მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
შენზე ფიქრებს დამწამებენ,
და ოცნებას წმინდას.
შენი კარგი წამწამები
რა ბავშვურად მინდა.
ჩურჩულებენ ჩინარები,
მზე დაღლილა მზერით,
ზეცის თეთრი მინარეთი
წასულია ზევით.
ქარი ამტვრევს,
ქარი გრეხავს
კვიპაროსთა ანძას,
ნეტავ სადმე შემახვედრა
მაგ თვალების ხანძარს.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet