მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 95656 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- დიდებულო და ბედნიერებით სავსე მეფეთმეფეო, შვებითა და სიხარულით გაბრწყინებულო, მზეო, შუქთა უხვად და უშურველად მომფენელო, ლომივით ძალგულოვანო და მტერთ სისხლის დამდენო ღვარად, - სწერდა ავთანდილი ფრიდონს, - შენი უმცროსი ძმა შორით მდაბლად სალამს გიძღვნი! გასაჭირი არ დამკლებია, სამაგიეროდ საწადელსაც ვეწიე: დანამდვილებით შევიტყვე "ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა”.

- იგი ქაჯთა მეფეს ჰყოლია პატიმრად, თვალთაგან ნიადაგ ცრემლის მფრქვეველი: "ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია”. ჯერ ქაჯნი ქალთან არ არიან, ზღვის გაღმა მხარეს წასულან, მაგრამ უამრავი ჯარი უდგას დარაჯად. თუმცა გზა ბრძოლით უნდა გავიკაფოთ, იქ მისვლა მაინც თამაშად მეჩვენება.

ვიცი, სადაც შენ და შენი ძმობილი იქნებით, იქ ძნელიც გაადვილდება: რასაც მოინდომებთ, კიდევაც იზამთ, არათუ კაცი დაგიმაგრდეთ, მგონია, თვით კლდეც გაგირბილდებათ! გულს ეს მიხარებს და ცრემლის ნაკადი აღარ მდის.

მომიტევე, რომ ვერ გეახელ და ვერ გინახულე, "გზა-გზა ყოვნა აღარამცალს, პატიმრად ა იგი მთვარე”. წავალ, ტარიელს წამოვიყვან, მალე გეწვევით მხიარულნი და ჩვენი მოსვლით შენც გაიხარებ. ამის მეტი მე რა უნდა შემოგკადრო, თავად იცი, ძმას ძმურად რარიგ მიეშველები!

- მსახურნი რომ წამომატანე, ამათ დიდად მასიამოვნეს, დაუფასებელი ამაგი დამდეს და, გევედრები, ნურც შენ მოაკლებ მოწყალებას:


"ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია?!

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია”.


წერილი გრაგნილად დაახვია, შეკრა და ფრიდონის მსახურთ მისცა, რაც რამ კიდევ შესათვლელი იყო, ზეპირ დააბარა. გახარებულს სახე ია-ვარდივით უყვაოდა. უებრო ბაგე-კბილთაგან მსახურთ ღიმილი შეაფრქვია და ტკბილად გაისტუმრა: "მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან”.

მერე ავთანდილმა მისი გზით მომავალი ხომალდი მონახა და ლაღად "გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა”, თუმცაღა გულმდუღარე ფატმანის დატოვებაც უმძიმდა. მისმა დაშორებამ ყველა დაამწუხრა. ფატმანი, უსენი და მსახურნი ცხარე ცრემლით მოსტიროდნენ.


"იტყვიან: `მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!

რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა?

და-ცა-გვმარხენო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა!”

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ