკაცრ კონტროლს. თუ მწარმოებლის მიერ ეტიკეტზე მითითებულია შემადგენლობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, იგი დაკარგავს ლიცენზიას, შესამაბისად კი ბიზნესს. ამიტომ, თუ მაგალითად შეფუთვაზე მითითებულია 100%-იანი არაბიკა, ეს ნამდვილად ასეა და ყავა არ შეიცავს არავითარ ხელოვნურ მინარევებს, ქიმიურ დანამატებს და არომატიზატორებს.

მწარმოებლება არა აქვთ მოტივი, თუ რატომ უნდა გაიფუჭონ პრეტიჟი და გააყალბონ ისედაც მაღალი ღირებულების ყავის კაფსულები. მაგალითად ცნობილი ყავის ბრენდი Paulig - აწარმოებს არა მხოლოდ კაფსულებს, არამედ ნებისმიერი სახის ყავას და არავის ეპარება ეჭვი, რომ Paulig-ის პაკეტებში მოთავსებული დაფქვილი ყავა არ არის ნატურალური. შესაბამისად აზრს მოკლებულია მისი მიერ წარმოებული ყავის კაფსულების ხარისხში ეჭვის შეტანა.

კაფსულების გრძელვადიანი შენახვისთვის არავითარი დანამატები არ არის საჭირო. კაფსულის შიგნით არის ინერტული გაზი, რაც ხელს უშლის ვაკუუმში ყავის ჟანგვის პროცესს. ანტიოქსიდანტური დანამატების გამოყენების შემთხვევაში კი ისინი მოხვდებოდა პროდუქტის შემადგენლობაში.

ამგვარად, ყავის კაფსულები შეიცავს სუფთა, ხარისხიან ყავას ყოველგვარი მინარევების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ეხება ცნობილ, მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებლებს და არა საეჭვო დასახელებისა და წარმოშვების უცნობ პროდუქციას.

ამიტომ, ნუ აუვლით გვერდს და ნუ შეგეშინდებათ ყავის კაფსულების შეძენის. დღესდღეობით ეს ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა - ყავახანის, კაფის ან რესტორნის დონის მაღალხარისხიანი ყავის სახლის პირობებში მოსამზადებლად.

შესაძლოა კაფსულა არ არის დაბალი ღირებულების, თუმცა უფრო მომგებიანი და გაცილებით სწრაფი მეთოდია კაფსულიანი ყავის მომზადება ვიდრე ყავახანაში სტუმრობა.

 

რას ნიშნავს სხვადასხვა ფერის ყავის კაფსულები

 

ყავის კაფსულები ფერების მიხედვით სხვადასხვა მწარმოებელთან შეიძლება განსხვავებული იყოს.

ღია ფერის კაფსულა  სულაც არ ნიშნავს, რომ მის დასამზადებლად გამოყენებულია მსუბუქად მოხალული ყავა.

როგორც წესი, ფერთა გამა ასახავს ყავისთვის დამახასიათებელ საგემოვნო-არომატულ თვისებებს.

მაგალითად, Nespresso-ს ლურჯი ორიგინალური კაფსულები  გაჯერებულია ყვავილოვანი ნოტებით;

მუქი ყავისფერი - მერქნისა და მარცვლეულის გემოსკენაა მიმართული;

მწვანე კონტეინერებში შეფუთული ორგანული ყავა - Kimbo Bio, ნუშისა და სანელებლების გემოებისკენ იხრება.

იგივე ფერის, მწვანე შეფუთვაში წარმოდგენილი  L'OR ის კაფსულა კი გვთვაზობს მაყვლისა და ციტრუსების არომატებს.

და ასე შემდეგ...

 

ყავის კაფსულების სტანდარტი

 

სამომხმარებლო ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ფორმატის ყავის კაფსულები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ზომებით, ასევე მომზადებული ყავის მოცულობით და არმატიზირებული გემოებით.

ძირითადად გავრცელებულია ევროპული (37 მმ) და ამერიკული (51 მმ) სტანდარტი. არსებობს ყავის კაფსულიანი აპარატი, რომელიც ამზადებს ესპრესოს, კაპუჩინოს, ლატეს და თავსებადია როგორც ევროპული, ასევე ამერიკული სტანდარტის კაფსულებისთვის.

თუმცა არსებობს სხვა სტანდარტებიც. გავაკეთოთ მოკლე მიმოხილვა:

Nespresso (37 მმ. (კაფსულის სიგანე) X 30 მმ. (კაფსულის სიმაღლე) - (Lavazza, Caffe Boasi, Ecaffe, Gimoka, Julius Meinl, La coffina) - თავსებადია - citiz, Lattissima, Kitchenaid, Pixie, Nespresso U, Inissia, Delonghi, Krups, Miele - ბრენდების ყავის აპარატებთან.

Espresso point (39.2 X 20.5 მმ.) – წარმოადგენს: - Lavazza, Coffee Poli, Musetti, illy, Nero Aroma ბრენდების კაფსულებს;

Lavazza Blue – (47 X 27 მმ.) -  წარმოადგენს: - Totti, Lavazza - ბრენდის კაფსულებს;

Caffitaly – (45 X 25 მმ) - (BlaserCafe, Ecaffe, Julius Meinl);

Dolce Gusto (Gimoka) - (37 X 54მმ.) შემდეგი ბრენდების ყავის აპარატებისთვის: - Circolo, Piccolo, Dolce Gusto, Drop, Dolce Gusto Genio, Oblo, Melody, MiniMe, Krups;

K-fee - Espresto K-fee (45მმ X 25მმ);

Modo Mio - Lavazza Modo Mio (47მმ X 17მმ);

პრაქტიკულად ყველა ძირითადი სტანდარტი თავს ართმევს ესპრესოს და მის საფუძველზე მომზადებული სასმელების მომზადებას. ამასთან, ორიგინალური შეიძლება იყოს კაფსულის ფორმა, სტრუქტურა (მაგალითად, როგორც აქვს Di Maestri და IperEspresso) ან ყავის მომზადების ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებულია ყავის აპარატებში (Tassimo, Nespresso Vertuo). სწორედ ასეა - Nespresso Origin, Lavazza და Dolce Gusto-ს შემთხვევაში. 

გამონაკლისს წარმოადგენს ტექნოლოგიურად უფრო რთული სტანდარტების გადმოღება, მაგალითად - IperEspresso ან Di Maestri, თუმცა მათი წილი კაფსულების საერთაშორისო ბაზარზე უმნიშვნელოა.

 

როგორ ავირჩიოთ ყავის კაფსულები (მოკლე სახელმძღვანელო)

 

ყავის აპარატისთვის განკუთხვნილი ყავის კაფსულები იძლევა ყავის ჯიშების ფართო არჩევანს ყავის ნამდვილი გურმანებისთვის. 

პროფესიონალურად შერჩეული დაფქვისა და მოხალვის დონე, შემადგენლობა და ოსტატური კუპაჟირება (სხვადასხვა ჯიშების შერევა უნიკალური გემოსა და არომატის მისაღებად), ბრენდულ კომპანიებს აძლევს ყავის განუმეორებელი სახეობების შექმნის საშულებას.

როგორ შეიძლება შევარჩიოთ ყავის კაფსულები ისე, რომ წინასწარ არ მოვახდინოთ რეალიზაციაში არსებული მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გემოს მქონე კაფსულების დეგუსტაცია?

ამისთვის გავეცნოთ ყავის კაფსულების ბლენდების ძირითად მახასიათებლებს:

სასმელის ტიპი - კაფსულის არჩევის დროს, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, თუ რა ტიპის სასმელის მომზადება გსურთ, რადგან თანამედროვე ყავის კაფსულიან აპარატებს შეუძლია არა მხოლოდ ყავის, არამედ ჩაის, კაკაოს, რძისა ან ცხელი შოკოლადის კაფსულების მომზადება.

ამ შემთხვევაში, რადგან თემა ეხება ყავის კაფსულებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს შეიძლება იყოს ამერიკანო ან ესპრესო, ლატე ან კაპუჩინო, მოკაჩინო, ლუნგო, რისტრეტო, კორტადო. 

ესპრესო, ამერიკანო, რისტრეტო, ლუნგო - ეს არის ყავის ტიპები რძის გარეშე, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ყავის და ცხელი წყლის თანაფარდობით განსხვავდება. 

მათგან ყველაზე ძლიერია - რისტრეტო. მის შემადგენლობაშია ბევრი ყავა და ცოტა წყალი. ყველაზე რბილია - ამერიკანო. ესპრესო კლასიკური სასმელია, საკმაოდ ძლიერი, მაგრამ უფრო რბილი, ვიდრე რისტრეტო.

ორმაგ ესპრესოში - 60 მლ წყალში ზავდება 18-22 გრ ყავა. ლუნგო - ესპრესოს მსგავსია, მაგრამ  უფრო მწარე გემო აქვს და მომზადებას ცოტა მეტი დრო სჭირდება.

რაც შეეხება რძიანი ყავის ტიპებს - კაპუჩინო, ლატე, მოკაჩინო და კორტადო, მათ რძე დამატებული აქვთ სხვადასხვა პროპორციით.

კაპუჩინო მზადდება სქელი რძის ქაფისა და მცირე რაოდენობით გაცხელებული რძის დამატებით. 

ლატეს ამზადდებენ ესპრესოს საფუძველზე, დიდი რაოდენობით გაცხელებული რძისა და ქაფის დამატებით. 

ლატეში, - ესპრესოს ერთ წილზე მოდის რძის ორი და რძის ქაფის ერთი წილი; კაპუჩინოში - ქაფს და რძეს ესპრესო თანაბარი პროპორციით ემატება. 

მოკაჩინო - ლატეს სახეობაა, რომელშიც დამატებულია ცოტაოდენი შოკოლადი ემატება. 

კორტადო მზადდება ესპრესოსგან რძის დამატებით - ერთ-ერთ პროპორციებში.

სასმელის გემო - ყურადღება მიაქციეთ სასმელის გემოს. ბევრი მწარმოებელი კაფსულებში ურევს სხვადასხვა ამორტიზატორებს. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყავა - ვანილის, კარამელის, ტყის თხილის, ქოქოსის, ჟოლოს, ლიქიორების, ციტრუსების, შოკოლადის, უკოფეინო და ა.შ სხვადასხვა არომატებით. 

ძალიან ხშირად ეს არომატები არ არის ზედმეტად თავსმოხვეული. პირიქით - დელიკატური, გემრიელი და სასიამოვნოა.

მოხალვის ხარისხი - ყავის მოხალვის ხარისხს გავლენას ახდენს ყავის საგემოვნო თვისებებზე. ღიად მოხალულ ყავას ჩვეულებრივ მომჟავო გემო აქვს. საშუალოდ მოხალულს - მომჟავო-მოტკბო - მცირე სიმწრით, მუქი კი - მწარე, მკაფიოდ გამოხატული მოხალული ყავის არომატით. 

ჩვეულებრივ, მოხალვის ხარისხი მითითებულია კაფსულის შეფუთვაზე. ამიტომ, თუ უპირატესობას მოხალვის რომელიმე ხარისხს ანიჭებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ ნიშანს. 

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ მოხალვის ხარისხი შეიძლება ხასიათდებოდეს განსხვავებული გემოთი და არომატით, ამიტომ შესაძლოა ღირდეს საცდელად სამივე  ტიპის ყავის შეძენა, რათა დაადგინოთ, რომელია ტქვენთვის ყველაზე მისაღები.

ინტენსიურობა - არ აგერიოთ სასმელის სიძლიერეში. ინტენსიურობა აერთიანებს ყავის ბლენდის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ყავის სიმკვრივე, გემო და არომატი.

მაგალითად:

ნესპრესოს კაფსულების ინტენსიურობის მაჩვენებელი 4-5 - ეს არის რბილი და არომატული ყავის ბლენდები;

ინტენსიურობის მაჩვენებელი 6-8 - ჰარმონიული ყავის კუპაჟები ხავედოვანი გამოყოლი გემოთი;

ინტენსიურობის მაჩვენებელი 9-12 - ყავას აქვს მკვრივი ტექსტურა, მკაფიოდ გამოხატული მდიდრული გემო.

სიმწარე და მჟავიანობა - ყავის სიმწარე ვლინდება არაბიკასა და რობუსტას ნაზავებში, განსაკუთრებით თუ იგი მუქად არის მოხალული. 

ბლენდს, რომელიც შეიცავს 100% არაბიკას, საშუალო ხარისხის თერმული დამუშავების შემთხვევაში გააჩნია სიმწარის, სიტკბოსა და მჟავიანობის კარგი ბალანსი.

ღია ფერის მოხალულ ყავას ნაზი გემო აქვს. ასეთი ბლენდები იდეალურია რძესთან კომბინაციაში.

კოფეინის შემცველობა - ყავის ერთი კაფსულა შეიცავს 1-2% კოფეინს. თუ რაიმე მიზეზით მომხმარებელს ეკრძალება ტრადიციული ყავის მიღება, არჩევანის გაკეთება შეიძლება უკოფეინო ნაზავზე (Decaffeinato), რომელშიც კოფეინის შემცველობა შეადგენს 0.1%-ზე ნაკლებს.

ფინჯანის მოცულობა - კაფსულების ერთი სახეობა განკუთვნილია ლუნგოს მოსამზადებლად, რომლის პორციის მოცულობა - 110 მილილიტრი, სხვა კაფსულები - ესპრესოსთვის - მოცულობა 40 მილილიტრი.

მწარმოებლები უშვებენ ბლენდებს, რომელიც იძლევა ერთნაირად შესანიშნავ შეგრძნებას ერთი ფინჯანი ესპრესოს (40 მლიტრი) ან რისტრეტოს (25 მლიტრი) შემთხვევაში. მეორე (რისტრეტოს) შემთხვევაში სასმელი გემო ოდნავ მაგარია.

კაფსულის სტანდარტი - რა თქმა უნდა სასურველი ყავის კაფსულის შერჩევა გემოვნების საქმეა, მაგრამ მაინც, საკუთარი შეგრძნებები და შეფასება დიდძალად არის დამოკიდებული კაფსულის სტანდარტის ტექნიკური მახასიათებლებზე:

განუმეორებელი ყავის მომზადება არის შესაძლებელი ყავის აპარატში - 15 ბარი და ზემოთ წნევის ქვეშ. გარდა ამისა, სასმელის სიმკვრივეზე და გემოს ინტენსიურობაზე დიდ გავლენას ახდენს ყავის რაოდენობა და კაფსულის კონსტრუქციის თავისებურებები. 

კერძოდ, რაც უფრო მეტია ყავის რაოდენობა კაფსულაში (6-დან 10 გრამამდე) რომელიც აღჭურვილია ფილტრებით ან მემბრანით, მით უფრო მდგრადი კონსისტენციის, საუკეთესო ინეტენსივობის და დასამსოვრებელი გემოსა და არომატის იქნება სასმელი.

ყავის კაფსულის თავსებადობა - სხვადასხვა მწარმოებლის ყავის კაფსულას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, რომელიც არ იყოს თავსებადი თქვენს ყავის აპარატთან.

მაგალითად - Nespresso-ს ყავის კაფსულები არ არის თავსებადი - Lavazza-ს ყავის აპარატებთან.

ინფორმაცია სხვადასხვა ყავის აპარატებთან თავსებადობის შესახებ მითითებულია (ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს) კაფსულის შეფუთვაზე.

ყავის კაფსულის ტიპი - დააზუსტეთ კაფსულის ტიპი. იგი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი.

ერთჯერადი კაფსულა ეკოლოგიურია, გააჩნია განუმეორებელი გემო და უკეთესად ინარჩუნებს არომატს.

მრავალჯერადი კაფსულები კი ცუდად ინარჩუნებს არომატს, ხოლო გემო ბევრად ჩამოუვარდება ერთჯერადი კაფსულისგან ჩამოსხმულ ყავას. გარდა ამისა, საჭიროებენ მუდმივ გაწმენდასა და მოვლას.

სად შევძინოთ - ყავის კაფსულები უნდა შევიძინოთ უშუალოდ ბრენდის მწარმოებლებთან ან სპეციალიზირებულ მაღაზიებში.

ბაზრობებზე ან საეჭვო დაწესებულებებში ყავის კაფსულების შეძენის შემთხვევაში, მაღალია რისკი, რომ ხელთ არა მხოლოდ უხარისხო პროდუქცია შეგრჩეთ, არამედ ცუდად იმოქმედოს ყავის აპარატის ტექნიკურ მახასიათებლებზე და შესაძლოა ავნოს კიდეც თქვენს ჯანმრთელობას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ