|
განმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი, მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა, მაღალი. საამო არის მის ჩრდილში ოცვნა და მისთა ფოთოლთ შრიალთა სმენა, და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა ამა სოფლისა ჭირთა დათმენა!
და გამოსცემენ სახიობასა, ტკბილის ოცნებით დამაძინარსა! მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის, და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!
და აღმოარხევს უფსკრულებიდამ, და აღელვილი კლდესა ეხლების! მაგრამ ჩინარი, მაღლად მჩინარი, დგას მედიდურად და სიამაყით, და მხოლოდ თავსა გარდმო-გარდიღებს სევდიანისა შერხევის სახით.
თითქოს სიშურით შეშფოთებული, და კლდის პირებზე ზვირთთა შემუსრავს. ესრედ იდუმალ, მაგრამ ძლიერად, დაიტანჯების მარად მიჯნური, თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა ტრფიალებისა ცეცხლი ციური. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















