მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 365 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

ვარდი აყვავდა, მთვრალ ბულბულს სურს იმ ბაღნარის მიგნება,

სადაც ღვინის და ლხინის წილ გვინდა პატივის მიგება.

თვით ქვაზე მტკიცე ფიციც კი ბროლის ჯამების ტრიალით

დაიმსხვრევა და ის მიწის პირიდან აღმოიგვება.

ღვინო დამისხი! - ზენაართ სამყოფის კართან ვინც მივა,

სულთანია თუ ბოგანო, მსგავსი განკითხვით იდგება.

ამ ორკარიან სამყაროს მოსვლა-წასვლა აქვს წესად და

თვით ჩარდახ-აივნებიც კი აქ სულ ამაოდ იგება.

ვარდს რომ უეკლოდ ვერვინ კრეფს, განგების ასეთ განაჩენს

რადგან მივენდეთ, ჩვენს გზაზე ყველგან ეკალი ირგვება.

აქ სრულყოფილს თუ კრულყოფილს ბოლო ერთგვარი მოელის,

ჰოდა, არ უნდა გაგტანჯონ ყოფნა-არყოფნის ფიქრებმა.

გინდ ფრინველთ ენა იცოდე, გინდ ქარის ცხენით დაჰქროდე,

ეს ყველაფერი, ბატონო, მიიჩქმალება, მიქრება...

ვისაც ფრენა სურს, ახსოვდეს, გატყორცნილ ისარს რაც ელის:

თუნდ ზეცას შესწვდეს, ის მაინც ჩამომიწ-ჩამოინთქმება...

დასასრული აქვს ყველაფერს და მხოლოდ ჰაფეზის ლექსი

ხელიდან ხელში გადასვლით მარად ცოცხალი იქნება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ