|
...როცა ღუბლებში დაიმსხვრა ელვა და ვარსკვლავებად ცას მიეყარა, ზღვასაც მოსწყინდა შფოთი და ღელვა დაცხრა, დადუმდა ტალღა ჭაღარა.
მთვარე გამოჩნდა ღრუბლის ქულებთან, ზღვისკენ აფრინდა შუქი ფრთამალი და კარგი დარის დადასტურებად ზედ დაახატა ვერცხლის ქამარი.
ღამეა. ძინავს სოფელს ღრმა ძილით, ნაწვიმარ ველებს სიომ დაჰბერა, ისე დამოკლდა ცისკენ მანძილი, მსუბუქ ჰაერში გინდა გაფრენა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















