მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 159340 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- მაცნემ, სასიძო მოდისო, გვახარა. რას იფიქრებდა, რაც იმას მოელოდა. მეფეს დიდად ეამა, მიმიხმო, ახლოს დამისვა და მითხრა: ეს დღე ჩემთვის ლხინისა და სიხარულის დღეაო, დიდებული ქორწილი უნდა გადავიხადოთ, ყველგან კაცი გავგზავნოთ და მთელი საუნჯე აქ მოვატანინოთ, უხვად გავსცეთო საბოძვარი, `სიძუნწე უმეცრულია”.

- ის იყო საქმეს შევუდექი, რომ სასიძოც მოგვივიდა. აქედან ჩვენები გაეგებნენ, იქიდან ხვარაზმელნი მოდგნენ და ერთად იმდენმა ლაშქარმა მოიყარა თავი, ტევა აღარ იყო. მოედანი კარვებით მოკაზმეთო, ბრძანა ფარსადანმა, სასიძომ ცოტა ხანს დაისვენოს, მერე კი მოყმენი უშენოდ ეახლონ, ისინიც `კმარიან იქა ნახვისად”, შენ აქ ინახულეო.


"მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა,

მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,

შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,

დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა."


- თავი არ დამიზოგავს, ჯერისაებრ გავისარჯე და დაღლილ-დაქანცული დასაძინებლად შინ წამოვედი. მსახური მეახლა და ასმათის ბარათი მომართვა, მწერდა: "ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”.

ცხენიდან არც ჩამოვსულვარ, ფიცხლად გავეშურე. ასმათი ნამტირალევი დამხვდა, ვკითხე: "ცრემლსა რასა ჰმილდი?!” შენს გადამკიდეს სატირალს რა გამომილევსო, შემომჩივლა, მუდამ მოსარჩლედ როგორ დაგიდგე ან რით გამართლოო?! შემიყვანა, ვნახე, წარბშეჭმუხვნილი იჯდა.


"მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე,

წავდეგ, მიბრძანა: "რასა სდგა? დღე მიგჩს წინ საომარე!

ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!"


მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი.

უკუ-ვჰყივლე: "აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!

ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, აგრე ვითა დავძაბუნდი?"


- შინ მივედი და ჯაჭვ-იარაღით შევიჭურვე, მის მოკვლას ვესწრაფოდი. ასი რჩეული მეომარი ვიახლე, შევსხედით და ქალაქი უხმოდ გავიარეთ. რა მივადექით, "კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე” და შევედი. სასიძო ნებივრად იწვა და ეძინა, გახსენებაც კი მზარავს. ფეხებში ვსწვდი და თავით სვეტს მივახალე. უსისხლოდ მოვკალ, თუმცა მისი სისხლი მწყუროდა. "წინა-მწოლთა დაიზახეს” და საარაკო გლოვას მიეცნენ. ცხენს მოვევლე და გამოვეშურე. დიდი განგაში ატყდა, მდევარი დამადევნეს. ვინც კი დამეწია, დავხოცე.


"ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,

მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!”


მთელ ღამეს, უკუნ სიბნელეში, მდევრის მოსვლა არ შეწყვეტილა. ჩემი მკლავის ამბავს რომ გებულობდნენ, დამფრთხალნი თავს ხელით იფარავდნენ, თუმცა ჯერ არა სჭირდათ რა. ყველგან კაცი გავგზავნე და ინდოთ ლაშქარი ვიხმე: ვისაც გინდათ მომეშველოთ, აქეთ ისწრაფეთ-მეთქი.

- უთენია ავდექი და შევეკაზმე. დილით მეფის სამი დიდებული მომივიდა, შემოეთვალა: ღმერთია მოწამე, შვილივით გამიზრდიხარ, და სიხარული გლოვად რად შემიცვალეო?! უდანაშაულო ხვარაზმელი უფლისწულის სისხლი რად დამაკისრე, ადრევე რად არ მითხარ, თუ ჩემი ქალი გინდოდაო?! რას მერჩოდი შენს ბებერ გამზრდელს, რომ სიცოცხლე გამიმწარე და შენი თავიც დამიკარგე, სიკვდილის დღემდე განუყრელად თან არ მაახლებინეო.


"მე შევუთვალე: მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,

თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?

მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა.

მე, თქვენმან, მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!”


- მოგეხსენებათ, ინდოეთში რამდენი სატახტოც იყო, სხვა მეფენი ამოწყვეტილან და მთელს მათ სამფლობელოს ახლა თქვენ დაპატრონებიხართ-მეთქი. მაგრამ ღმერთს თქვენთვისაც ძე არ უბოძებია, ერთადერთი ასული გაგაჩნიათ, მეტი სხვას არავის ერგება-მეთქი. აბა, ეგ სადაური სამართალია, გადამთიელი გაგვიხელმწიფო, მე წელზე ხმალი მერტყას და ინდოეთს მეფედ სხვა დაჯდეს! ვერა, თქვენმა სიკეთემ, მაგას ვერ დაგყაბულდებით-მეთქი:


"შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე,

ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე,

ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,

სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!”

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ