მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1090 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

ამ ლამაზმა შირაზელმა თუ განკურნა ჩემი დარდი,

მზად ვარ, იმის ხალში მივცე ბუხარა და სამარყანდი.


მომეც თასი, ღვინო მასვი, ჩქარა, თორემ მერიქიფევ,

სამოთხეში არ იქნება მუსალა და რუქნაბადი.


ჩქარა, თორემ მოთმინებას, როგორც თურქი მეკობრენი,

იტაცებენ კეკლუცები, რომ აიკლეს ქუჩაბანდი.


მის უზადო სილამაზეს არ სჭირდება ჩვენი ხოტბა,

მითხარ, განა ფერ-უმარილს საჭიროებს ნორჩი ვარდი?


იოსების საოცარი მშვენებისგან შემიტყვია,

რომ ზელიხას აეხდება უბიწობის ფარდის ბანდი.


სულო ჩემო, მოხუცთაგან შეისმინე შეგონება.

ახალგაზრდებს, ხამს, ესმოდეთ ამ ცხოვრების ყველა ფანდი.


მოდი, თასი გამოცალე, მოწყდი ქვეყნის გამოცანებს,

თვით ბრძენმაც კი ვერ გაკაფოს ეს ხლართი და ეკალ-ბარდი.


შემრისხე და არას გყვედრი, დე, შეგინდოს ზეციერმა,

ლალის ბაგით თქმული რისხვაც საამოა, როგორც ყანდი.


ჰაფეზ, შენდა სადიდებლად ზეაღმოვლენ ვარსკვლავები,

ძვირფას ლექსთა მარგალიტი აკინძე და აღაღანდი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ