მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1408 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

კაპუჩინოს წარმოშობის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა სასმელი, მსგავსი სახელწოდებით  Kapuziner (კაპუზინერი), რომელსაც ავსტრიის ყავის დაწესებულებებში მიირთმევდნენ, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში თარიღდება. 

თუმცა კაპუზინერს არაფერი ჰქონდა საერთო თანამედროვე კაპუჩინოსთან. მის შემადგენლობაში შედიოდა: შავი ყავა, შაქარი, ნაღები და სხვადასხვა დანამატები - (სანელებლები და კვერცხის გული (თუმცა პროპორციები უცნობია).

ტერმინი „კაპუჩინო“ იტალიურ ენაში გვხვდება 1930 წლიდან. თავად  სახელწოდება (it. Cappuccino) უკავშირდება კაპუცინების იტალიური სამონასტრო ორდენის ბერებს, რომელთაც უყვარდათ რძით გაზავებული ყავის მირთმევა.

სიტყვა cappucio (ლათ. Caputium) იტალიურიდან ითარგმნება როგორც „კაპიუშონი“. 

ყავისფერი მოსასხამი მოკრემისფრო მაღალი კაპიუშონით, ორდენის ბერების ყოველდღიური ჩაცმულობის შეუცვლელი ატრიბუტი იყო და მართლაც მოგაგონებდათ ყავის თავზე მოყენებულ რძის ქაფის თავსაბურავს.

ასე რომ კაპუჩინო არსებობს ორი ტიპის:

ტრადიციული ვენური - რომელიც დღემდე შეგიძლიათ მიირთვათ ევროპის რიგ ქვეყნებში (მზადდება ყავისა და ნაღების კომბინაციით);

იტალიური - რომელიც ცნობილია ყავისა რძის ბალანსით.

ორივე მათგანმა იპოვა თავისი დანიშნულება, გავრცელდა სხვა მატერიკებზე და დღესდღეობით არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ იციან კაპუჩინოს შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კაპუჩინოს რეცეპტი საკმაოდ მარტივია, მკაფიოდ გამოხატული, განსაკუთრებული მახასიათებლების სასმელის მომზადება არც ისე იოლი ამოცანაა და არ არის ადვილად მიღწევადი.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იმართება ბარისტების მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც სადაც მსოფლიოს საუკეთესო ბარისტები წარმოაჩენენ საკუთარ პროფესიონალიზმს.

World Barista Championship & World Brewers Cup დაფუძნდა 1997 წელს ნორვეგიაში - ალფ კრამერის მიერ, რომელიც გახლდათ - European Specialty Coffee Association-ის პირველი პრეზიდენტი.

ნაზი რძეშერეული ყავის ქაფი, მსუბუქი სიტკბო და სითბო, რომელიც ფინჯანიდან გადაეცემა ხელის გულებს - კაპუჩინოს თვისებების მხოლოდ ნაწილია.

კაპუჩინოს თავისებურებაა ესპრესოსა და რძის გემოების იდეალური შეთავსება და საგემოვნო ნოტების მკაფიო გამოხატულება.

არსებობის რამდენიმე საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში კაპუჩინომ რამდენჯერმე შეიცვალა რეცეპტურა და გახდა ყავის მოყვარულთა ფავორიტი სასმელი.

 

კაპუჩინოს კლასიკური რეცეპტი

 

ტრადიციული კაპუჩინო შეიცავს ესპრესო, ცხელ რძეს და რძის ქაფს თანაბარი პროპორციით 1:1:1, მისი მომზადების დროს, მთავარი ხელოვნება ყავასა და ათქვეფილ რძეს შორის საზღვრის შენარჩუნებაა.

თანამედროვე კაპუჩინოს ყავის აპარატით ამზადებენ: თავდაპირველად ყავის ბოკალში ასხამენ ორმაგ პორცია ესპრესოს, შემდეგ უმატებენ იმავე რაოდენობის ცხელ რძეს და კომბინაციას აგვირგვინებენ იგივე პროპორციის მსუყე რძის ქაფის „ქუდით“.

გავრცელებულია მეორე ვარიანტიც: რძეს ასხამენ არა ცალკე, არამედ გულმოდგინედ თქვეფენ ისე, რომ სასმელის თავზე წარმოქმნება მოცულობითი რძის ქაფის ფენა, რომელიც ნაწილობრივ იხსნება ყავაში.

კაპუჩინოს მსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: 

60 მლ. ესპრესო;

60 მლ. რძე;

შაქარი გემოვნებით;

მომზადების პროცესი კი ასეთია: 

1. ესპრესოს ორმაგ პორციას (60 მლ) ასხამენ წინასწარ ორთქლით გამთბარ მაღალ ყავის ბოკალში ან ფინჯანში (მოცულობა მინიმუმ 150-180 მლ).

2. რძეს აცხელებენ 60-70 გრადუსამდე (მეორე ფინჯანში)  და თქვეფენ მიქსერით, სათქვეფით ან კაპუჩინატორით (პანარელო), სანამ მისი მოცულობა არ გაორმაგდება (ან არ გაზრდება 1.3-1.5-ჯერ).

3. რძის ფინჯანიდან ქაფს ამაგრებენ (იჭერენ) კოვზით და ფაქიზად ასხამენ (გადაწურავენ) რძეს ესპრესოს ფინჯანში. 

4. სურვილის მიხედვით ატკბობენ შაქრით და ზემოდან ადებენ რძის ფინჯანში დარჩენილ ქაფს.

კაფუჩინატორი (პანარელო) - არის მცირე ზომის მოწყობილობა (მეტალის ორთქლგამტარი მილი), რომლიდანაც მაღალი წნევით გამოდის ორთქლი. მისი საშუალებით ათქვეფილი ყავა იძენს მოტკბო გემოს და განსაკუთრებულად ფაქიზ სტრუქტურას მიკროსკოპული ზომის ბუშტუკების დამსახურებით.

 

კაპუჩინოს მომზადება სახლის პირობებში

 

მიკროტალღურ ღუმელის საშუალებით

 

1. თავდაპირველად, რძიან ჭიქას ათავსებენ მიკროტალღურ ღუმელში, რომელიც ჩართულია მაქსიმალურ სიმძლავრეზე, ვიდრე რძე არ გაიკეთებს წვრილ ბუშტუკებს (საშუალოდ ამ პროცესისთვის საკმარისია ერთი წუთი). მნიშვნელოვანია ყურადღება, რომ რძე არ გადმოვიდეს.

2. შემდეგ ცხელ რძეს თქვეფენ სათქვეფის ან მიქსერის საშუალებით და თანმიმდევრულად გადააქვთ ქაფი მეორე ჭიქაში. როდესაც რძის ნახევარი გარდაიქმნება ქაფად,  - ხარშავენ ორმაგ ესპრესოს, ასხამენ მასში დარჩენილ რძეს და თავზე ადებენ ქაფს.

 

ჯეზვეს ან ფრენჩ-პრესის საშუალებით

 

1. ყავას ადუღებენ ჯეზვეში ან ფრენჩ-პრესის საშუალებით. 

2. ცალკე ჭიქაში ცხელ რძეს თქვეფენ სათქვეფის საშუალებით.

3. მოდუღებულ ყავაში ასხამენ ცხელ რძეს და თავზე ადებენ რძის ქაფს.

კაპუჩინოს დამზადება შესაძლებელია უცხიმო რძით, სოიოს რძით ან უცხიმო ნაღებით, რაც კარგი გამოსავალია მათთვის ვისაც უყვარს კაპუჩინო, მაგრამ სურს მისი კალორიულობა ნაკლები იყოს.

კაპუჩინოს ყავის სასმელის მთავარი პიკანტურობა ბარისტების ოსტატობაა, რომლებიც რძის ქაფზე სხვადასხვა სახის სურათებს გამოსახავენ (გული, ფოთოლი, ყვავილი და სხვა...)

 

კაპუჩინოს ტიპები

 

კაპუჩინო ყავის რძიანის სასმელების მეფედ მიიჩნევა. იგი ძალიან წააგავს ლატეს, მაგრამ შეიცავს ნაკლები რაოდენობის რძეს და მეტი რაოდენობით რძის ქაფს. 

გარდა ამისა,  კაპუჩინოს  უფრო მცირე ზომის ფინჯნებით მიირთმევენ (ლატე - 300 მლ. - კაპუჩინო 180 მლ.)

ტრადიციული რეცეპტების გარდა გვხვდება კაპუჩინოს სხვადასხვა ვარიაცები:

Latte Art - კლასიკური კაპუჩინო, მხოლოდ ქაფზე შესრულებული სურათით. ზოგიერთ ბარისტას ეს საქმე ხელოვნების დონემდე ჰყავს აყვანილი და ისეთ სრულყოფილებას აღწევს, რომ ქაფზე სტუმრის სურათიც კი შეუძლია გამოსახოს.

Wet cappuccino (სველი კაპუჩინო) - ყავის კოქტეილი, რომელშიც ყავის, რძისა და ქაფის თანაფარდობაში ჭარბობს რძის რაოდენობა.

Dry cappuccino (მშრალი კაპუჩინო) - წინა რეცეპტის საპირისპირო ვარიანტი, სადაც ყავის კოქტეილში რძის რაოდენობა სხვა ინგრედიენტებზე ნაკლებია (რძის ქაფი შეიძლება იყოს იმდენივე, ან უფრო მეტი).

Iced cappuccino (კაპუჩინო ყინულით) - ბლენდერში თქვეფენ ცივ შავ ყავას და რძეს (პროპორციით 1:2), ყინულის ნატეხებს, შაქარს გემოვნებით. შესაძლებელია სიროფისა და/ან სანელებლების დამატება აგრეთვე რძის შეცვლა ნაღებით (მთლიანად ან ნაწილობრივ).

Cappuccino Freddo (ცივი კაპუჩინო) – მზადდება როგორც ტრადიციული კაპუჩინო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ცივი, მათ შორის აქაფებული რძეც.

Babyccino - ათქვეფილი რძე ყავის გარეშე (შესაბამისად კოფეინის გარეშე), ხშირად მიართმევენ სიროფთან ერთად.

 

კაპუჩინოს მიღების წესი

 

კაპუჩინოს წინასწარ 55-60 გრადუსზე გამთბარი ყავის ბოკლით ან ფინჯნით მიართმევენ. ხშირად ზემოდან აყრიან დარიჩინს. 

თავიდან ერთი ფინჯანი კაპუჩინოს მოცულობა 90 მლ. იყო. ამჟამად უფრო ხშირია 150-180 მლ-იანი პორციები. კაპუჩინო ენერგეტიული ღირებულება არის 60-75 კკალ.

კონტინენტურ ევროპაში კაპუჩინოს ტრადიციულად დილით, ძირითადად საუზმეზე, კრუასანთან, თეთრ ტოსტთან ან სხვა საკონდიტრო ნაწარმთან ერთად მიირთმევენ. 

იტალიაში, დილის 11 საათის შემდეგ კაპუჩინოს კოქტეილის მიღება ცუდ ტონადაც კი  მიიჩნევა, მითუმეტეს ხორციან ან ცხელი კერძებთან ერთად. ისინი სადილის შემდეგ ესპრესოს ანიჭებენ უპირატესობას.

განსხვავებული მიდგომა აქვთ ამერიკელებს, რომლებიც კაპუჩინოს მთელი დღის განმავლობაში გეახლებიან და მასთან ერთად არც ნოყიერ საკვების მიღებაზე ამბობენ უარს.

კლასიკურ კაპუჩინოს მიართმევენ წინასწარ გაცხელებული ყავის ბოკლით ან ფაიფურის ფინჯნით - მოცულობით 150-180 მლ. თუმცა ფასტფუდებში და Starbucks-ის ტიპის ყავის დაწესებულებებში გვხვდება პორციები - 600 მლ. მოცულობით.

 

კაპუჩინოს დადებითი და უარყოფითი თვისებები

 

ისევე, როგორც ყავის შემცველი ნებისმიერი სასმელი, კაპუჩინოც არაერთგვაროვან ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

დადებითი თვისებები:

ამხნევებს; ამაღლებს ადრენალინის დონეს; აუმჯობესებს შრომის ნაყოფიერებას.

არეგულირებს შაქრის დონეს; ხელს უშლის II ტიპის დიაბეტის განვითარებას; ებრძვის ჭარბ წონას (მხოლოდ კაპუჩინო შაქრის გარეშე).

აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს.

ამცირებს ზოგიერთი ტიპის კიბოს რისკს (მაგალითად - ფილტვების კიბოს);

შეიცავს ანტიოქსიდანტებს და დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე (ზომიერი დოზებით).

ემსახურება ალცგეიმერისა და ტვინის სხვა დაავადებების პროფილაქტიკას.

აუმჯობესებს განწყობას; ეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში.

უარყოფითი თვისებები:

კოფეინის პერედოზირება იწვევს არითმიას, ტრემორს (მთელი ტანის ან ცალკეული კიდურების კანკალი), მსუბუქ ღებინების შეგრძნებას.

შეიძლება გამოიწვიოს უძილობის და შფოთვის პროვოცირება.

ზოგჯერ ნეგატიურად მოქმედებს ორსულობის დროს ნაყოფის განვითარებაზე (ამ დროს რეკომენდებულია თუ ორსული შეზღუდავს ყავის მიღებას და დღეში მინიმუმ ერთი ფინჯანით შემოიფარგლება).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ