რა გაშინებს, ჩიტუნიავ, მე დაგინგრევ ბუდეს განა? ნიავი რომ ნაზად არწევს და უმღერის იავნანას!
მივეახლო, ვესაუბრო, „მშია, მშიას“ რომ ჭყივიან, რა საჭმელი მოსწონთ უფრო?
გამიწყრება დედა განა? ჩემს დედიკოს ძლიერ უყვარს ჩიტუნები თქვენისთანა!
იჟღურტულე, ჩემო კარგო, მინდა ბუდე ყვავილებით მოგირთო და მოგიქარგო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალეკო შენგელიას პოეზია |