წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი, ლექსები გითხრა - რას დაგადარო!.. დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი, ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი. არ შეგაშფოთებს მეტი არავინ, ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება და ცისკარივით გამიბრწყინდები, ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.
თეთრ ყვავილებში დამემალები, მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!.. დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი, ჩემო დიდგულა, პატარა ქალო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალეკო შენგელიას პოეზია |