მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 844 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თაფლი უძველესი პროდუქტია. იგი მოხსენიებულია ძველი ეგვიპტელების, შუმერების, ბაბილონელების, ინდუსებისა და ჩინელების წიგნებში, ხოლო ძველ აღთქმაში ისრაელს "თაფლისა და რძის ქვეყანა" ეწოდებოდა.

 

თაფლი დედამიწაზე უძველესი დელიკატესია. იგი მოპოვებულია 15 ათასი წლის წინ, ქვის ხანაში. მაშინ ის მხოლოდ დელიკატესი იყო და მისი სამკურნალო თვისებების შესახებ გაცილებით გვიან გახდა ცნობილი. ადამიანებმა მეფუტკრეობა დაიწყეს  დაახლოებით 5 ათასი წლის წინათ. საინტერესოა, რომ სკების გარეგნული იერ-სახე იმ დროიდან ძალიან უმნიშვნელოდ შეიცვალა.

 

ერთ სეზონზე ერთი ფუტკრის ოჯახის მიერ სკიდან ამოღებული თაფლის მაქსიმალური რეკორდი არის 420კგ.

 

თაფლის ბოტანიკურ წარმოშობაზე მსჯელობა მასში შემავალი ყვავილის მტვრის მარცვლების მორფოლოგიის შესწავლით არის შესაძლებელი. თაფლში ყვავილის მტვრის სახეობრივ შესწავლას მელისოპალინოლოგია ეწოდება.

 

ნექტრის თაფლად გარდაქმნის პროცესის დროს, სხვა რთულ პროცესებთან ერთად ხდება დისაქარიდ საქაროზას ფერმენტული დაშლა გლუკოზად და ფრუქტოზად.

თაფლი ნახშირწყლების ზენაჯერი ხსნარია, სწორედ ამიტომ ახასიათებთ მასში მყოფ ნახშირწყლებს გაკრისტალების ტენდენცია.

 

თაფლი შედგება 80% შაქრისა და 20% წყალისგან. ერთი შეხედვით მისი შემადგენლობა მარტივია, თუმცა თაფლი შეიცავს ორგანიზმისთვის ყველა მნიშვნელოვან ვიტამინს და საკვებ ელემენტს.

მემფისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაფლში წყლისა და ელექტროლიტების შემცველობა, ასევე, ფრუქტოზისა და გლუკოზის შეთავსება, მას იდეალურ ნივთიერებად აქცევს კუნთების ნახშირწყლოვანი შიმშილის დროს. ამიტომ, თაფლს ბევრი სპორტსმენი იყენებს დამღლელი ვარჯიშების დროს ძალების აღსადგენად.

სხვათა შორის, თაფლი ერთადერთი პროდუქტია, რომელიც მთლიანად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

 

თაფლი არის ორგვარი:  ყვავილის ანუ ნექტრის თაფლი და ცვარტკბილის თაფლი; 

ყვავილის, ანუ ნექტრის თაფლის - მიღებულია მცენარეების ყვავილის ნექტრისაგან, ხოლო ცვარტკბილის თაფლი, მიღებულია ცვარტკბილისაგან;

ცვარტკბილი (honeydew) - არის მწერების (Hemiptera) მიერ მცენარის წვენის გადამუშავებისას გამოყოფილი ტკბილი სითხე.

თაფლის ფერი და გემო დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე: თაფლში ყვავილების მტვრის არსებობაზე, კლიმატურ პირობებზე, და სკების თავისებურებებზე.

 

მიუხედავად მისა, რომ თაფლი ყველაზე ძლიერი ალერგენია ციტრუსოვან ხილთან და თევზთან ერთად, იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

თაფლის ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ხელს უწყობს აკნეს და ალერგიული გამონაყარის წინააღმდეგ ბრძოლას. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს კანს არახელსაყრელი გარემოსგან, აახალგაზრდავებს, ატონიზირებს და ხდის მას უფრო გლუვს და ელასტიურს.

კლეოპატრა თავის ცნობილ რძის აბაზანებში იყენებდა ნატურალურ თაფლს, რათა მისი კანი რბილი და ნაზი ყოფილიყო. ჩინეთში, მინის დინასტიის დროს, ქალები თაფლს ურევდნენ დაფქულ ფორთოხალში და იყენებდნენ როგორც ნიღაბს სახის გაწმენდისა და ბზინვარებითვის.

 

თაფლი ძლიერი კონსერვანტია. ძველად, მას "მაცივრის ალტერნატივად" იყენებდნენ. თუ ხორცის ნაჭრის შენახვა და შორ მანძილზე გადატანა იყო საჭირო, ხორცს თაფლს უსმევდნენ, რომელიც თავისი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ხორცს ხელუხლებლად ინახავდა.

 

ტერმინი „თაფლობის ღამე“ სათავეს იღებს ნორვეგიიდან, სადაც ახალდაქორწინებულები ნაყოფიერების მიზნით ქორწილის შემდეგ თაფლს და თაფლიან სასმელებს ყოველდღიურად მიირთმევდნენ.

 

თაფლი ერთ-ერთი იშვიათი საკვებია დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება. ისტორიაში ცნობილია ფაქტი, როცა აფრიკაში ფუტკრებმა ადამიანები შიმშილისგან იხსნეს.

 

თაფლს არა აქვს ვარგისიანობის ვადა. მისი შენახვა საუკუნობით და ათასწლეულობითაც კი არის შესაძლებელი.

ტუტანხამენოს სამარხის გახსნის შემდეგ იპოვეს თაფლით სავსე დალუქული ამფორები. მასში მოთავსებული თაფლის გემო და სასარგებლო თვისებები პრაქტიკულად არ შეცვლილა ამდენი ხნის განმავლობაში. 

(ამფორა არის თიხის ვიწროყელიანი ორყურა დიდი ჭურჭელი, რომელსაც ძველ ეგვიპტეში, რომსა და საბერძნეთში იყენებდნენ).

ძველ ეგვიპტეში თაფლს არა მხოლოდ საფლავში აყოლებდნენ ფარაონებს (რათა ძლიერნი ამა ქვეყნისანი „იმ ქვეყნადაც დამტკბარიყვნენ თაფლით“), არამედ იმპერატორთა ცხედრების ბალზამირებისთვის იყენებდნენ (მიცვალებულს თაფლში ჩაასვენებდნენ, რომ არ გაფუჭებულიყო.)

თაფლის ხანგრძლივი შენახვის ვადა განპირობებულია მისი ქიმიური შემადგენლობით. მჟავიანობა და დაბალი ტენიანობა არახელსაყრელ გარემოს ხდის ბაქტერიების გავრცელებისთვის. 

ამ შედეგის მისაღწევად ფუტკრებს დიდი შრომა უწევთ (ნექტრის თაფლად გადაქცევის პროცესში, ისინი ფრთებს ისე მაგრად არხევენ, რომ სუბსტანციას აცილებენ ზედმეტ ტენს.) შემდეგ კი, სპეციალური ფერმენტის დახმარებით, რომელიც წარმოიქმნება მათ კუჭში, ნექტარი იშლება გლუკონის მჟავად და წყალბადის ზეჟანგად, რაც ხელს უშლის თაფლში ბაქტერიების და სხვა ორგანიზმების გავრცელებას.

 

მსოფლიოში ყველაზე ძვირდღირებული თაფლი სახელწოდებით Centauri - იყიდება თურქეთში. მას ყიდის იღბლიანი მეფუტკრე - Günay Gündüz, რომელიც ცხოვრობს Saricayir valley-ის ხეობაში, ქალაქ ართვინში, რომელიც მდებარეობს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

მეფუტკრე ერთ დღეს გაჰყვა ფუტკრებს. რომლებიც ზღვის დონიდან 2500 მეტრი სიმაღლის გამოქვაბულში ბინადრობდნენ. მეფუტკრე მიხვდა, რომ შესაძლოა გამოქვაბულში ყოფილიყო თაფლი და პროფესიონალი მთასველელების დახმარებით მართლაც აღმოაჩინა მღვიმის სფერულ კედლებზე შვიდი წლის თაფლი, რომელიც სავსე იყო მინერალებით.

ასეთ თაფლს „ელფურ“ თაფლს უწოდებენ და 1 კგ-ის ღირებულება 5000-10000 ევროს ფარგლებშია.

საინტერესოა, რომ მღვიმის მიმდებარედ არ არის საცხოვრებელი დასახლებები და ადგილობრივი ფუტკარი იზოლირებულია სხვა ფუტკრის კოლონებისგან.

ელფური თაფლის გემო მომწაროა, ხოლო მისი ქიმიური შემადგენლობა მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, ანტიოქსიდანტებით, ფენოლებითა და ფლავონოიდებით, რაც გამოქვაბულის ირგვლივ არსებული მრავალფეროვანი სამკურნალო ბალახების დამსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ ამ თაფლის პირველი კილოგრამები საფრანგეთის საფონდო ბირჟაზე 45 000 ევროდ გაიყიდა.

 

• მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული თაფლად ასევე მიიჩნევა - Life Mel, რომელიც წარმოებულია ისრაელში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ქვეყანაში ფუტკარი იკვებება ექინაცეას, ელეუტეროკოკის და სხვა მცენარეების ექსტრაქტით, რომლებსაც აქვთ ძლიერი იმუნომასტიმულირებელი ფუნქციები.

 

საინტერესო ფაქტი მოხდა საფრანგეთში, სადაც 2012 წელს ფრანგმა მეფუტკრეებმა ფიჭებში მწვანე და ლურჯი თაფლი აღმოაჩინეს. ბუნებრივი პროდუქტისთვის, ასეთი შეფერილობა უჩვეულოა, ამიტომ აღმოჩენამ ყველას შეაშინა. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ფუტკრები ფერმასთან ახლოს მდებარე ქარხანაში ტკბილი მინანქრით იკვებებოდნენ. მინანქარში არსებული საღებავები კი იმდენად ინტენსიური იყო, რომ მოხდა მისი თაფლში შეღწევა.

 

ძველ საბერძნეთში ითვლებოდა, რომ თაფლი ხელს უწყებდა სიცოცხლის გახანგრძლივებას. უფრო მეტიც, ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ღმერთები უკვდავები იყვენე სწორედ იმის გამო, რომ ისინი მიირთმევდნენ განსაკუთრებული ხარისხის თაფლს.

 

1985 წელს პერუში პოლიციამ ეკვადორიდან ჩამოტანილი თაფლის დიდი პარტია ამოიღო, რომელშიც აღმოჩნდა კოკაინის მაღალი შემცველობა. როგორც ირკვევა, ეკვადორელი ნარკობარონები ფუტკრებს უშვებდნენ კოკას პლანტაციებში, რათა კოკაინი საზღვარზე ამ გზით გადაეპარებინათ.

 

თაფლი აქტიურად გამოიყენება სამზარეულოში. იგი დიდი ხნის განმავლობაში ინახავს კერძს და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს მას, არბილებს ხორცს.

თაფლი შაქარზე 2-ჯერ ტკბილია, ამიტომ შაქრის თაფლის ჩანაცვლების დროს საჭიროა თაფლის რაოდენობის შემცირება.

ცომში თაფლის დამატების შეთხვევაში, გამომცვარი ტკბილეული დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ტენიანობას და არ მაგრდება.

თუ ხორცს ან ფრინველს წაუსვამთ თაფლის მარინადს, შეწვის შემდეგ მიიღებთ ლამაზად დაბრაწულ ოქროსფერ კანს. 

თუ ცხობის დროს გამოიყენებთ თაფლს, სოდას არ სჭირდება ძმრის დამატება, რადგან თაფლს აქვს მაღალი მჟავიანობა და შესანიშნავად შეასრულებს თავის საქმეს.

 

კვებითი ღირებულებით თაფლი ორჯერ ჩამოუვარდება ნიგვზეულს, მაგრამ ამავდროულად თითქმის ორჯერ აღემატება ხორცს.

 

• XI საუკუნეში გერმანულ ლუდს თაფლით ატკბობდნენ. გერმანელი გლეხები ვალდებულნი იყვნენ ფეოდალებისთის გადასახადები თაფლითა და ცვილით გადაეხადათ.

 

• მუქი ფერის თაფლის სახეობები უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე თაფლის ღია ფერის სახეობები.

 

• ესპანეთში ანემიით დაავადებული ჩვილებისთვის, დედის რძის შემცვლელს საშუალეებებს სპეციალურად უმატებდნენ თაფლს.

 

• ევროპელმა ემიგრანტება შეერთებულ შტატებში ევროპული თაფლის ფუტკრები დაახლოებით 1638 წელს ჩაიტანეს. ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მეთაფლია ფუტკრებს "თეთრი კაცის ბუზები" უწოდეს.

თაფლს იყენებდნენ კულინარიაში, სასმელების დასამზადებლად, ხილის კონსერვირებისთვის, ცემენტის, პოლირების კრემისა და ლაქის დასამზადებლად და სამკურნალო მიზნებისთვის.

 

• თაფლი გამოიყენება როგორც სიმსუქნის, ასევე სიგამხდრის შემთხვევაში.

 

ფუტკრები აფრიკაშიც ბინადრობენ, მაგრამ თაფლს არ ამზადებენ, რადგან ამ ცხელ კონტინენტზე არ არის ცივი ზამთარი და მათ არ ესაჭიროებათ მარაგების გაკეთება.

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით თაფლს აწარმოებენ ჩინეთში (ასევე ჩინეთში იწარმოება ყველაზე მეტი ფალსიფიცირებული თაფლი).

 

თაფლის გაცხელება არ შეიძლება 50-60-ზე მეტ გრადუსზე, რადგან ამის შემდეგ იგი კარგავს თავის უნიკალურ და სასარგებლო თვისებებს და უსარგებლო ხდება.

ამგვარად, ადუღებულ ჩაიში ან რძეში გარეული თაფლის მიღება (ან სხვა ვარიაციები ხალხური მედიცინიდან) უბრალოდ ფსიქოთერაპიაა და არა უებარი სამკურნალო საშუალება.

 

შხამიანი ყვავილების მტვრისგან დამზადებული თაფლი, ამა თუ იმ ხარისხით შეიცავს შხამს.

 

•  მანანას (Calluna), აზალიას და როდოდენდრონისგან შეგროვებულ თაფლს „მთვრალ თაფლს“ უწოდებენ. პირველი ადამიანი, ვინც გასინჯა ასეთი თაფლი, მაშინვე დათვრა, ხოლო სიმპტომები გაქრა მხოლოდ 2 დღის შემდეგ.

„მთვრალი თაფლის“ განსაკუთრებული ფორმაა ცისფერი თაფლი, რომელსაც ადამიანები ჩვეულებრივ თაფლში სოკოს ნაჭრების ჩაყრით ამზადებენ, რაც ფსიქიკაში ცვლილებებს იწვევს.

 

თაფლს აქვს უნიკალური თვისება გამოიყვანოს ალკოჰოლი ორგანიზმიდან. ამიტომ, ნაბახუსევზე ცოტაოდენი თაფლის ან თაფლგარეული წყლის  მიღება აღადგენს ორგანიზმში წყლის ბალანს და გამოიყვანს ალკოჰოლს ორგანიზმიდან, რაც შესაძლოა ბევრისთვის შვების მომტანი იყოს.

 

უფრო სასარგებლოა თაფლი, რომელსაც ფუტკრები მოიპოვებენ გაზაფხულის პირველი (ადრეული) ყვავილებიდან.

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფუტკრები ცხოვრობენ ნეპალის მაღალმთიანეთში. ადგილობრივი მაცხოვრებლები, სიცოცხლის რისკის ფასად, დაცოცავენ ყველაზე მიუწვდომელ კლდეებზე, რათა შეაგროვონ უნიკალური თაფლი..

 

• ბერძნულ მითოლოგიაში კუპიდონი საკუთარი ისრებს თაფლში ავლებდა; ამგვარად, იგი შეყვარებულთა გულებს სიტკბოებით აღავსებდა.

 

თაფლის სარგებლიანობის შესახებ წერილობითი მტკიცებულებები შემორჩენილია ძველი მესოპოტამიიდან, სადაც მას იყენებდნენ როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას დამწვრობისა და ჭრილობებისთვის. 

არსებობს თეორია, რომ დიდმა მეცნიერმა ჰიპოკრატემ თაფლის წყალობით 110 წელი იცოცხლა: იგი ყოველდღე მიირთმევდა თაფლს.

დღესდღეობით  ცნობილია, რომ თაფლის პროდუქტები მრავალ დაავადებას კურნავს:

თაფლი უებარია კუჭ-ნაწლავთა სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, რესპირატორული დაავადებების, სეზონური ალერგიების, კანის, ქერტლის და მრავალი სხვა დაავადების წინააღმდეგ.

თაფლი კომპლექსურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე: აძლიერებს მეხსიერებას, აუმჯობესებს ინტელექტს, დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს აზროვნების პროცესს (ამისთვის რეკომენდებულია ძილის წინ ერთი ჩაის კოვზი თაფლი). 

თაფლი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს გამოხატული ანტიმიკრობული და ანტივირუსული ეფექტი, იგი ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და სისხლის შემადგენლობას. 

თაფლი მოქმედებს როგორც მსუბუქი საძილე საშუალება. წიწიბურას თაფლს აქვს მაღალი რკინის შემცველობა. ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიით დაავადებულთათვის.

თაფლიდ გამოყენება ასევე შესაძლებელია პროფილაქტიკის მიზნით.

ფუტკრის პროდუქტების გამოყენებას სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით აპითერაპია ეწოდება.

 

• თაფლს შეუძლია სეროტონინის გამოყოფა, რაც ხელს შეუწყობს განწყობის გაუმჯობესებას და ბედნიერების შეგრძნებას. იგი ანაზღაურებს იმ ჰორმონების ნაკლებობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

გარდა ამისა, თაფლი შეიცავს ამინომჟავას ტრიპტოფანს, რომელიც იწვევს ინსულინის მომატების პროვოცირებას.

 

თაფლი არა მხოლოდ მრავალი დაავადების პროფილაქტიკური საშუალებაა, არამედ ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და ეხმარება ალერგიით დაავადებულებს (კვლევების მიხედვით, ის ხელს უწყობს მტვრის ნაწილაკების მიმართ წინააღმდეგობის უნარის გამომუშავებას).

 

ნატურალური ფუტკრის თაფლი შედის ასტრონავტების კვების რაციონში.

 

• თაფლი ევროპის ქვეყნების ბევრი თანამედროვე სასმელის შემადგენლობაში შედის. მათ შორისაა გლინტვეინი, გროგი და პუნში.

 

თაფლი შეიცავს 300-ზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას (რომელთაგან 23 ამინომჟავა, 40 კი მიკროელემენტია) და პრაქტიკულად ყველა მიკროელემენტს. ალბათ იგი ერთადერთი პროდუქტია რომელიც შემადგენლობით ძალიან გავს ადამიანის სისხლის პლაზმას.

 

თაფლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს კბილის მინანქარი. გარდა ამისა, ის უკუნაჩვენებია დიაბეტით და გარკვეული ალერგიით დაავადებული ადამიანებისთვის.

გარდა ამისა, 100 გრამი თაფლი შეიცავს 304 კილოკალორიას, ამიტომ ვინც ფიგურას უფრთხილდება, იგი გონივრული რაოდენობით უნდა მოიხმაროს. ზრდასრული ადამიანისთვის თაფლის ოპტიმალური დღიური დოზაა 2 სუფრის კოვზი.

 

იმის გამო, რომ მაღალხარისხიანი ნატურალური თაფლი ძვირი ღირს, მას ხშირად აყალბებებენ და ამისთვის იყენებენ ყველაფერს: - წყალს, ფქვილს, კრახმალს, ცარცს, მცენარეული წებოს და სხვა...

 

ძველ რომში, თაფლი წარმოადგენდა ვალუტის ალტერნატივას. მისი საშუალებით შეიძლებოდა როგორც სხვადასხვა პროდუქტის ყიდვა, ასევე სხვადახვა მომსახურების ღირებულების, გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა.

 

სკიდან თაფლის შეგროვება მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას, რომელიც მეცნიერულად არის დადასტურებული და ეფუძნება ფუტკრების გუნდთან (ოჯახთან) ურთიერთობას..

მეფუტკრეები თაფლის შეგროვებას ცდილობენ, ისე, რომ სკა არ დარჩეს ცარიელი. ჯანსაღი და ძლიერი ფუტკრის ოჯახი ჩვეულებრივ აწარმოებს სამჯერ მეტ თაფლს, ვიდრე მათ სჭირდებათ. პროფესიონალები მეფუტკრეებს იღებენ სკიდან მხოლოდ ზედმეტ თაფლს და 35-40 კგ-ს უტოვებენ ფუტკრებს ზამთარში გამოსაკვებად.

ზოგიერთი მეფუტკრე ფიჭებს აწყობს ჭადრაკისებურად, რათა ფუტკრებს ყოველთვის ჰქონდეთ წვდომა აყვავებულ მცენარეებზე.

 

არსებობს თაფლის 3000-ზე მეტი სახეობა. ეს სიმრავლე გამოწვეულია იმით, რომ ფუტკარს შეუძლია თაფლის შეგროვება ყველა ნექტრისა და ცვარტკბილის შემცველი მცენარისგან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ