მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1547 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვითა ღირს თაფლის გემება, ფუტკრის ცემასა მწარესა!

 

• ცხოველთა სამეფო იყოფა ტიპებად. ტიპები - კლასებად, რაზმებად, გვარებად და ასე შემდეგ.

ამ სისტემატიკით, თაფლის შემგროვებელი ფუტკარი მიეკუთვნება ფეხსახსრიანთა ტიპს, მწერთა კლასს, სიფრიფანაფრთიანთა ჯგუფს და ფუტკრისნაირთა ოჯახს.

ფუტკრები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე ანტრაქტიდის გარდა.

 

• ფუტკრები უძველესი არსებებია. ბირმაში ნაპოვნია ქარვის ნაჭერი, რომელშიც აღმოაჩინეს გაქვავებული ფუტკარი.  ქარვა დაახლოებით 100 მილიონი წლისაა. ანუ გამოდის, რომ ნაპოვნი ფუტკარი ერთ დროს დინოზავრების გვერდით დაფრინავდა.

 

• ფუტკრების პირველი გამოსახულებები აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულების რამოდენიმე ნახატში. მაგალითად, გამოქვაბულში - Cuevas de la Araña, რომელიც მდებარეობს ესპანეთის პროვინცია ვალენსიაში, სადაც აღმოჩენილია კაცის გამოსახულება, რომელიც ცდილობს თაფლის ამოღებას ველური ფუტკრების ბუდიდან. ეს ნახატი დაახლოებით 10 ათასი წლისაა.

 

• ფუტკრებს დიდ პატივს სცემდნენ ძველ ეგვიპტეში 5000 წლის წინათ ჩვენს ერამდე. ფუტკარი ნილოსის დელტას ფარაონების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. სწორედ აქ დაიწყეს პირველი სკების გაკეთება და ველური ფუტკრების მოშინაურება. თაფლი წარჩინებული და მდიდარი ადამიანების დელიკატესად ითვლებოდა. ასევე თაფლით კვებავდნენ წმინდა ცხოველებს.

 

• ბუნებაში მილიონზე მეტი სახეობის მწერი არსებობს; და მათგან ადამიანს მხოლოდ ორი - ფუტკარი და აბრეშუმის ჭია ემსახურება.

 

• თაფლის მომცემი ფუტკრები (Apis Mellifra) იმდენად მნიშვნელოვანი არსებები არიან, რომ არსებობს მათი შემსწავლელი სპეციალური მეცნიერება - აპიოლოგია.

ფუტკრებმა, როგორც კვლევის ობიექტებმა პირველად დიდი ყურადღება მიიპყრეს  XVII საუკუნეში, ხოლო მათი მოშენება დაიწყეს ჩვენს ერამდე რამდენიმე ათასი წლით ადრე.

 

• ამჟამად არსებობს 30-ზე მეტი ჯიშის თაფლის შემგროვებელი (მეთაფლე/მეთაფლია) ფუტკარი.

 

• მეთაფლე ფუტკრის რაციონი მცენარეული საკვებისგან შედგება, მუშა შემგროვებელი ფუტკრები მთელი ოჯახისთვის აგროვებენ ორი ტიპის საკვებ მცენარეულ სუბსტანციას: ყვავილის მტვერსა და ნექტარს.

 

• კვერცხი, რომელიც დედა ფუტკარმა ჩადო საკვერცხეში, მის ფსკერზე სამი დღე-ღამე რჩება, მერე იქიდან გამოდის პატარა მატლი. პირველ სამ დღეს მას გარს ეხვევიან ახალგაზრდა გადია ფუტკრები და აჭმევენ რძისმაგვარ სითხეს. მუშა ფუტკრების ვალია, მეშვიდე დღეს თავი გადაუგლისონ და თერთმეტი დღით აკვანში გამოკეტონ პატარები. თერთმეტი დღის შემდეგ პატარა მწერი პარკს თავს აღწევს და უშნო, ულაზათო მატლისგან ლამაზ ფუტკრად იქცევა.

 

• 1 კგ თაფლის შესაგროვებლად, ძლიერი ოჯახიდან გამოსულმა ფუტკარმა ცაცხვის ყვავილზე 20 ათასამდე გაფრენა უნდა გააკეთოს, ხოლო იმ თაფლოვანი მცენარეებიდან რომლებიც შედარებით მცირე ნექტარს გამოყოფენ - 100-120 ათასამდე გაფრენა სჭირდებათ. 

 

• 1 კგ თაფლის შესაგროვებლად ფუტკრებმა უნდა გაიფრინონ დაახლოებით 200 ათასი კმ და ეწვიონ 8-10 მილიონ ყვავილს.

 

• ფუტკრის ერთი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში აგროვებს დაახლოებით 50 კგ ყვავილების მტვერს და 150 კგ თაფლს, ხოლო ერთი ფუტკარი სიცოცხლის განმავლობაში აწარმოებს ჩაის კოვზის დაახლეობით 1/12 ნაწილს.

 

• ფუტკრები ადვილად პოულობენ სახლისკენ გზას, მაშინაც კი თუ მშობლიური სკიდან ყვავილის მტვერისა და ნექტარის შესაგროვებლად ძალიან შორს დაფრინავენ.

 

• დედა ფუტკარს, ნიშნად დიდებისა, სკის დედოფალსაც უნოდებენ და ფუტკართა საზოგადოების მეფედ მიიჩნევენ. 

როგორც მუშა ფუტკარს, შხამიანი ნესტარი მასაც აქვს, მაგრამ თითქმის არასოდენ იკბინება. ნესტარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ თანასწორთან აქვს საქმე. ესე იგი, თუ ბრძოლა ორ დედა ფუტკარს შორის გაჩაღდება.

 

• სხვადასხვა პირობებზე დამოკიდებულების მიხედვით ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობა განსხვავებულია:

შემოდგომით გამოჩეკილი ფუტკრები ცოცხლობენ 6-7 თვეს - ისინი კარგად უძლებენ ზამთარს. 

თაფლის შემგროვებელი ფუტკარი 30-40 დღეში იღუპება. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ფუტკარი ცოცხლობს არა უმეტეს 45-60 დღისა. 

მამალი (მამა) ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4კვირაა, თუმცა არის შემთხვევები, რომ მამა ფუტკრებმა იცოცხლეს 1 წელი.

რაც შეეხება დედა ფუტკარს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს - 3-6 წელიწადს.

 

• თითოეულ სკაში ცხოვრობს ფუტკრის თითო ოჯახი, ანუ ცალკე საზოგადოება. ამ საზოგადოებას შეადგენს ერთი დედა ფუტკარი, რამდენიმე ათასი (10-20 ათასიდან 50-100 ათასამდე) მუშა და რამდენიმე ათეული მამალი ფუტკარი.

 

• ფუტკრის ძირითადი პროდუქტებია: თაფლი, სანთელი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, ფუტკრის პური (ჭეო - იგივე: ფერფლი, ბრილი, ხრილი და სხვა...) რაც შეეხება კიდევ ერთ ნივთიერებას - ფუტკრის შხამს, იგი უნიკალური თვისებებს წამალია.

 

• ფუტკარს თავის წონაზე 3-ჯერ მეტი სიმძიმის ტვირთით ფრენა შეუძლია. ფუტკარი 65 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს. თაფლით დატვირთული 2-ჯერ ნაკლები სიჩქარით.

 

• ფუტკრის შრომა დიდი ხანია იქცა შრომისმოყვარეობისა და შრომისუნარიანობის სიმბოლოდ. მართლაც, ფუტკრები მუდმივად და ძალიან ბევრს მუშაობენ. მუშა ფუტკარს ერთი დღის განმავლობაში შეუძლია განახორციელოს 10 გაფრენა და გამოიკვლიოს დაახლოებით 12 ჰექტარი ფართობი.

დატვირთვა ფუტკარს საშუალებას აძლევს მოახდინოს ორგანიზმის ოპტიმიზაცია და გაუძლოს დიდ ტემპერატურულ ცვლილებებს.

სხვათა შორის ნოტრ-დამის ხანძრის დროს, ფუტკრები, რომლებიც ტაძრის სახურავზე განთავსებულ სკებში ცხოვრობდნენ, გადარჩნენ და საიმედოდ გამოარიდეს ხანძარს საკუთარი შთამომავლობა.

 

• ფუტკრები განსხვავებულად ბზუიან, იმისდა მიხედვით, თუ როგორ გრძნობენ თავს. ბზუილს იწვევს მწერების ფრთების მოძრაობა (რომელიც წამში 200-დან 440 რხევამდე აღწევს). 

ფუტკრების ბზუილის ტემბრი დამოკიდებულია მათ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე: ბზულის ხმის ბუნებით შეიძლება დადგინდეს, რომ: ფუტკრები შიმშილობენ; ცივათ; აპირებენ სკის დატოვებას; იმყოფება თუ არა სკაში დედა ფუტკარი და სხვა...

ფუტკრების კონტროლი შესაძლებელია აკუსტიკურად: მაგალითად, ამ გზით ხდება მათი სკიდან გამოტყუეება, რათა სკა დამუშავდეს პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით.

 

• ფუტკარს აქვს 5 თვალი. ფუტკრის თავზე მდებარეობს ორი ტიპის თვალები - სამი პატარა (მარტივი) თვალი, რომელიც პასუხისმგებელია განათების დონის აღქმაზე და ორი დიდი (რთული ასპექტის თვალი), რომელიც უფრო მსხვილია და საფეთქლებთანაა განლაგებული.

რთული თვალები შედგება მრავალი უჯრედისგან (განუვითარებელი და მარტივი მიკროთვალისაგან), რომლებიც ფუტკრისთვის ქმნის გარესამყაროს მოზაიკურ სურათს. რთული თვალები მამალ ფუტკრებს უფრო მეტი აქვთ (13 000-მდე), ვიდრე მუშებს და დედა ფუტკარს.

რთული თვალების არსებობით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ფუტკრები თითქმის ყოველ მხარეს ხედავენ.

ფუტკრებს შეუძლიათ განასხვავონ ულტრაიისფერი სპექტრი და ხილულის ნაწილი (ფუტკრებისთვის ყველაზე მკაფიო ფერი არის ლურჯი, ყვითელი, მაგრამ ისინი წითელ ფერს ვერ არჩევენ და მას მუქ ნაცრისფრად აღიქვამენ).

სხვათა შორის, სკებს ფერად-ფერადად არა მხოლოდ სილამაზისთვის ღებავენ: ფუტკრებს უიოლდებათ გაარჩიონ საკუთარი სახლი ფერის მიხედვით.

 

• ფუტკარს ექვსი ფეხი აქვს. ფეხები საჭიროა არა მხოლოდ მოძრაობისთვის და გადაადგილებისთვის, არამედ ისინი წმენდენ ყვავილების მტვერს, რომელიც შემდეგ უკვე მკვრივი ბურთულის სახით თავსდება უკანა ფეხებზე მოთავსებულ "კალათებში", ხოლო ნექტარი ფუტკარს  სპეციალური „ჩანთით“ გადააქვს, რომლიც მუცლის ქვეშ არის მოთავსებული.

 

 ფუტკრები თაფლს სპეციალური ტექნოლოგიით ამზადებენ. ნექტრისგან ნამდვილი, გემრიელი და სამკურნალო თაფლის დამზადებას დაახლოებით 4 კვირა სჭირდება. ფუტკარი ნექტარს აშორებს ზედმეტ წყალს, უმატებს ფერმენტებს, სპეციალურ ორგანულ მჟავებს. შემდეგ თაფლი მწიფდება უჯრედებში, რომლებიც მჭიდროდ არის დალუქული ცვილის თავსახურებით.

 

• ფუტკრები არ უნდა ჩაითვალოს ინდივიდუალურ ორგანიზმებად

თაფლის ფუტკრები იმდენად სოციალური არსებები არიან, რომ მათ კოლონიებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ სუპერ-ორგანიზმები. ინდივიდუალური, ერთი ფუტკარი ვერ შეძლებს გადარჩენას ოჯახის გარეთ (გარეშე).

ფუტკართა საზოგადოება მკაცრად იერარქიულია, თითოეული ფუტკარი მასში ასრულებს საკუთარ ფუნქციას: სკაში არის დედა ფუტკარი, მამალი ფუტკრები, რომელთა ფუნქცია დედა ფუტკრის განაყოფიერება და ბარტყისათვის სკაში სათანადო მიკროკლიმატის (სითბოს) შექმნაა და მუშა ფუტკრები. 

მუშა ფუტკრები იყოფა სკის მცველებად (დარაჯებად), მზვერავებად და ფუტკრებად, რომლებიც თაფლის რეზერვებს ქმნიან.

მუშა ფუტკრები მდედრობითი სქესის არიან, მათ არ შეუძლიათ განაყოფიერება და შთამომავლობის შექმნა, თუმცა ყველაზე მეტ სამუშაოს სწორედ ისინი ასრულებენ: აგროვებენ ყვავილების მტვერს და ნექტარს, ალაგებენ სკას, აგებენ ფიჭებს, ზრუნავენ მატლებზე, დედა და მამა ფუტკრებზე.

 

• ერთი სკის ფუტკრებს, არ შუძლიათ შეფრინდნენ მეორე სკაში, რადგან ისინი მაშინვე გახდებიან სკის მცველი ფუტკრების თავდასხმის ობიექტები.

 

 ფუტკრები ერთმანეთთან ურთიერთობენ ტანის მოძრაობის, ელექტრული ველების და გარკვეული ფერომენების (დომინანტური, განგაშის, მზრუნველობის, მამლის, ნასონოვის...) და სხვა ფერომენების საშუალებით.

 

• მზვერავი ფუტკრები, რომლებმაც იპოვეს შესაფერისი აყვავებული მდელო, ასწავლიან ოჯახს საით უნდა გაფრინდნენ და ამ დროს ჰაერში წრეებსა და რვიანებს ხაზავენ. ამ მოვლენას „ფუტკრების ცეკვას“ უწოდებენ.

 

• დედა ფუტკარი თითქმის ორჯერ დიდია მუშა ფუტკარზე. მისი სიგრძე დაახლოებით 2.5 სმ-ია. დედა ფუტკრის მოვალეობა ახალი კვერცხების მუდმივი დადებაა (1000 კვერცხამდე დღეში), ამიტომ მას ძალიან უფრთხილდებიან, ზამთარში მჭიდროდ ეკვრიან გარს და ათბობენ.

 

• ფუტკრების ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ეკოსისტემებში არის ყვავილოვანი მცენარეების დამტვერიანება. ისინი ამტვერიანებენ ყვავილოვანი მცენარეების დაახლოებით 80%-ს.

საკუთარი საჭიროებებისთვის ყვავილების მტვრისა და ნექტარის შეგროვების დროს, მათ გადააქვთ მტვრის ნაწილაკები სხეულზე არსებული ბუსუსების საშუალებით და ამ გზით ამტვერიანებენ იმ ყვავილოვან მცენარეთა 85%-ს. ყოველდღიურად ფუტკრები მთელს მსოფლიოში ამტვერიანებენ ტრილიონზე მეტ ყვავილს.

სწორედ ფუტკრების დამსახურებაა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ორი მესამედის ნაყოფიერება.

 

• ალბერტ აინშტაინი მიიჩნევდა, რომ თუ პლანეტაზე ფუტკარი გადაშენდებოდა, ადამიანს ოთხი წელიც არ დასჭირდებოდა გასაქრობად.

ბოლო პერიოდში შეინიშნება ფუტკრების მასიურად დაღუპვის ტენდენცია, რაც შემაშფოთებელია. შესაბამისად, მსოფლიოში იქმნება სულ უფრო მეტი კომპანია, რომლებიც იკვლევენ და სწავლობენ ამ მოვლენას.

მეცნიერები და აქტივისტები ტყუილად არ სცემენ განგაშის ზარებს.  2006 წლიდან მეფუტკრეები რეგულარულად აკვირდებიან თავიანთი ფუტკრების მასობრივ სიკვდილს. 2019 წელს, თაფლის (მეთაფლე/მეთაფლია) ფუტკრების 40%-ზე მეტი დაიღუპა შეერთებულ შტატებში. ევროპაში ეს ციფრი ნაკლებია, მაგრამ ფენომენი მაინც შეინიშნება.

ფუტკრები ხშირად იღუპებიან ეკოლოგიური კატასტროფებისა და პესტიციდების უკონტროლო გამოყენების გამო.

 

• მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მონეტაზე (ეფესოს მონეტა) ფუტკრის სიმბოლო იყო გამოსახული.

 

• რომის პაპმა ურბან VIII-მ ფუტკარი თავის ემბლემად გამოიყენა.

 

• ფუტკარი იყო ეგვიპტის მეფის ნიშანი პირველი დინასტიის დროს (ძვ. წ. 3200 წ.).

 

• ფუტკრების გადაშენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყვავილოვანი მცენარეების რაოდენობის შემცირება, რომელთა დამტვერვა უბრალოდ ვეღარ მოხდება. შეიძლება მოხდეს პირიქითაც - ფუტკრები შეიძლება დაზარალდნენ ყვავილების ნაკლებობის გამო.

ფუტკრის, როგორც ბუნებრივი დამამტვერიანებელის აღდგენის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია მულტიკულტურული (ანუ მრავალმხრივი) ყვავილოვანი მდელოების გაშენება და ფუტკრებისთვის ხელოვნური თავშესაფრების შექმნა, რომელშიც შესაძლებელია დასახლდეს ფუტკრის სხვადასხვა სახეობა. ამისთვის სულაც არ არის საჭირო სრულფასოვანი სკები, სრულიად საკმარისი იქნება თავშესაფარი, რომელიც იქნება ფრინველთა სახლების მსგავსი.

 

• ისევე, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ფუტკრებიც ავადდებიან. სხვათა შორის საკუთარი ინფექციებით, მათ შორის ვირუსულით (მაგალითად: ისრაელის მწვავე დამბლის ვირუსი) აგრეთვე სხვადასხვა პარაზიტებით.

ფუტკრის ერთ -ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ვაროატოზი, რომელიც გამოწვეულია პარაზიტული ტკიპით (Varroa destructor).

მიიჩნევა, რომ სწორედ სხვადასხვა დაავადებებია მიზეზი, რომელიც იწვევს ფუტკრის ოჯახების განადგურების სინდრომს, რომლის დროსაც მუშა ფუტკრები მასიურად ტოვებენ სკებს და აღარ ბრუნდებიან. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ხდება არარსებული მიზეზის გამოც.

 

• დაიმახსოვრეთ: თუ ფუტკარი თქვენსკენ წამოვა და დაგაჯდებათ, ხელი არ აუქნიოთ, არ დააფრთხოთ. თავი მშვიდად და წყნარად გეჭიროთ. იცოდეთ, ფუტკარი არასოდეს გიკბენთ, თუ მიზეზი არ მიეცით და არ გააბრაზეთ.

ფუტკარმა კბენა ძალიან იშვიათად იცის, რადგან თუ ვინმეს უკბინა, თვითონაც უნდა მოკვდეს (ბზიკებისგან და კრაზანებისგან განსხვავებით).

როცა  ფუტკარი იკბინება, თავის ნესტარს მსხვერპლის სხეულში ტოვებს, უნესტროდ კი მხოლოდ რამდენიმე საათს ცოცხლობს. ამიტომ, თუ მიზეზს არ მისცემთ, არ გიკბენთ და თავის სიცოცხლესაც დაზოგავს.

ასევე საინტერესოა იცოდეთ, რომ:

დიდი რაოდენობით კვამლი იწვევს ფუტკრის გაღიზიანებას და გაბრაზებას.

ფუტკარი, რომელსაც ჩანთები ნექტარით აქვს სავსე, კარგავს კბენის უნარს.

ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ფუტკრის 500-ჯერ კბენის შედეგად.

 

• 1861 წელს გერმანიის ქალაქ ერფურტში, მეფუტკრეობის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილი იყო ქართული მთის რუხი ფუტკრის ორი ოჯახი. ამ ოჯახებმა შეაგროვეს 97,3 კგ. თაფლი და გაუსწრეს ყველა სხვა ჯიშის ფუტკრებს, რისთვისაც ქართული ფუტკარი დაჯილდოვდა გამოფენის ოქროს მედლით.

ქართულმა ფუტკარმა ასეთივე ოქროს მედალი დაიმსახურა  1865 წელს ბუქარესტში გამართულ მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესზე.

 

• კიდევ რამოდენიმე ფაქტი ფუტკრების შესახებ:

- საშუალოსტატისტიკური ფუტკრის ბუდის წონა შეადგენს 6-8 კგ-ს.

- ერთ ფიჭაში საშუალოდ არის დაახლოებით 100 000 ყვავილის მტვრის ნაწილაკი.

- ფუტკრებს შორის არსებობს განსაკუთრებული, ალბინოსის სახეობა. ასეთ ფუტკრებს თეთრი თვალები აქვთ.

- ზამთრის განმავლობაში ერთი ფუტკრის ოჯახი მოიხმარს 30-35 კგ თაფლს.

- ზამთრობით ფუტკრები ზამთრის ძილს ეძლევიან.

- ფუტკრები გამოიყენებენ ასაფეთქებელი ნივთიერების ძიებისთვის. ისინი უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები.

- შრი-ლანკაში ფუტკარი ზოგიერთი კერძის შემადგენლობაში შედის.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ