მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 111885 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რა სამხრე გაიხსენა, ტარიელი საშინლად გაშმაგდა, კვალვ ტირილი მოერია, ვარამი უზომოდ დაუმძიმდა.

სამხრე შეიხსნა, ისეთი იყო, ფასი არ დაედებოდა. მერე ძლივსღა თქვა: აი, ეს ახლა მე მაქვს, უწინ რომ მას ება მკლავზე. სახესთან სათუთად მიიტანა, მიუალერსა და... გონდაკარგული ძირს დაეცა, სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა.


"ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,

ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა."


მისი შემყურე ავთანდილი მწარედ ქვითინებდა. ასმათის გულსაკლავ მოთქმა-ვაებას იქაურობა აეკლო, ცრემლის ნაკადით ქვას ხვრეტდა, დაკაწრულ ღაწვთაგან სისხლი ღვარად სდიოდა. ქალი გულწასულს წყალს ასხამდა, შველას ლამობდა. როგორც იქნა, მოასულიერა, "ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა”.

ტარიელი წამოჯდა და აქეთ-იქით რეტდასხმული იცქირებოდა, ფერი წასვლოდა, "ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად” რად გადავრჩიო, მეტისმეტად უმძიმდა.

ვაი, რომ ისევ ცოცხალი ვარ და წუთისოფელი ახლა ჩემს სისხლს კვლავ ხარბად დაეწაფება, კლვავ გამაწამებსო, დაიჩივლა. სასაუბროდ სადღა სცალოდა, დიდხანს არც კი შეუხედავს მათთვის. მერე ავთანდილს მიუბრუნდა:

- თუმცა გონება გიჟივით ამრევია, მისმინე და მაინც გიამბობ ჩემსა და ჩემი ცოცხლად დამმარხველის ამბავს. წახვალ, სატრფოს ამ ამბის შეტყობით აამებ და გაბედნიერდები, მეც ეგ მახარებს, "ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა”. აბა, თავად რაღა დამრჩენია სასიხარულო, ისიც საკვირველია, სული რომ მიდგას!

მერე აღარ დააყოვნა და თხრობა განაგრძო:

- დისაებრ ტკბილი და მისანდო ასმათის ნახვა დიდად მეამა. წერილი წავიკითხე თუ არა, ეს სამხრე მომართვა და მაშინვე მკლავზე შევიბი, ხოლო უცხო და უებრო შავი მოსახვევი მოვიხსენი, საკვირველი კაბაც გამოვიღე, ამ მოსახვევთან ერთად ხატაეთს რომ მომეხელთებინა, და ორივე სიხარულით გავუგზავნე.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ