წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 27817 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

- ჩემო ტკბილო ქალბატონო და "დედისა მჯობო დედაო”, ხედავ, წუთისოფელმა რა მიყო მისგანვე დატყვევებულს, ტანჯვაზე კიდევ ტანჯვა დამერთო!

შენმა ბარათმა დიდად გამახარა. ორგზის ხომ მიხსენ გრძნეულთაგან და ჭირი შემიმსუბუქე. ახლა აქ მთელ ქაჯეთს თითქოს ჩემთვის მოუცლია, "ერთსა მცავს ერთი სამეფო”, ათასობით გმირი მდარაჯობს. ვაი, რომ ზრახვა ავად ამიხდა, რას ვაპირებდი და რას გადავეყარე!

აქაური ამბავი სხვა რა მოგწერო: ქაჯთა მეფე და მისი გრძნეულნი არ მოსულან და ჯერ ვერც დაბრუნდებიან, მაგრამ მამაც მეომართა უთვალავი ლაშქარი მაინც გარს მახვევია. მიხსნათ, ამაოდ ნუ ეცდებით, დაიჯერე, რომ ეს არა და არ იქნება!


"ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,

იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,

მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია,

უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!”


- მაშინ იმიტომ არა გიამბე რა, "ვერ იტყოდა ენა ჩემი”, მეთქვა, ვერ ავიტანდი და ჭირს განვერიდე. ახლა ამასა გთხოვ, ტარიელს მისწერე და შემახვეწე, ჩემ დასახსნელად ნუ წამოვა, სულერთია, მე ვერას მარგებს და ტყუილუბრალოდ დაიღუპება.

კმარა, რა სატანჯველსაც მივსცემივარ, შემიბრალოს და "ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა”.

თუ არ გისმინოს, შავი ქვითამც დაგიქოლივარ! ნიშნის გაგზავნა გიბრძანებია და მეც ვუგზავნი მცირე მონაკვეთს მისეული მოსახვევისას, ესოდენ რომ შევსტრფი, შევჰხარი, თუმცაღა ფერით ჩემი ბედის მსგავსად შავია.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura