მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 626 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

• კოკა-კოლას მედიცინაში იყენებენ ფიტობეზოარების დასაშლელად.

ბეზოარი არის კუჭში უხსნადი დიეტური ბოჭკოების ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება მცენარეული ბოჭკოების გადაჭარბებული მოხმარების შედეგად. ორგანიზმს არ შეუძლია ბეზოარის დამოუკიდებლად მოშორება, მაგრამ მისი დაშლა კოკა-კოლას საშუალებით არის შესაძლებელი. 

კუჭში უცხო სხეულების დაშლის მეთოდი წარმატებულია შემთხვევების დაახლოებით 50%-ში.

 

• იმისთვის, რომ კოკა-კოლას არ ჰქონდეს ზედმეტად ტკბილი გემო, მის შემადგენლობაში შედის ორთოფოსფორის მჟავა (ორთოფოსფორმჟავა), რომლს pH (მჟავიანობის მაჩვენებელი) არის 2.8.

მჟავა უარყოფითად მოქმედებს ძვლოვან ქსოვილზე და არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ამიტომ კოკა-კოლას ბოროტად გამოყენება საშიშია და მისი მიღების დროს აუცილებელია ნორმის დაცვა.

ორთოფოსფორმჟავა ანადგურებს კბილის მინანქარს, რაც მეცნიერულად არის დადასტურებული. ჩატარდა მრავალი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მოხალისეები ყოველდღიურად სვამდნენ კოკა-კოლას. კვლევის ბოლოს აღმოჩნდა, რომ მოხალისეთა 90%-ს შეექმნათ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები. კბილები გახდა უფრო მყიფე და იცვალა ფერი (შესამჩნევად გამუქდა მინანქარი).

 

• დიეტური კოკა-კოლა ცრუ სიგნალს უგზავნის ადამიანის ორგანიზმს: უშაქრო კოკა-კოლას დალევის დროს, ტვინი ცნობს ტკბილ გემოს და ემზადება გლუკოზის დასამუშავებლად, ანუ ათავისუფლებს სისხლში ინსულინს. მაგრამ ხელოვნური დამატკბობელი არ შეიცავს გლუკოზას და ინსულინის  უქმად გამომუშავება არის პირველი ნაბიჯი II ტიპის დიაბეტისკენ.

 

• კოკა-კოლა ხშირად გამოიყენება როგორც ინგრედიენტი სხვადასხვა კერძების მომზადებისას. შესაძლებელია მისი საშუალებით ქათმის ან ღორის ხორცის დამარინადება. სასმელში შემავალი შაქარი ხორცს აპრიალებს და აძლევს კარამელის გემოს, მასში შემავალი მჟავა კი კარგ არომატს. კოლაში შესაძლებელია ასევე სამწვადე ხორცის მარინირება.

 

• შეერთებულ შტატებში არსებობს სახელმძღვანელოც, სადაც ჩამოთვლილია ფაქტები კოკა-კოლას სარგებლიანობის შესახებ, თუმცა არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არამედ იგი აღწერილია როგორც ეფექტური საშუალება საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის:

 

მსოფლიო არმიები სამხედრო ტექნიკის საბურავებს კოკა კოლათი რეცხავენ. პროცედურის შემდეგ საბურავები ახალივით ბრწყინავს. ამიტომ, კოკა-კოლას ხშირად გამოყენებენ საბურავების გასარეცხად.

კომპანიის დისტრიბუტორები 20 წლის განმავლობაში იყენებდნენ კოკა-კოლას სატვირთო მანქანების ძრავების გასაწმენდად. Coca-Cola ასევე კარგად ასუფთავებს მანქანის მინებზე დადებულ მტვერს.

 

• აშშ-ის ზოგიერთ სტატში ამერიკელი პოლიციის თანამშრომლებს საპატრულო მანქანებში ყოველთვის აქვთ 2 გალონი (8 ლიტრამდე) კოკა-კოლა, რათა ავტო კატასტროფის შემთხვევაში ადგილიდან სისხლის ლაქები გადარეცხონ.

 

• ინდოეთში კოკა-კოლას მინდვრებს ასხურებენ, რადგან ამით იცავენ მიწას მავნე მწერებისგან, რომლებიც იხოცებიან შაქრის ზედმეტი რაოდენობის ზემოქმედებით. კოკა-კოლაში დიდი რაოდენობით შაქარია (5 ჩაის კოვზი 0,33 ლიტრიან ქილაში). ინდოელებს კოკა-კოლა უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე უშუალოდ მავნებელი მწერების საწინააღმდეგო საშუალება.

 

თუ  ხორცის ნაჭერს კოკა-კოლაში ჩადებთ, ორთოფოსფორის მჟავის მოქმედებით, რამდენიმე დღეში ხორცი დაიშლება და მას ვეღარ ნახავთ. იგივე მჟავას შეუძლა ფრჩხილების დაშლა 4 დღეში.

 

კოლა-კოლას იყენებენ ტუალეტის გასაწმენდად: ერთ ქილას მოასხამენ უნიტაზს, დატოვებენ ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ ჩამორეცხავენ.

 

ქრომირებული მანქანის ბამპერიდან ჟანგის ლაქების მოსაშორებლად, ბამპერს უსვამენ კოკა-კოლაში დასველებულ ალუმინის ფოლგის ნაჭერს.

 

მანქანის აკუმულატორის „კლემებიდან“ კოროზიის მოსაშორებლად, „კლემებს“ ასხამენ ქილა კოლას, რის შემდეგაც კოროზია უკვალოდ ქრება.

 

ჩაჟანგებული ჭანჭიკის მოსაშვებად, ჭანჭიკზე ახვევენ კოკა-კოლათი დასველებულ ქსოვილის ნაჭერს და აჩერებენ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

 

კოკა-კოლას საშულებით შესაძლებელია ორგანული ნივთიერებების დაშლა: სამოსიდან სისხლიანი ლაქების, ჭუჭყიანი ლაქებისა და ჟანგის მოცილება. ჩაიდნიდან ნადების მოცილება, საღეჭი რეზინის მოცილება და სხვა...

დაბინძურებული ტანსაცმლის გასაწმენდად, ჭუჭყიანი ტანსაცმელს ასხამენ ერთ ქილა კოკა-კოლას, ამატებენ სარეცხ საშუალებას და ჩვეულებრივ რეცხავენ სარეცხი მანქანის საშუალებით. 

 

Coca-Cola ადვილად აშორებს ჭუჭყს სამზარეულოს ფილებიდან (კაფელი, მეტლახი) და სხვა ზედაპირებიდან.

 

Coca-Cola-ს კონცენტრატის ტრანსპორტირებისთვის, სატვირთო მანქანა აღჭურვილი უნდა იყოს მაღალკოროზიული მასალებისთვის განკუთვნილი სპეციალური პალეტებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, კოკა-კოლას  ჩაცივებულს გეახლებიან, ჰონგ-კონგში სასმელს ხშირად შემთბარი სახით მიირთმევენ, როგორც გაციების საწინააღმდეგო საშუალებას.

 

კოკა-კოლათი ზოგჯერ მკურნალობენ მედუზის ნაკბენით დაზიანებულ კანის მონაკვეთებს.

 

თუ ქაღალდს ან ფოტოსურათს მსუბუქად დაასველებთ მცირე რაოდენობით კოკა-კოლით, მიიღებთ რეტრო ეფექტს: ყავისფერი ელფერით (ძველი შავ-თეთრი ფოტოების მსგავსად).

 

• 2006 წელს უფლებადმაცველებმა თურქეთში კოკა-კოლას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. ისინი ითხოვდნენ კომპანიას გაემჟღავნებინა ფორმულა, რომლითაც აწარმოებდნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ გამაგრილებელ სასმელს.

„უბრალო წყლის ეტიკეტიც კი, რომელიც იყიდება თურქეთში, შეიცავს სრულ ინფორმაციას მისი შემადგენლობის შესახებ, კოკა-კოლა კი მალავს ინფორმაციას, რომლის ცოდნის უფლებაც მომხმარებლებს კანონის მიხედვით აქვთ“ - აცხადებდნენ უფლებადამცველები.

„კოკა-კოლათი ვაჭრობა ძალიან მომგებიანია, ხოლო თუ ჩვენ ვაწარმოებთ კოკა-კოლას სარეკლამო კომპანიას, ეს მოგება კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ჩვენთვის თურქი ხალხის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიღებული დივიდენენდები“ - განაცხადა სტამბულის კონცერტების და კონგრესის ცენტრის დირექტორმა მუსტაფა ოზბეიმ. „სანამდე არ დამტკიცდება, რომ კოკა-კოლა და პეპსი არ წარმოადგენს საშიშროებას ჯანმრთელობისთვის, მანამდე ეს სასმელები ჩვენს ცენტრში არ გაიყიდება“ - დასძინა მან.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ექსპერტებმა სრულად შეისწავლეს კოკა-კოლას შემადგენლობა. ტრადიციულად, ეტიკეტი შეიცავს შემდეგ შემადგენლობას: კარამელი, შაქარი, ფოსფორის მჟავა, კოფეინი, ნახშირბადის დიოქსიდი (ნახშირორჟანგი) და “გარკვეული ექსტრაქტი". სწორედ ამ იდუმალმა ექსტრაქტმა გამოიწვია ეჭვები და მრავალ მანიპულაციურ მოსაზრებებს დაუდო საფუძველი.

ერთ-ერთი ასეთი ინფორმაციით, კოპანია ფერის მისაღებად სასმელის შემადგენლობაში იყენებდა პიგმენტს, რომელიც მიიღება  მწერისგან -  კოშენილი (Cochineal).

ბუნების ეს უცნაური ქმნილება მექსიკის ბინადარია. კოშენილი ხოჭოა, რომელიც ხორთუმით ეკვრის მცენარეს (ძირითადად კაქტუსს) და გამოსწოვს წვენს; თუმცა მთავარი ის არის, რომ ხოჭოს კვერცხები გამოყოფს პიგმენტს სახელწოდებით - კარმინი, რომელიც ოპონენტთა მოსაზრებით აძლევდა ფერს კოკა-კოლას.

საქმე იმაშია, რომ კოშენილისგან მართლაც მიიღება წითელი ფერის საკვები საღებავი, რომელსაც ფართოდ იყენებენ კვების ინდუსტრიაში საკვებისთვის წითელი შეფერილობის მისაცემად. კერძოდ, კოშენილiსგან მიღებული კარმინი გამოიყენება ჯემებისთვის, იოგურტებისთვის, შეფერილი ხორცის ნაწარმისთვის (ძეხვი, სოსისი), გაზიანი და სპირტიანი სასმელებისთვის, ზოგიერთი ნატურალური წვენისთვის ფერის მისაცემად, ასევე კოსმეტიკაში (თმის მოვლის საშუალებებში), ცხოველებისა და მცენარეების ორგანულ ქსოვილების შესაღებად, მედიკამენტებისთვის ფერის მისაცემად და სხვა...

2009 წლამდე კოშენილის ექსტრაქტი “ბუნებრივ საღებავად” ითვლებოდა, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ მას შეეძლო ალერგიული რეაქციის გამოწვევა. 2011 წლის იანვრიდან აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის ფედერალური სააგენტოს (FDA) განკარგულებით, მწარმოებლები ვალდებული არიან ეტიკეტზე მიუთითონ საკვებში/სასმელში კოშენილისაგან მიღებული კარმინის შემცველობა.

კომპანიის ხელმძღვანელობამ უარყო კოკა-კოლას შემადგენლობაში კოშენილის პიგმენტისგან დამზადებული საღებავის არსებობა. მათ აღნიშნეს, რომ კოკა-კოლას ძირითადი ინგრედიენტები საჯაროდ არის მითითებულია, როგორც სასმელის ეტიკეტზე, ასევე კომპანიის ოფიციალურ გვერდზე. ხოლო კომპანიის კომერციული საიდუმლოს წარმოადგენდა მხოლოდ ამ ინგრედიენტების პროპორციები და სასმელის დამზადების წესი.

კოკა-კოლას კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კი კლასიკური რეცეპტით დამზადებული კოკა-კოლა შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

• გაზირებული წყალი;

• შაქარი (ან მისი შემცვლელი დამატკბობლები);

• ორთოფოსფორის მჟავა;

• კოფეინი;

• კარამელის საღებავი;

• ბუნებრივი არომატიზატორები (რომელთა ზუსტი ჩამონათვალი კომპანიის კომერციული საიდუმლოს ნაწილია).

 

• რა ემართება ორგანიზმს ერთი ქილა კოკა-კოლას დალევის შემდეგ:

1. პირველი 10 წუთის შემდეგ, ორგანიზმი იღებს ძლიერ დარტყმას კოკა-კოლაში შემავალი 10 სუფრის კოვზი შაქრის ზემოქმედებით (სხვათა შორის, ეს არის შაქრის რეკომენდებული დღიური დოზა). მაგრამ ადამიანი ვერ გრძნობს გადაჭარბებულ სიტკბოს, რადგან ასევე კოლაში შემავალი ორთოფოსფორის მჟავა თრგუნავს შაქრის მოქმედებას. 

მაშ რატომ უმატებენ კოლას ამდენ შაქარს? პასუხი მარტივია: ის იწვევს დოფამინის (მოტივაციისა და სიამოვნების ჰორმონის) მოზღვავებას, რათა არსებითად მიეჯაჭვოთ „ტკბილ ნარკოტიკზე“.

2. 20 წუთის შემდეგ: სისხლში სწრაფად ეცემა შაქრის დონე, რაც გამოწვეულია ინსულინის სწრაფი გამოყოფით. ადამიანის ღვიძლი რეაგირებს ამ მეტამორფოზებზე და ზედმეტ შაქარს გარდაქმნის ცხიმად.

3. 40 წუთის შემდეგ: ორგანიზმი იწყებს კოკა-კოლაში შემავალი კოფეინის ათვისებას. თვალის გუგები ფართოვდება, არტერიული წნევა მატულობს. ღვიძლი იწყებს სისხლში ჭარბი შაქრის გამოყოფას სისხლში. ადენოზინი (ნუკლეოზიდი) ბლოკავს ტვინში დაღლილობის რეცეპტორებს, რაც იწვევს ძილის სურვილის შემცირებას.

4. 45 წუთის შემდეგ: კოკა-კოლას მოხმარებისგან გამოთავისუფლებული დოფამინი აგრძელებს ტვინის სიამოვნების ცენტრების სტიმულირებას, რაც იწვევს ამაღლებული განწყობის შენარჩუნებას. (სხვათა შორის, ფიზიკურ დონეზე ეს მუშაობს ისე, როგორც ჰეროინის შემთხვევაში).

5. 60 წუთის შემდეგ, ორთოფოსფორის მჟავა აკავშირებს კალციუმს, მაგნიუმს და თუთიას ნაწლავებში, რაც აჩქარებს მეტაბოლიზმს, მაგრამ ამავე დროს ანადგურებს კბილის მინანქარს და ძვლოვან ქსოვილს.

6. ერთ საათზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, კოფეინის დიურეზული თვისებები (შარდის გამოყოფა) ძლიერდება და ადგილი აქვს გახშირებულ შარდვას.

7. კიდევ უფრო გვიან, ადამიანს ისევ უნდება რაღაც ტკბილი და თუ კოკა-კოლა აღარ არის, იგი ხდება მოშვებული, ლეთარგიული და გაღიზიანებული.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ