მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 142327 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- კარი ფარეშმა შემოაღო და ასმათის წერილი მომართვა. არ ველოდი, გაოცებას მივეცი, "ეწერა: გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

მე რომ მმართებდა, იმდენ სიხარულს დაიტევდა კი ეს გული?! რა შეღამდა, გავეშურე. ბაღში შევედი, ასმათი ისევ იქ მელოდებოდა, სადაც უწინ მენახა. გამიღიმა და მითხრა: წამომყევი, `მოგელის ლომსა მთვარეო”. წამიყვანა და


"შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა,

გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,

ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,

საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირით და ტანითა.


შევედი და ნოხის ნაპირთან შევჩერდი. მისი ჭვრეტით მტანჯველი ცეცხლი ჩამიქრა, "გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად”. ნებივრად დაბრძანებულიყო და ნათელს ისე აფრქვევდა, `მზისა შუქსა სჯობდა მეტად”.

თავი დაეხარა და ჩემგან სახეს იფარავდა, წამით თუ ამომტყორცნიდა ქურდულ მზერას. ასმათის პირით დაჯდომა შემომთავაზა. ასმათმა მის შორიახლოს დამსვა. გული, მანამდე წუთისოფლის მაწყევარი, ლხინით ამვსებოდა. მიკვირს, ცოცხალი როგორღა ვარ, მის ნათქვამს რომ ვიგონებ! ვიცი, გეწყინაო, მითხრა, ამას წინათ რომ უბრად გაგიშვი და


"მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:

დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,

მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა."


თუმცა ქალს მამაკაცის დიდი მოკრძალება მართებს, ჭირთა უთქმელობა და დამალვა კიდევ უფრო უარესია. მე თუ სხვების დასანახავად მიცინია, მალულად ვაი და ვიში მითქვამს. ახლა გამოტეხილად გეტყვი: მას აქეთ, რაც ერთმანეთის ამბავი ვიცით, ვფიცავ, ცოცხალი თავით შენ გეკუთვნი.

თუ "გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!”, წადი, ხატაელებს შეები, მათი ქვეყანა დალაშქრე, ღმერთმა ქნას, გამარჯვებული დიდებით დამიბრუნდი! მაგრამ მე რა მეშველება, სანამ ისევ გნახავდე? ფიქრითა და ოცნებით მაინც სულ ერთად ვიყოთ: "გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!”

- ძეხორციელი არავინ ღირსებია, რის ღირსადაც მე მხდი-მეთქი, - მივუგე მოწიწებით, - შენი შუქით გარემოსილს ბნელი გული გამთენებია! ღვთისაგან არ მიკვირს, მისი მოწყალება ხომ ანაზდეულია. გწამდეს, შენი ვარ, სანამ არ დავმიწდები. შენი გულისთვის დასაწველად ცეცხლში ისე გადავეშვები, თავი არც კი შემეწყალება. მაგრამ რახან არ მომკალი და ცოცხალი დამარჩინე,


"შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად,

აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად”.


- კვლავაც შევფიცე და შემომფიცა, მითხრა: შენ გარდა თუ ვინმე მოვიწონო და ვინდომო, ნუმც მიცოცხლიაო. ერთხანს კიდევ დავრჩი, ტკბილად ვბაასობდით, ხილს შევექცეოდით. მერე, წამოსასვლელად რომ ავემზადე, ცრემლი მომერია: "მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბადახშ-მინისა”.

მოვდიოდი და "მისთა შუქთა შვენებანი” გულს ნათლად მადგა. დიდად ნასიამოვნები და გახარებული ვბრუნდებოდი, თითქოს ახლად დავიბადე:


"ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,

აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ