მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 738 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მოგვევლინე კეთილი და გრძნობით სავსე,

ცასაც მისწვდა შენი ფუნჯის ფერი,

სულ დახატე საქართველოს სილამაზე,

რაც ჩვენს სულში ახლაც ტკბილად მღერის.

და ეს იყო შენი დიდი ტანჯვის წყარო,

ბოჰემური სიამაყის მფენი...

ბინდში შედის უამური ეგ სამყარო,

მღერის შავი წუთისოფლის ფერი.

თვალწინ მიდგას აგერ შენი ორი შველი -

წყაროს პირად რომ დალიეს წყალი,

შეხედავ და დაგატყვევებს სათნო ცქერით,

შავტუჩება ანგელოსის თვალით...

და ელვარებს ასე ლურჯად მოხატული -

ისანი და ძველი ჩუღურეთი,

სულ აღიქვი, რითაც წუხდა კაცის გული,

შენი ხელით მუშაობდა ღმერთი.

მუშაობდა და არ ჰქონდა სახლი, კარი,

მაგრამ ამით ვინ ასულა ცაზე,

ჩვენ იმის გვწამს, ვინც წამების მძიმე ჯვარი -

მხრებით ზიდა მაღალ გოლგოთაზე.

და შენც გერგო ეს მძიმე და სავალალო -

ყველა დროის გენიოსის ბედი

იღუპება ყველგან ასე უმოწყალოდ,

თავის დროის დიდი შემოქმედი...

იღუპება და დრო ჟამი თითქოს ხარობს,

გალობს სადღაც ივრის ლერწმის ღერი...

ბინდში შედის უამური ეგ სამყარო,

მღერის შავი წუთისოფლის ფერი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ