მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეორგანიზაცია-რეკონსტრუქცია. ამასთან, საიტის ფეისბუქ გვერდი გატეხილია. ვცდილობთ დავაჩქაროთ დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

საიტების მონეტიზაცია

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
 
  ნანახია 404 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებწლების წინ ინგლისში ჩატარდა გამოკითხვა - თუ რა იყო მე-19 საუკუნიდან დღემდე მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოგონება. გამოკითხვის შედეგებში, საკმაოდ დიდი უპირატესობით პირველი ადგილი ველოსიპედმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ველოსიპედმა დააგროვა ორჯერ მეტი ხმა, ვიდრე ინტერნეტმა და სხვა თანამედროვე გამოგონებებმა. 

 

 

 ფაქტები ველოსიპედების შესახებპირველი ველოსიპედი გამოიგონეს 1817 წლის დასაწყისში. გამოგონების ავტორი გახლდათ გერმანელი პროფესორი ბარონი კარლ ფონ დრეზი.

ველოსიპედი დამზადებული იყო ხისგან და არ გააჩნდა სატერფულები (პედლები).

მან საკუთარ გამოგონებას „Lauftmashcine“ დაარქვა, რაც ქართულად ითარგმნება როგორც „სარბენი მანქანა“. ხოლო ველოსიპედს მისი გვარიდან (Drais) გამომდინარე Draisine „დრეზინა“ უწოდეს.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებროგორც ცნობილია პირველ ველოსიპედებს არ გააჩნდა რეზინის საბურავები, ამიტომ მათ „ძვლების ჩხრიალს“ ეძახდნენ ხოლმე.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებპირველი ველო მაღაზია გაიხსნა ოჰაიოში 1903 წელს. მისი მფლობელები იყვნენ ძმები ორვილ და ვილბურ რაიტები.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებველოსიპედები ევროპაში პირველად გამოჩნდა 1800-იან წლებში. დღესდღეობით, მთელს მსოფლიოში მათი რაოდენობა მილიარდ ნახევარზე მეტს უტოლდება და ყოველწლიურად იზრდება.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებმსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ველოსიპედი ტრანსპორტის ძირითად საშუალებას წარმოადგენს.

 

 

დასაკეცი ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
LIFE 1.0 DOLPHIN 2.0 LIFE 1.2

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებველოსიპედის მოვლა, სერვისი და შენახვა ჯდება ყველაზე ეკონომიურ ავტომობილზე 20-ჯერ უფრო იაფი.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებწელიწადში მსოფლიოში იწარმოება 100 000 000-ზე მეტი ველოსიპედი რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ვიდრე ავტომობილებისა და მოტოციკლების წარმოება ერთად აღებული.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებჩინეთში ერთ ავტომობილზე მოდის 250 ველოსიპედი, გერმანიაში ოდნავ ნაკლები, შემდეგ მოდის ჰოლანდია და დანია.

სხვათა შორის ჩინეთში ველოსიპედების რაოდენობა აჭარბებს ნახევარ მილიარდს. ამ ქვეყანაში პირველი ველოსიპედი მე-19 საუკუნის ბოლოს შეიტანეს.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებამერიკელების მხოლოდ 1% იყენებს ველოსიპედს ქალაქში გადასაადგილებლად. სხვა სიტუაციაა ევროპაში: მაგალითად იტალიაში ორსაბურავიან სატრანსპორტო საშუალებას ირჩევს მოსახლეობის 5%, ნიდერლანდებში 30%, ხოლო გერმანიაში 10-დან 8 15 წლის ზემოთ ადამიანს გააჩნია საკუთარი ველოსიპედი.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებ1935 წელს ცნობილმა ამერიკელმა ავანტიურისტმა ფრედ ბირჩმორმა ველოსიპედით იმოგზაურა დედამიწის გარშემო. მისმა მარშრუტმა, რომელიც მოიცავდა ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებს, შეადგენდა 40 000 მილს, რომლის ნახევარი ბირჩმორმა - 20 000 მილი ველოსიპედით გაიარა, ხოლო დანარჩენი ნახევარი ნავით დაფარა.

მოგზაურობის დროს მან გაცვითა 7 წყვილი საბურავი.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებველოსიპედებს წარმატებით იყენებდნენ ომებში. მაგალითად იგი გამოიყენა იაპონიამ 1937 წელს ჩინეთის, ხოლო 1941 წელს სინგაპურის წინააღმდეგ. 

ვერმახტში, ველოსიპედისტების დანაყოფები ყველა ქვეითი დივიზიის დაზვერვის ბატალიონებში შედიოდა. გარდა იმისა, რომ ველოსიპედს არ სჭირდებოდა ბენზინი, იგი შეუცვლელი საშუალება იყო ათასობით ჯარისკაცის ერთი ადგილიდან მეორემდე, მოწინააღმდეგისთვის შეუმჩნევლად გადასროლისთვის.

შვეიცარიის არმიაში ველოსიპედები შეიარაღებიდან მოიხსნა 2003 წელს. შრილანკაში კი დღემდე არსებობს ველოსიპედისტების სამხედრო დანაყოფი.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებმჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში ხშირად შეხვდებით პოლიციელებს, რომლებიც პატრულირებას ეწევიან ველოსიპედების საშუალებით.

მათ არ აშინებთ არავითარი საცობები და თავისუფლად გადაადგილდებიან ფეხმავალ ზონებში.

 

 

ტურისტული ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
TOURING 1.0
TOURING 1.0 TOURING 1.1

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებყველაზე ძველი და ერთ-ერთი ყველაზე დამქანცველი მარათონი ველომარათონთა შორის არის - პარიზი-ბრესტი-პარიზი - დისატანცია 1200 კმ.

ეს მარათონი დღემდე იმართება.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებველოსიპედის მაქსიმალური შესაძლო სიჩქარის მსოფლიო რეკორდია 268 კმ/სთ. ასეთი დაუჯერებელი სიჩქარე დააფიქსირა 50 წლის დანიური წარმოშვების ჰოლანდიელმა ველოსიპედისტმა ფრედ ლომპერბერგმა.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებ1030 კმ დისტანციაზე დახარჯული ენერგიის ექვივალენტად მიიჩნევა 1 ლიტრი ბენზინი. ამგვარად ველო რაიდერები 1 წლის განმავლობაში ახდენენ 900 მილიონ ლიტრზე მეტი (მილიარდ ლიტრამდე) საწვავის ეკონომიას.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებარაბეთის ქვეყნებში ქალებს არ ეკრძალებათ ველოსიპედით გადაადგილება, თუმცა ეს უნდა იყოს სპეციალური ველოსიპედი დაბალი ჩარჩოთი, რაც იძლევა გრძელი კაბით ველოსიპედის მართვის საშუალებას.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებველოსიპედით პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო განახორციელა 1884-87 წლებში ინგლისელმა ტომას სტივენსმა.

მოგზაურობა უნიკალური იყო სირთულიდან გამომდინარე,  რადგან პირველ რიგში ეს იყო ძველი მოდელის ველოსიპედი - Penny Farthing (პენი ფართინგი) უზარმაზარი წინა საბურავით. გარდა ამისა, იმ დროს ველოისიპედებს ჯერ კიდევ არ გააჩნდათ რეზინის საბურავები.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებ1903 წელს გაიმართა მსოფლიოში პირველი ველორბოლა, სახელწოდებით “Tour de France - ტურ დე ფრანსე”. რაც ტრადიციად იქცა და დღემდე საფრანგეთი ყოველწლიურად მასპინძლობს ყველაზე პოპულარულად მიჩნეულ ტურნირს.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებBMX და ველოსიპედის ექსტრემალურ სახეობები პირველად სპორტის სახეობა გახდა პეკინის 2008 წლის ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე.

პირველი ოქროს მედალოსნები გახდნენ - მამაკაცებში ლატვიელი - მარის შტომბერგსი და ქალებში ფრანგი ან-კაროლინ შოსონი.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებპირველი დასაკეცი ველოსიპედი შეიქმნა 1878 წელს. პირველი ველოკომპიუტერი 1984 წელს. თანამედროვე მთის ველოსიპედის პირველი პროტოტიპი კი 1977 წელს.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებმეორე მსოფლიო ომის დროს პარაშუტისტების ეკიპირებაში დასაკეცი ველოსიპედები შედიოდა.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებთუ დათვლით დეტალების რაოდენობას, რომლისგანაც შედგება ველოსიპედი, ნახავთ, რომ ამ დეტალების რაოდენობის ნახევარი მოდის ველოსიპედის ჯაჭვზე.

 

 

ყველგანმავალი ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
MAJESTIC M 116 ELITE
MAJESTIC M 116 ELITE 2 MAJESTIC M 116

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებავტომობილის ერთ საპარკინგე ადგილზე შესაძლებელია დაახლოებით 20 ჩვეულებრივი და 42 დასაკეცი ველოსიპედის მოთავსება.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებმსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ველოსიპედებს აწარმოებს ფირმა Aurumania. მათი ველოსიპედის ჩარჩოები ოქროს თხელი ფენითაა დაფარული და 600-მდე სვაროვსკის კრისტალებითაა დამშვენებული.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებგერმანულ ქალაქ ფრაიბურგში არის პრესტიჟული რაიონი ფაუბანი, რომლშიც საერთოდ აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილება. ამ რაიონში უძრავი ქონების ფასი ძალიან მაღალია.

რაიონის საზღვარზე მდებარეობს სპეციალური ავტოფარეხები, სადაც შეიძლება ავტომობილების დატოვება, ხოლო რაიონს შიგნით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედებით.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებმდიდარი ინგლისელები (და ზოგადად, მდიდარ ქვეყნებში)  2.5-ჯერ მეტჯერ გადაადგილდებიან ველოსიპედებით, ვიდრე ამ ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა. ღარიბები უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ავტომობილებს ანიჭებენ.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებბოლო ათწლეულების განმავლობაში კურიერების ველოსიპედით მომსახურების გაწევის - (მიტანის - ე.წ "დელივერი სერვისი") გახდა პოპულარული და ეკონომიური ინდუსტრია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც დგანან დიდი საცობების პრობლემის წინაშე.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებმერსედეს-ბენცის ქარხანაში გერმანულ ზინდელფინგენში, თანამშრომლები ქარხნის ტერიტორიაზე გადაალდგილდებიან ველოსიპედებით. ქარხნის თითეულ განყოფილებას გააჩნია საკუთარი ფერის ველოსიპედები.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებდღესდღეობით, მსოფლიოში სულ უფრო ხშირია მექანიკური ველოსიპედების ჩანაცვლება ელექტრო ველოისიპედებით.

სიჩქარის თვალსაზრისით ელექტრო ველოსიპედები თითქმის აღარ ჩამოუვარდებიან მოტოციკლებს. შვეიცარიაში პირველად შექმნეს ელექტრო ველოსიპედი, რომელიც გადაადგილდება 100 კმ/სთ სიჩქარით.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებმსოფლიოში დარეგისტრირებული ყველაზე გრძელი ველოსიპედის სიგრძე შეადგენს 28 მეტრს.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებორგანიზმის ერთი და იმავე ენერგოდანახარჯებით, ველოსიპედით ადამიანი გადაადგილდება 3-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე სიარულის ან სირბილის დროს.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებრეკორდული მანძილი, რომლის გადალახვა ადამიანმა ველოისიპედის საშუალებით შეძლო 24 საათში, შეადგენს 1200 მილს. რეკორდის ავტორია ამერიკელი მაიკლ სიკრესტი.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებმსოფლიოში ყველაზე პატარა ნამდვილი (მოქმედი) ველოსიპედის საბურავები დამზადებულია ვერცხლის დოლარის მონეტებისგან.

 

 

საბავშვო ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - JUNIOR 1.0 Aura.Ge - Trinx - JUNIOR 4.0 Aura.Ge - Trinx - JUNIOR 3.0
JUNIOR 1.0 JUNIOR 4.0 JUNIOR 3.0

 

—  ველოსიპედი და ჯანმრთელობა —

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებმსოფლიოს მეცნიერები დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ველოსიპედი აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, ეხმარება სტრესის მოხსნაში და უბრალოდ უკეთესობისკენ ცვლის დამოკიდებულებას ცხოვრებასთან მიმართებაში.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებფინელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ საშუალო დატვირთვით რეგულარული, დღეში 30 წუთის განმავლობაში ველოსიპედით სეირნობა ორჯერ ამცირებს კიბოთი (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების რისკს.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებლონდონის წმინდა გიორგის სახელობის კლინიკის დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ ველოსიპედით რეგულარული და  ზომიერი დატვირთვით გადაადგილება იმუნურ უჯრედებს გაცილებით აქტიურს ხდის, რაც ორგანიზმს უიოლებს ინფქციებთან ბრძოლას.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებველოსიპედისტების ფილტვების მოცულობა მეტია არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანებთან, არამედ პროფესიონალ სპორტსმენებთან შეადარებით. საშუალო მაჩვენებელია 6-დან 8 ლიტრამდე.

ველოსიპედებისტების სისხლის მიმოქცევა ორგანიზმს აწვდის 7 ლიტრი ჟანგბადს, როცა ჩვეულებრივ ადამიანებში ეს მოცულობა 3-4 ლიტრია.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებბრიტანეთის გულის ცენტრმა (British Heart Foundation) გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დაახლოებით 10 000 ლეტალური (სასიკვდილო) გულის შეტევის თავიდან აცილება ველოსიპედით კვირაში თუნდაც 30 კმ-ით გადაადგილების შემთხვევაში.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებჩრდილოეთ კოროლინის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან ველოსიპედით დღეში 30 წუთით კვირაში 5 დღის განმავლობაში, ორჯერ უფო ნაკლებად იღებენ სამსახურში ავადობით გამოწვეულ ბიულეტინებს.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიკვლიეს დაახლეობით 200 ადამიანი, როლებიც სამსახურში გადაადგილდებოდნენ ველოსიპედების საშუალებით და დაადგინეს, რომ ისინი გამოირჩეოდენენ გაორმაგებული ენერგიით, ასრულებდნენ გაცილებით დიდი მოცულობის სამუშაოს ნაკლები დროის განმავლობაში.

გარდა ანისა, ნაკლებად იყვნენ დასტრესილები და გააჩნდათ მეტი მოტივაცია.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებველოსიპედით გადაადგილების დროს 1 საათის განმავლობაში შესაძლებელია 600 კალორიის დაწვა.

ჯანსაღი დასვენების ფონდის (Outdoor Foundation) კვლევებით, პირველი წლის განმავლობაში, ყველაზე ზარმაცი ველოსიპედისტიც კი იკლებს წონასი 5-7 კგ-ით.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებდა ბოლოს, თითეულმა ელოსიპედისტმა იცის იმ ეიფორიული სიამოვნების შესახებ, რასაც ველოსიპედი ანიჭებს ადამიანს. ეს არის უშუალო კავშირი ველოსიპედით ფიზიკურ დატვირთვასა და კეთილდღეობის შეგრძნებას შორის.

 

 

ფაქტები ველოსიპედების შესახებასე, რომ ისიამოვნეთ ველოსიპედით, იყავით ჯანმრთელი, მოტივირებული და გაუზიარეთ თქვენი სიამოვნება თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს.

 

 

ქალის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - NANA N106 Aura.Ge - Trinx - NANA N104 Aura.Ge - Trinx - NANA N700
NANA N106
NANA N106 NANA N700

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Loading...

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ