|
მაინც ცბიერმა და მუხანათმა ჩემს ლექსებს მუზამ უღალატა. ისეთი წყურვილის თვალი იყო, რომ მისი დაკარგვა ბრალი იყო.
თორემ სულ გვერდით ვიყოლებდი. ხელზე შემოჩვეულ ბატკანივით სულთქმამდე მყავდა ატანილი.
იგი სიხარულით მაღვიძებდა, და თითქოს რაღაცას მაშურებდა - მანგრევდა. მაქცევდა. მაშენებდა.
აჰა, დიდ საუფლოს ვუბარდები. მაინც ცბიერმა და მუხანათმა ჩემს ლექსებს ბოლოს უღალატა,
მე და ცა ერთმანეთს ვუყურებთ თვალებში, და მწვანე კაბითა და შავის რიდითა ხანდახან ვტირივარ რიდითა დიდითა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















