ცა გახლეჩილი ბროწეულია და ვარსკვლავებით, როგორც თვალებით, მიყურებს მთვარეს აქ ჩაუვლია და კვალი მისდევს ფერნამკრთალები.
გულზე ატყვია მთვარე ვარდივით. კლდე წყლის პირას ზის, თითქოს დევია და სიჩუმეში მიცურავს ტივი.
და ტივი გაღმა მიემართება და გაღმა მოჩანს ქვეყანა ზედა, სიო ეხვევა ვარდის ხლართებად.
და ვარსკვლავების წკრიალი ისმის. იფეთქებს შუქი ღვთისა წყალობა, მერე ყველაფერს მოიცავს ნისლი.
ნათელთა სულთა გამცილებელი და ცრემლგამშრალი წმინდა ცრემლს ვნატრობ და დაბრუნებას ტივისას ველი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |