მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 479 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

ჩვენ ახლა შენზე ოცნებაც გვათრობს,

ღვინით დათრობა, აღარსად ხდება?! -

უჩვენოდ, ალბათ, ღვინის მარანი

დაინგრევა და გაპარტახდება.


თუნდაც დამისხათ სამოთხის ღვინო,

მე იქ საამოდ ვერ მოვილხინო, -

თუ სატრფოს ხილვის იმედი არ მაქვს,

სამოთხეც ერქვას, სევდა დამხვდება.


წავიდა სატრფო... აცრემლდა თვალი...

აღარსაით ჩანს გზაა თუ კვალი...

ცრემლების წიაღ მისი დალანდვა

წყალზე უაზროდ ხატვა გახდება.


იფხიზლო უნდა, ო, ჩემო თვალო,

და მარტოობის ტკივილი თვალო,

აწ შენი ძილის საბუდარებში

ყველა სიზმარი წარღვნით წახდება.


სატრფოს პირბადით არ სურს იაროს,

თავის სიტურფეს, სურს, მაზიაროს,

და ზურგს შემაქცევს, თუ ტრფობის გარდა,

გულში სხვა გრძნობა ჩამისახლდება.


ვარდმა იხილა შენი ღაწვი და

ტრფობა მის არსთან ისე დაწყვილდა,

ვნების ცეცხლს ვარდის წყალს აპკურებს და

რომ ვერ ჩააქრობს, განა არ ხვდება.


რადგან საწუთრო არის ზმანება,

არ შემრჩენია ქვეყნად სხვა ნება,

რომ არ ველოდო გაზაფხულს, როცა

სიცოცხლე თითქოს განმიახლდება.


ბანგმა მოიცვა ჩემი გონება,

არც ფიქრობს, არც რამ გაეგონება...

როდესაც მესმის ჩანგის ჰანგები

აღარ მაღელვებს ქვეყნად რა ხდება.


ან საძრახისი რა ჩანს ამაში,

ჰაფეზს თუ უყვარს მზერით თამაში?!

მის სიჭაბუკეს თრობა სულ თან სდევს

და სიყვარულიც სულ თან ახლდება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ