მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 89816 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზღვათა მეფეს მახარობელი გაუგზავნა და შეუთვალა:

- მტერთა მძლეველი და ამომჟლეტელი ტარიელი ქაჯეთიდან მოვდივარ და "მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი”. მეფეო, ყოველივე სიკეთეს თქვენით ვწევივარ: იგი გრძნეულთა ხელიდან ფატმანს უხსნია, მერე კი მისთვის დისა და დედის მაგივრობა გაუწევია, "სდედებია და სდებია”.

ფუჭი ქადილი მძულს და თქვენს ამაგს, აბა, რით გადავიხდი?! ქაჯთა ქვეყანა და მთელი მათი სიმდიდრე ახლა ჩემ ხელთაა, ერთობ თქვენთვის მომიძღვნია, იმათ ციხე-ქალაქში თქვენი მეომრები დააყენეთ და მაგრად გეჭიროთ.

ახლა მე ვისწრაფი და მანდ ვერ მოვალ, ჩვენკენ თავად გამოემართეთ, გვნახეთ, ვიდრე თქვენს სამეფოს გავსცდებოდეთ. მწადს, მოწიწებით გეამბოროთ, როგორც ღვიძლ მამას. ჩემ მაგიერ უსენს სთხოვეთ, ფატმანი გამოგზავნოს, მის გამოხსნილს მისი ნახვა ეამება:


"მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა,

ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!”


ტარიელის კაცი რომ ესტუმრა, ზღვათა მეფე გაოცებას მიეცა: "წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა”. ღმერთს ჰმადლობდა და მის სამართალს ადიდებდა. მაშინვე შეჯდა, სხვა მაწვევარს აღარ დალოდებია. ქორწილის თადარიგი დაიჭირა, მძიმე ბარგი ააკიდებინა, დიდძალი თვალ-მარგალიტი და სხვა ტურფა ძღვენი წამოიღო, თან ფატმანი წამოიტანა და გამოეშურა, "უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა”.

ათი დღის სავალი რომ გამოიარეს, პირისპირ რაზმი გამოუჩნდათ. აქედანაც შენიშნეს, მოყმე-რაინდთ აღარ დააყოვნეს, რაზმს მოსწყდნენ და "შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა”, ცხენებიდან ჩამოხტნენ, მოწიწებით ეამბორნენ. მოსულთ ტარიელს უზომო ქება შეასხეს, ამანაც ათასი მადლობა მოახსენა. მერე ბროლივით შუქმოციაგე ქალი მოინახულეს, მის უებრო სიტურფეს შესტრფოდნენ, შეჰხაროდნენ.


"ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,

მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;

იტყვის: "ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი!

და ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი."


ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:

ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,

აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,

და მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი."


ზღვათა მეფემ მიჯნურთ დიდებული ქორწილი გადაუხადა, შვიდ დღეს არ გაუშვა. ქაჯეთის ძღვნობა ძალზედ დაუმადლა. თვითონაც საბოძვარი უხვად გასცა, თან რომ აურაცხელი მოეტანა: ოქრო იმდენი მიმოაფანტვინა, ზედ ხიდივით დადიოდნენ, სტავრა-ატლასი თუ სხვა სიმდიდრე-განძეულობა ხომ გორივით იდო.

ტარიელს გვირგვინი უძღვნა, ერთი მთლიანი ყვითელი აიაგუნდისა იყო, ფასი არ დაედებოდა, მერე ხალასი ოქროს ტახტიც მიართვა. ნესტან-დარეჯანი ბადახშითა და ლალით შემკული ტურფა ქათიბით დაასაჩუქრა.


"დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა,

მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა."


არც ავთანდილი და ფრიდონი დავიწყებია, მათაც შესაფერი ძღვენი უძღვნა: ძვირფასი უნაგირით შეკაზმული თითო საუკეთესო ტაიჭი და თვლებით მოოჭვილი, "უცხო ფერთა შუქთა მფენი” თითო შესამოსელი. ორივემ დიდად დაუმადლა და სვე-ბედი დაულოცა.

გამოთხოვებისას ტარიელმა მოხდენილი სიტყვით კიდევ და კიდევ მადლობა გადაიხადა, მასპინძელს უთხრა: მეფეო, დიდად ვიამე უპირველესად თქვენი ნახვით, მერე იმით, რომ უცხო და ტურფა ძღვენით აგვავსე, რა კარგი ვქენით, რომ შორს არ ჩაგიარეთ და გეწვიეთო.

ამაზედ ზღვათა მეფემ მოწიწებით მოახსენა: თქვენი საკადრისი, აბა, რა უნდა მეძღვნა, "ხელმწიფეო ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ-მჭვრეტელთა შორით მკვლელო!” მშორდები და, მაგ მშვენებას რომ ვერ ვიხილავ, მაშინ რაღა მეშველებაო.

დაო, შენს ამაგს ვერა და ვერ გადავიხდიო, უთხრა ტარიელმა ფატმანს. ახლა ეს მიბოძებია, რაც რამ საუნჯე ქაჯეთიდან ჯორ-აქლემით აქ მოვიტანე, და წაიღე, ერთობ შენი იყოსო.

ფატმანმა თაყვანი სცა, უზომოდ დაუმადლა და თან მწარედ შესჩივლა: მეფეო, თქვენმა ნახვამ ჩაუქრობელი ცეცხლი გამიჩინა, მიდიხართ, მტოვებთ და რაღა ვქნა, თქვენი მოშორებით გახელებულმა და გულდამწვარმა?! "ახ, ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!”

ბოლოს, შუქთა მომფენელი სამი ჭაბუკი, "კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი”, ზღვათა მეფეს დანანებით გამოეთხოვა: მშობელივით შეგიტკბეთ და შეგითვისეთ, აწი უთქვენოდ რაღად გვინდა ნადიმი და მოლხენა, მაგრამ რა გაეწყობა, წასვლა გვიგვიანდება, გაგვიშვი, ამასაცა გთხოვთ, სამგზავროდ ერთი ხომალდი გვიბოძეო.

ხომალდი რა უნდა იყოს, თქვენი გულისთვის მოვკვდე, დავმიწდე, ესეც არა მშურსო, მიუგო ზღვათა მეფემ. ახლა, რახან აგრე ისწრაფით, დარჩენა როგორღა შემოგთავაზოთ, "წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!” ხომალდი მოუკაზმა და გამოისტუმრა. მათი განშორებით შეწუხებულნი მწარედ მოსტიროდნენ, თავ-პირში იცემდნენ, თმა-წვერს იგლეჯდნენ, "ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა”.

მოყმენი ტკბილად ბაასობდნენ. ძმობის იმ ფიცით, ადრე რაც ეთქვათ, ერთმანეთს კვლავ შეემტკიცნენ. იცინოდნენ, მღეროდნენ ბედნიერებით გაბადრულნი, "ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა”.

ზღვა რომ გამოვლეს და ნაპირზედ გამოვიდნენ, ასმათსა და ფრიდონის დიდებულთ მახარობელნი გაუგზავნეს, ქაჯეთის ომში გამარჯვებისა და ტარიელის მზეთამზის გამოხსნის ამბავი აუწყეს:


"მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,

ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქნებით დაუზრობლად!”


ზღვისპირ მოდიოდნენ და მოჰყავდათ იგი მზე, ტახტრევანის ჩეროში ნებივრად რომ დაებრძანებინათ. ესოდენი ჭირი გადაეხადათ და ახლა ლაღობნდნენ, მხიარულობდნენ. რა ფრიდონის სამეფოს საზღვარს მოატანეს, სიმღერის ხმა შემოესმათ.

ფრიდონის დიდებულები იყვნენ, მათ შესაგებებლად წამოსულნი. ასმათიც თან წამოეყვანათ, ურვა-წუხილის ნაცვლად შვება-ლხენით აღსავსე. იგი ნესტან-დარეჯანს მოეჭდო და გულში ისე ჩაიკრა, "რომე ვერ გაჰყრის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები”.

ნესტანი ეხვეოდა და ჰკოცნიდა, მერე უთხრა: ვაიმე, ჩემო, შენც რაოდენი ტანჯვა-წამება გარგუნე, "მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!” ხომ ხედავ, რა ბედნიერი ვართ, ღმერთმა მიჯნურნი არ გაგვწირა და უხვად მოიღო მოწყალებაო.

მადლი ღმერთს, რომ ბოლოს დაფარული გამოაჩინა და შენი მშვენება კვლავ დაუჭკნობელი ვიხილეო, "ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი”, მოახსენა ასმათმა, შენს სიხარულსა და ბედნიერებას რომ შევყურებ, "სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩნს”, აღარ ვინაღვლი, თუნდ ახლავე სული ამომხდესო.

დიდებულნი მოწიწებით ხელზედ ეამბორნენ და ქება შეასხეს. ღმერთს ლოცვა-კურთხევას უგზავნიდნენ. თქვენი ნახვით გაგვახარაო, "აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება” ტარიელმა მათ უთხრა: ვაი, რომ თქვენი მოძმენი ბრძოლაში დაეცნენ, თავი შემოგვწირესო, თუმცაღა იმქვეყნად მარადისი შვება-დიდება დაიმკვიდრეს და ღვთსაგან უკვდავი ჯილდო ხვდათ, მაგრამ მათი დახოცვა სამძიმოა და მიმძიმსო.


"ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,

ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარსა ზრავს, იანვარია."


იგი რომ მტირალი დაინახეს, ყველანი ერთობ ატირდნენ, ვისაც ვინ დაღუპვოდა, მისთვის ვაებდა და ცრემლს აფრქვევდა გული რომ მოიოხეს და დაწყნარდნენ, ტარიელს მოახსენეს: "რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს”, თქვენი მჭვრეტელნი ცრემლისა და ვაების წილ უნდა იმღეროდნენ და ხარობდნენო, თქვენი ესოდენი ტირილისა და მწუხარების ღირსი, აბა, ვინ არის, თქვენი გულისთვის სიკვდილი ბევრად სჯობიაო "მიწათა ზედა რებასა!”

მერე ფრიდონმაც სთხოვა: თავს ნუ გაიმწარებ, ღმერთიმც ამ ურვა-ვარამს ერთიათასად გიზღვავსო სიხარულით. დიდებულთ ავთანდილმაც მხურვალედ მიუსამძიმრა, მათ ქება შეასხეს და მოახსენეს, ახლა გლოვა-შეჭირვებაზე უფრო შვება-ლხენა შეგვშვენისო:


"რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წარხდომილსა,

აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა  მილსა.”


ფრიდონის სატახტო ქალაქი, მულღაზანზარი, დიდი ზეიმით დაუხვდათ, ბუკ-დაფდაფს სცემდნენ და ისმოდა "ხმა ტურფად შენათხზარია”.

მოქალაქენი ერთობ მოაწყდნენ და გარს შემოეხვივნენ. ბოქაულები აბჯარასხმული ტრიალებდნენ, დიდი ჯაფა დაადგათ, ხალხი მიჯრით ეჯახებოდათ, საჭვრეტელად ახლოს მიშვებას ითხოვდნენ.

სტუმრები ფრიდონმა სასახლეში მიიყვანა. წინ მდიდრულად მორთულ-მოკაზმული მსახურნი მრავლად მოეგებნენ, ფეხქვეშ აბრეშუმის საფენს უფენდნენ, თავს ოქროს აყრიდნენ მოწიწებით და მერე ჯარი იტაცებდა უხვად მიმოფანტულს.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ