მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ნეტავი მალე მოვიდეს თოვლი,
წავალ, ვივლი და დავიქანცები,
აღარ მახსოვდეს თითების თრთოლვა
და ალეწილი შენი ღაწვები.
გადაღეღილი ლურჯი საყელო,
მკერდი მფეთქავი ფიქრით, განცდებით.
... ნეტავი მალე მოვიდეს თოვლი,
წავალ, ვივლი და დავიქანცები.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები