მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 807 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სჩქეფს შადრევანი, საღამოა. ამოდის მთვარე.

ლამაზ კვიპაროსს აღუმართავს ამაყი ქედი.

ფანტასტიური სამოსელით ირთვება არე,

ბაღის აუზში უცნაურად ბანაობს გედი.

მთვარე მიიწევს ცის თაღისკენ ზანტი ნაბიჯით,

თითქოს მთვრალია, მიდის ნელა, რომ არ დაეცეს

მე კი ვზივარ აქ, კაეშანის დამდაღველ ეჭვით

და ჩემ ნაღველის სამკურნალო საგანს დავეძებ.

გუშინ აქ, ამ დროს შენ იყავი ჩემო ძვირფასო,

უკრავდი თარს და უჩვეულო ხმაზეც მღეროდი.

მე კი გისმენდი და ჩემ გულის გრძნობიერ პასუხს

შენ ანთებული, მოუთმენლად თურმე ელოდი.

ბოლოს დადუმდი... და შენი ხმის შეწყდა წკრიალი,

თვალებში ცრემლი მოგერია, გადასდე თარი, -

და ამის შემდეგ დადგა ჩემთვის ოხერ-ტიალი

წუთები მძიმე, დამდაღველი, წუთები მკვდარი.

გთხოვდი სიმღერას - მუდარებით, მაგრამ ამაოდ

ძვირფასო ჩემო, გულს დამასხი გესლი და შხამი

რა მშვენიერი იყო ამ დროს ბაღის მარაო,

გულს აგრილებდა მთვარიანი სექტემბრის ღამე.

მაგრამ მე ვსდუმდი, როგორც ღამე და სიმარტივე,

ვეყრდნე ნაღველით გულდამწვარი აუზის ღობეს.

უცებ შენ წახველ და მე ასეთ დარდით დამტოვე

თვალ-ცრემლიანმა სთქვი გულდაწვით იყავ მშვიდობით.

ეს გუშინ იყო, უცნაური ლხენაც და გლოვაც;

ო, რა გულის წვით იმ საღამოს ახლაც ვიგონებ.

ჩავიდა მთვარეც, ალბათ კიდევ აღარ ამოვა,

ვეღარ აღვადგენ ჩემი სისხლით წაშლილ სტრიქონებს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ