მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ძუა - თვალი;
ძუა - ქვა;
შეკრბა,
მძივი დაირქვა.
აყელყელდა,
აყოჩდა,
ჯავრი გულზე იყარა,
მერე გაწყდა, ძარღვიან
პეშვზე ჩამოიყარა...
აღარც ძუა,
აღარც ქვა,
აღარც თვალი გიშერის...
მოწყენილი მეძახის
უმძივებო კისერი.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet