მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 224079 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მერე მიჯნურს მიუწერა წერილი, "მსმენელთა გულისა გასაგმირალი”. მწარედ ტიროდა და მისთვის მონადენი ცრემლის ღვარი მისგანვე მოდებულ ტანჯვის ცეცხლს უნელებდა. უებრო ბაგეებიდან კბილთა ელვარება გამოუკრთოდა: "ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი”. ნაღვლიანად შეჰღაღადებდა:


"ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,

ტანი კალმად მაქვს, კალამი ნავღელსა ამონაწები,

მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, -

გულო შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!”


- ვაი, რა მწარე, რა ძნელია ჩემი სიცოცხლე! რა ქნას უშენოდ გულმა, შენგან ლახვარსობილმა?! რაგინდ ნათელი იდგეს, ჩემთვის ხომ მაინც ბნელა, რომ "ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან”. ხედავ, რა გვიყო, როგორ გაგვყარა გამწირავმა წუთისოფელმა?! ბრძენთ რომ უგმიათ, არკი შემცდარან. შენს მზესა ვფიცავ, არ მეგონა, თუ კიდევ ცოცხალი იყავ, ვფიქრობდი, ჩემთვის ყველაფერი გათავდა-მეთქი. ახლა, ეს რომ შევიტყვე, ღმერთი ვადიდე და, რაც აქამდის ჭირი მინახავს, ერთობ ლხინი შევუწონე.


"შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,

გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად,

მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად,

ვზი მზრდელი სიყვარულისა მის, ჩემგან დანერგულისად”.


ამის მეტი, "ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:” ენა ამაოდ დაიღლება და, ვისაც თვალით არ უნახავს, ნათქვამს ვერა და ვერ დაიჯერებს! ღმერთმა უშველოს ფატმანს, იმან მიხსნა გრძნეულთა ხელიდან, მაგრამ წუთისოფელმა თავისი მაინც არ დაიშალა და უარესი ჭირი ჭირზედ მომიმატა: არ მაკმარა, მანამდე რომ მრავალგვარი ტანჯვა-წამება გამოვიარე, და ძნელად საომარ ქაჯებს მიმცა შესაპყრობელად.

რაც დაგვემართა, ჩემო, ყველაფერი ხომ ბედმა გვიყო! ვეება ციხე-კოშკში ვზივარ, თვალი ძლივს შემოსწვდება. გზა გვირაბით ამოდის, მცველნი დღედაღამ გუშაგობენ. ნუ გგონია, ესენი სხვა მებრძოლებივით იბრძოდნენ, ვაი, რომ ცოცხალი ვერავინ წაუვათ, "მისთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან!”

გევედრები, ნუ მოხვალ და თავს ამაოდ ნუ შეაკლავ, ამის უარესი ტანჯვა-წამებით ნურც მე ამომხდი სულს: შენ რომ მკვდარი გნახო, ხომ აბედივით დავიფერფლე, არა, რახან "მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!” ოღონდ ტყუილუბრალოდ არ დაღონდე და ფიქრადაც არ გაივლო, "სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა”. იცოდე, უმალვე კლდეზედ გადავიჩეხები ან გულს მახვილით გავიგმირავ, უშენოდ ნუმც მიცოცხლია! იმასაც ვნანობ, აქამდის რომ მოვატანე.


"შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი,

შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!

აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,

და სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.


ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,

ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;

მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,

და დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.


მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,

განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!

მუნა გნახო, მადვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი,

და თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილი-მცა მქონდა ტკბილი!


არა, სიკვდილი აღარ მიმძიმს, რახან სულს შენ შემოგვედრებ, ღვთის წინაშე მზრუნველ-მეურვედ შენ მეყოლები. "შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად”, ხოლო ვიდრე ცოცხალი ვარ, შენს ნატვრაში ცრემლი და ვაება არ მომაკლდება. სიცოცხლეს დავთმობ, შენს სიყვარულს კი ვერ შეველევი, მარად გულში დამრჩება იგი! შენ რომ დაგშორდი, იმ დღის ყოველი გახსენება ტანჯვაზედ კიდევ ტანჯვას მიმატებს.

დამიჯერე, ამიერიდან ნურც მიგლოვ და ნურც მომტირი, შენთვის დაკარგულს. წადი, ინდოეთს გაეშურე, მტერთაგან შევიწროებულსა და ყოველი მხრივ უმწეოდ შთენილ მამაჩემს მიეშველე, გაამხნევე და გაახარე უჩემობით დაჩაგრული ჩემი მშობელნი.

სულმთლად ნურც მე დამივიწყებ, "მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!” ჩივილად კმარა, ჩემი უბედო ბედის გამო რაც დავიჩივლე. ახლა შენ იცი, სამართალი მართლად განსაჯე, ერთობ ალალი გულით მითქვამს და მაგ გულმაც ასე გამიგოს.


"აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა,

გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,

ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა,

რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა!”


რა წერა დაასრულა, მიჯნურისეული მოსახვევი მოიხადა და ერთი კუთხე მოაკვეთა. თავშიშველს შნოსა და ლაზათს ჰმატებდა შავზე შავი დიდრონი ნაწნავები, უცხო და ტურფა სურნელების მფრქვეველნი: "დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი, ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი”.

გრძნეული ზანგი გამოეთხოვა და გულანშაროს გამოეშურა. იმავე დღეს ფატმანს ეახლა. ნატვრა რომ ასე აუხდა, ავთანდილი ხელაპყრობით ღმერთს მადლობას შეჰღაღადებდა. მერე ფატმანს მიუბრუნდა: რაც შენ ჩემთვის გასაჭირი გამოგივლია, იმას ხომ ვერაფრით გადავიხდიო, ახლა წავალ, მეტი მოცდა აღარ იქნება, საწადელი ჟამიერად ამისრულდა, უნდა ვისწრაფო, რომ დათქმულ დროზედ მისვლა არ დამიგვიანდესო და "ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი!”

ლომო, შენს შუქნათელს რომ ვშორდები, გული მიბნელდება, ახლა უფრო ვიწვი, ვიდაგვიო, მწარედ შესჩივლა ქალმა. მაგრამ მე ნუ გედარდები, იჩქარე, ქაჯთა დაბრუნებას ეგებ როგორმე დაასწროთ, თორემ მერე იქ მისვლა გაგიძნელდებათო. ავთანდილმა ფრიდონის მსახურნი იხმო, თან რომ ეახლებინა, და მათ უთხრა:

- აქამდის მკვდარნი ახლა დავცოცხლდით, სანატრელი ამბის მოსმენით გახარებულნი! წადით და თქვენს ხელმწიფეს ყოველივე დანამდვილებით მოახსენეთ, თავად ვერ ვინახულებ, მეჩქარება, წინ მეტად სასწრაფო გზა მიძევს. მტერთა ვაგლახ-ვაების მოწმედ მალე გაგხდით, ფრიდონის ომახიანი ყიჟინაც კიდევ უფრო მედგრად დაიქუხებს, "მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი”.

თქვენ დიდი ვალი დამდეთ და, თუ ფრიდონს შევხვდი, მადლობას სხვარიგ გადაგიხდით. ახლა კი, რაც რამ ავაზაკთაგან ნადავლი წამომიღია, ერთობ თქვენი იყოს. ვიცი, გეცოტავებათ და გეძუნწებით, მაგრამ მეტს ვერას მოგცემთ, სახლ-კარს მოშორებული.

ტურფა განძეულობით სავსე ხომალდი უბოძა და უბრძანა: წაიყვანეთ და წადით, აქ რომ მოვსულვართ, უკან იმავე გზით იარეთ, ფრიდონს ჩემგან, ძმადნაფიცისაგან, ეს წერილი მიართვითო.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ