მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 83585 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დიდებული ქორწილი გაიმართა, სწორედ ისეთი, მათ რომ შეშვენოდათ. ყველას უხვად და უშურველად ასაჩუქრებდნენ. ავთანდილისა და ფრიდონისათვის ტახტი ცალ-ცალკე მოეკაზმათ და ორივენი ხელმწიფური განცხრომით დაებრძანებინათ. ბედნირების ღიმილით გაბადრული უებრო მოყმენი ხალისით ჰყვებოდნენ, რა გასაჭირიც გამოევლოთ.


"მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,

მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,

ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს!"


თქვენა ხართ ჩვენი მშველელი, ყოველი სიკეთე თქვენგან მოგვნიჭებიაო, ერთობ ამას ეუბნებოდნენ მადლიერი ინდონი ავთანდილსა და ფრიდონს, თავიანთი ხელმწიფე-პატრონივით მიაჩნდათ, უკლებლივ უსრულებდნენ, თუ რამ მოესურვებოდათ, "სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან”.

ტარიელმა ასმათი იხმო და ალერსით უთხრა: რაც შენ ჰქენი, "არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა”, ახლა მეც მინდა სიკეთე სიკეთით გიზღო, ინდოეთის შვიდი სამეფოდან ერთი შენთვის მიბოძებია და მოეპატრონეო, ვინც გინდოდეს, ქმარად შეირთე და თქვენი საგამგებლოდან ტკბილად გვემსახურეთ, ჩვენც ტკბილ წყალობას არ მოგაკლებთ.

ასმათი მოწიწებით მუხლთ მოეხვია და მოახსენა: "შენგან არის ჩემი ღონე” და, შენი მორჩილი მსახური ვიყო, ამის უკეთესი რა უნდა მინდოდესო.

ქორწილის შემდეგ სამმა ძმობილმა კიდევ რამდენიმე დღე ერთად დაყო. მხიარულად ერთობოდნენ, უცხო და ტურფა ძღვენი ხომ მოსდიოდათ და მოსდიოდათ დაუსრულებლივ: "რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!”

ავთანდილს მაინც მოწყენა დაეტყო, ჭაბუკ მიჯნურს უმძიმდა უთინათინოდ. ტარიელი მიუხვდა მეგობარს და უთხრა: ვიცი, რად მემდურები და რა სევდაც შემოგწოლია, ვაი, რომ უნდა მომშორდე, წუთისოფელს ასე შეშურდა ჩემი შვება-ლხენა, უშენოდ როგორღა გავიხარებო, მაგრამ, "რათგან ისწრაფი, რაღა ვქმნა? მიგელის ლომსა მთვარეო!”

მერე ფრიდონიც დაეთხოვა ტარიელს: გამიშვი, შინ წავალ და, იცოდე, ხშირად მოგინახულებ, გზას შენამდე ერთობ სიარულით გავტკეპნიო, მუდამ ძმურად გემსახურები, ოღონდაც, მიბრძანე "უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა!”

ტარიელმა წასვლის დასტური მისცა, თან შეეხვეწა, ნუ დამივიწყებ, მალე ისევ მეწვიეო. მხურვალედ დაემშიდობნენ ერთმანეთს ინდოეთისა და მულღაზანზარის ხელმწიფენი.

ავთანდილი რომ შეჯდა და ტარიელს გამოეთხოვა, ორივეს გულს ცეცხლის ალი შემოენთო, უზომოდ უმძიმდათ დაშორება. აგრე რად მამწარებო, წუთისოფელს უჩიოდა არაბი მოყმე, უტარიელოდ რა გამაძლებინებსო. მის წასვლას მარტო ტარიელი კი არა "სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა”.

ინდოთა მეფემ ავთანდილს როსტევანთან თლილი თვლებით მოოჭვილი სასმისები და ტურფა სამოსი გაატანა. ნესტანმაც თინათინს ისეთი ქათიბი და მოსახვევი გაუგზავნა, "რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!” დობილს უებრო მარგალიტიც უსახსოვრა, მისი შუქდაუბინდავი ელვარება ღამე მზისაებრ ანათებდა.

მცირე ხანს იარეს ერთად ავთანდილმა და ფრიდონმა, მერე მათი გზა გაიყარა, ცრემლითა და ოხვრით დაშორდნენ ძმადნაფიცნი. ერთურთი არ ეთმობოდათ, თორემ სხვა რა ჰქონდათ დასაღონებელი: "კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი”.

არაბეთის მიწას რომ ფეხი დაადგა, ავთანდილს გული სიამით აევსო. გახარებულნი გამოეგებნენ ქვეყნის მანათობელ მოყმეს. უმალ თავისი მზე მოინახულა და უმისობის მძიმე სევდა მოიქარვა, სამეფო ტახტზედ მხარი დაუმშვენა, "ილხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან”. 

ტარიელს, ავთანდილს, ფრიდონს ძმური სიყვარული არასდროს განელებიათ. შორიშორ ვერ ძლებდნენ და ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს, ჭირი თუ ლხინი საზიარო ჰქონდათ, მტერს ერთპირად აძგერებდნენ მახვილს.

სამფლობელონიც შემოიმატეს და სამეფო ტახტზე განცხრომით სუფევდნენ, სიკეთითა და სათნოებით ხომ ვერავინ შეეტოლებოდათ:


"ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,

ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,

ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,

შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს."

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ