წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 4958 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

წყლის ფუნქციები ორგანიზმშიწყალი, თავისი მნიშვნელობით, ადამიანის სიცოცხლისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰაერის შემდეგ.

ორგანიზმის მიერ წყლის 1-3%-ის დაკარგვის შემდეგ, ადამიანი გრძნობს წყურვილს.

თუ იგი კარგავს სითხის 6-9%-ს, შესაძლოა აღმოჩნდეს ნახევრად გულწასულ მდგომარეობაში.

სითხის 10%-ის დაკარგვის შემთხვევაში, ადგილი აქვს ჰალუცინაციებს.

თუ ორგანიზმმა სითხის 12% დაკარგა, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რომლის შემდეგ ადამიანმა შესაძლოა ძალები აღიდგინოს მხოლოდ სამედიცინო ჩარევის შემდეგ.

ხოლო თუ ორგანიზმმა დაკარგა წყლის 20% - ეს იწვევს ლეტალურ შედეგს- სიკვდილს.

ორგანიზმის მიერ წყლის მიღება და დაკარგვა, უნდა იყოს თანაბარზომიერი, ანუ დაცული უნდა იქნას გარკვეული ბალანსი.

წყლის 40%-ს ადამიანის ორგანიზმი იღებს საკვებიდან, ხოლო დანარჩენს წყლისა და სხვადასხვა სასმელების საშუალებით.

წყლის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ, მისი შემადგენლობა ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში შეადგენს 70-90%-ს.

ასაკთან ერთად, წყლის რაოდენობა ორგანიზმში იცვლება. მაგალითად, სამი თვის ნაყოფი შეიცავს 90% წყალს, ახალდაბადებული 80%-ს, ზრდასრული ადამიანი 70%-ს. უკვე ხანში შესული ადამიანის ორგანიზმში წყლის შემცველობა 50%-მე ეცემა.

წყალს შეიცავს ჩვენი ორგანიზმის ყველა ქსოვილი, თუმცა იგი განაწილებულია არათანაბრად:

 ტვინი - 75%  გული - 75%  ფილტვები -85%  ღვიძლი - 86%  თირკმლები - 83%  კუნთები - 75%  სისხლი - 83%

თუ ორგანიზმი იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს, ადამიანი თავს უფრო ენერგიულად და ხალისიანად გრძნობს. ადვილად უმკლავდება სტრესს, უმჯობესდება მისი აზროვნება და ტვინის მოქმედების კოორდინაცია.

მას გაცილებით უიოლდება აკონტროლოს საკუთარი წონა. უმჯობესდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება და საკვების მონელების პროცესი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკმარისი რაოდენობის წყლის მიღების შემთხვევაში, მცირდება ტკივილები ზურგის არეში, ტკივილები შაკიკის დროს, რევმატიული ტკივილები.

აგრეთვე, მცირდება სისხლში ქოლესტერინის დონე და სისხლის წნევა, რაც თავის მხრივ ამცირებს გულის შეტევების რისკს.

წყლის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმში, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თირკმელებში კენჭების წარმოქმნის პრევენციისთვის.

წყალი ხომ არ შეიცავს მარილებს, ცხიმს, ქოლესტერინს და კოფეინს, ამიტომ იგი სხვაგვარად გამოიდევნება ორგანიზმიდან

 

რა ფუნქციებს ასრულებს წყალი ორგანიზმში?

 

რა ფუნქციებს ასრულებს წყალი ორგანიზმში?წყალი ორგანიზმში ასრულებს რამოდენიმე ძირითად ფუნქციას:

»» არის სხვადასხვა ნივთიერებების გამხსნელი ორგანიზმში;

»» მიაქვს უჯრედებამდე მკვებავი ნივთიერებები, ჟანგბადი, ფერმენტები და ჰორმონები;

»» გამოჰყავს ორგანიზმიდან შლაკები და ცხოველმოქმედი ნარჩენები;

»» არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;

»» ახდენს სახსრების ამორტიზირებას და ამაგრებს კუნთებს;

»» უზრუნველყოფს კანის და სხვა ქსოვილების ბუნებრივი სინოტივის შენარჩუნებას;

»» ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაუმჯობესებას;

»» ხელს უწყობს საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესს;

»» იცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს;

შესაძლებელია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რაც უფრო მეტ უხარისხო საკვებს იღებს ადამიანი, მით უფრო მეტი რაოდენობის წყლის მიღებაა საჭირო ორგანიზმიდან შლაკების გამოსადევნად.

ამავე მიზეზით წყლის მიღება აუცილებელია ალკოჰოლური თრობის დროსაც, განსაკუთრებით ძილის წინ, რათა ორგანიზმიდან გამოდევნოს ალკოჰოლური ნარჩენები და დილისთვის თავი შეუძლოდ არ იგრძნოთ.

აზრთა სხვადასხვაობა ამ შემთხვევაში თვალნათელია, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში საკვების ხარისხი სხვადასხვაა, შესაბამისად, სხვადასხვა რაოდენობის წყლის მიღება იქნება საჭირო ორგანიზმის გასაწმენდად.

დაავადებათა დაახლოებით 50% გამოწვეულია ორგანიზმში წყლის ნაკლებობით. ამიტომ, იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ სახსრების ჭრაჭუნს, თირკმლებში კენჭების წარმოქმნას, მშრალ კანს და ა.შ, აუცილებელია ორგანიზმში სითხის საჭირო დონის შენარჩუნება. წყალი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა ან გაფილტრული.

აღსანიშნავია, რომ წყურვილი არ ითვლება ორგანიზმის გაუწყლოების ჭეშმარიტ მაჩვენებლად. გაუწყლოების ადრეულ სიმტომებს განეკუთვნება: ცხოვრებისული ტონუსის დაქვეითება, დაღლილობა, კონცენტრაციისა და ყურადღების დაქვეითება, გაღიზიანება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

ორგანიზმში წყლის დონის ნაკლებობის განსაზღვრა შეიძლება შემდეგი სიმპტომებით:

 თუ შარდის ფერი მუქია და დილაობით მისი სუნი მკვეთრად გამოხატულია ან იშვიათი შარდდენა;

 თუ ოფლის სუნი მძაფრი ან აუტანელია;

 მშრალი ტუჩები, პირი და კანი;

 გულისრევა;

 კუჭის შეკრულობა;

 სხეულის მაღალი ტემპერატურა;

ორგანიზმში წყლის დონის ნაკლებობის განსაზღვრა ამიტომ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ საკითხებს. განსაკუთრებით აკონტროლეთ შარდისა და ოფლის გამოყოფა.

თუ წყლის დონე ორგანიზმში საკმარისია, თქვენ არ დაგჭირდებათ დეზოდორანტის გამოყენებაც კი. ოფლი ხომ ტოქსინებია, რომელიც გამოიდევნება კანის ფორებიდან და როცა მისი რაოდენობა დიდია, ოფლის სუნი ხდება მძაფრი და არასასიამოვნო. დიდი რაოდენობით ტოქსინები იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებების პროვოცირებას.

დალიოს თუ არა დიდი რაოდენობით წყალი, თითოეული ადამიანი წყვეტს ინდივიდუალურად, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დღეღამეში ლიტრნახევარ წყალზე ნაკლების დალევა არ არის რეკომენდებული. როგორც კი შეატყობთ, რომ თავი იჩინა რომელიმე დაავადების ნიშნებმა, აუცილებლად უნდა გაზარდოთ მიღებული წყლის რაოდენობა.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში წყლის მიღება შესაძლოა მავნებელიც კი იყოს და დიდი რაოდენობით წყლის დალევა, ნეგატიურად აისახოს ორგანიზმზე. მსოფლიოში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა დიდი რაოდენობით წყლის მიღება დასრულდა ფატალური შედეგით. ჩვეულებრივ, ეს ხდება ტოქსიკური თრობის მომენტში.

ადამიანის ორგანიზმისთვის წყლის როლის მნიშვნელობას, დღესაც გულდასმით იკვლევენ მეცნიერები მთელს მსოფლიოში.

დღესდღეობით პოპულარულია თეორია - ადამიანის გუნება-განწყობილებასა და დღიურად მიღებულ წყლის რაოდენობას შორის დამოკიდებულების შესახებ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღის განმავლობაში აუცილებელი რაოდენობის წყლის მიღების შემთხვევაში:

»» მნიშვნელოვნად იმატებს ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტივობა;

»» ადამიანი ხდება უფრო ყურადღებიანი, დაკვირვებული, უმჯობესდება მეხსიერება;

»» არსებითად იმატებს სტრესის მიმართ ამტანობა;

»» ხანგრძლივი გონებრივი დაძაბულობის შემდეგ, ძალების აღდგენა ხდება გაცილებით მალე;


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი წყლის შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura