ზურმუხტად გადახატულო და გულის დამატკბობელო, შენ, გამარჯობა, სოფელო, ამწვანებულო სოფელო!
მთებო, თეთრნაბდიანებო, ბარაქიანო ყანებო, ყანებო, ოქროს ყანებო!
მოვდივარ გალაღებული, დამხვდით ჩანჩქერთა გუგუნით, მინდვრად ქედნების ღუღუნით;
ნისლის გაშლილი აფრებით, დილით ცვარ-ნამის ვერცხლითა, ცაში გაჭრილი მერცხლითა...
მოვდივარ, არ ვგვიანდები, ამინთეთ, ამიჩირაღდნეთ ფერადი განთიადები!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალეკო შენგელიას პოეზია |