მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ვეღარ დავრჩით ძმობილებად,
გაგიტაცა დინებამ,
შენი კეთილშობილება
ზეცას ეპოტინება.
ახლოს არაფერი არ სჩანს,
რადგან ასე დავცილდით,
სითბო ჩვენი დაიხარჯა,
ყინულივით გავცივდით.
მოხვალ ბოლოს, პატიებას
მთხოვ ძველ, ერთგულ მეგობარს,
შენი ერთი ატირება
სიკვდილამდის მეყოფა.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet