მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 126847 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- რაც გადამხდომია, ერთობ დაწვრილებით გიამბობ და მერე, შენ რომ იცი, ისე ჭკვიანურად და მართლად განსაჯე, 

"გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა”, - უთხრა ტარიელმა. - შენს მომლოდინეს გამიჭირდა და გამოქვაბულში ვეღარ გავძელი, ცხენს მოვაჯექი და გავემართე, ველ-მინდორს მოვივლი-მეთქი.

შამბნარს რომ გამოვსცდი და აიმ ქედს გადმოვადექ, დავინახე, ლომი და ვეფხვი ერთად მოდიოდნენ და ერთმენათს სიყვარულით ეალერსებოდნენ.

ერთხანს ასე საამოდ ილაღობეს, მაგრამ მალე საოცარი და საზარელი რამის მოწმე გავხდი: ანაზდად ერთმანეთს წაეკიდნენ და ტოტი შემოჰკრეს, შეუპოვრად და დაუნდობლად იბრძოდნენ. ძუ ვეფხვმა მკერდი მოარიდა, გაუსხლტა და გაიქცა, ხვადი ლომი ფიცხლად დაედევნა, აღარ ეშვებოდა.


"ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: არა ხარ ცნობასა,

შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!”


ხმალამოწვდილი მივვარდი, ლომს თავში დავკარი და წუთისოფელს გამოვასალმე. მერე ხმალი განზე გავტყორცნე, ცხენიდან გადმოვიჭერ, ვეფხვი ხელით შევიპყარ და მივუალერსე:


"ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;

მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;

მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა,

ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა."


ბევრი
ვამშვიდე, მაგრამ ამაოდ. მიღრენდა და ბრჭყალით სისხლს მადენდა. ვეღარ გავუძელ, გულმოსულმა მოვიქნიე და მიწას დავანარცხე, იგიც მოვკალ. ამაზე მომაგონდა, ერთხელ სატრფოს რომ წავეჩხუბე, და რად გიკვირს, თუ ასე გავხდი? საკვირველი ისაა, სული როგორღა შემრჩა! ვაი, რომ სიცოცხლისა აღარა ვარ და ვერც სიკვდილს ვეღირსე.

თხრობა რომ დაასრულა, ამოიგმინა და ატირდა. ავთანდილიც მასთან ერთად ტიროდა, მერე ანუგეშა:

- გულს სულმთლად ნუ დაიწყლულებ, ნუ მოჰკვდები, გასაჭირს კიდევ გაუძელ და, გწამდეს, მოწყალე ღმერთი არ გაგწირავს: "თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა”.

ასეა, მიჯნური ნაღველსა და ფათერაკს ვერ ასცდება. ძნელია მიჯნურობა, თვით ბრძენსაც რომ გააშმაგებს და უსწავლელს ბევრ რამეს ასწავლის. იგი ზოგჯერ კაცს სიკვდილის პირამდეც მიიყვანს, "მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს”.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ