მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 248461 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ადრე დილით მოვიდა სასახლეში ავთანდილი, „იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადიხშოსანი“, ოქრომკერდით ნაქარგი მოსახვევი მოეხვია, წელი ხმლით დაემშვენებინა, თეთრ ტაიჭზე ამხედრებული მეფეს ელოდებოდა. როსტევანი მოიკაზმა, ცხენზე შეჯდა და გამოვიდა. სანადიროდ გაეშურნენ.

ურიცხვ ლაშქარს ველი დაეფარა, ზეიმობდნენ, ჟრიამულობდნენ. ვრცელ მინდორს ირგვლივ შემორტყმოდნენ. ხელმწიფემ თორმეტი რჩეული მშვილდოსანი იხმო და უბრძანა: თან გამოგვყევით და “მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა“, ნასროლი დათვალეთ და ნაკრავი შეადარეთო. მონადირეებმა ნადირი მორეკეს, მინდორს ყოველი მხრიდან უთვალავ ჯოგად მოაწყდა:


„ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკა მაღლა მხტომელი.

მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! 

აჰა, მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!“


როსტევანი და ავთანდილი მარჯვედ დაერივნენ ნადირს და მუსრს ავლებდნენ. მათგან დაჭრილი მხეცი წინ ერ ნაბიჯსაც ვერ დგამდა. ველი წითლად შეეღებათ, თავადაც ნადირთა სისხლში მოსვრილიყვნენ. მათი ცხენების ნატერფალთაგან ამდგარი მტვრის კორიანტელი მზეს აბნელებდა. ავთანდილის ახოვანებით მოხიბლული მჭვრეტელნი ჭაბუკს „ალვას, ედემის ხეს“ ამსგავსებდნენ.

ასე გალიეს ვრცელი მინდორი, შეუსვენებლივ გადაიჯირითეს, მინდვრის ბოლოს მდინარე დიოდა, მის ნაპირას კლდეები ამართულიყო. ნადირთა ჯოგი მახლობელ ტყეში გაუჩინარდა, სადაც ცხენი ვერც გაივლიდა.

როსტევანი და ავთანდილი უკან გამობრუნდნენ დაღლილ-დაქანცულნი, „იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია“. მეგობრულად ოხუნჯობდნენ, მე გაჯობეო, ერთმანეთს სიცილით აჯავრებდნენ. მერე, როცა მშვილდოსანნი წამოეწივნენ, მეფემ მათ უბრძანა, ყოველივე მართალი გვითხარით, ხათრით ნურაფერს დაგვიმალავთო, მათ მოახსენეს:

- ახლავე რომ დაგვხოცო, მაინც ვერ გეტყვით, რომ თქვენი მშვილდოსნობა, ხელმწიფეო, მაგისას შეედრებოდეს. ავთანდილის დაკოდილ მხეცთაგან ერთიც ვერ ვნახეთ, რომ წინ ნაბიჯი წაედგას. ერთად ორივეს ასჯერ ოცი დაგიხოცავთ, ოღონდ ავთანდილს ოცით მეტი მოუკლავს: რამდენიც შეუტყორცნია, ერთიც არ აუცდენია, თქვენი ისრები კი მრავლად დაგვიწმენდია, მიწით მოსვრილი.


„მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,

უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,

აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, 

სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა."


დიდი ხნით ჩრდილში შეისვენეს. ლაშქარმაც იქ იწყო მოდენა, ბზის უმეტესი შეიკრიბა. მხიარულად ერთობოდნენ, ტყისა და მდინარის ჭვრეტით ტკბებოდნენ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ